ოქტომბრიდან სპორტის მოყვარულებისთვის ცხელი სეზონი იწყება.

"სილქნეტს" სპორტის მოყვარულებისთვის ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ლა ლიგის და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ტრანსლირების მრავალწლიანი უფლება აქვს მიღებული და როგორც სატელევიზიო ეთერით, ისე აპლიკაციით სპორტის მოყვარულებს HD ხარისხით, ქართულ ენაზე აწვდის ყველა შეხვედრას პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით.

ასევე - ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი, სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები - ყოველივე ეს მხოლოდ "სილქუნივერსალზე" და Silk-ის სპორტულ არხებზეა ხელმისაწვდომი.

ფეხბურთის გარდა, კალათბურთის, ჩოგბურთის, რაგბის, ხელბურთის, ძიუდოს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და სპორტის სხვა სახეობების მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები მიმდინარეობს.

არხი "სილქუნივერსალი" ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან დღის მანძილზე სპორტის სხვადასხვა სახეობის წამყვან სპორტულ ღონისძიებებს აშუქებს. არხი, SilkTV-ის გარდა, ციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს.

კომპანიას სპორტის მოყვარულებისთვის სამი სპორტული არხი (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3) და თემატური პაკეტები აქვს შექმნილი:

"სპორტ ექსკლუზივი" თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხი; Setanta და Setanta +; ასევე - Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ - ყოველთვიური გადასახადი 5 ლარია.

Silk Sport არხები ასევე რამდენიმე პაკეტშია გადანაწილებული. აბონენტს შეუძლია გაიაქტიუროს:

პაკეტი "მიქსი 1" (8 არხი). მასში შედის Silk Sport HD 1, რომელიც ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ახდენს და Setanta + და ასევე რეიტინგულ კინოარხებს მოიცავს. ამ თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.

თემატური პაკეტი "მიქსი 2" (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2; Silk Sport 3 შევიდა; ასევე Setanta და 5 კინოარხი. პაკეტის ყოველთვიური საფასური 4 ლარია.

პაკეტის შეუცვლელად ან თემატური სპორტული არხების გააქტიურების გარეშე, სპორტის გულშემატკივარს შეუძლია 24 საათით ჩაირთოს მისთვის სასურველი სპორტული არხი: Silk Sport 1; Silk Sport 2; ან Silk Sport. ერთი დღით, ნებისმიერი ერთი არხის გააქტიურება 1 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე სპორტული არხები ხელმისაწვდომია "სილქნეტის" აპლიკაციით Silk Go.

iOS: https://apple.co/2QpSHAd

Android: http://bit.ly/SilkTVgo

ხოლო სხვა ინტერნეტქსელის მომხმარებლებისთვის "სილქნეტს" შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა. ამ სერვისით თვეში 15 ლარად 57 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის, Silk-ის სპორტული არხები და "Silk უნივერსალი", "რაგბი ტვ" - გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.

სპორტული ღონისძიებები, ჩემპიონატები, ტურნირები, რომლებიც SilkTV-ის ეთერით ვრცელდება:

ფეხბურთი - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები; კალათბურთი - NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.

ჩოგბურთი - ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.

რაგბი - მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.

ხელბურთი - მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;

ძალოსნობა - მსოფლიოს ჩემპიონატი.

მძლეოსნობა - ბრილიანტის ლიგა.

დოღი - ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი.

მოტო სპორტი - მსოფლიო ჩემპიონატი.

Aferum
პრემიერლიგა არ უნდა დაგეკარგათ, ამით დაგვაზარელეთ ჩვენც და თქვენც ბევრ აბონენტს დაკარგავთ....
დავითი
პრემიერლიგა აღარ გაქვთ და ...
irakli
ყველაზე მაგარი არხია სილქ უნივერსალი❤❤❤
ვანო
ინგლისის ჩემპიონატს რატომ არ აჩვენებთ
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა