ფოტო: rugby.ge

2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და სარაგბო გამოცემები 20 მონაწილე გუნდის მიზნებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.

Rugby365-მა "ბორჯღალოსანთა" შერკინებას და მის ინგლისელ მწვრთნელ გრეემ რაუნთრის სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანსაც rugby.ge გვთავაზობს:

"შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასს ვერ მოიგებს, თუმცა მათი შერკინების ინგლისელი მწვრთნელის, გრეემ რაუნთრის თქმით, ისინი საკუთარი კვალის დატოვებას აპირებენ.

"ზოგიერთი ადამიანის დაშინება გვინდა, - ამბობს რაუნთრი AFP-სთან საუბარში და განაგრძობს. - გვსურს საკუთარი თავი ტოპ-მაგიდასთან წარმოვაჩინოთ".

"2015 წელს ორი თამაში მოვიგეთ, რითაც წლევანდელ მსოფლიო თასზე თამაში გავინაღდეთ და ახლაც იმავეს გამეორებას ვგეგმავთ. ჯგუფში გვყავს უელსი და ავსტრალია, რომლებთან თამაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაი და ფიჯი უნდა დავამარცხოთ".

ნათელია, რომ 3 ოქტომბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრა ქართველებისთვის მსოფლიო თასის ფინალის ტოლფასი იქნება:

"ადვილი არ იქნება. ფიჯიმ ივლისში ახალზელანდიელი "მაორები" დაამარცხა" - ამბობს რაუნთრი.

გუნდის მეოთხედფინალში გამოჩენა ნაკლებად რეალური ჩანს, თუმცა უნდა ველოდოთ ქართველი ფორვარდების აღლუმს და მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს.

შარშან სექტემბერში რაუნთრის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა მოულოდნელობა იყო. ინგლისისა და "ლესთერის" ყოფილ მორაგბეს, 1995 და 1999 წლების მსოფლიო თასის მონაწილეს, 7-წლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა ინგლისის ნაკრებში, ასევე "ჰარლექუინსსა" და "ლესთერში".

"სექტემბერში მივიღე შემოთავაზება, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგთან ერთად ვიჯექი რიჩმონდის სასტუმროში, დანარჩენი კი ისტორიაა".

"მან წარმომიდგინა თამაშის ძალიან კარგი სტრუქტურა, სისტემა და რწმენა. მან ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა და საქართველოს ნაკრებში მთელი ცხოვრება ჩადო. სისტემა, რომელიც მან 7 წლის წინ შეიმუშავა, პროფესიონალურია, იმ პირობებისა და მიღწევების გათვალისწინებით, რომელთაც ტიერ1-ის ქვეყნებში წააწყდებით".

კონტრაქტის გაფორმების პირველსავე დღეებში რაუნთრი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ტოპ 14-ში იმდენივე ქართველი მორკინალი თამაშობს, რამდენი ფიჯელი უკანახაზელიცაა.

"რაგბი მათი თამაშია" - ამბობს რაუნთრი, რომელიც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ირლანდიურ "მანსთერს" შეუერთდება - "ქართველები რაგბისთვის არიან შექმნილნი. ეს კონტაქტური სპორტია. მათ ასევე უყვართ ჭიდაობა. ქართველებს მოსწონთ ძალისმიერი, ფიზიკური ორთაბრძოლები და მათთან მუშაობა ადვილია. ქართველები გამორჩეულად კარგი ადამიანები არიან. იქაური გარემო განსხვავდება მათგან, რა გარემოშიც აქამდე მიმუშავია. მორიდებული, შრომისმოყვარე ხალხია და აკეთებენ ყველაფერს, რასაც სთხოვ".

რაგბის სამყარო მიჩვეულია მძლავრი ქართველი ბურჯების ხილვას, თუმცა რაუნთრი განსაკუთრებით მოხიბლულია ახალგაზრდა და დინამიკური მესამეხაზელებით:

"ბექა გორგაძეს "ბორდოში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის გამორჩეულად ნიჭიერი 8 ნომერია. გარდა ამისა, გვყავს კიდევ ერთი ბექა (საღინაძე), რომელიც "ორიაკში" თამაშობს და ოთარ გიორგაძე "ბრივიდან", რომელიც შერკინების მესამე ხაზში ფეთქებადი მორაგბეა".

ახალგაზრდა თავდამსხმელებს იმედს მისცემს გუნდში მამუკა გორგოძის ყოფნა, 35 წლის ვარსკვლავის, რომელიც საერთაშორისო პენსიიდან იმის გამო დაბრუნდა, რომ პრობლემები აღმოფხვრას.

რაუნთრი და ჰეიგი იმედოვნებენ, რომ გორგოძე ახალგაზრდებს მსოფლიო თასზე ინტენსივობის გაზრდაში დაეხმარება:

"მსოფლიო თასი წნეხია, მოლოდინებს მოედანზე გამართლება უნდა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა მიიღო. ასევე მნიშვნელოვანია სიამოვნება. მისი მიღება იშვიათადაა შესაძლებელი და ძალიან მალე სრულდება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Add
ჭეიშვილი რატო არ წაიუვანეთ ბიჭოოოო???
Buxrika
თქვენი შეშინებულები არ გაიშვას არასად.
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს სპორტსმენთა შემადგენლობა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან