მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის გამო იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრების სახელით ვერ გამოვიდა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი, თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება, ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.

მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა, მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.

მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით." - წერია განცხადებაში.

x
რომელ ოჯახზე ლაპარაკობთ,რა მთავრობაც მოვა ყველას ზონდერები რომ ხართ?ოქროს მედლები გეგეშიძის დამსახურებაა?როდემდე უნდა ლოკოთ უკანალი ხელმძღვანელებს,თანაც ჭიკაიძის ძმაკაცს!?უფროსი თაობა რას გაჩუმებულხართ,თუ "ოჯახის"წევრები ხართ თქვენც!
tngh
ვრც წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ადამიანი "დაიბოღმებოდა" 4 ოქროს მედლით. გაგიმარჯოთ და გენაცვალეთ სასახელო ფალავნებო!!! კიდევ ბევრჯერ გაახარეთ საქართველო!!! მერწმუნეთ, თქვენი წარმატებებით გაცილებით მეტმა მოქალაქემ (ათი ათასობით) გაიხარა, ვინემ ეს უშნოდ "ჩასაფრებული" რამოდენიმე ათეულია...
გიორგი
ტურნირზე ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავეს რომ დაესხმევა თავს, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, უკვე უნდა წასულიყო. თვითონ თუ ვერ ხვდება, სხვებს, აი "მოჭიდავეების ოჯახს" მაინც უნდა ეთქვა, კი ვართ მეგობრები, მაგრამ არ მოსულა ასეთი რამ. ამის მაგივრად რა მოხდა, ფარისევლური ბოდიშის მოხდა და "ერთი ოჯახი ვართ"? მეორე, ადამიანი პოლიტიკურ თამაშებშია შემჩნეული, ზონდერებში, ესეც უკვე სამარცხვინოა, სპორტსმენებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ მთელი ქვეყნის სასახელოდ და არ უნდა გაერიონ სიბინძურეში. მესამე, ამ ადამიანის სახელი არაერთხელ ამოტივტივდა კრიმინალებთან კავშირში, იგივე "რემენას" საზღვარზე გაცილება-გამოცილებაში, როდესაც ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო რომ საერთოდ არ აერჩიათ პრეზიდენტად. ესენი რომ წავლენ, კიდევ რა ფულის ფლანგვა აღმოჩნდება ფედერაციაში მაგასაც ვნახავთ. ამ ყველაფრის ფონზე წადით ეხლა და მედლები ითვალეთ
სამწუხაროდ
ჩემს კომენტარს არასოდეს აქვეყნებთ.
მოჭადრაკე
გეგეშიძის მხარდამჭერებო მართლაც ჭკუასუსტები და კუნთმაგარები ხართ. გეგეშიძე მთავრობის ჩვეულებრივი ზონდერია!
გიორგი
'ინტრიგანობა' რა შუაშია? კაცი ამბობს სერბეთის სახელით არ გამიშვა საჭიდაოთ ჩემპიონატზეო. წაკითხულიდან აზრის გამოტანა ჭირს? კი ბატონო, 4 ოქრო ავიღეთ რაც ძალაინ კარგია, მაგრამ მაერტო ერთია საოლიმპიადე წონაში. და რამდენი ლიცენზია ავიღეთ, ეს დათვალეთ? საოლიმპიადოს წინა წელია, ნუ გავიწყდებათ.
ლოგიკა
ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდნენ ბიჭები ფედერაციაში სამართლიანი და მეგობრული გარემო რომ არ იყოს. შედეგი კი საუკეთესოა, ასეთი დიდი ხანია არ გვქონია. მადლობა მთლიანად ჭიდაობის ოჯახს ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის. მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა ტრანსლაციების დაწყებას ყაზახეთიდან. მრავალჟამიერ! p.s. მადლობა ,,სილქ სპორტს'' რეპორტაჟებისთვის.
თვალთმაქცი, უმადური.
ყველა უმადურმა ინტრიგანმა ჭკუა უნდა ისწავლოს. ამ ბიჭებს შენ არ იყავი შეურაცხყოფას რომ აყენებდი?! ასეთები და ისეთები არიანო? ახლა შეცვალე ტონი? ჩასაფრებული იყავი და ჩაგივარდა კოვზი ნაცარში? სახეზეც გეტყობა რა ცბიერიც ხარ! მოჭიდავეებს კი ვულოცავ ოქროსა და ბრინჯაოს მედლებს. გუნდურ მე-3 ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე! გაიხარეთ!!!
sportalls
ჩვენი ნაკრების ამისთანა წარმატებული გამოსვლის შემდეგ ასეთ სისულელეს არც უნდა აქვეყნებდეთ. ვერ ხვდებით რომ ჩრდილი უნდათ მიაყენონ ჩვენი ბიჭების გამარჯვებას. სპორტული საიტია თუ ჭორბიურო????
ნანი
მაგ საქციელზე ეტყობა გეგეშიძეს ცამდე მართალი რომაა....აფსუს საქართველო, გეგეშიძის შემცვლელიც კი რომ არ გამოჩნდა, ფუი შენს კაცობას
ლეკი-ს
100%-იან სიმართლეს ამბობ. დათუნაშვილს ზედ გადაყვნენ, კარგი მოჭიდავე რომ დამდგარიყო და ქვეყანა ესახელებინა. არაფერი დაუკლიათ, ყველაფერი გაუკეთეს. ამას კიდევ რაღაც არ მოეწონა. მერე რა, თუ ყველაფერი არ მოწონს. მოითმინე, რაღაც დათმე. პატივი პირველ რიგში ქვეყანას უნდა სცე.
Teimurazi
რის, 4 ოქროს მედალის შემდეგ???
გიორგი
გეგეშიძე რომ ისევ პრეზიდენტია ყველაფრის შემდეგ, უკვე სირცხვილია!
ლეკი
რას ქვია, უცხო ქვეყნის ნაკრების სახელით იასპარეზოს! არ უნდა მიცენ უფლება. მის აღზრდაზე და მაღალი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბებაზე უამრავი თანხა, ენერგია დაიხარჯა, შემდეგ, ყოველ წარმატებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით ათას ლარს პრემიის სახით ღებულობდა. ახლა, რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე გაბრაზებული, საზღვარგარეთ გაუშვან და ისევ ქართველებს დაუპირისპირდეს?! ინდივიდუალურად და კლუბების დონეზე სადაც უნდა იქ იჭიდაოს, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეზე ან საქართველოს სახელით, ან არსად!
tngh
საქართველოს მოჭიდავეებმა 4 ოქროს მედალი აიღეს ამ მსოფლიო ჩემპიონატში!!! გამარჯვებულებს არ ასამართლებენ...
dima
ამ ჩამოწერილმა ინტრიგანმა ხომ წაიღო ტვინი!გინდა სერბეთში წადი და გინდა რუსეთში!
Jordan Beli
უკვე სირცხვილია რა...არ გეცოდებათ? ცოდო მადლი არა გაქთ? ეგრე უყვეს ჩემ ბიძაშვილს ოღონდ ადრე და ძიუდოში.იძულებული გახადეს წასულიყო სხვაგან და იქ კი არ მისცეს უფლება ეჭიდავა,შეეშიდათ ალბათ რამე ტიტული არ მოეგო...აწვალეს სანამ თავი არ დაანება ძიუდოს...ასე ხდებოდა და ხდება...
gagi
ე, ბიჯო, მართლა რა ავი ძაღლის პოზიციაა! არ გინდა, გაუშვი რა!
chabuka
გეგეშიზე,არ დაიხრჩო შენს ღვარძლში და ბოღმაში.შენ არც ქართველი, არც ქრისტიანი და არც ვაშკაცი არ ხარ.
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ადვოკატი: რა თქმა უნდა, გეგა გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს