საშეჯიბრო დღის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელმა ევროპის ჩემპიონატი 1/4-ფინალურ სტადიამდე დატოვა, თუმცა 2-მა ძიუდოისტმა საკუთარი სახელი შექმნა ფინეთში.

ზაგრების გრანდ პრიზის ბრინჯაოსმედალოსანმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57) შესანიშნავი ჭიდაობა აჩვენა ტრადიციული ქართული ტექნიკით და ყველა წინასწარი ბრძოლა უჩი მატას ილეთებით მოიგო.

ლიპარტელიანისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პლეუნი კორნელისემ და სილვია პელიტერიმ მოახერხეს. პელიტერი, რომელიც მოწინააღმდეგის ჭიდაობას მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს, იცოდა, რომ ფინალში ლიპარტელიანის მდიდარ ტექნიკასთან მოუწევდა გამკლავება, თუმცა, იტალიელისდა სამწუხაროდ, ქართველი გოგონას არსენალში მხოლოდ ტექნიკური ილეთები არ იყო. პელიტერის განწირულმა შეტევამ ბოლო წუთზე შედეგი არ გამოიღო და ლიპარტელიანმა იტალიელს ვაზარით მოუგო.

ლიპარტელიანმა 2018 წელს სოფიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო. 23-წლამდელთა შორის გრან პრიზე უნგრეთში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მას შემდეგ 19 წლის გოგონამ ძალიან ბევრი ივარჯიშა, რათა უფროსი მოჭიდავეებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და საბოლოოდ IJF მსოფლიო ტურის პირველი ოქროს მედალი ზაგრებში მოიპოვა.

გასაოცარია, შარშანდელი წარმატებების შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა ისტორია შექმნა, მოიგო პირველი ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ის იმედოვნებს, რომ მისი წარმატება მოტივაციას შესძენს თანაგუნდელებს და დაანახებს მსოფლიოს, თუ რამდენად განვითარდა ქალთა ძიუდო საქართველოში.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს და ეს მომავალში ძალიან გამომადგება. ეს მოტივაცია გახლავთ ჩემი თანაგუნდელებისთვის, რათა ჩვენი მაქსიმალური შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ და მოვიგოთ რაც შეიძლება ბევრი მედალი".

მისი ქალი კოლეგისაგან განსხვავებით, გიორგი თუთაშვილმა ოქროს მედალი უფრო რთულად მოიპოვა. მართალია, პირველ 3 შეხვედრაში ადვილად გაიმარჯვა, თუმცა ნახევარფინალსა და ფინალში ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები შეხვდა და ჯამში 13 წუთი და 45 წამი იჭიდავა.

აზერბაიჯანელი იბრაგიმ ილიაევის დამარცხების შემდეგ ორივე ათლეტი ქანცგამოცლილი ჩანდა, თუმცა ქართველი არაფრის დათმობას არ აპირებდა და ოქროს მედლის მოპოვებაზე უარი არ უთქვამს.

მოლდოველმა ადილ ოსმანოვმა ძალიან ძლიერი ოპონენტები ჩამოიცილა ფინალისკენ მიმავალი გზიდან, მათ შორის, თუთაშვილის თანაგუნდელი ლუკა კაპანაძე. მას ფინალშიც კარგი შანსები ჰქონდა, თუმცა რთული შეხვედრა ოქროს დროში გადავიდა და იქ თუთაშვილმა ცური გოშის ილეთით მოიგო.

თუთაშვილმა, ლიპარტელიანის მსგავსად, კარიერაში პირველად თბილისის გრანდ პრიზზე მოიპოვა IJF მსოფლიო ტურის მედალი და მხოლოდ ფინალში დამარცხდა ებრაელ ტალ ფლიკერთან.

მომზადებულია ippon.org-ის მიხედვით

livepool
მაცი ხვიტია დაეწერა, მაგას უფრო გავიგებდით............
SL
ბატონო ავტორო, თქვენც ებრძვით ქართულ ჭიდაობას? უჩი მატას და ცური გოშის ქართული შესატყვისები არ არსებობს, რო დაწეროთ? რას გავს ეს?!!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
მარცხი სერბეთთან და აშშ-ის ისტორიული ანტირეკორდი - 12 აგვისტოს დაიჯესტი [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ორი ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა!
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თბილისის გრანდ სლემი: ქართული ფინალი და საქართველოს ნაკრების 5 მედალი პირველ დღეს [VIDEO]
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს! [VIDEO]
U23. მამიაშვილის ვერცხლი და თუთაშვილის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]