ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

აზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

აზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სტამბულში სამხრეთ კორეის ნაკრებს დუპირისპირდება. ფიფას რეიტინგში 37-ე გუნდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნაკრებია ფეხბურთელების გამოსაცდელად საკმაოდ კარგი სპარინგ პარტნიორია.

სამხრეთ კორეის ნაკრების მცირე ექსკურსი
სამხრეთ კორეის ნაკრებს აზიიდან ყველაზე მეტჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული, ამ გუნდმა ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე 10-ჯერ ითამაშა. ამავდროულად სამხრეთ კორეა პირველი აზიური ქვეყანა იყო, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშა, ისინი 2002 წელს მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

აზიის თასის პირველი ორი ჩემპიონატი კორეელთა გამარჯვებით დასრულდა, მას შემდეგ მათ აღარ მოუგიათ - თუმცა ისინი 4-ჯერ გავიდნენ მეორე ადგილზე.

კორეელთა გერბზე ვეფხვია გამოსახული, თუმცა მათი მეტსახელი "წითლებია", შესაბამისად ჰყავთ ფანკლუბი სახელად "წითელი ეშმაკები".

მწვრთნელი
"წითლებს" 2018 წლიდან 50 წლის პორტუგალიელი პაულო ბენტო უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრებსაც წვრთნიდა. ამავდროულად მას უმუშავია "სპორტინგში", "ოლიმპიაკოსში", "კრუზეიროში" და ა.შ.

სამხრეთ კორეამ მისი ხელმძღვანელობით 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 10 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. მისმა გუნდმა 22 გოლი გაიტანა და 8 მიიღო. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით კორეელები 4-1-3-2 ტაქტიკით თამაშობენ.

ფეხბურთელები
სამხრეთ კორეაში თუ ფეხბურთელს მედალი არა აქვს, მას ალმაცერად უყურებენ და არც არაფერს პატიობენ. 2018 წელს გუნდის ლიდერს სონი ჰინ მინსა და მის თანაგუნდელებს ჯარში წაყვანა დაემუქრათ. სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 21 თვეს შეადგენდა. ინგლისური "ტოტენჰემი" სონი ჰინ მინთან კონტრაქტის გაწყვეტაზეც ფიქრობდა.

ისინი იმ შემთხვევაში დააღწევდნენ ჯარს თავს, თუ ოლიმპიურ თამაშებზე ან აზიის თამაშებზე გამარჯვებას მოიპოვებდნენ. თუმცა ოლიმპიადა 2016-ზე სამხრეთ კორეის ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. მაგრამ 2018 წლის აზიის თამაშებზე კორეელებმა თავის საწადელს მიაღწიეს კორეელებმა ფინალში იაპონიას 2:1 მოუგეს. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, გოლები დამატებით დროში გავიდა.

გუნდის ფეხბურთელების საერთო სატრანსფერო ღირებულება 112 400 000 ევროს შეადგენს, თუმცა 80 მილიონი მხოლოდ სონი ჰინ მინი ღირს, რომელიც გუნდის ლიდერი და კაპიტანია. 27 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კლუბის მიღწევებში დიდ როლს თამაშობს.

გუნდს ძალიან კარგი შეტევა ჰყავს, თუმცა უკანა ხაზი არა. გამორჩეული ფეხბურთელებია "ფრაიბურგის" შემტევი კვონ ჩან ჰუნი, "ზალცბურგის" ფორვარდი ჰვან ჰი ჩანი, "ბორდოს" ფორვარდი ჰვან უი ჯო და "ვერონას" ახალგაზრდა ტალანტი ლი სუნ ვუ.

ნაკრების 52 პროცენტი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება, საშუალო ასაკი 26.6 წელია. ბოლოს ისინი ამხანაგურ შეხვედრაში ირანს დაუპირისპირდნენ და ფრე 1:1 ეთამაშეს, მანამდე კი ავსტრალია 1:0 დაამარცხეს.

P.S. მეტოქის უპირატესობა შეტევაა და სისწრაფის ხარჯზე შეეცდებიან ჩვენი დაცვის დაჯაბნას. თუმცა მათი დაცვა და საყრდენი ზონა არ ბრწყინავს, შესაბამისად ეს ჩვენს უპირატესობად შეიძლება გამოვიყენოთ.

• sg

დაიღლებიან უაზროდ ახლა. რომც მოვიგოთ, რა მერე. ოფიციალურისთვის ძალები აღარ შერჩებათ.

• I Am Georgian. Great British

ამის წინებზე დავწერე რომ ორივე მატჩში ეროვნული ნაკრები მარცხს განიცდის , მაგრამ თუ ვაისს ცოტა რამ ესმის საერთოდ ფეხბურთის, უნდა ორივე მატჩში ათამაშოს რუბინელი ქართველები კვარაცხელია მარცხენა ფრთაზე დავითაშვილი სადაც თამაშობს და მიქელთაძე ცოტა უკნიდან დარტყმის დისტანციამდე შეტევით , მეორე ნახევარში მიქელთაძის შეცვლით გვალიათი ან სხვა შემტევი ნახევარმცველით და თუ გუნდი კვარაცხელიაზე და დავითაშვილზე ითამაშებს დიდი ალბათობით შესაძლებელიაწინააღმდეგობა ორივე ნაკრებს გავუწიოთ ,გამარჯვების შანსითაც კი ,ორივესთან. რუბინის ქართველთა ტრიო , კარგ ევრო დონეზე თამაშის ფორმაში მყოფნი არინ და მათი ახალი სისხლი ეროვნულ ნაკრებში , მათი ახალგაზრდული ჟინით ,მოგვაგებინებს დანიასთანაც, რაც უფრო გვესაჭიროვება და საუზ კორეასთანაც..სლოვაკს შანსი აქვს, ვაის! აჰა ბურთი და მოედანი !გამოიყენე ეს ბიჭები, ისინი დღეს ერთმანეთთან შეთამაშებული ჯოკერება ქართული ფეხბურთისთვის, უეჭველად გამოსაყენებელნი ეხლა და არა. მერე, და სწორედ ამ თამაშებისას...

• aburjga

))))))))))) ვაიმე, მოვკვდი სიცილით, აღარ შემიძლია...)))))))))))))))))

• Va-Le

Vaissi sanam yamashi daicyeba , preskomfereciaze daicyebs tavis martlebas, es formashi araris is utamashebelia da ase shemdeg, rogorc icis, cavagebt da igives ityvis xom vtqvio, :-):-):-)

• ზაზა

საერთოდ, რას მიდიან, ვიცოდე ერთი ! არ წავიდნენ და 0:3 ჩაეთვლებათ. (0:5 -ს და ა.შ. ხომ სჯობს ?) არგამოცხადებაზე საყვედურსაც არ ეტყვის გულშემატკივარი. სულ ტყუილად დაბოდიალებენ ეს ვითომ ფეხბურთელები. 200 ნაკრებში და 100 -ე რომ ხარ, ფეხბურთელი არ უნდა გერქვას, ასე მგონია. ეგ მოყვარულობაა. ამ ჩვენი ვითომ ნაკრების ვითომ ფეხბურთელების პროფესიონალიზმი "0" -ს ქვევითაა. დადიან და ერთობიან, ვითომ ეზოში ჩადიოდნენ. სხვა რა დავარქვა მათ თამაშს არ ვიცი...

• West

ჩშშ... დასავლეთზე რამის თქმისას ვარდის წყალი გამეივლეთ წინასწარ...ჩშშ

• ლევანი

ვფიქრობ რომ 5 მცველით და 2 საყრდენით, თავდამსხმელის გარეშე გვაქვს შანსი. დაცვაში გრიგალავა, დვალი, ტაბიძეს ალტერნატივა არა მგონია ჰქონდეს, ასევე გვილიას,ყაზაიშვილს, კიტეიშვილსა და ლობჟანიძეს, კარებში მაკარიძე, ფლანგებზე კაკაბაძე და ხარაბაძე და კვარაცხელია. ეს ძირითადი და ბევრის გამოცდა შეიძლება კიდევ, საქართველოდანაც და სხვადან, და ნუ ტირიხართ ერთი

• ბარაქა

კორეის ნსკრები კიარა, საქართველოს ნაკრები რას წარმოადგენს?

• aburjga

მინიმუმ 5 ბურთის სხვაობით წავაგებთ! ((( ძალიან არ მინდა მაგრამ ....

• გიოშა

აგაშენა ღმერთმა! ერთი სადა ხართ თქვენ ბატონო ზუზუ, უვიცები და "პროფესორები" რომ გვიწოდე ყველას,ვინც ფეხბურთში კორუპციაზე საუბრობს და საბურთალოს ადვოკატად დაუდექით?-აჰ არა,რავა შეიძლება ასეთ მაღალ დონეზე ფეხბურთში ჩაწყობაზე წერაო.არადა უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება-დაწყებული 1978 წელს არგენტინა-პერუს 6-0 ფოკუზის შემდეგ დამთავრებული რაც კი ხდება დღევანდელ ფეხბურთში!

• ზუზუ

4-1-3-1 რანაირი ტაქტიკაა? 1 ფეხბურთელი გაციებულია?

• Mazzola

4-1-3-1 ახალი ტაქტიკაა? თავიდანვე კაცნაკლულები თამაშობენ? ))) რაღაცას ეშმაკობენ ეს ოხერი კორეელები))))

• გიოშა

აგაშენა ღმერთმა! ერთი სადა ხართ თქვენ ბატონო ზუზუ, უვიცები და "პროფესორები" რომ გვიწოდე ყველას,ვინც ფეხბურთში კორუპციაზე საუბრობს და საბურთალოს ადვოკატად დაუდექით?-აჰ არა,რავა შეიძლება ასეთ მაღალ დონეზე ფეხბურთში ჩაწყობაზე წერაო.არადა უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება-დაწყებული 1978 წელს არგენტინა-პერუს 6-0 ფოკუზის შემდეგ დამთავრებული რაც კი ხდება დღევანდელ ფეხბურთში!

• roma bejanidze

ჩვენები გირჩის წევრები არიან და ვერ წაიყვანენ ჯარში :D :D

• I Am Georgian. Great British

უტვინოდ ,არაპროცესიონალურად დაგეგმილი თამაშია.სამხრეთ კორეის გუნდი თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა და ზოგჯერ სიურპრიზებითაც გამოიოირჩეოდა,ჯგუფიდანაც გადიოდა და მერვედ მერვედფინალებშიც უთამაშია,უნდა შეერჩიათ დანიის სტილის გუნდი და ორი დღე კი ძალიან ცოტაა სპარინგიდან ოფიციალურ მატჩამდე , ამ სიძლიერის გუნდებთან სრული დახარჯვით თამაშისას ორივე თამაშს წავაგებთ, საუბედუროდ ჩვენთვის, ამგვარი ... ფანდურული მიდგომით. სლოვაკი არ არის ის , ვინც დღეს ეროვნულ ნაკრებს ესჭიროება წინსვლისთვის მსოფლიოს ტოფ თუთხმეტიდან ქოაჩი ჰაერივით გვჭირდება, ამდენი -ათწლობით ეროვნული ნაკრების ჩავარდნის შემდგომ.....

• Vakhtang Lobzhanidze

ეხლა ვუყურე უფა - ზენიტის თამაშს . უფას რიგებში ბავშმა ითამაშა გიორგობიანმა ძალიან მაგრად რა..რუსეთის პასპორტი აქვს..

• x.x

არასწორად არის დაგეგმილი ეს თამაში, ჯერ ერთი, რომ ძალიან სწრაფი გუნდია და მაგათთან თამაშის შემდეგ ძნელი იქნება ძალების აღდეგენა, მეორე კიდევ ორ დღეში დანიასთან ვერ იქნებიან მზად, თანაც სტამბულში ამხელა გზა.

• Gigusha

2002 წელს მეორე ადგილზე კი არ გავიდნენ გაიყვანეს ძალით იმის მერე ვერ ვიტან კორეის ნაკრებს .ჯერ იტალიასთან და მერე ესპანეთტან .დიდი კორუფციის სუნი იდგა მაგ ჩემპიონატზე

• ბაჩი

გილამღამა ვარატნიკით...

• ერმონია

თან მაგრად,და რატომაა არასასიამოვნო? 20-23 წლის ბიჭი რომ ვერ დარბის,ეგ სასიამოვნოა?

• ნანა

გვათრევენ. ძალიან სწრაფები არიან.

• leri

ჩვენებსაც უნდა დაემუქრო ასე და ჯარში გაუშვა თუ წააგებენ იქნებ მერე მაინც გამოგვივიდეს რამე :D :D

• Merab1970

თუნდაც რომ ასეც იყოს, ასეთი კომენტარი თან სიხარულის ნიშნით, ყველაზე ცოტა არასასიამოვნო საყურებელია.

• ანდუყაფარი

დაგვამყნობენ :)))

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

პორტუგალია-შვედეთი: რონალდო VS იბრა 1:0 [VIDEO]

ბენტომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

შვედეთი-პორტუგალია 2:3 - აქ მხოლოდ მე ვარ! [VIDEO]

"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

ო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

"ბოლომდე ვიცეკვებთ და ჩემპიონები გავხდებით" - ბრაზილიელებმა პელეს მხარდაჭერა გამოუცხადეს

კატარი 2022. ყველა მერვედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა