ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად "ჰალკმა", 14 სექტემბერს ჩინეთში გამართულ მკლავჭიდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - "ტოპ 8"-ის ნახევარფინალში ყაზახი კადირგალი ონგარბაევი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც 8 დეკემბერს რუს ვიტალი ლალეტინს შეხვდება.
ლევანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ არავის გახსენებია, თუმცა - არც წასვლამდე.
primetime.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველი "ჰალკი" ამბობს, რომ 1 სპონსორიც კი ვერ იპოვა.
"ისრაელში უფრო კარგად დამხვდნენ, ვიდრე საქართველოში. იქაური სპორტის ფედერაცია და კერძო კლუბები გადამყვნენ თავზე. ყაზახ ჩემპიონს რომ მოვუგე, სამშობლოში დაბრუნებულს ისეთი დახვედრა მოუწყვეს, შემშურდა. პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ ყაზახ სპორტსმენს სპორტის ფედერაციამ 100 000-დოლარიანი Toyota land cruiser-ის მარკის ავტომობილი და ცხენი გადასცა საჩუქრად, ბილბორდებზე მისი ფოტოები გამოაკრეს. რომ მოეგო, ალბათ, ერთ "უბანს" აჩუქებდნენ. მე რომ საქართველოში დავბრუნდი, ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟა.
კიდირგალი ონგარბაევს ჩემთან საბრძოლველად, სპეციალურ საწვრთნელ ბაზაზე, ხუთი მწვრთნელი ამზადებდა. ჩინეთის ტურზე კი ყაზახეთის სპორტის მინისტრმა გამოაცილა. მე კი თბილისში, გაუსაძლის სიცხეში შემწვარ კარტოფილზე ვვარჯიშობდი.
ერთი თეთრითაც არავინ დამიდგა გვერდით. ჩემმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და მეგობრებმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მოიარეს და არც ერთი არ დაინტერესდა ჩემით", - განაცხადა ლევანმა "პრაიმ ტაიმთან" საუბარში.
"რუსთავი 2"-სთვის მიცემულ კომენტარში ქართველი მკლავჭიდელი სხვა საკითხებზეც საუბრობს.
"ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამოვდივარ, ფინალში გავედი და არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ მეგობრები დამხვდნენ. არავის დაურეკავს, არავის მოულოცავს, არც სპორტის სამინისტროდან, საერთოდ არსაიდან და რომ არ დაგიმალოთ, მეწყინა. დავიცდი ჯერ კიდევ, დაველოდები და თუ არაფერი შეიცვალა, წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ. სხვა გამოსავალი არ მაქვს".
ამ ყველაფრის ფონზე კი, ლევანმა შესანიშნავად ჩაატარა ბრძოლა ყაზახი მკლავჭიდელის წინააღმდეგ და არანაირი შანსი არ მიუცია მისთვის.
"საწყის რაუნდებში მინდოდა, ლევანი დამეღალა და მერე მეცადა მოგება. ეს იყო ჩემი სტრატეგია, თუმცა ის ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ყველამ იცის, რამდენად ძლიერი მეტოქეა ის. საგინაშვილთან გამართული შეხვედრიდან დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, მომავალში დადგება ის დღე, როცა მის დამარცხებასაც შევძლებ", - უთხრა ონგარბაევმა armpower.net-ს.
ლევანს კი ყაზახი სპორტსმენისგან განსხვავებული აზრი აქვს.
"შეხვედრის დროს მუდმივად გაურბოდა ბრძოლას. არ არსებობს მდგომარეობა, რომელშიც მასთან წავაგებ, ის ჩემ დამარცხებას ვერასდროს შეძლებს.
რაც შეეხება ფინალს, თუ სამართლიანი მსაჯობა იქნება, ვიტალი ლალეტინსაც იმავე ანგარიშით დავამარცხებ - 6:0", - თქვა ლევანმა armpower.net-თან ინტერვიუში.
