"არარატ არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" მარცხმა გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ სამწუხარო ფაქტს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილმა და ანა დოლიძემ დააფიქსირეს.

მათ პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ "ფეისბუქით" გასცა:

"გამარჯობა. "საბურთალოს" გუშინდელი თამაშის შემდეგ ბევრი მოსაზრება წავიკითხე ზოგადად ფეხბურთის შესახებ საქართველოში, თუმცა, მათ შორის, ყველაზე მეტად მინდა ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებებს გამოვეხმაურო.

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

ხშირად ვაწყდებით რაგბისა და ფეხბურთის შედარებას, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია ზოგადად სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში. უამრავი კომპლექსური მიზეზის გამო, არ შეიძლება სხვადასხვა სპორტის სახეობის ერთმანეთთან შედეგობრივი შედარება.

უფრო მეტიც, ძალიან დიდი უვიცობის გამოხატულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენების თავდადებაზე ვსაუბრობთ.

არ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც სხვაზე ნაკლებად უნდა საკუთარი წარმატება და არც საბურთალოს ფეხბურთელები იყვნენ გუშინ გამონაკლისები - მათ ბოლომდე იბრძოლეს, ისევე, როგორც სომხური კლუბის ფეხბურთელებმა.

დღეს რაგბი, ფეხბურთი და სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობა არა ერთმანეთს, არამედ მოზარდთა არააქტიურ ცხოვრების წესს უნდა ებრძოლოს.

ანა დოლიძე Anna Dolidze

თქვენ პოსტში ახსენეთ მონაცემები ფეხბურთის განვითარების ფონდის პროგრამიდან და აღნიშნეთ, რომ ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუფციასა და ნეპოტიზმში.

ფეხბურთის განვითარების პროგრამის ნაწილზე, მათ შორის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე, შემიძლია ღიად გესაუბროთ ნებისმიერ, თქვენთვის მისაღებ ფორმატში და დაგარწმუნოთ საპირისპიროში.

რაც შეეხება "ჩაძირვის" ნაწილს, წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი იურისტის მაგალითზე, თქვენ და თქვენს სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ვუწოდო კორუმპირებული და ნეპოტიზმში ჩაფლული. მართებული იქნება?"

levani
577508705 მე დამარცმუნე რომ ყველაპერი კეტილსინდისიერად ხდება და ის მილიონები რასაც ბიუჯეტიდან ვიხდიტ სჰედეგი მოიტანა. და საბურტალომ ტამაში გაყიდა.
ბათუმის ფანი
წადი ბიძიკო ისედაც დაგლეჯილ ნერვებს მთლად ნუ გვაგლეჯ და თუ საბურთალოს საცოდაობაში ბრძოლის ნასახი შენიშნე დროა ოკულისტს ეჩვენო
lm
ვის რა უნდა აუხსნა შე მართლა უვიცო, ჩადი თბილისის იქეთ სხვა ქალაქებში და არა რეგიონში როგორც თქვენ უწოდებთ დანარჩენ საქართველოს. კერძოდ ქუთაისში და ნახავთ ბავშვები სად ვარჯიშობენ, როგორ სტადიონებზე, ვინ არიან მწვრთნელები და მერე მიხვდები რატომ გვაქვს ეს შედეგი. სახლს როდესაც აშენებენ ჯერ ფუნდამენტი იჭრება და თან საკმაოდ ძლიერი, რომ მერე ბევრ სართულს გაუძლოს. ქუთაისიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან თუ არ წამოვიდა თაობები მარტო თბილისის ჩემპიონატი შედეგს ვერ დებს ხომ ხედავთ ამას ??? ტორპედო რომ დაიშალა ფედერაციამ გააკეთა ამის შესაჩერებლად რამე ? კიდე გამოდიხართ და რაღაცეებს გვიხსნით აქ
Status quo
ეს ბიჭი ვინაა? ამან ალბათ სხვა თამაშს უყურა.
llcl
იყო იმ "რიჟა" არველაძის კლანი, ეხლა ხომ არ გგონიათ არველაძის კლანი სადმე გაჰქრა, ისევ ისე განაგრძობს და მაგათ გარეშე ვერცერთი ბავშვი საზღვარგარეთ ვერ გავა. ეხლა კი სათავეშო მოექცა კალაძე-კობიაშვილის კლანი, რომლებიც იქვე დგანანან ქვეყნის ბიუჯეტთან. ესეგი ადრე თუ ერთი კლანი იყო, ეხლა არის ორი და ფეხბურთს რა უნდა ეშველოს. ისე ამხანაგო ჯღარკავა, ისეთი დღეებია, რომ თავად ფედერაციის პრეზიდენტი რომ გამოჩნდეს და რაღაც ახალი მოგვატყუოს(კი არავის სჯერა, მაგრამ მაინც), მგონი დროულია, ეხლა მწვავე კითხვებს მაინც არავინ დაუსვამს, ამ საიტზეც კი როცა კომენტარში კალაძე-კობიაშვილს ვწერ, 99% არ ბეჭდავენ, მაგრამ იქნებ მაინც შეეხმიანოთ კობიაშვილს, ვიცი, რომ ძალიან დაკავებულია კანონების მიღებით პარლამენტში ან გლდანის განვითარების პროგრამაზე მუშაობს, მაგრამ იქნებ ფეხბურთზეც ეთქვა რამოდენიმე სიტყვა

