ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

დროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

14 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, არა იმიტომ, რომ "საბურთალო" ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ სუსტ მეტოქესთან სასაცილოდ გაბითურდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეტოქის ქომაგის მიერ მოწყობილი ზეიმი, აღელვებული ქართველი ქომაგის მიერ ფეხბურთელთა ბულინგი, ჩხუბი, ბოთლის სროლა მსაჯებისთვის, გინების კორიანტელი - ეს იყო გუშინდელი მატჩის კულმინაცია.

როდესაც პრესკონფერენციაზე მიდიხარ, ათასგვარი კითხვა გიტრიალებს თავში. აზრიც აღარა აქვს ტაქტიკური მონახაზის შეფასებას და ჭიაბრიშვილს მხოლოდ ის ვკითხე, ამ ამბის მერე როგორ შეძლებდა ვინმე ქართველი ხალხის ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ მობრუნებას? პასუხი ზოგადი იყო: "ნებისმიერი ადამიანის გახარება ჩემი სიხარულია; გულს რომ დავწყვეტ, ეს ჩემთვისაც გულდასაწყვეტია. ძალიან მინდოდა, ქართველი ხალხი გამეხარებინა. სანამ ასე ვიქნებით, რომ იქნებ გაგვიმართლოს და გავიდეთ, ვერასდროს გავალთ".

და ამ ამბის მერე როგორ გინდა, რომ ვინმეს უთხრა, ეროვნულ ლიგას რატომ არ უყურებო?

გიორგი ჭიაბრიშვილის ტაქტიკა ამ შეხვედრაში არაფერი იყო სხვა, თუ არა დამწყები ბავშვებისთვის დახაზული სქემა, აი, შენ აქ დადგები და დანარჩენი შენ იცი, არ შემარცხვინოო.

კლუბი, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთ კომბინაციასაც ვერ შემოგთავაზებს, ესეც კატასტროფაა. ვერც იმას იტყვი, მეტოქის მწვრთნელის ტაქტიკითა და კომბინაციებით მოხდა ეს ყველაფერიო - არა, რადგან მასაც შეხვედრაში თითქმის არაფერი გაუკეთებია. "საბურთალო" საკუთარ თავთან დამარცხდა.

თუმცა მარტო მწვრთნელისთვისაც ყველაფრის დაბრალება არ არის სწორი, ფეხბურთელთა მოქმედებები ყველა სახის ლოგიკას მოკლებული იყო. ადამიანებს, რომლებიც მთელ ცხოვრებას ფეხბურთს უძღვნიან, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა, ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა და ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ პოზიციების განაწილება, ავიწყდებოდათ მეტოქე და "არარატის" ყველა სახიფათო შეტევა "საბურთალოს" გადაცემით იწყებოდა. ბოლოს ისიც დაავიწყდათ, რომ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და შეხვედრა უნდა გადაერჩინათ, ამ დროს კი მეტოქის ფეხბურთელებთან საქმის გარჩევა დაიწყეს.

რაც უფრო ნაკლებად ითამაშებენ pubg-ის და რაც უფრო ნაკლებად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს და მეტ დროს ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს დაუთმობენ, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ, გახდნენ უკეთესი ფეხბურთელები.

დამნაშავეა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რამდენიმე პოზიცია კვალიფიციური ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ.

გჭირდება ჩამშლელი ან შემტევი, რომელიც თავდამსხმელს პასებით მოამარაგებს; მცველი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და გადამწყვეტ მომენტში პენალტით არ დააჯილდოებს გუნდს. შენ კი ამ დროს უშვებ შენს წამყვან ფეხბურთელს ბელორუსის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდში და იმატებ ერთ ფეხბურთელს, რომელიც შეიძლება ევროტურნირების შესარჩევის დასრულებამდე ფორმაში ვერ შევიდეს - ეს არაპროფესიონალიზმია ან დიდი წარმოდგენა საკუთარ გუნდზე.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რომ მოედანზე მხოლოდ "არარატ-არმენიას" ფანკლუბის ხმა ისმოდა. იყო თუ არა იქ "საბურთალოს" ფანკლუბი, ძნელი სათქმელია. იყო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელთა ხმა მგონი მატჩის დასაწყისში ისმოდა, ისიც მათი ტრიბუნის სიახლოვეს.

არადა, ელემენტარულად, თავიანთი სკოლის აღზრდილი ბავშვები რომ შეეკრიბათ და დაერიგებინათ მათთვის საყვირები, დროშები, დოლები და მაისურები, მოედანზე ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა, თუმცა აქაც უცნაურ პრობლემებს ვაწყდებით - არც "საბურთალოს" ბავშვებს უხარიათ მთავარი გუნდის მატჩებზე სიარული, წარმოგიდგენიათ?

საქართველოს ჩემპიონის მაგალითზე, დაშლილი "ტორპედოს" მაგალითზე, ყოველ წელს უმოტივაციო "დინამოს" მაგალითზე, ხომ არ არის დრო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას? სრულად გადააბაროს კლუბებს საქართველოს ჩემპიონატი, ეს აპრობირებული მეთოდია მთელ ევროპაში. ის ფინანსები კი, რომლებიც ამ კლუბებზე იხარჯება, სხვა საქმეში დააბანდოს.

ფაქტია, კლუბებში საპრიზო თანხად ან ნებისმიერი სახით თანხის მიწოდებას წლებია უკვე შედეგი არ მოაქვს. ფული, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხს ეკუთვნის, გაურკვეველი მენეჯმენტების ხელში უაზროდ იხარჯება და ამას შედეგი არ მოაქვს. თუ კლუბებს შედეგი არ აქვთ, მაშ რისთვის უნდა აფინანსებდეს საზოგადოება მათ? გვინდა კი ასეთი დაფინანსებული ფეხბურთი?

ამას ჯობია, ეს თანხა ფედერაციის აკადემიებში დაბანდდეს, ისეთივეში, როგორიც ლაგოდეხშია. ამ თანხით გარკვეულ პერიოდში ფედერაცია თავისი აკადემიებით მთელი საქართველოს ათვისებას შეძლებდა და ეს ყველაფერი მომავალში ჩადებული ინვესტიცია გამოვიდოდა. სხვა შემთხვევაში ვინღა მოთვლის ქართულ საკლუბო ფეხბურთში დახარჯულ მილიონებს და დასახარჯსაც...

• mamuka

ფუ თქვენიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• ალეკო

ჩიტო გვრიტო კი არა და არ იდარდო: https://www.youtube.com/watch?v=o51wZ_TCWb8&fbclid=IwAR3UR2CDi-dy7ZxQ0tbwp12Ajoi_aqmcZnw4JuZbezqBga8TDn8eLYiUNSI

• 999

სომხეთში რა გინდა კაცო გადახედე ეროვნულ ჩემპიონატს რა ,,გაკეთებული" თამაშებია

• barba

სახელმწიფოს დახმარების გარეშეც შესაძლებელი იყო ამ „შედეგის“ დადება...:((( შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან მილიონების (საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდიან ამოღებული მილიონები!!!) უაზროდ ყრის პროცესი უნდა დასრულდეს!!!

• Sport

12 წლის ვარ და 2013 წლიდან ვუყურებ ა მათ. საბურთალო თამაშობდა ძალიან კარგ ფეხბურთს მაგრამ გამოუცდელობამ და თავშია ავარდნ ეს იცის. ეხლა კი მომავალ წლამდე.

კი, მაგრამ ფედერაციამ რა უნდა ქნას? ფეხბურთის თამაშს ასწავლის? გამოვა ეს კობი, იტყვის თავის რიხიან სიტყვას და ეგ არის. წავა მერე და ისევ იგივე გაგრძელდება.ჩვენც მომავალ წელს ისევ გავალთ ევროტურნირებზე, კიდევ შეგვხვდება ბანანცი ან დუნაისკა სტრედა, ისევ წავაგებთ, წამოვალთ მოედნიდან დამძიმებულები და ასე... ეს ხომ ათეული წლებია გრძელდება? ამას დასასრული არ უჩანს. არ ვიცით ფეხბურთის თამაში და რა ვქნათ?

• გიოშა

ხალხო,"კაცი" გვარად ხეჩიკაშვილი კიდე გვაბოლებს! წლევანდელ ევროტურნირებში საბურთალოს ყველა თამაშში ფოკუზი გააკეთეს!!! შერიფთან და არარატ არმენიასთან ჩატარებული მატჩები წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! პორტუ და სელტიკი რომ იმაიმუნებს,ამხელა ისტორიის და ტიტულის მქონე კლუბები რა გასაკვირია,რომ საბურთალომ იმაიმუნოს? ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! დაუკვირდით! ისე გათავხედნენ ყველა დაპირისპირებას ერთნაირი სცენარით ამთავრებენ!!! როდემდე უნდა გვაბოთაონ...??? საფეხბურთო მაფიის მიერ ზღაპრული ოდენობის თანხის მოგებაბასთან გვაქვს საქმე! მთელი მსოფლიო უნდა გამოვიდეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველათ!

• გიოშა

ხალცხო,ცივი გონებით და არა გულშემტკივრის პოზიციიდან შეხედეთ მომხდარს!!! როდემდე უნდა გვაბოთაონ...???

• გიოშა

საბურთალოს მიერ ჩატარებული ყველა თამაში წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული!!! თბილისური და ზაგრებული პირველ ტაიმებში საბურთალოს ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები კარგი თამაში კი რა თქმა უნდა ჩვენითვის თვალის ახვევის მიზნით მოეწყო!!! ხალხო,ნეიტრალური პოზიციდან და არა გულშემატკივრის ცივი გონებით შეხედეთ მომხდარს!!!

• გიოშა

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი მვლენების შემდეგ ჩემი მხრიდან რუსი მეგობრების ხსენება ბევრისთვის ალბათ მიუღებელია,რაც ჩემთვის სავსებით გასაგებია. პოლიტიკა და ერებს შორის მეგობრობა აქ რა მოსატანია,მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს როდესაც რუსს ხალხზე ვსაუბრობ-მერწმუნეთ,დღევანდელი რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი პროგრესულად მოაზროვნეა(განსაკუთრებით ახალგაზერდობა)! ებრძვიან პუტინის სისხლიან დამყრობით პოლიტიკას! რაც გამოჩდა კიდეც ახლანდელი მოსკოვის აქციებსა და მსვლელობებისას! ბავშობის წლებში საშუალო სკოლაში ვსწავლობდი რუსულად,გავიზარდე რუსს ბავშვებთან ერთად. მყავს აგრეთვე ბევრი თურქი მეგობარი.პროფესიით ვარ თურქული ენის სპეციალისტი.

• გიოშა

არ იფიქროთ,რომ მე ტოტალიზატორში ვთამაშობ.ჩემი ნაწერი რეალური ამბავია,რასაც ყოველთვის ინტერნეტით ვგებულობ რუსი მეგობრებისგან.ისინი ხშირად მეკითხებიან ხოლმე ევროტურნირებში მონაწილე ქართულ გუნდების შესახებ.შერიფის და საბურთალოს მატჩისწინა დღებშიც კითხვით მომწერეს,აინტერესებდათ თუ როგორი გუნდია საბურთალოთ.მე არ შევკითხივარ,მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ამ თამაშის მიმართ ინტერესი დიდი იყო.

• კ ო მ ბ ლ ე

კარგია რომ წააგეს! წაგება თვალის ჩინს მატებს, გონებას უხსნის და პაციენტი აზრზე მოყავს. აგეხილათ თვალები? მიხვდით, რომ რაცხა ისე ვერ არის? ხედავთ? ეს ყველაფერი წაგების ბრალია... გაუმარჯოს წაგებას, რადგან ხედავთ, ახლა მორჩენაც შეიძლება...

• Vakhtang Lobzhanidze

სტატიას მივყავართ შორს სიმართლისგან... გახსოვთ რამოდენიმე თვის წინ ვუტ ჯორჯიას ამბავი..რამხელა ამბავი ატეხეს?! რა თქმა უნდა მისასალმებელი არაფერი იყო იმ ამბავშუ, მაგრამ ეგ იყო გაკეთებული მშიერი ფეხბურთელების მიერ და ასე იყო თუ ისე საერთაშორისო სირცხვილისგან შორს იყო. გუშინ კი სულში ჩააფურთხეს ყველა ქართველს. თქვე არასწორებო.. თამაშის წაგებასაც კლასი უნდა ისე..შესრულება!

• გიგა

სწორად წერ მაგრამ აი მაინც ფედერაციის დროული ქმედითი ნაბიჯებიო ეს წყალში ყრის ყველაფერს. დაიშალონ ზაერთოდ კობიაშვილები ფიფიები და ყველა ნერვები დაგვახიეს ეს რა ქნეს 90 %ს გვჯერა რომ გაყიდეს ხეჩიკაშვილი და რავიცი ვისზე ვთქვა ცუდად ვართ თქვენთვის შეიძლება არაფერია და ჩვენთვის ფეხბურთი შეიძლება ზუსტადაც რომ ცხოვრებაზე მეტია მითუმეტეს ესეთ დღეებში. არარატი და მაქედან გამოქანებული მენახეთ თქვენ თუ მართლა გაყიდეთ

• gayidulia

თუ ვინმე ფიქრობს რო ეს თამაში გაყიდული არ იყო მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ რო ამ კომენტარს ცნობილი ფიზიკოსი აინშტაინი წერს

• Anj: Antey

წვეთოვანზე შეერთებული ქართული ფეხბურთი საბურთალომ გუშინ "გმირულად" აპარატიდან მოხსნა და ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა ეს იმაზე დიდი დანაშაული მეტიც ღალატი ჩაიდინა 100 კაციანი ფანობის მქონე გუნდმა ბრძოლის წინა ხაზზე შენიანს რომ ტყვია ესროლო და სიცოცხლე მოუსწრაფო არაპროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს არ ვაჭარბებ მრჩება შთაბეჭდილება ფეხბურთი სხვა სპორტის სახეობაა ხოლო ჩვენი "ფანტაზიორი" ფეხბურთელები რაღაც გაურკვეველი სპორტის სახეობას გვაყურებინებენ ტიპიური მწვალებლები არიან ეხლა უკვე მაშტაბურად დაქვცინეს გლობალური თვალსაზრისით მოგვჭრეს თავი საჩუქრების მოყვარულებმა მეზობელ სომხებსაც ხომ არ დავტოვებდით უპადარკოთ ამჯერად საჩუქარის გადაცემა საბურათალომ აიღო მის თავზე და ისტორიაში პირველად სომხური გუნდი პლეიოფის გზას გაუყენა, ხალხი ისედაც ცოტ ცოტა მაგრამ მაინც ემატებოდა ჩემპიონატს და რაღაც ინტრიგა ეცემოდა ელიგას ამათმა კი მთლად გააბანკროტეს ეს ვითარება ხალხი საერთოდ აღარ გაიხედავს ქართული ფეხბურთისაკენ კიდევ დიდი ხანი ეს რა ქნეს ამას მოხერხება ხომ უნდა ეს მხოლოდ ქართულ კლუბებს შეუძლიათ ხალხს ისედაც იმდენი გასჭირვებია დანერვოზებული დადიან და ჩვენი ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტ სტრესს და დარდს ზევიდან უხვად უმატებენ და უმატებენ

• s.s

რა არის იცით? ჩვენ ხომ ზაგრებთან წაგებაზე ხმა არ ამოგვიღია? ვიცოდით, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ არარატი?... ძლიან საეჭვო რაღაცეები ხდებოდა, მაგალითად თავდასხმელი ათი ნომერი ყველა თამაშში იღებს ყვითელს, ასეთ პასს აკეთებს და მერე ასეთი პენალტი, რა იყო მესი ხომ არ უტევდა? პირველი გოლიც ძალიან რაღაცნაირად გავიდა, იმედია ვცდებოდე!

• კახა

გეტყვით სიმართლეს ძმებო! ეს თამაში გაყიდეს მწვთნელებმა,მათ ზემოთ მდგომმა ხალხმა ფეხბურთელების უმეტესმა ნაწილმა,თუ რომელმა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რომ თამაში გაყიდული იყო.კიდევაც ეტყობოდათ დამეცოდებიან,რადგან მაგენიც გაისვარენ ლაფში.საინტერესოა მალის რომ ის ბურთი გაეტანა,ძელს რომ გაარტყა,ალბათ დამატებიში გაატანიებდნენ მესამეს სომხებს.ყველა ვინც სამშობლოს და ღირსებას ყიდის ყველა ფურთხის ღირსია

• LEKSO KUTAISI

კობიაჰვილი პარლამენტჰი რო კუსავს ტვალებს რას მიკეტებს ორი ციგნი არაკ ცაკიტხული რა კორუპციაა არაა ორ ტანამდებობაზე მაკუტებს რო ტეხავს კველაპერი ტავიდანაა მოცამლული

• ზუზუ

არვიცი რატომ, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ჩაწყობილი იყო ეგ თამაში. ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ჩაწყობილი თამაშების არ მჯერა.. იმწამსვე მოვიდოდა რაპორტი რომ სადღაც ფული დაიდო დიდი რაოდენობით, საეჭვოდ. მხოლოდ კოეფიციენტის ცვლა არაფერს ნიშნავდა, იმიტომ, რომ იმ თამაშით, რაც საბურთალომ წინა თამაში ითამაშა, ვიცოდი რომ წააგებდა ამ თამაშს, მაგრამ ვფიქრობდი 0-1 -ს წააგებდა.. უბრალოდ არ მჯერა, რომ ჩაწყობები ხდება იმის ფონზე რომ უეფა დასჯის მინიმუმ 2-3 წლიანი დისკვალიფიკაციით. არც რაპორტი ყოფილა მაგ თამაშზე და არაფერი შესაბამისად.. არ მითხრათ ახლა, რომ მალის გათვლილი ჰქონდა ხარიხაზე ბურთის გარტყმა, ან შემთხვევით გაიტანა რეხვიაშვილმა გოლი(ოფსაიდი კიიყო მაგრამ მაინც).. არ ვიცი, მე არ მჯერა, მაგრამ იმის მჯერა, რომ საბურთალო თავიდანვე ისე გამოვიდა, თითქოს იცოდნენ შემდეგ ეტაპზე გასულები იყვნენ.. მენტალობამ გვიწია სამწუხაროდ.. არ დაბლოკოთ ერთხელ მაინც კომენტარი -_- თუ უეფასგან მოვა რაპორტი რომ სადღაც საეჭვოდ დაიდო ფული, მაშინ პირველი ვიქნები, რომელიც აღარასოდეს წავა თამაშებზე.. ან რაფულს ნახავენ და რეპუტაციას იმაზე მეტს, ვიდრე ჯგუფში შესვლა მოგცემს

• გიორგი

არც ფედერაციის აკადემიაშია კარგი მდგომარეობა.... რავიცი ამ აგოდეხში მოედანი აყარეს და ხელოვნური დააგეს, რომ ორი კაცია არ აეყვანათ და ფული გადაეხადათ... მორი წლის შექმნილ გუნდთან აგებ უაზრიდ- მაგარია... არც ნამუსი არც თავდადება,არც თავმოყვარეობა...

• გიოშა

საბურთალომ ტირასპოლში 3-0 რატომ მოიგო ბევრი თქვენთაგანი ალბათ მიხვდა.დნესტრისპირეთი და მისი დედაქალაქი ტირტასპოლი ფაქტიურად რუსეთის ნაწილია,მას მართავს რუსეთი.მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ეროვნებისაა ამ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში.რუსეთში კი როგორც ვიცით ტოტალიზატორებში ყომარის ბუმია,ფსონების 90 პროცენტი სწორედ ფეხბურთზე იდება! ტირასპოლის შერიფის ძალა ყველა რუსმა კარგად იცის და რა თქმა უნდა საბურთალოზეც ქონდათ წარმოდგენა-რომ შერიფზე სუსტი გუნდია.დარწმუნებული ვარ შეძლებულმა რუსებმა დიდი ფული დადეს 1.შერიფის 3 ბურთით არ წაგებაზე.2.შერიფი ერთ გოლს გაიტანს. და ა.შ. უამრავი ვარიანტია.

• ზურა

სომხეთში თამაშიც გაყიდული იყო

• roma

ჩვენი ფეხბურთის დონე სადააა იცით? იმაში .............

• კაროჩე რააა

ფედერაცია ვითომ რო პროფესორობს და ამ დროს რო საერთოდ არ იციან არაფერი ეგ მაგიჟებს.თუნდაც დღევანდელი საქციელი ავიღოთ თითქმის 40 გრადუსია მთელ საქართველოში და 5 საათზე დაიწყეს ტური.ვითომ 6 საათზე დაწყებული არ მოესწრებოდა ან თუნდაც ნახევარზე.

• გიოშა

ორივე თამაში ფოკუზი იყო მეგობარო,ერევანშიც და თბილისშიც!!!

• გიოშა

მომეწონა თქვენი ნააზრევი,მაგრამ ვის რაში სჭირდება სწორად ნაფიქრი და კარგად გაკეთებული საქმე-აგერ იოლად შოულობენ ფულს დიდი შრომისა და ყოველგვარი თავისტეხვის გარეშე!

• ოთო

პირველივე წუთედანვე იგრძნობოდა რომ ეს თამაში გაყიდული იყო...ეტყობოდა ყველა ფეხბურთელს...გული მერევა ამ ცირკზე...შეურაცყოფას რომ აყენებთ ხალხს თქვენი არაპროფესიონალიზმით მაგიტომაც არ დადის არავინ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე...მომავალში ალბათ არც ევროტურნირებზე არ ივლიან...არცერთ ქართულ გუნდს არ აქვს მიზანი ჯგუფურ ეტაპზე გასვლის...მარტო ტოტალიზატორზე ყომარით შოულობენ ფულს ეს პარაზიტები..."ბატე"-ს დონი გუნდი ვერ გაკეთდა ვერასდროს საქართველოში რო ერთხელ მაინც მოხვდეს ჯგუფურ ეტაპზე...სამარცხვინო ხალხის ხელშია ფეხბურთი

• vava

სწორია სტატიის ავტორი, მეც ეგეთი შეგრძნება მქონდა რო მხოლოდ პოზიციები შეურჩია მწვრთნელმა ფეხბურთელებს და მეტი არაფერი დარიგება არ მიუცია, არანაირი სტრატეგია არ ჩანდა დაცვისა თუ შEტევის დროს რა უნდა გაეკეთებინათ, პრაქტიკულად არ იყო ვერტიკალური ფეხბურთი, ძალიან უჭირდათ ფლანგების შეცვლა შეტევის დროს. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ჭიაბრიშვილსაც თავში აუვარდა ამდენი ქება-დიდება, ესეთი მოდუნება პირველად რო ემართებოდეს საბურთალოს კიდე არაფერს ვიტყოდი...

• Status quo

ყველამ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა, ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა, ადმინისტრაციამ, ჟურნალისტებმა,ფედერაციამ.ეს კატასტროფაა. არანაირი ღირსება არა გაქვთ. თუმცა, ეს რა გასაკვირია, ვისა აქვს საქართველოში ღირსება?

• Patrioti

ეს თამაში გაიყიდა და მორჩა. ჭიაბრიშვილი კარგი მწვრთნელი რომ არის ეგ სომხეთში თამაშის დროს გამოჩნდა, თუმცა თბილისური მატჩის წინ სავარაუდოდ ვერ გაბედა დამფუძნებლის წინააღმდეგ წასვლა და მივიღეთ ის რომ "ვიღაცეებთან" წაგვაგებინეს, რომ კიდევ ერთ " ვიღაცას" სერიოზული ფული ჩაედო ჯიბეში. გუშინდელი სტატია რომელშიც გამოთქმული იყო ამ მატჩის კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებები მგონი საყურადღებო უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვისაც, თუმცა ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს. არადა სამაგალითოდ დასასჯელია მაგის მკადრებელი. რა ვქნა ეს ეჭვი მაქვს, ძალიან გავს რეალობას.

• გიოშა

ალბათ გახსოვთ,ტირასპოლში 3-0 მოგების შემდეგ ვწერდი - რაც მოხდა ფოკუუზია მეთქი.თქვენგან უმეტესობამ კი დიზლაიკი დამიწერა,მეტი ვიდრე წინა სტატიაზე გაკეთებულ ჩემს კომეტნარზე.მჯერა სულ მალე მოვა დრო,როდესაც მრავალი თქვენთაგანი ვკვლავ დარწმუნდება ჩემი პოზიციის სისწორეში,როგორც გუშინ გავიგეთ თუ როგორი მაიმუნობები ხდებოდა სინამდვილეში! ნუ იფიქრებთ,რომ თითქოს ვინმეზე მეტი რამ ვიცი და ამით ჩემს თავს განსაკუთრებულად მივიჩნევდე.უბრალოთ თქვენგან განსხავავებით ყველაფერს ძალიან კრიტიკული თვალით ვაკვირდები,არავისი და არაფრის არ მჯერა,გარდა მორაგბეებისა,ყველაზე მეტად არ მჯერა ბინძური პოლიტიკის და პოლიტიკოსების. აქაური ჩემი სახელით მხოლოდ თქვენ მიცნობთ,ჩემი ნაცნობებიდან კი ორმა ადამიანმა თუ იცის,რომ აქ გიოშას სახელით ვარ.არ მინდა იფიქროთ,რომ ვინმესთან თავს ვიწონებ.

• ანესთეზეოლოგი & Commentat 2

დავიწყოთ იმით, რომ ერს რომელიც გამოირჩევა თავის წარმოჩენისა და თავის გადამეტების მცდელობით (განსაკუთრებით ქართველების მიმართ) მივეცით დაცინვისა და იმის თქმის საფუძველი, რომ სომხური ფეხბურთი "გაცილებით" მაღლა დგას ვიდრე ქართული. დღეიდან მოყოლობეული დროთა განმავლობაში ეს მოვლენა განმტიცდება მათ საფუძვლებში და სულ მალე ამას დასაბუთებულად წარმოგვიდგენენ ჩვენი მეზობლები. მათ ეს ახასიათებთ. პირველ რიგში სწორედ ამის გამო წნელის წკეპლა საბურთალოს, თავის უფროსობიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად. მადლობა ბიჭებო, ამას არასოდეს დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი. ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე წელგამართულ საბურთალოს ბევრად მეტი მოეთხოვებოდა შემადგენლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით. ბევრი ფეხბურთელი აშკარად ზედმეტს "ერთობა". მაგრამ მათი თამაშის შემხედვარე ვშიშობ რომ ამ გართობაში თუდაც ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება არ შედის. უმრავლესობას მგონი საერთოდ არ აინტერესებს იმის ყურება, თუ როგორ თამაშობენ დიდი გუნდების დიდი ფეხბურთელები. როგორ კეთდება პასი, გამჭოლი გადაცემა, გამამწვავებელი ფაზა, უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა.... არა ეს აშკარად არ შედის მათი ინტერესის სფეროში. ცალკე თემაა ფეხბურთის ფედერაციის როლი ამ ყველაფერში. ისე თუ ასე ფაქტი ის, რომ სახელწიფოსგან ფინანსდება ფეხბურთი. მაგრამ შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ჯიბიდან გაცემული თანხები სადღაც გაურკვეველ ჯიბეში ინაცვლებს. ფედერაცია აშკარად ვერ უძღვება ეროვნული ჩემპიონატის საკითხებსა და გამოწვევებს. 2006 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში არსებობდა "პროფესიული ფეხბურთის ლიგა" (პფლ). რომელიც პასუხისმგებელი და ორგანიზატორი იყო ეროვნული ჩემპიონატისა. პფლ იყო საზოგადოება, სტრუქტურა თავისი მენეჯმენტით რომელიც მოიპოვებდა ფინანსებს, გააჩნდა კონცეფცია და საკმაოდ ბევრს აკეთებდა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის. ამ პერიოდში ეროვნული ლიგა ბევრად ძლიერი და კონკურენტუნარიანი იყო. დინამო, ტორპედო, ოლიმპი, ლოკომოტივი, ზესტაფონი, ამერი, თბილისის თბილისი, ვიტჯორჯია, ბორჯომი, სიონი... რამდენი კარგი ლეგიონერი და ლამაზი მატჩი... 2011 წლიდან კი ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მართვის უფლება (ვითომ დროებით) ჩამოართვა პფლ-ს. რა მივიღეთ ამით? მხოლოდ რეგრესი! ეროვნულ ჩემპიონატის გამართულად ფუნქციონირებას და გამოწვევების აღმოფხვრას ესაჭიროება უშუალოდ ამ პრობლემებზე ორიენტირებული ჯგუფი, მენეჯმენტი. აგრეთვე გაუგებარია თუ რატომ გამოატოვებინა ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საბურთალოს? ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლის ძირითად მიზეზად ფედერაციამ დაასახელა ევროტურნირების პერიოდში ქართული კლუბების ფორმაში ყოფნის უპირატესობა. ანუ ის, რომ ჩვენი კლუბები ევროტურნირებს შეხვდებოდნენ ფორმაში მყოფები. რაც რათქმუნდა უპირატესობაა, მაგრამ რაში გამოვიყენეთ ეს? საბურთალო ისვენებდა, მაშინ როცა არარატი ეროვნულ ჩემპიონატში შეხვედრებს მართავდა და ამას ტონუსში ყოფნისა და შეთამაშებისათვის იყენებდა. მათ თავად აღნიშნეს ეს ფაქტი. შეთამაშების პრობლემა საბურთალოს არ ქონდა, მაგრამ წუხანდელმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, რომ გუნდი წესიერად ვერ კომბინირებდა, ბურთის გააზრებულ გათამაშებას ვერ ახდენდა. ტურების გამოტოვებამ მოდუნებამდე უფრო მიიყვანა საბურთალო, ვიდრე დაასვენა. არც ისეთი დაძაბული გრაფიკია ჩვენს ჩემპიონატში, რომ ფეხბურთელები ძალიან გადატვირთულები იყვნენ და ამხელა პაუზებს საჭიროებდნენ. ფედერაცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს საკუთარ კომპეტენციაზე და პასუხისმგებლობა აიღოს გარკვეულ საკითხებზე...

• KUTAISELI

ras bjuturobt bijo es jurnalistebi, tamachi gakides, male tavis tavsac gakidian, vis adarebt chiabrichvils, vapche licenzia unda chamoartva gakides tamachi puli amjobines kartul suls,pederacias kide pexebze kidia, istoriul gundebs chlian, potis kolxeti, zestaponi, kutaisi, romeli erti chamogitvalot, vtamachis gaketebac ar ician, kvela tamachobs totalizators didi gundebi mara es tamachis chedegs ar etkoba, amatma pirdapir naglat gakides tamachi , tan vistan, somxebtan, botlebi kiara tavpiri unda daemtvriat kvelastvis vinc am teatrchi miigo monacileoba. kartuli pegburtis chemarcxvenlebi arian,tavmokvareoba ro kondet magat adgilas pegburts tavs davanebebdi.puli ki akvt nachovi.

• დათო

ცეცაძე და მაისურაძეც. 100% გეთანხმები.

• ave

დაავიწყდათ პასის მიცემა ზემოთ ასვლა და ასე შემდეგო სამაგიეროდ არ დავიწყებიათ ყვიტლების აღება, 6 ტამაში 27 ყვითელი როგორია? ხოო კიდევ საბურთალოს გულშემატკივრების ხმა არ ისმოდაო ბოდიშით მარა არ იცით რო საბურთალოს გულშემატკივართა რაოდენობა 50 კაცს ვერ ცდება?

• ვეტერანი

ხვალამდე ვაპირებდი მოთმენას, მაგრამ ფედერაციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგასო და ........ხუმრობთ? 290 მილიონი ლარი გადაყრილია უვარგის და თავიდანვე კორუფციულად დაგეგმილ სახელმწიფოსა და ფედერაციის ერთობლივ კონცეფციაში. გამოაქვეყნეთ გვარები და თანამდებობები ავტორების, საჯარო განხილვის გარეშე ვინ დაამტკიცა ის უაზრობა.

• გიორგი

ძლივს ანალიტიკური სტატია შემოგვთავაზეს. არ შევდივარ იმის განხილვაში რა ხასირსხისაა სტატია, მაგრამ ერთი რამე კი თვალშისაცემია რომ გულშემატკივრების დიდი უმრავლესობა ერთადერთ მიზეზად ჩაწყობილ თამაშს ასახელებს და სხვა მიზეზებს მარცხის ვერ ხედავს, ან ყოველ შემთხვევაში არ ასახელებს მათ; წავიკითხე კომენტარები და პირდაპირ ისტერიაა, ჩაწყობილი მატჩია და მორჩა, ეგაა თურმე მწარე და სამარცხვინო მარცხის მიზეზი! ასეთი რამ რო ხდება ფაქტია, მაგრამ ყველა მარცხის აქამდე დაყვანა თავად ქმნის იმ სიტუაციას რომლიდან გამოსავალი არ არის, და ამაში მაყურებელი და გულშემატკივარიც მონაწილეობს იმით რომ მრავალ ასპექტიანი ანალიზის ნაცვლად მარტივად ამ ერთ მიზეზიან ისტერიკას აწყობს. მოკლედ ჩვენში ესეთი სიტუაციაა: მე არაფერი მომეკითხება, მარტო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს გუნდის თავკაცებს და ასე შემდეგ, მაგრამ ისინიც ესეთივე ქართველებია როგორც ჩვენ და ისინიც თვლიან რომ მათ არაფერი მოეკითხებათ არამედ მარტო სხვებს. ჰოდა, ვართ ასე ჩაკეტილ წრეში ერთმანეთის ბრალდების და დაჭმის, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. ან, ასეთ სიტუაციაში რატომ ან როგორ უნდა დაიძრას?

• დუდუ

ნეტავ რა ნამუსით უნდა გვისაყვედუროს რომელიმე ქართველმა "ფეხბურთელმა" გულშემატკივრები აკლია ჩვენს თამაშებსო. არადა გავიხსენოთ რამდენი ასეთი საყვედური მოგვისმენია მათგან. თუნდაც საბურთალო ავიღოთ: სამივე საშინაო თამაში უშანსოდ წააგეს. ჩემთვის პირადად ახლა სულ ერთია თამაში გაყიდული იყო თუ უბრალოდ მეტოქემ გვაჯობა , რადგან ორივე შემთხვევაში დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე: პირველი, ის ფაქტი რომ გაჩნდა ეჭვი უკვე მიუთითებს იმაზე რომ ქართული გუნდებისთვის ეს სამარცხვინო მოქმედება სულაც არაა სიახლე და ეს განსაკუთრებით მტკივნეულად ახალგაზრდ ფეხბურთელებთან მიმართებაში აღიქმება, რომლებსაც ჯერ წესიერად არც კი დაუწყიათ კარიერა და პირდაპირ თუ ირიბად უკვე შეიძლება გარეულები იყვნენ ამ სამარცხვინო ქმედებაში. თუმცა დავუშვათ რომ საბურთალომ ალალ "ბრძოლაში" წააგო ორრაუნდიანი დაპირისპირება. რა ამის გამო ვინმე ოდნავ მაინც იგრძნობს შვებას? ეს ხომ მიუთითებს ჩვენი ფეხბურთის უდაბლეს დონეზე, დიდი ხანია ჭაობში ვართ და ამ ჭაობიდან ამოსვლას არც ჩქარობს არავინ. ( ყოველ შემთხვევაში ის, ვიასც ევალება ამაზე ზრუნვა) გულშემატკოვრის მხრიდან ნებისმიერ კრიტიკას ან პროტესტის გამოხატვას, ძალიან ცინიკურად პასუხობენ: დურგალმა თავის საქმეს მიხედოს, ექიმმა თავისას ჩვენ კი ფეხბურთის სპეციალისტები ფეხბურთს მივხედავთო. ხოდა როგორც მიხედეს გუშინ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად გამოჩნდა

• bs

ქართული ფეხბურთი? ააა... გამახსენდა, ეგ ხომ დიდი ხანია ტ..შია, და ვინც ამას ვერ ხედავს მისი თვალებიც იქაა სადაც ქართული ფეხბურთი. და ქართლი ფეხბურთის მაფიოზი ,,მამიკოებიც" იქ არიან გასაგზავნი სადაც ახლა ქართული ფეხბურთია, მარა ვინაა პატრონი?! მეტი არაა ჩვენი მტერი...

• საქართველო

საერთოდ ხმას როგორ იღებენ! თურმე ეგ ამბავი წინასწარ იცოდნენ რომ სომხური გუნდი გავიდოდა შემდეგ ეტაპზე და საერთოდ ევროპის ლიგაზე! რუსეთში მცხოვრებმა სომხებმა და ქართველებმა მითხრეს! რა გასაკვირია, ის გუნდი მოსკოველი სომეხი ოლიგარქის გუნდია! მაგარი მაყუთები აწიეს! უეფამ რიაგირება თუ არ მოახდინა და ორივე კლუბი თუ არ დასაჯა, მაშინ უეფაც ყოფილა მთლიანად კორუმპირებული!!! 2-3 დგეში რიაგირება თუ არ მოხდება, ყველაფერი გასაგებია... ყოჩაღ თქვენც მაშინ და ფეხბურთის ყურებასაც აზრი არ ექნება!!!

• Zura

მშობლების და დედმამიშვილების შეურაცხყოფა რამე ახალი მოდაა? არ მოგწონს ნუ მოგწონს რაღას აგინებ? ვინ მოგცათ ამდენის უფლება! თქვენნაირების გამოა ქართული ფეხბურთი ასეთ ჭაობში. სოციალურ ქსელში ყველა მაგარი კაცია თქვე ვაი ბალეიშიკებო. თუ გუნდის ხელმძღვანელობა არ მოგწონთ-გადააყენეთ, მაგრამ ფეხბურთელებს შეეშვით.

• ანესთეზეოლოგი & Commentat 2

დავიწყოთ იმით, რომ ერს რომელიც გამოირჩევა თავის წარმოჩენისა და თავის გადამეტების მცდელობით (განსაკუთრებით ქართველების მიმართ) მივეცით დაცინვისა და იმის თქმის საფუძველი, რომ სომხური ფეხბურთი "გაცილებით" მაღლა დგას ვიდრე ქართული. დღეიდან მოყოლობეული დროთა განმავლობაში ეს მოვლენა განმტიცდება მათ საფუძვლებში და სულ მალე ამას დასაბუთებულად წარმოგვიდგენენ ჩვენი მეზობლები. მათ ეს ახასიათებთ. პირველ რიგში სწორედ ამის გამო წნელის წკეპლა საბურთალოს, თავის უფროსობიან-მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად. მადლობა ბიჭებო, ამას არასოდეს დაივიწყებს ქართველი გულშემატკივარი. ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით მოთამაშე წელგამართულ საბურთალოს ბევრად მეტი მოეთხოვებოდა შემადგენლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით. ბევრი ფეხბურთელი აშკარად ზედმეტს "ერთობა". მაგრამ მათი თამაშის შემხედვარე ვშიშობ რომ ამ გართობაში თუდაც ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება არ შედის. უმრავლესობას მგონი საერთოდ არ აინტერესებს იმის ყურება, თუ როგორ თამაშობენ დიდი გუნდების დიდი ფეხბურთელები. როგორ კეთდება პასი, გამჭოლი გადაცემა, გამამწვავებელი ფაზა, უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა.... არა ეს აშკარად არ შედის მათი ინტერესის სფეროში. ცალკე თემაა ფეხბურთის ფედერაციის როლი ამ ყველაფერში. ისე თუ ასე ფაქტი ის, რომ სახელწიფოსგან ფინანსდება ფეხბურთი. მაგრამ შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ჯიბიდან გაცემული თანხები სადღაც გაურკვეველ ჯიბეში ინაცვლებს. ფედერაცია აშკარად ვერ უძღვება ეროვნული ჩემპიონატის საკითხებსა და გამოწვევებს. 2006 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში არსებობდა "პროფესიული ფეხბურთის ლიგა" (პფლ). რომელიც პასუხისმგებელი და ორგანიზატორი იყო ეროვნული ჩემპიონატისა. პფლ იყო საზოგადოება, სტრუქტურა თავისი მენეჯმენტით რომელიც მოიპოვებდა ფინანსებს, გააჩნდა კონცეფცია და საკმაოდ ბევრს აკეთებდა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის. ამ პერიოდში ეროვნული ლიგა ბევრად ძლიერი და კონკურენტუნარიანი იყო. დინამო, ტორპედო, ოლიმპი, ლოკომოტივი, ზესტაფონი, ამერი, თბილისის თბილისი, ვიტჯორჯია, ბორჯომი, სიონი... რამდენი კარგი ლეგიონერი და ლამაზი მატჩი... 2011 წლიდან კი ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მართვის უფლება (ვითომ დროებით) ჩამოართვა პფლ-ს. რა მივიღეთ ამით? მხოლოდ რეგრესი! ეროვნულ ჩემპიონატის გამართულად ფუნქციონირებას და გამოწვევების აღმოფხვრას ესაჭიროება უშუალოდ ამ პრობლემებზე ორიენტირებული ჯგუფი, მენეჯმენტი. აგრეთვე გაუგებარია თუ რატომ გამოატოვებინა ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საბურთალოს? ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის პრინციპზე გადასვლის ძირითად მიზეზად ფედერაციამ დაასახელა ევროტურნირების პერიოდში ქართული კლუბების ფორმაში ყოფნის უპირატესობა. ანუ ის, რომ ჩვენი კლუბები ევროტურნირებს შეხვდებოდნენ ფორმაში მყოფები. რაც რათქმუნდა უპირატესობაა, მაგრამ რაში გამოვიყენეთ ეს? საბურთალო ისვენებდა, მაშინ როცა არარატი ეროვნულ ჩემპიონატში შეხვედრებს მართავდა და ამას ტონუსში ყოფნისა და შეთამაშებისათვის იყენებდა. მათ თავად აღნიშნეს ეს ფაქტი. შეთამაშების პრობლემა საბურთალოს არ ქონდა, მაგრამ წუხანდელმა მატჩმა ნათლად დაგვანახა, რომ გუნდი წესიერად ვერ კომბინირებდა, ბურთის გააზრებულ გათამაშებას ვერ ახდენდა. ტურების გამოტოვებამ მოდუნებამდე უფრო მიიყვანა საბურთალო, ვიდრე დაასვენა. არც ისეთი დაძაბული გრაფიკია ჩვენს ჩემპიონატში, რომ ფეხბურთელები ძალიან გადატვირთულები იყვნენ და ამხელა პაუზებს საჭიროებდნენ. ფედერაცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს საკუთარ კომპეტენციაზე და პასუხისმგებლობა აიღოს გარკვეულ საკითხებზე...

• roma bejanidze

გალაქტიონ ბოლომდე დაგეწერა სათქმელი და შეგაქებდი, პირდაპირ რატომ არ დაწერე რომ გაყიდული თამაში იყო? აზრი არააქ გამოაქვეყნებ თუ არა უბრალოდ მინდა შენ წაიკითხო, თუ ბოლომდე არ იტყვი სათქმელს მაშინ სტატიას აზრი არ აქვს, ნუ ცდილობ რომ ვინმემ არ გაგკიცხოს, აკეთე საქმე პირდაპირ და უშიშრად, ყველაზე მეტი მკითხველი გყავთ და ასეთი უთავბოლო სტატიით დაკარგავთ, თუ რამე პირადად გეტყვი სათქმელს, ისე ნუ წერთ სტატიას როგორც ითამაშა გუშინ საბურთალომ. პ.ს. საბურთალოს თამაშებზე ეროვნულ ლიგაში ყველგან კაპიკები გადაყარეთ სტადიონზე ნიშნად მათი სიხარბისა და ფულის მონობისა. ბათუმში მაგას გავაკეთებ აუცილებლად.

• niko

ფახბურთIს აზრზე აღარ არის არავინ. რა დროს ფან კლუბებია და მათი მატრაპაზობა. ფახბურთის თამაში არ იციან და გადმოიღეს ფან კლუბები და მაშხალები წელს ზე მოთ გაშიშვლებებით და მაიმუნობებით. მაგის მაგივრად სირბილი ესწავლათ და ბურთის გაგორება და კარშI დარტყმა. შენი გუნდი თუ ჩაისვრის, მსაჯი და მოწინააFღმდეგე რა შუაშია? ეგ არის ქართული სტუმართმასპინძლობა?

• paladin

ჩემი აზრით, საბურთალო არარატს 10 დან 10 მოუგებს ,მარტივია ძალიან იმის ახსნა პრინციპულ შეხვედრაში ,გოლი რატომ ვერ გაიტანეს,არ უნდოდათ გოლის გადატანა ,ზოგ ზოგიერთებს .ზოგადად გი ჩვენს უბადრუკ ჩემპიონატში ძნელია დონის აწევა,მემგონი სამხრეთ კავკასიის ლიგა უნდა შეიქმნას და სერიოზული ტურნირი იქნება ,ძალიან აიწევს პასუხისმგებლობა და დონეც ფეხბურთელების.

• ლუკა

ამ ყველაფერში თქვენი წილი გაქვთ არაპროფესიონალ ჟურნალისტებს, თითოეულ თეთრს რომ უთვლით გუნდებს პატარა წარმატებაზეც კი :) უკვე გაგვიყვანეთ ფინალურ ეტაპზე და 9 მილიონი ლარიც ჩაუჯიბეთ საბურთალოს. საკუთარი თავის კრიტიკით დაიწყოთ სჯობს. გულის ამრევი იყო გუშინდელი მატჩი, მაგრამ არანაკლებ გულისამრევია ის, რომ ორი დღის წინ საბურთალოს წარმატებულ მენეჯმენტს განიხილავდით და ხოტბას ასხამდით, დღეს კი უცებ წარუმატებელი გახდა ეს ყოველივე. არაპროფესიონალების ბუმია ყველგან და ყველაფერში და მიტომ დავეშვით ამ დონეზე.

• sormona

ჩემი ზრით არ იყო ეს სუფთა თამაში! კოხრეიძე მომიკითხეთ!

• კახა

ქართველებს ფეხბურთში ბევრი მარცხი გვინახავს,მაგრამ ასეთი მწარე მარცხი ბოლოს როდის იყო არ მახსოვს.წავაგეთ უპრინციპულესი,უმნიშვნელოვანესი თამაში და ვისთან? სომხებთან? რომლებიც სპორტულად ყველა დროში ჩვენზე დაბალი დონის იყვნენ,ამავე დროს მუდამ ჩვენი მოქიშპეები არიან! გავუშვით ხელიდან რეალური შანსი რომელიც ამ დატანჯულ ქვეყანას ოდნავ მაინც გაახარებდა. ზოგი იძახის საბურთალოს ფეხბურთელების გამოუცდელობის ბრალიაო და მე მათ ვპასუხობ: გამოუცდელია გაბედავა?ან რეხვიასვილი?ან ყენია?ან მიგინეიშვილი?ან როლოვიჩი არ ბატონო აქ საქმე გვაქვს ქართველების რაღაც ზერელე დამოკიდებულობასთან და აღარ მინდა ყველაფერი დავწერო! ეს მარცხი საბურთალოს ყოველთვის შავ ლაქად გაჰყვება ქართველი წომაგის გულში!

• რეზი

გამყიდველები ისინი არიან ვინც ჭიაბრიშვილის გამყიდველად აცხადებენ. კაცი ერთი-ერთი გამორჩეული მწვრთნელია საქართველოში ისევე როგორც: ჩხეტიანი, ფრუიძე, კაჭარავა, დევდარიანი და კილასონია. ამ მწვრთნელებზე უკეთესი მწვრთნელი ჯერ ჩამოუყვანიათ (ალექს გარსიას გარდა). კაცი თვითონაც ნანობს მარცხს და ნუღარ დავასხამთ ცეცხლზე ნავთს.

• მალაქია

სფფ-მ დროზე გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით. გულშემატკივრის და მთელი ქვეყნის გაბითურებას მისცეს სათანადო შეფასება.

• dinamo

ჟურნალისტები არანაირ აქციას არსად არც დაანონსებენ და არც ჩაატარებენ და საერთოდ ხმას არ ამოიღებენ რადგან იმ გაფლანგული მილიონებიდან გაჩუმებისთვის მათაც უგდებენ სახრავს, ესე არ ხდება რომ მილიონები ფლანგო და ჯიბეში იტენო ყველა, თუ გინდა რომ შეგრჩეს განაწილების ძალიან კარგი უნარი უნდა გქონდეს, ეგ უნარი რომ ხეჩიკაშვილს არ ქონდეს აქამდე ასჯერ დაადგებოდა თავზე პროკურატურა, შსს, ფინანსური პოლიცია... ყველა ერთად იმ გაფლანგულ მილიონებზე ტენდერებიდან რომ შოულობდა.

• zaza

ფუუიუ სამარცხვინო ხალხი არის ფეხბურთში

• სირცხვილია

ძალიან მარტივი კითხვა მსქვს უკვ მრავალი წელია.მთელი ამდენი წლის განმავლობაში ქართული კლუბები უფულობას რომ უჩივიან ამიხსენით სად არიან ჩვენი ყოფილი ფეხბურთელები და თავად რატომ არ დებენ თავიანთ საქმეში ფულს? ზოგს სამშენებლო ბიზნესი რომ აქვს, ზოგს სახინკლე და რესტორანი, ზოგიერთები კიტაქსისტებს რომ დასდევენ ქუჩაში და ზოგიც პარლამენტში ლარის კურსზე რომ ახსნა განმარტებებს არიგებს. ნუთუ არ გაქვთ იმის საშუაკება რომ ერთი კაი კლუბი შეკრათ დააფინანსოდ? მაგრამ არა უთავბოლოობის ბრალია ყველაფერი. ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს ქვეყანაში ფეხბურთის დაფინანსების საკითხი. მე ერთი რიგითი მოქალაქე კატეგორიულად მოვითხოვ შეწყდეს უსისხლო უნიათო ხალხისათვის ფულის დარიგება.

• dinamo

ჟურნალისტები არანაირ აქციას არსად არც დაანონსებენ და არც ჩაატარებენ და საერთოდ ხმას არ ამოიღებენ რადგან იმ გაფლანგული მილიონებიდან გაჩუმებისთვის მათაც უგდებენ სახრავს, ესე არ ხდება რომ მილიონები ფლანგო და ჯიბეში იტენო ყველა, თუ გინდა რომ შეგრჩეს განაწილების ძალიან კარგი უნარი უნდა გქონდეს, ეგ უნარი რომ ხეჩიკაშვილს არ ქონდეს აქამდე ასჯერ დაადგებოდა თავზე პროკურატურა, შსს, ფინანსური პოლიცია... ყველა ერთად იმ გაფლანგულ მილიონებზე ტენდერებიდან რომ შოულობდა.

• ალალე

კობიაშვილი & მუჯირის ფედერაცია კი არ აბოლებს, არამედ თვითონ ხალხი იბოლებს თავიანთ თავს. მეცხრე ცაზე დაფრინავენ და ილუზიებში დაცურავენ. დღეს თუ ვინმე რამეს წარმოადგენს, ყველა უცხოეთის საშუალოზე დაბალი დონის კლუბებშია, ზოგი სკამზე ზის და ზოგიც შეცვლაზე შეჰყავთ. ხოლო აქ ვინც არიან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდების დონეზეც ვერ არიან, თითქმის 99%, ვერ მოხვდებოდა მაშინდელი ქუთაისის "ტორპედოს" და ლანჩხუთის "გურიას ძირითად შემადგენლობაში. ჰოდა გეკითხებით, ვისაც ფეხბურთი გესმით და გინახავთ, იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის პირველობის დროინდელმა, მეორე ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა, რა წარმატებას უნდა მიაღწიონ ევრო თასებზე. ქართველებო, ძმებო, მეტი ცივი გონებით შეხედეთ დღევანდელ მწარე ვითარებას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!

• ქუთაისელი

ევროპის ლიგაზე გასვლა ასეთი რეალური არ ყოფილა. ყველა ოცნებაში როგორ უნდა იმასგვიქნათ?

• koba

100% getanxmebi mshvenieri statiaa

• Mmm

Es gvaklda danarcheni yvelaferi vnaxet amat uxdit xelfass ? Rashi ? Ararati chemi ararati yifiani saflavshi gadatrialda

• ბოკინიო

ჟურნალისტებმა დაანონსეთ აქცია ფედერაციასთან !!! მოვითხოვოთ ყველა გაკოტრებული გუნდის ფინანსების გამოძიება!!! მოვითხოვოთ შეწყვეტა დაფინანსების სანამ არ გამოიძიებენ!!! თორე სანამ დაუსჯელობის სინდრომი იქნება მანამ არ გვეშველება!!! გაიფლანგა ორი მილიონი მერე რა გაიფლანგა 10 მერე რა:( მაგ ფულით უამრავ გაჭირვებულს ეშველებოდა!!! დაისაჯოს ყველა დასასჯელი!!!

• ბათუმის დინამოს გულშემატკივარი

სრულად ვეთანხმები სტატიის ავტორს!

• dinamo

.... ავიწყდებოდათ საჯარიმოში ასვლა, ავიწყდებოდათ ფლანგიდან ჩაწოდებებზე დახვედრა, ავიწყდებოდათ საჭირო მომენტში პასის გაცემა... მაგ დავიწყებებში ავტორ ფული იყო გადახდილი ფეხბურთელებისათვის თორემ რაც შენ ეხლა ჩამოთვალე მაგდენი დავიწყებების მქონე მეხსიერების კაცი ფეხბურთს ითამაშებს კიარა სახლის გზას ვერ მიაგნებს)) ასე რომ შეეშვი მაგ ავიწყდებოდათ-ს და შესაბამისი სახელი დაარქვი მაგათ ქცევას, შეეშვით ეს ჟურნალისტები ნურც მწვადს დავწვავთ ნურც შამფურსო

• llcl

დახარჯოს ფედერაციამ ფული ბავშვთა ფეხბურთზე, იყოს უფასო ყველა ბავშვისთვის და შეუძინონ ეკიპირება თავიანთი სახსრებით და არა მშობლის, რომელთა უმეტესობა ოჯახის გამოკვებაზე ფიქრობს. ააშენონ ბაზები და სტადიონები, მე არ მინდა რომ ჩემი ფული უთავმოყვარეო მოსიარულე გვამების ხელფასებში გაიცემოდეს, ვეთანხმები ავტორს, გადაეცეს კლუბებს ჩემპიონატის ჩატარება, ვინც მოიძიებს სახსრებს, ის ითამაშებს, თუ ვერავინ მოიძია, არც ეგ არაა ტრაგედია, გუშინ ყველამ ვნახეთ ჩვენი საამაყო ჩემპიონი გუნდი საქმეში

• Soso

Ram gaaborota es xalxi Ramdeni agresiaa. gineba saqmes rom shvelodes chevini qvekana aset dgeshi ar iqneboda. Meti pativiscemaa sachiro. Aset ,,gulshematkivrobas" cariel stadionze tamashi jobia.

• ვაჟა

ყველა აქცენტი სწორადაა გაკეთებული, სრულაიდ ვეთანხმები ავტორს! ხელმძღვანელობა არის მაგარი არაპროფესიონალი, კაშია დირექტორი სატირალია! ბლატნოი დიასამიძე გუნდში, არამებრძოლი სასტავი, რეხვიაშვილის და ალთუნაშვილის გარდა ყველა ფაქიზო! და ლიდერობაზე რო გაქვს ამბიცია და მეტოქეს საგოლე პასს აძლევ, მოწინააღმდეგის საჯარიმოდან შენს ნახევარზე აი ეგ ვისი ბრალია! და კიდევ გულშემატკივრობაზე ხო საერთოდ ხალხი სტადიონზე მარტო მსოაგებად მიდის, თუ აგებ არავინ გიდგას მხარში და ასეთ ვიტარებაში ხო ჭირდებათ ვინმე ვინც აიყოილებს ამ მასას და მართლაც ამდენი ასაკობრივი გუნდი გყავს მოყარე თავის მწვრთნელებიანად და აყვირე, მაგრამ ამასაც უტყდება და იმასაც! ფუ თქვენი!

• lasha

კობიაშვილი და ფედერაცია,ალბათ წუხელის მთელი ღამე ფიქრობდა როგორ დავაბოლო ხალხი,რომ დამიჯერონ ქართული ფეხბურთის აღმავლობა მიმდინარეობსო:):):)ჩვენ ქართველები ოპტიმისტი ხალხი ვართ! მიდი გამოუშვი რამე ოპტიმისტური აბა ჰე!!!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეჭვის მოსახსნელად - "საბურთალო" უეფასთვის მიმართვას ამზადებს, რას ამბობენ სფფ-ში?

"საბურთალოს" მძლეველ "არარატ არმენიას" "დუდელანჟმა" პენალტების სერიაში მოუგო [VIDEO]

ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

რა ხდება "საბურთალოს" მიერ უეფაში გაგზავნილ წერილზე "არარატთან" დაკავშირებით?

"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

გადაწყვეტილება შეიცვალა - ბათუმის "დინამოს", სავარაუდოდ, ანდრეი დემჩენკო ჩაიბარებს

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"თელავმა" "არარატ-არმენიას" სძლია

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"არარატ-არმენია" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ბრავოო! - "არარატ-არმენიას" სომხეთის საბაჟოზე პურმარილით დახვდნენ [VIDEO]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"