თბილისის "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" შორის ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის 93-ე წუთზე მასპინძლების გოლი არ ჩათვალეს.

მაგ დროისთვის "საბურთალო" 0:2-ს აგებდა. გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ალამი ასწია და თამაშგარე დააფიქსირა. გამეორების ხილვის შემდეგ ზუსტად დადგენა რთულია, ნამდვილად იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა.

რეხვიაშვილის გოლი რომ ჩაეთვალათ, "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ექნებოდა.

მატჩი კი "არარატ-არმენიას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა და სომხები ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ.