ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"

ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0

გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)

გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია