საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ლილე სახელაშვილმა Facebook-ზე რაგბის კავშირისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

"გთხოვთ გააზიაროთ ჩემი მიმართვა რაგბის ფედერაციას - სიმართლე უნდა ითქვას. მედიის და პრესის დიდი ინტერესი იყო ზურას მსოფლიოზე არწაყვანის საკითხზე, თუ რა ხდებოდა. ზურას და ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა.

ზურამ შეგნებულად თქვა უარი განცხადების გაკეთებაზე, რადგან არ უნდოდა ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს მომხდარიყო. ანალოგიურად ვფიქრობდი მეც. უბრალოდ, ისე განავითარეთ მოვლენები, შეუძლებელია ხმა არ ამოიღო.

ზურაზე ხალხს არეკინებდით და ახვედრებდით, სტატუსი წაშალეო და მე ვინ დამირეკავს ამ შემთხვევაში. სხვის საქმეში ჩარევისთვის საკუთარი ადგილის დასათბობად გამოქვეყნდება მისი სახელი და გვარიც. პირველად მინდა შევეხო იმ საკითხს, რის გამოც ვწერ - შეიძლება ახალგაზრდა მორაგბეები დააყენოთ და ბოდიში ახდევინოთ თქვენს პასუხისმგებლობაზე? რატომ არ იხდით თქვენვე ბოდიშს საკუთარ პასუხისმგებლობაზე რაგბის ფედერაცია, სამწვრთნელო შტაბი?

წელს რაც ხდება ქართულ რაგბიში, არის თქვენი სრული პასუხისმგებლობა. ასევე მივმართავ ხალხს, რომელიც ცალკეულ მორაგბეებს არასამართლიანად მოიხსენიებს. მათ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს, იშრომეს და გუნდი უფრო მეტად რომ ვერ განვითარდა, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს და ფედერაციას მოსთხოვეთ. ეს ბიჭები არ იმსახურებენ არანაირად თქვენს ლანძღვას.

ყველაფერი იქიდან დაიწყო:

1) ერთადერთი ქართველი გყავთ ზურაბ ჟვანია, რომელიც თამაშობს ინგლისურ პრემიერშიფში, საქართველოს სახელი ასე გააქვს მსოფლიოში და ჩამოვიდა საქართველოში წარმატებული სეზონის შემდეგ, ერთ ადამიანს ფედერაციიდან არ გიკითხავთ, როგორ მოსწონს მისი გუნდი ან როგორ შეეწყო.

2) ზურას საუკეთესო ლელოს დამალვა ლელოების დასახელების დროს.

3) მიზეზების მოგონება და ანკესზე წამოგება - ყველამ კარგად იცით, როგორი რთული და გადამღლელი სეზონი ჩაატარა ზურამ და ახალჩამოსულს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ ბაზაზე შესვლა, როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად, ისევ იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ამაზე რომ ვერ წამოაგეს, შემდეგ მიზეზი გახდა ტესტ-მატჩი, რომელიც ზურასნაირად ვერ ჩააბარა მინიმუმ 7-მა ადამიანმა, მაგრამ ისინი მოხვდნენ შემადგენლობაში.

შერჩევითი სამართალი კი განაპირობა მწვრთნელის მიმხრობილობამ და იმან, რომ ჰყავს საკუთარი ფავორიტები ზურას პოზიციაზე, მაგრამ გვყავს კი ასეთი მორაგბეები დასაკარგი? მე ყველას წარმატება მიხარია და წარმატებას ვუსურვებ, რადგან საკუთარსაც არ ვუჩივით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელი და არსებული მდგომარეობაა ფედერაციაში, რომელიც უნდა დალაგდეს.

ზურამ მიიღო უდიდესი დარტყმა ამ პერიოდში, რადგან მისთვის საქართველოს სახელით და მისი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაიარა ეს პერიოდი, რადგან წარმატებული ადამიანია და წარმატებულად ასპარეზობს ინგლისურ პრემიერშიფში.

რას ველოდებით? ძალიან დიდ წარმატებას და ეს ყველაფერი ზურასგან მოგხმარდებათ თქვენ და ქართველ გულშემატკივრებს. რაგბი ქართველების თამაშია და შემდეგ მსოფლიოზე ქართველები გამარჯვებულები იქნებიან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივრებს ზურას ასეთი სიყვარულისთვის", - წერს ლილე სახელაშვილი.

გიო
არის რამოდენიმე მიზეზი რატომაც არ წაიყვანა ჟვანია მილტონმა, ერთ ის რომ სწრაფია და და მის აიღე-მიეძალე სტილს არ შეესაბამება, მეორე მიზეზი ისაა რომ ლუბიმჩიკებში არ წერია მისი სახელი და გვარი, თვალები გაახილეთ ბიჭო, კაცს უფრო მეტჯერ აქვს გაჭრილი ხაზი, უფრო მეტი ოფლოუდი აქვს გაკეთებული ვიდრე სხვა ყველა ნახსენებ შერკინების მოთამაშეებს ერთად. მილტონის სტრატეგია იყო და არის ნელი ძალიასმიერი რაგბი, ხოდა გაგვიშიფრეს ფიჯელებმა, შერკინება, მოლი და რა რაქი და შედეგიც სახეზეა. რაში ჭირდება ექსცენტრიული ჟვანია რომელიც სწრაფ ტემპს შესთავაზებს, როგორ შეიძლება მორკინალმა ასე სწრაფად ირბინოს, რომ გაიფლიანდეს და გაცივდეს? დარწმუნებული ვარ ახალი მწრვთნელი რომ მოვა ახალ სისწრაფეებზე აიყვანს ნაკრებს თავისი ახალგაზრდებით და ნახავთ მერე ჟვანიაც როგორ მოხვდება ნაკრებში. კაცი პოზიტივია რა.
გოგი
რა გასაგებად გადმოცემს აზრს ეს დალოცვილი.
ნიკა
ნარო მილიარდჯერ დაჯარიმდა ძაან ცუდია თუ არ მოუმატა არა წელს ფორმაში. ვერც გოგიჩა ბრწყინავს.ჟვანია ასეიშვილი კარგი იქნებოდა წელს.მილტონა......
გუჯა
ჟვანო,გაჩეჩილაძე,ასეიშვილი ფრუიძე რო ყოფილიყვნენ.ეჰ მილტონა....
ნიკა
ახალი კინგ კონგი ყავს რაგბის ჟვანო
ნინი
უწერია ყველას წარმატება მიხარიაო, ალბათ რომელიმე რაგბისტის ოჯახის წევრი ხარ მაგრამ წერს გოგო რომ ეს რაგბისტებს არ ეხება და ყველას წარმატებას უსურვებს, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა

აგერ წავა ეხლა მილტონ ჰეიგი და მწვრთნელიც დაგვჭირდება

ეტყობა შენ ღადაობ.

ტრადიციის რა მოგახსენო, თვითონ მოაგვაროს ყველამ ეგ პრობლემა, მაგრამ დანარჩენში გეთანხმები ბოლომდე
რაგბის ფანი ჯაბა
თქვენ ხო არ ღადაობთ .რა ნარო და გოგიჩა.ნარო კარგი იყო 2 წლის უკან ეხლა სახელი შემორჩა და პრესტიჟი , გოგიჩაიშვილი ჯერ არ არის მზად .წელს ყველაზე კარგ ფორმაში ზუზუ იყო ამათგან და ამიტომაც აფეთქდა ზუზუზე ყველაფერი.ნაროს მაგარ პატივს ვცემ მაგრამ მაგრად მოუკლო.მაოფლიოზე მისი წაყვანა წამგებიანი იყო გუნდისთვის
ნიკა
ზუზუს პოზიციაზე ნარო და გოგიჩაა წელს ოროვეზე კარგ ფორმაშია.მე ჟვანია და ასეიშვილს დავაყენებდი.ნაროს ტრამვა ქონდა კარგა ხანი უთამაშებელი იყო და ვერ დგას ,გოგოჩასთვის ადრეა ჯერ მსოფლიო.

ნაკრებში მაგ პოზიციაზე არის ნარიაშვილი, რომელიც უკონკურენტო იყო. ასევე გოგიჩაშვილი და ასიეშვილი. ამ ორიდან მწვრთნელმა გოგიჩაშვილი იმიტომ ამჯობინა, რომ კარგი სეზონი ჰქონდა. ასეთ არჩევანზე მართლა ძნელია შეედავო, მითუმეტეს ჰეიგმა განმარტა, რატომ დარჩა ჟვანია განაცხადს მიღმა.კონკურენციის თვალსაზრისით ასე იყო და თუ პირადად ჰქონდა მასთან უთანხმოება, ეს აღარ ვიცი
ბორჟღალი
ვინ თამაშობს ჟვანიას პოზიციაზე?... მწყდება გული ჟვანია რომ არაა გუნდში, მაგრამ იქნებ ვინც მის პოზიციაზე თამაშობს უკეთ ასრულებს თავის მოვალეობას..
თენგო
ზურას დანახვა ყოველთვის იმედის მომცემი იყო მართლაც რა მოხდა საინტერესოა
vladi
სამარცხვინო შედარებაა ოჯახში პოზიციონერებასთან, ვინაიდან მეუღლის მხარდაჭერა საყოველთაოდ მიღებული ფორმაა. თუ არის საჭიროება, მხარდაჭერა აუცილებელიც კია მეუღლის მხრიდან და მხოლოდ მისასალმებელია.
რაგბის ფანი
ბოღმით სკდებით ოჯახი ხოარ უვარდებით .ადამიანებზე ყველა ცუდის დამწერის.... მიაწექი ჟვანოოო.თქვენი უსაქმური კომენტარები მაგრად მკიდია.კაცი ისტორია ს ქმნის.ჟვანოოო მაგრად გბალეშიკობ.
რაგბი-რაგბი
მთავარი ხარ ჟვანო ასეთი ოჯახი გყავს მითუმმეტეს.მიაწექი
Shoti
გორგოძე მეორე???)))))))))))))
კახა
ძალიან არ მინდა, რომ ჩვენ უვარგისს და უთავმოყვარეო ფეხბურთელებს დაემსგავსოთ, მაგრამ..............
რაგბის ფანი
წარმატებები ზუზუს.პირველი ხარ საქართველოში.
მერაბი
ამ სტატიას კომენტარს არ გავუწევ, მაგრამ ფაქტია, ნაკრები ორი წელია რეგრესს განიცდის.
შაკო
საქართველოს ნაკრებს ერთი თამაში დარჩა კიდევ გასამართი და დავაოკოთ ნერვები ყველას ძალიან გთხოვთ. ვუგულშემატკივროთ ბიჭებს და ავსტრალიასთან ღირსეული ბრძოლა ვუსურვოთ, იქნებ აღვიდგინოთ ცოტა შელახული რეპუტაცია.
ნიკო
რაღაცა რომ ვერ იყო კარგად ფედერაციისა და ნაკრების ურთიერთობაში, მოთამაშეების მიკერძოებული წაყვანა და ფედერაციის კარნახი მწვრთნელებისათვის, მსოფლიო ჩემპიონატამდეც ვრცელდებოდა ხმები. როგორც ჩანს, საფუძველიც ჰქონდა. მსოფლიოზე წარუმატებლობის ერთერთი მიზეზი შესაძლოა ესეც არის.
ვოვა
დამატება არ უნდა მეშლებოდეს,,, გლოსტერში (ინგლისში) კიდევ ერთი ქართველი თამაშობს საკმაოდ "ნორმაკლურად" Val Rapava-Ruskin რომელსაც ვფიქრობ დსალიან მალე იხოლავთ ინგლისის რიგებში
ვოვა
თუ სათქმელი იყო ჯობდა თავის დროს ამოეღო ხმა თვით მორაგბეს არამგონია ჟვანიას ყოფნას რადიკალური ცვლილებები გამოეწვია ამ ასპარეზობაზე (ჩემი პირადი ხედვაა) ვხედავ რომ ტრადიციები რღვევას განიცდის თანამედროვე საქართველოში მაგრამ იქნებ ეცადა რომ ჯერ ოჯახში დამდგარიყო პირველ პლანზე და მერე გუნდშიც ეცადა იგივე კეთილის სურვილებით ვოვა
ლაშა
https://www.youtube.com/watch?v=YzSYp8Kc6I0 უყურეთ მის თამაშს ინგლისის პრემიერშიპში. ასეთი მორაგბე რატომ არ უნდა წაიყვანო თუ პირადი ამბავი არ არის? ზუსტად ესეთი მორაგბე გვაკლია ეხლა. ძლიერი, სწრაფი და განსხვავებული სტილის.
კოტე
ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მითუმეტეს მეუღლეს რომელიც ალბათ ყოველდღე ხედავს თუ როგორ განიცდის მისი ქმარი ამ დიდ უსამართლობას.
მერაბი მერაბი
ყველაზე სწრაფია და მაგარი მოთამაშე მის პოზიციაზე.ყველაზე კარგ ფორმაში იყო წელს დასანანია.წარმატებები
tambuktu
აბა, კაცო, რა ცოლის საქმეა ქმრის ჯანმრთელობაზე და კარიერაზე ლაპარაკი, ნწ, ნწ, ნწ. ვერ დაეტევა სამზარეულოში? ბავშვები გაზარდოს მაგან, ვაჟკაცების საქმეში რას ერევა. ქალის სადღეგრძელოს თქმა არ დაგავიწყდეთ განსხვავებულით ღვინის სტომაქში ჩასხმისას.
ზაზა
გაიხარე შენი მაგარი ოჯახით ძმაო.აქვთ სათქმელი და ამბობენ რა გაუხურეთ.წარმატებები ზურას
ზაზა
გაიმართება შენი მაგრამ ოჯახის ძმაო.აქვთ სათქმელი და ამბობენ რა გაუხურეთ.წარმატებები ზურას
Auee
ბოლო თამაში ქონდათ უკვე ურუგვაისთან ...მანამდის და შემდეგშიც უბრალოდ სტატისებად არიან მოედანზე ...და თავი რომ პროფესორად მოგაქვს და აქ ხალხს იარლიკებს კიდებ ეგრეც არ არის ...შენს გარდა სხვებსაც სტკივა გულ ი რაც ხდება და მათ მითუმეტეს ვინც შიგნიდან იცის თუ რა და როგორ მოხდა ეგ უსამართლობები ...და როდესაც შეხედენ თუ რა შედეგები მოყვა “ ისტორიის დამწერ მწვრთნელის “ ( ერთი რა ფურცლები დაწერა წაგვაკითხე რა ჩვენაც) და ფედარაციის გადაწყვეტილებებს და ნახეს რომ ყოველგვარი პერსპექტივა მოკვდა ( თუ შენაც გჯერა იმ შენი მელიტონასი რომ ავსტრალიას მოვუგებთ ) და დარჩა ისევ მხოლოდ ფორმალობა ამოიღეს ამ ხალხმა ხმა თან მათმა ჩემზე შენზე და ბევრ სხვებზე უკეთ იციან და ტკივათ რაც ხდება ....აქ ადრე წერდნენ ვინც ნაკრებში მოხვდა იმათ სერიოზულ ფულს გადაუხდიანო და ვინც დატოვენ ისინი ბოღმის გამო ყვირიანო ....აუეეეე ესენიც წლობით თამაშობენ წამყვან კლუბებში და არ მგონია რომ ვინმე მათგანს ფულის გამო დაწყვეტოდა გული და მაგის გამო ამოეღოთ ხმა ...აქ დიდ უსამართლობას ქონდა ადგილი და შედეგიც სახეზე არის ...სპორტმაც და ცხოვრებამაც ეგრე იცის გამარჯვებულებს არ ასამართლებენოო ....მაგრამ პრეტენზიები მათ თანაც ჩნდება ხოლმე ...
გრამატიკოსი
ნიკა გასაგებია რასაც იძახი მაგრამ: ბინა რაგბისტის არის ლელოების გადახედვა, პრემიერშიფის პირველზეა სულ ათამაშებენ, მოგებას უსურვებთ, ზურა ბიჭი ხარ კარგი და მართალია?
გიუშა
წარმატებები ზურას.წინ ბევრი სიახლე გველის ის ერთი პირობები უჩანს.ველოდები ლელოებს .მთელი საქართველო შენ გვერსით ვართ ძმა
რაგბი
მიაწვა ჟვანო მაგარი სეზონი გაგვახარე ძმაო.
გიორგი
ძალიან შორს ვარ აზრისგან,რომ ცოლი კაცის ნივთია და ა.შ მაგრამ რატომ არის ეს ამბები ცოლის, ძმის, რძლის გასარჩევი?
ნიკა
ყველაზე უნდა მორაგბეა ბინა ვიცი.მაგრად უყვარს რაგბი და ეტყობა სულით რაგბისტია.გადახედეთ არის ლელოებს ბინა არ იცით.და წარმატება უსურვეთ. ინგლისის პრემიერშიფში ერთადერთი ქართველი გვყავს და სულ პირველზე ათამაშებენ
გიო
სათქმელი უნდა თქმულიყო და თქვეს.მადლობა ყველ ენის ახელისთვის.ბევრ და ეს ვხბდებოდით მაგრამ ესეც დაგვეხმარა.წარმატებები კარგ კაცს
joi zaza
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ფედერაციას და მწვრთნელს მივანდოთ შიდა სამზარეულო. თუ წარმატებებს მიაღწიეს მივულოცოთ, თუ ვხედავთ რომ პრობლემები მატულობს, მაშინ მოვკითხოთ. ზოგადად ყოველი ქართველი ხომ თავის თავს და საკუთარ აზრს უალტრნატივოდ თვლის, ესეც ხომ ჩვენი სენია თუ რამეში ვცდები?! ბევრი უსამართლობა არსებობს სპორტშიც ისევე როგორც სხვა სფეროებში და ამ საქმეში უცხო ადამიანების ცხვირის ჩარევა საჭირო არაა, თუ გინდა სპორცმენის ოჯახის წევრი იყო. მწვრთნელმა და ფედერაციამ ასე გადაწყვიტეს და ასე გააკეთეს, ყველგან ასე ხდება და ზედმეტი ცხვირის ჩარევები და დასვრილი საცვლის გარეთ გამოტანა არავის წაადგება და პირველ რიგში ქართულ რაგბს!!! ჟვანიაც ეტყვის თავის სათქმელს ფედერაციას, თუ რამე სათქმელი აქვს, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ზომა და წონა!!!
გოგა
უნდა დაესვენა აბა რა უნდა ექნა შეუჩერებელი სეზონი ქონდა. საქართველოს ადარებთ თქვენ .ქართველი ლეგიონერები ყოველთვის ყველაზე ადრე შედიან. წარმატებები მაგრად გვაკლიხარ ძმაო
მერაბი
რაც გაუკეთებიათ ჟვანიასთვის მეეჭვება არის მერე ნაკრებში თამაშის სურვილი ქონდეს.მაგრამ თუ თხობეს ალბათ ითამაშებს. სამარცხვინო ქვეყანა
პავლე
ეს ყველაფერის გასაგებია, მარა ცოლის პირით რატომ ლაპარაკობს ეს კაცი? თუ მისი აგენტია ცოლი, ან იურისტი მაშინ კიდევ ჰო მაგრამ, თვითონ რომ თქვას სათქმელი არ სჯობია? პროფესიულ კარიერაში ასე ჩარევა გინდა ცოლის მხრიდან, გინდა ქმრის მხრიდან .... რა ვიცი აბა... ბოდიში პირადულს რომ შევეხე....
რაგბი-რაგბი
წარმატებები ჟვანია ს მთელი საქართველო პატივს გცემთ.
გუჯა
როგორ გაუჭირდა წარმომიდგენია ამ განცხადების გაკეთება ,მაგრამ საჭირო იყო.ასე რომ ეთქვა ყველას ყველაფერი... წარმატებები და წინსვლა
goga
ამბიციების, ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის გარეშე ვის რა გამოსვლია? დააკვირდით მეგობრებო როგორი სიმშვიდე და იდილია გვაქვს ქართულ ფეხბურთში - შესაშური, ხოლო ჭიდაობაში სროლამდე მიდის საქმე, შედეგებიც შეადარეთ და დაინახავთ, პირველ შემთხვევაში ქვეშაფსიების გაკეთებულ საქმეს და მეორე შემთხვევაში კაცების.
ნიკა
რა უსაქმური ხალხი ხართ და შურიანი სხვისი წარმატება როგორ გულზე გხვდებსთ .ჟვანო იმიტომ შევიდა სხვაზე გვიან სხვაზე გვიან დაასრულა სეზონი და ასე უწევდა ფორმალურად.საქართველოში როდის რჩებიან ჩემპიონატს იცით?? ჟვანო ის ენები თქვენ მუშაობთ და მაგიტომაცაა დღეს ნომერ პირველი ნაკრებში
aburjga
ეს მეორე ვანდა ნარაა?!
გორგის
ეთამაშათ ბიჭებს ოთხივე თამაში და მერე თუნდაც კარვები გაეშალათ ფედერაციასთან(არ არის ლამაზი როდესაც ნაკრების წევრი ხარ და ცოლი ლაპარაკოს შენს სათქმელს).გაიგეთ ხალხო კითხულებენ ამას ნაკრების ბიჭები და როგორ მოქმედებს მათზე თქვენც უნდა ხვდებოდეთ! არც ისე არ არის რომ მაინცდამაინც ზურა დაიჩაგრა ამ პოზიციაზე, დიდი კონკურენციაა პირველ ხაზში და ერთი ხელის მოსმით ვერ აარჩევ საუკეთესოს.
დიმა
ძლიერ მოწინააღმდეგესთან ომის და თუნდაც ერთი ბრძოლის მოგებისთვის მარტო თავდადება არ არის საკმარისი. ქვეყანა აირია, აირია ფედერაციაც! სანამ ქვეყანას არ დავალაგებთ, ფედერაცია გამონაკლისი ვერ იქნება! ქართული რაგბი მარტო გუნდის და ფედერაციის არ არის, ერის სიმდიდრეა! და თუ სალაპარაკო, გასარჩევი და გადასაწყვეტია, ერთად უნდა გადავწყვიტოთ.
გოგია
როგორ ჩასაფრებული ელოდით ალბათ ამ თამაშს, ვითომ რაგბის მცოდნე და მოყვარულო ქართველებო, რას ელოდით რომ ფიჯის დავამარცხებდით? გუნდს რომელმაც საფრანგეთი სახლში დაამარცხა და არაერთი სხვა ძლიერი ნაკრები, მორაგბეები რომლებიც საუკეთესო ჩემპიონატებში აზანზარებენ გუნდებს.ჩვენს ბიჭებს რისი გაკეთებაც შეეძლოთ გააკეთეს. მილტონი რომელმაც დიდი ფურცელი დაწერა ჩვენი რაგბის ისტორიაში, არის შეცდომები მაგრამ ყველა დიდ თუ პატარა დონის მწვრთნელს მოსდის და არ უნდა გადავაყოლოთ ამას, ორი თამაშის მოგების პრეტენზია რომ გვაქვს მსოფლიოზე ამ კაცის დამსახურბაა სწორედ, ქალბატონო ლილე თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ ჯობდა ბოლო თამაშის შემდეგ გეთქვათ თქვენც და ზურასაც, მიუხედავად იმისა რომ მეც დარწმუნებული ვარ ზურა ერთერთი საუკეთესა თავის პოზიციაზე.
გიორგი
კარგი იქნება რო ცოლებს არ უწევდეთ ამ საკითხებზე საუბარი. მაგრამ ვთქვათ და არ დაეწერა ეს რაც დაწერა, საიდან გამოვიდოდა ინფორმაცია და ვინ იტყოდა იმას რომ არის შერჩევითი სამართალი და ფედერაციაში ადგილი აქვს ნაცნობ-ახლობლობას და არა პროფესიონალიზმს? ჩემი პირველი განცდა და რეაქცია იყო ის რომ ფედერაციაში მართლაც რაღაცაა შესაცვლელი და მხოლოდ ამის მერე იყო ის რო ცოტა უხერხული და უსიამოვნოა როცა ცოლებს უწევთ მეუღლეებზე საუბარი.
zviads
არ დაუჩაგრავთ ჟვანია უსამართლოდ, დიდი კონკურენცია იყო უბრალოდ პირველ ხაზში, ეგაა და ეგ. ვერც მილტონას დააძალებ რამეს, არ არის მაგის კაცი (მაგას სხვა ცოდვებიც ეყოფა)
foteli
კარგია რომ აღიარა ცოლმა მესამე პუნქტში დასვენება ეკუთვნოდაო! შეკრებიდან მოხსნა და თურქეთში წაიყვანა,ფეისბუქზე მზისგან გაოფლილი ზურას ფოტოები იდო, როცა ნაკრების ბიჭები ვარჯიშის ოფლში იხრჩობოდნენ!ფრანგული ანდაზა გამახსენდა: როცა დამნაშავე არ ჩანს, ქალი ეძებეო! აქაც მედგრად წერ სტატუსში, ვციტირებ: ,,როცა ოფიციალურად მას ეკუთვნის რამდენიმე კვირა დასასვენებლად" და სახლში რა ამბავს ატეხავდი ალბათ....
ფეხბურთის ქომაგი
ნაკრების შედეგზე პასუხისმგებელია მწვრთნელი. ცოლების ასეთი გამოხტომების გამო საკმაო ფეხბურთელს დაენგრა კარიერა. სამირ ნასრი არ წაიყვანა დეშამმა 2014 წლის მსოფლიოზე და მეოთხედფინალში წაგების შემდეგ მაგის ცოლმა რაღაც ეგეთი იაზვური დაწერა. ხოდა 2014 წლიდან საერთოდ აღარ გამოიძახეს ნაკრებში. საფრანგეთი კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი 2018-ში.
გიორგი
ფარ ხმალი!! რა გეშველებათ ქართველებო
გიორგი
დაიოკეთ ამბიციები, მოეშვით ინტრიგნობებს, თქვენი საქმე გულწრფელად აკეთეთ და არ დაიჩაგრებით
alexandre
რა ვქნა, მე ასეთი ვარ. მაინც ვთვლი, რომ რაგბიც და კალათბურთიც კაცების თამაშია. ჰო და რა პონტია ცოლების სტატიების წერა. და მეორე, ფიჯისთან წაგების მერე კი არა, ბევრად, ბევრად ადრე უნდა ამ თემებზე ლაპარაკი. ღმერთმა დამიფაროს, რომ ამის მჯეროდეს - ვოთომ და გუნდის კრახს ელოდებოდნენ და უხაროდათ ჟვანიების ოჯახში... აი რომ გუშინ მოეგოთ, დაწერდა მაშინ, გამოაქვეყნებდით?
ირაკლუ
ისე, ჩემო ლილე ასეთი გულდათუთქული გულშემატკივარი თუ ხართ ქართული რაგბის, ერთი-ორი სიტყვით ურუგვაისთან მოგებაც მიგელოცათ ქართველებისთვის, კუბოს ფიცარზე ლურსმანივით რომ დაგვაჭედე თქვენი პოსტი, რომელიც ჩასაფრებული პოზიციიდან გაკეთებულ განცხადებას უფრო ჰგავს, ვიდრე წაგებისგან გამოწვეულ სევდას. დამიჯერეთ, მსგავსი განცხადებები ზურას უფრო ავნებს, ხვალ-ზეგ ნაკრებში ისევ ამ ბიჭებთან ერთად უნდა ითამაშოს ვინც დღეს საქართველოს სახელს იცავს და მხარდაჭერა ჭირდება.
zura
წარმატება სპორტში მხოლოდ ვარჯიში არაა,ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში ოჯახია,ხოდა ოჯახიდან უდიდესი მხარდაჭერა ჭირდება სპორცმენს,აშკარად ზურა ძალიან გულდაწყვეტილია,თან ვერაფერს ამბობს,ოჯახის წევრებმა ითბინეს და ნაკრების ასეთი შედეგის მერე მსოფლიოზე ვეღარ მოთბინეს და გულის ნადებიც ამოიღეს! წარმატებები ზურას! გულს ნუ გაიტეხ ძმაო! აგერ მილტონ Hეიგი წარსულს ჩაბარდა!
Joseph
4 წელი ერთი თამაშისთვის მზადებას და მერე ასეთ ფიასკოს, ჯობია სხვა თამაში ვცადოთ, უფრო თანამედროვე, სწრაფი. ისეთი, როგორსაც ასაკობრივი ნაკრებები თამაშობენ და კარგადაც გამოსდით. არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა - ყველა პრინციპული თამაში აქამდეც უშანსოდ წავაგეთ - იაპონია, იტალია, შოტლანდიის 2 თამაში და საინტერესოა ახლა რას ელოდებოდა გულშემატკივარი. ხაზის მწვრთნელი ან არ გვყავს ან ჯობია რო არ გვყავდეს , თუ ასე ათამაშებს.
Gio
ყაზაიშვილის ცოლიც არ დაგავიწყდეს, მაგის დავიწყება იქნება?!))
გელა
ზურა ჟვანიამ გააკეთა განცხადება თავის დროზე და თუ ახლა მისმა ცოლმა დამატებით განცხადება გამოაქვეყნა, თან სამართლიანი ჩემის აზრით, რას ხედავთ ამაში ცუდს და რომელიღაც ქვეყნის პონტოს ვერ გავიგე, ქართველი ქალი ყოველთვის ედგა ქმარს გვერდში, თუ საჭირო იყო ხმალსა იქნევდა

თუ რამეს ამბობს, მიზეზი უნდა დაასახელოს, თუ ვერ ასახელებს, უნდა გაჩუმდეს.ისე გამოვიდა, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. აქ რომ წერს მისი მეუღლე, ვინ გყავთ ამის დონის მორაგბეო, ეს უკვე უსამართლოა.

ჯობდა თავიდანვე გაეკეთებინა სრულყოფილი განცხადება. ეს ყველაფერი ინტრიგის მატარებელია, მითუმეტეს ახლა ცოლი გამოვიდა სიტყვაში. ნამდვილად არ ჩანს ლამაზად. მწვრთნელმა ახსნა, თუ რატომ დარჩა განაცხადს მიღმა მაგრამ ამის საპასუხოდ არაფერი უთქვამს.
Nodo-nodo
ყოფილი რაგბისტი ვარ.მეც მქონდა ასეთი მომენტები მაგრამ როცა საჭირო იყო ხმა არ ამოვიღე და ვინანე.მადლობას გიხდით გააკეთეთ ის, რაც მე ვერ გავაკეთე თავის დროზე.

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.რაგბის კავშირო ინტრიგნობებს გუნდი შეკარით გირჩევნიათ!!!!

რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.რაგბის კავშირო ინტრიგნობებს გუნდი შეკარით გირჩევნიათ!!!!
ნოდო/
საღოლ ამათ კიდე თქვეს და ილაპარაკეს.რამდენი რამე აქვთ მიქარული ისე როარ ვიცით

ზუზუ არ იყო ხოდზე ტესტი ვერ ჩააბარა)) ჰეიგ...
პატრიოტი ქართველი
რამდენი შურიანი აკომემტარებს.ნახეთ ამ გოგოს საიტი საქართველო ფეხზე დგას.წარმატებები ქართველო თუ საქართველოში არა ინგლისში
გიო
წარმატებებს ვუსურვებ.მთელი საქართველო ააალაპარაკეს და ალბათ დაიმსახურეს.წარმატებები საინტერესო ოჯახს.
ჩემი აზრით
ჩასაფრებულის პოზიციიდან თანაც ცოლი ალაპარაკო არაქართულია,უფრო რუსული პონტია.
demetree
ცუდია თუ ზუზუ პირადი ინტერესების გამო არ წაიყვანეს (რაც არ მგონია ესე იყოს და ჰეიგზე ვინმეს ზეწოლა მოეხდინა) თუმცა არც ის მიმაჩნია სწორად სპორცმენის მეუღლე ურჩევდეს საქმეს რაგბის კავშირს და წაგებულ თამაშზე ნიშნის მოგებით ელაპარაკებოდეს....
ქომაგი
გალახული კაცის პოზიციიდან საუბარს გავს
ანდრი
თუ მელიტონამ არ ისურვა ვერ შეედავები და ვერ დააძალებ. თუ მაიმუნურად ჩატეხეს ზუზუ ტეხავს. მე მომწონს ჟვანია, ნაკრებში სულ ველი მაგის გამოჩენას, მაგრამ კონკრეტულად ჩამოყალიბებული პრეტენზია უნდა წააყენოს ემოციების გარეშე.
გიორგი
არ მჯერა რომ ვინმე იმსახურებდა და სპეციალურად არ წაიყვანა მწვრთნელმა მსოფლიოზე
გიორგი
მეუღლეების ციკლუდან მორიგი გაბღენძილი და ამბიციური გამოხტომა.
dato
არ დაგავიწყდეს პიონერი ამ საქმეში ჭრიკიშვილის ცოლი იყო.)))
ozeki
ეხმ, ცუგა კულტურულო!
ხვიჩა
რაც დაწერა ქალბატონმა სრული სიმართლეა, მწვრთნელი და ფედერაცია არასწორად იქცევიან.
ზაზა
ჯერ იყო ფაჩულიას ცოლმი. ეხლა ჟვანიას მეუღლე.რაღაც ახალი მოდა შემოვიდა)))) საქმე არა გაქვთ?
zurab
ვერაფერი გავიგე.
giorgi
ცოტა აბდა-უბდა წერილია,თორემ ფედერაცია და მწრთვნელები რომ არ ვარგა, ეს უკვე ნათელია
დათო
ზურა ძალიან კარგი მორაგბეა, ძალიან ინდივიდუალური მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით, მაგრამ მეუღლეების, ოჯახის წევრების, მშობლების და ნათესავების ჩაბმა-ქომაგობა ამ საკითხში -ცოტა სატაკილო საქმე ხომ არ არის?
ცუგო
დრო იშოვაო, აამაზეა ნათქვამი, როგორ კმაყოფილია ალბათ ფიჯისთან წაგებით, შედი ქალო კუხნაში...
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
სასურველი კანდიდატი გამოიკვეთა - "აიაქსს" მთავარ მწვრთნელად გუნდის ლეგენდის დანიშვნა სურს
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
საიდუმლო შეხვედრა დე ლაურენტისის სახლში - კონტემ მოსაფიქრებლად 48 საათი მოითხოვა
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება დამაიმედებელი სიახლეა - პსჟ პარასკევს მიუნხენში გაემგზავრება
გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
როგორია "კვარას" მდგომარეობა? - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ცივი უარი თურქულ კლუბს - ჩაკვეტაძეს პრემიერლიგაში თამაში სურს
მისი "კვარას" ტრანსფერში ჩართვა სურდათ - "ნაპოლი" პსჟ-ს გარემარბის შეძენას ცდილობს
"რომას" ფანი არ ვარ" - რომის პაპმა "ნაპოლის" უმასპინძლა და ჩემპიონობა მიულოცა
გოგლიჩიძე "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა - საზონოვი "ტორინოში" დაბრუნდება
"სხეულის 18%-იანი მეორე ხარისხის დამწვრობა" - ლუსიო საშინელი ინციდენტის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"