მოკლედ ამ ქვეყანაში ყველა ერკვევა ფეხბურთში და პოლიტიკაში. მაგიტომაც იმიდის ჩვენი საქმე კარგად. ეს კაცი ვინ არის?ნიკა ჯღარკავას რაც გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის იმის ნახევარი რომ ჰქონდეს ალეკო ელისაშვილს და დანარჩენ პოლიტიკოსებს გაკეთებული ქვეყნისთვის ეხლა მარსზე ვიქნებოდით გასულები.ძალიან ბევრი ფეხბურთის დილეტანტი წერს აქ კომენტარებს ამიტომ არ ღირს პოლემიკაში შესვლა.ყველაზე კარგი იქნება დაჯდეს ნიკა პირდაპირ ეთერში და ვისაც გნებავთ,რომელ პოლიტიკოსსაც დაუსვით კითხვები და გაგცემთ ამომწურავად პასუხს.ან დადეთ კონკრეტული ფაქტები ნეპოტიზმის შალვა ნათელაშვილივით რომ ჭორაობთ,მოკლედ ორი აგური უნდა გვეჭიროს და მესამეს უნდა ვეძებდეთ,სირცხვილია ქართველი პოლიტიკოსი,რომ სხვა ვინმეს ან რამეს გააკრიტიკებს,ცოტა უხერხულობის შეგრძნებაც არ გაქვთ? ნიკა ჯღარკავა ვინცაა ჩაწერეთ youtubeze და უყურურეთ მის ინტერვიუებს გადაცემებში და კონკრეტულად გაიგებთ რა გაუკეთებია და რას აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის.
რა გვეშველება
შენ ბიძია სხვა პლანეტაზე ცხოვრობ რამდენი მოზარდი დადის ფეხბურთზე ეგ მაინც თუ იცით ფედერაციაში თუნდაც ელიტ ლიგა რო ტარდება მოზარდებში როგორც თქვენ იძახით იქ მშობელს 100 ლარს ახდევინებთ მონაწილეობისთვის და ფულს კი გუნდებს ურიცხავთ რომლებიც საზიზღარ ფეხბურთ თამაშობენ. ადმინ ნუ ბლიკავთ მესიჯებს სიმართლე ეგებ ესე გაიგონ მაგ უცხოპლანეტელებმა
ზაზა
ეს კაცი ვინ არის?? პირველად ვნახე, ეტყობა პარტიული ნიშნით არის დანიშნული და რა ქნას დაავალეს ეტყობა, დებატებსაც სთავაზობს უკვე, რა დონეზე დაეშვით აკვირდებით?? გინდა რაგბი იყოს, გინდა ფეხბურთი და ნებისმერი სახეობაც კი გულშემატკივარი კარგად ხედავს სად არის თავდადება და სად უნიათო, უჯიგრო თამაში!! ამ კაცმა ბრძოლა დაინახა საბურთალოს მხრიდან??? ჩვენი რაგბისტები მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთან როგორიც არის ახალი ზელანდია, ვაჟკაცურად იბრძოლეს, ერთი ეგ თამაში ნახე და მერე ილაპარაკე, მართალია წააგეს, მაგრამ თავაწეული დატოვეს მოედანი და გულშემატკივრები გაგვახარეს ბრძოლით და თავდადებით. მორიგი სამარცხვინო განცხადება, ამჯერად ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, დღეს ვნახე იმედზე ხეჩიკაშვილის ინტერვიუ იყო, ასევე მთავარი მწვრთნელის და ორივე აღნიშნავს რომ ქართული ფეხბურთის სამარცხვინო თარიღი იყო ის რაც მოხდა და კუმ ფეხი გამოყო ეგ ვარიანტია რა!!!
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
"კვარაცხელიას აგდებით რომ მოიხსენიებდით, იმ ხალხს..." - ელისაშვილი ხვიჩას ბრწყინვალე თამაშს ეხმაურება და მის კრიტიკოსებს მიმართავს