14.09.19 ლევან საგინაშვილი - კადირგალი ონგარბაევი 6:0
ტოპ-8-ის ბოლო, ფინალური რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართება. იმედია, იქამდე ლევანის მიმართ, გულშემატკივრების გარდა, სხვა ძალებიც გამოიჩენენ ყურადღებას და გვერდით დაუდგებიან სასახელო ახალგაზრდა სპორტსმენს, რომელიც თავის საქმეში ნამდვილი ჩემპიონია და მსოფლიოში საუკეთესო მკლავჭიდელი გახლავთ.
hm
ჰმ, და სხვა ქვენის სახელიტ რომ გამოვიდეს იტყვიან მერე მოღალატეაო! წადი შვილი ტავს მიხედე
ზაზა.
წადი სანამ დროაშენს გვერდით ვიქნებით, გული არ გაიტეხო,გიკვირს ასეთი ამბები აქ?
მეოცნება
პარტია შექმენი ლევან და 2020 გაიმარჯვებ. ხმას მოგცემ.
კ ო მ ბ ლ ე
წადი! წადი! თორემ ხომ ხედავ? საქართველოში შანსი არა გაქვს, თუნდ იალბუზი მოიკიდო ზურგზე და აფრიკაში ჩაიტანო. აი ესეთი მაგრები და კარგები ვართ ქართველები!!!
grigoli1408
არსადაც არ წახვიდე სწორედ მაგას უნდათ რომ მიაGწიონ დარჩი საქართველოში და იბრზოლე
ხვიჩა
მაინდამაიც ოლიმპიურ სახეობაში უნდა გამოდიოდეს ადამიანი რომ დავაფასოთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მკლავის მფლობელი მძინე წონაში ქართველია, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია, მეტი რაღა უნდა ქნას ამ კაცმა. ფედერაციის პრეზიდენტად მაინც დანიშნეთ და ის ხელფასი მას მიეცით სხვანაირად თუ ვერ ეხმარებით.
SL
სულ ასე გესლში გეცუროს!!!
გიორგი
თავმდაბალი ვითომ ? ეხლა ჩვენს სპორტში ცოლების გამოხტომებია მოდაში და ამის ცოლიც ხომ არაფერს დაწერს ფეისბუქში მისი ქმრის გენიალურობაზე და იმაზე რომ მთელი საქართველო მის წინააღმდეგაა?
ხალხო, ყველა, ვინც რამე სასიკეთოს აკეთებს ქვეყნისთვის, თავს გრძნობს დაუფასებლად. თქვენს ირგვლივ მიმოიხედეთ, რამდენი ასეთი დაუფასებელი კაცი დადის ჩუმად. სამაგიეროდ ვიღაც ჩინოვნიკი 5 დღეში 29000 ლარს ხარჯავს როუმინგში და ვიღაც 5000$-ს ავტომომსახურებაში. რამე უნდა ვქნათ, თორემ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
ალექსანდრე
გიორგი, დარწმუნებული ხარ?))) კიდევაც დააფინანსებენ და კიდევაც დააფასებენ. ეს ჩვენ ვართ ძაან მაგარი მინძრეულები თუ არა უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი და სხვები მაგარი ლოხები არიან))) წარმოდგენა გაქვს მაინც რამდენი ადამიანი ხედავს კაცს, რომელსაც ფაქტიური კონკურენტი არა ყავს მსოფლიოში და ეს კაცი საქართველოს დროშით გამოდის. ამაშიცაა საქმე. თუ არა და რა ჩემს ფეხებად უნდათ მკლავჭიდის ფედერაცია და ის პარაზიტები, ვინც იქ ზის?
გოგა
რას ქვია საერთოდ ვინმე უყურებს ამ სპორტს და არის თუ არა პოპულარული შენ ხო არ გაჟრიალებს ჰა შენ თუ არ იცი და ინტერესი არ გაქვს გაიწი რა გვერდზე, უყურე იმ ფეხბურთს და ჩოგბურთს და ყარე კუშები ტოტალიზატორში, ამ სპორტს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს გინდა ევროპაში გინდა რუსეთში პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და ამერიკაში ხომ საერთოდ ერთი ნახე ამერიკაში რა შოუები იდგმება მკლავჭიდის და რა საპრიზო ფონდი ტრიელებს ან ვიდეოები მაინც ნახე იუთუბზე და რამდენი ნახვები აქვს ამ სპორტს რამდენი სპორტსმენიც გინდა იმდენს ჩამოგითვლი ამ სპორტში დაჟე ვინ რომელი ქვეყნიდანააა დაგენიძლავები ფეხბურთელს და ჩოგბურთელს ერთად აღებულს ვერ დამისახელებ მაგდენს
სან დრო©
ჯაჭვლიანი რომ ეყოლება ფედერაციის პრზეიდენტად, მეტი ცუდი რაღა უნდა გაუკეთონ ამ კაცს. ელემენტარულად აეროპორტში დახვდი, გააშუქე, ცოტაც დააფასე, სტიმული მიეცი, ბოლობოლო თაობები მოდიან, მაგ სპორტში დაუფასებლობას თაობათა ჩავარდნა მოყვება. ფეხბურთში არაფერი გამოდის და ტენიან ფულებს მაინც. აქ კიდე სადაც გამოდის იქ ...
Temuri
წასი ძმაო სხვაგან წადი,ამას გულისტკივილით ვამბობ მარა სიმართლეა,აქ არაინტერესებთ სპორტი გარდა იმ სახეობებისა რომლებზეც ტოტალიზატორის მეშვეობით ჩაწყობა და მაყუთის მოხსნა შეიძლება...არ შეალიო შენი ჯანი აქაურობას აზრი არაქ,წადი სხვაგან სცადე ბედი და უეჭველი დაგიფასდება,იმდენ ყურადღებას მაინც მოგაქცევენ რომ სპორტიდან წასვლის შემდეგ შენნაირი ახალგაზრდები აღგაზრდევინოს....წადი აქედან თუგაქ შანსი,ესქვეყანა ჭაობს წარმოადგენს რომელიც პირველრიგში მონდომებულ,ენთუზიაზისტ ხალხს ჭამს.
გლახუნა
აშშ-ში ხელის გულზე გატარებენ! ამერიკაში ქართველობას კიდევ უფრო ა მ ა ყ ს გახდი! - რა გესაქმება კრემლის ფრთხალ ვაჭარ ებრაელი გუბერნატორის და მათი ,,ყვარყვარეების,, საქართველო- რუსულ გუბერნიაში ?! როცა ერი გ ო ნ ე მოვა , ბრძოლას დაიწყებს და მოიშორებს ამ კრემლის ვაჭრებს, მერე შეიძლება ...
თორნიკე
ხოდა შეგროვდით გულუხვები დაუთრიეთ თქვენი ჯიბიდან რენჯროვერები და ცხენები. სხვაზე წართმეული ფულის განაწილება ადვილია ძაან კი
კ
საქართველოსი ალბათ მკლავჭიდის ფედერაცია იქნება თავისი პრეზიდენტით საბჭოთი და ათეულობით თანამსრომლით რომელმაც მისი სახელიც კი არ იცის სამაგიეროდ მაგისი მიღწევებით ბიუჯეტის ფულს კარგად ხაპავენ სირცხვილია!!!!
ალექსანდრე
ეს დედააფეთქებული, რა გვჭირს? ლევანი აღიარებულია როგორც უძლიერესი სპორტის ამ სახეობაში. რა მნიშვნელი აქვს, არის პროფესიული თუ არა - მკლავჭიდს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს მთელ მსოფლიოში და ლავანი კიდე მეფეა ამ სპორტის. მე პირადად ძალიან გამიკვირდა, რომ არცერთი სიუჟეტი არ მიუძღვნეს ამ შესანიშნავ კაცის მაგარ გამოსვლას. წავა და მერე იამაყეთ - ქართული წარმომავლობის ჩემპიონი გვყავსო.
ioane
ღირსეული, საამაყო და თავმდაბალი კაცია ლევანი.
გლახუნა
არა ერონული და ანტი სახეობრივი ხელისუფლება რომ გვყავს , ანუ მტრის- კრემლის დასმული, რომლის ერთადერთი მიზანია არასრულფასოვანი კომპლექსის გაჩენა , ერში ნიჰილიზმის დათესვა, ერის დემორალიზება- დეზორგანიზება , ერში განისაზღვრელი - უნიკალური ნიჭის , უნარის, შესაძლებლობების, თავისუფლება -სამართლიანობისათვის გენეტიკური მისწრაფების ჩ ა ხ შ ო ბ ა -ერის გათითოკაცებულ ნახირად ქცევა -მისი სახელმწიფოს - რუსულ გუბერნიად გადაქცევა - ეს ყველაფერში და ყოველგან უკვე თვალსაჩინოა და სანამ ერი არ ან ვერ მოიშორებს ამ ცინიკოს, ანუ ვაჭრების, მსტოვრების და ,,ყვარყვარეების,, - ხელისუფლებას, მანამ არანაირი პერსპექტივა ა რ იარსებებ - როგორც ერის, ისე მისი სახელმწიფოს განვითარება - განბმტკიცების! - ფ ა ქ ტ ი -2012 წლიდან უ კ ვ ე 700 000 ქართველი იძულებული შეიქმნა გასული ამ გუბერნია- საქართველოდ და ეს პროცესი მხოლოდ შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი ა(?!) ანუ ა რ ა ნ ა ი რ ი პერსპექტივა ა ღ ა რ არსებობს!- ასე რ თ უ ლ ი გასაგებია მე-8-ე ,,სუპერ ,, წელს ?!
giorgi
რომ იძახის სხვა ქვეყნის სახელით გამოვალო აი ნახავთ რომელიმე აზიური ქვეყნის ან რუსეთის სახელით გამოვა. ევროპის არცერთი ქვეყანა არ დაუფინანსებს კომერციულ ტურნირს.
11
ჰოდა გამოვა სხვა ქვეყნის სახელით, მაგრამ აქ ზოგიერთი მერე მოღალატედ შერაცხავს
თემო
გული არ გაიტეხო ლევან. მეც არაფერი დამიფასეს (რა თქმა უნდა შენნაირი წარმატებული სპორტსმენი არ ვარ მაგრამ მაინც). ყველამ ფეხებზე რომ დამიკიდა და უნდოდათ უფასოდ მემუშავა ყველგან, უმიტომ რომ პატრონი არ მყავს. მაგიტომ წავედი საზღვარგარეთ. აქ ყველაფერი დამიფასეს. მიხარია ახლა ეს? კი თავიდან მხაროდა, ახლა არა. იმიტომ რომ "ტეხავს" საკუთარ ქვეყანაში რომ ვერ იჩენ თავს უპატრონობის გამო
niko
ამერიკაში ყველა მკლავმჭიდელს დღის სამუშაო აქვს და სპორტით ვერ ირჩენენ მარტო თავს. თვითონ იფინანსებენ თავს და დადიან შეჯიბრებებზე. ბევრს ვიცნობ აქ და არავის არავინ არ აფინანასებს და ჩუქნიან არაფფერს.
Mozambiki
მაგარი კაცი...!!!
Mozambiki
ლევან გაუძელი შენი დროც მოვა.. ხალხიც დაგაფასებს და მთავრობაც.. წარმატებები ლომო...!
ფრთხილად ფულში არ დაიხრჩოთ
შენ რა იცი რას ნიშნავს ქვეყნისთვის სპორტი.
ჟორა გაბრიჭიძე
ხომ არის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაცია? ან რა უნდა იყოს იმაზე სასახელო, რომ ასეთი თანამშრომელი გყავს? რატომ არ ინტერესდებიან ფირმები ასეთი გენიალური ხალხით? ამაზე უკეთესი რეკლამა რა უნდა იყოს ფირმისათვის?
გიორგი
ეს ტურნირი არის კერძო და კომერციული, რა შუაშია სახელმწიფო და აღიარება. ვიღაცამ, ვიღაცას, სადღაც, რაღაცა აჩუქა მთავრობა რა შუაშია. ასეთი, კომერციული ტურნირები არი MMA-ში კრივში, ექსტრემალურ სახეობებში, სკეიტბორდებით, მოტოებით თუ რედ-ბულის თვითმფრინავებით და ყველაფერი სახელმწიფომ უნდა აფინანსოს? თუ აქვს ჯანი და სპორტული მონაცემები, სცადოს სპორტის აღიარებულ ან ოლიმპიური სახეობაში. საერთოდ ვინმე უყურებს ამ მკლავჭიდს, ან რომელიმე მკლვაჭიდელს იცნობთ, ვთქვათ ევროპიდან, ამერკიდან და ა.შ. არანაირი პოპულარობა ან მნიშვნელობა მკლვაჭიდს არ აქვს მსოფლიოში, ყველგან არის სამოყვარულო სახეობა.
nanka2002
სამარცხვინოა. ძალიან შემრცხვა მე პირადად. ნეტა შემეძლოს, მე დავაფინანსებდი ამ კაცს. :(((((((
თორნიკე
სულ რომ შვარცნეგერს გადაუწიოს ხელი, გადასახადების გადამხდელების ფულის მოთხოვნა ამორალურია, ფეხზე კიდია ხალხს მკლავჭიდი და სპონსორსაც იმიტომ ვერ პოულობს, ყველა ბიუჯეტს როგორ ეწუწუნება ტო
123
მესია თავის სახეობაში ეს კაცი და რატომ აიგნორებენ ასე არ ვიცი
ჯვებე
ამ "ქვეყანაში" ბევრი ვართ მასე, ვისაც შრომა არ დაგვიფასეს, უსამართლონ მოგექცნენ და დაგვჩაგრეს. ლევან, ჩემი და შენი შეცდომა ის არის რომ უფრო ადრე არ დავიწყეთ ამ ჭაობიდან წასვლაზე ფიქრი.
azri
ლევან!! 100%-იანი მართალი ხარ! გულგასატეხი ამბავია ნამდვილად! მადლობა სპორტალ.ჯე-ს რომ ეს ამბავი გამოაშკარავეთ და გთხოვთ არ დაივიწყოთ არც ლევანი და არც ლევანის მსგავსი სხვა სპროტსმენები. ესაა სირხვილი! მგონი ქართული პრესა, კომპანიები და ყველა ქართველი გვერდში უნდა დავუდგეთ ასეთ ადამიანებს და ჩვენი პროტესტით მივაწვდინოთ ხმა ყველასთან, სპორტის სამინისტრი იქნება მთავრობა თუ პარლამენტი, ასევე კერძო სექტორი - რათა ასეთ წარმატებულ ქართველებს ისე მოეპყრნონ როგორც იმსახურებენ. ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა არ ვართ რომ ასეთი ხალხი დავკარგოთ და გვერდში არ დავუდგეთ. ეს ხალხია ჩვენი ფუფუნება და დროშა მსოფლიოში თუ გნებავთ. ლევან! თუ კითხულობ ამ გაზეთებს და გამოხმაურებებს, გახსოვდეს რომ შენსკენაა ერი, და არ გაჩუმდე ან არ "გაგიტყდეს" მსგას რამეებზე შენი გულისტკივილი გაგვაგებინო. ტოიოტა კი არა, მეტიც გეკუთვნის!!
გიორგი
ჩვენს სპორტსმენებს ჩვევად ექცათ შანტაჟის ენით საუბარი " თუ არ გინდათ წავალ სხვა ქვეყანაში". ცხადია არასწორია ასეთი წარმატებული სპორტსმენის უგულვებელყოფასახელმწიფოს და მედიის მხრიდან.. მაგრამ მეორეს მხრივ სპორტსმენებმაც თავისი ემოცია-ამბიცია უნდა აკონტროლონ. და საერთოდ, ვისაც საქართველო არ უნდა კარგად იყოს სხვაგან.
Emi
მძღნერი მთავრობა
emigranti
მკლავჭიდელთა ფედერაციას სძინავს. ამ სპორტში პელეა ეს კაცი და მისი დაუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია.
mg
არც არავინ არ გვყავს მოქალაქეებისგან შემდგარი ქომაგები,რომ იმდენი იხმაუროს სპორტის სამინისტრო გამოაფხიზლონ.მარტო ფულის ჭამაზე რომ არიან გადასულები.ასეთი სასახელო კაცის დაუნახავობა არის სამარცხვინო ყველას სპორტში მოღვაწისთვის.მართლა ღირსია ეს ქვეყანა და ხალხი რომ წავიდეს და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.სირცხვილი საქართველო და სპორტსმენებო.რა მნიშვნელობა აქვს რომელ სპორტში ხართ.
asaqsdasa
ეს კაცი არის ნამდვილად იმის ღირსი რომ ყუველა იცნობდეს და ზედ ყვებოდეს. ბევრი გვყავს ასეთი? უკეთილშობილესი ადამიანია, კაცური კაცია, დაჯილდოვებულია ამხელა ნიჭით და რა გაგიხდათ სამინისტროს რომ მიხედოთ? ძალოსნობას მიხედეთ ასე თუ ისე, მოჭიდავეებს ბინები, ეკუთვნოდათ ნამდვილად. ამ კაცმა რა დააშავა? ვისზე ნაკლებია თუ მეტი არაა კიდე ყველაზე. ძალიან გთხოვთ ნუ გააქცევთ სადმე და დაკარგავთ ამხელა ადამიანს. ღირსები კი ხართ ისე სხვაგან გადავიდეს და მერე საქართველო მძიმე წონაში მკლავჭიდში დაემშვიდობოს ამის მომგების მოძებნას> ლევან წარმატებები, სულ გიყურებ, მაგრად მიყვარხარ და მაგრად გგულშემატკივრობ!
მთ
დაუწექი ქართულ ოცნებას,საჩხერეშიც ჩაეწერე და ყველაფერი გექნება
ზაზა
ეს კაცი უნდა დაფასდეს სახელმწიფოს მხრიდან, თავის სახეობაში უძლიერესი ათლეტია. იმედია გამოფხიზლდებიან სპორტის მესვეურები!!
zurabi
ამ ვიდეოში ყაზახი რას აკეთებს ვერ ვხვდები მოგება უნდოდა?
აჩი
ეს სირცხვილი კი არა, აი იმენნა სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!
კაკო
ერთ თოთხმეტლარიან შაურმას მეც ვიკისრებ, მეტის საშუალება არ მაქვს სამწუხაროდ :)) წარმატებები ფინალში.
Irakli Apkhaidze
აღარ მოვყვები იმის ახსნას (ძალიან ბევრჯერ ავხსენი ჩემ პირად გვერდზე და სხვადასხვა საუბრებში) თუ რა სირცხვილია რომ ამ კაცს, ფართო საზოგადოება არ იცნობს, მკლავჭიდელი ტალახაძეა, ვერავინ უგებს და დიდი ხანი კიდე ეგრე იქნება. ჟურნალისტებმა სასწრაფოდ დააყენეთ აზრი, რომ წლევანდელ საუკეთესო სპორტსმენი ნომინაციაში მაინც იქნას წარდგენილი!
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედაც დაამარცხა!
ლარატი VS კვიკვინია II - თბილისმა მკლავჭიდის პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა [VIDEO]
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ქართველი “ჰალკი“ საქართველოში დაბრუნდა და საჩემპიონო ქამარი ჩამოიტანა - ამაღელვებელი კადრები აეროპორტიდან [VIDEO]
ქართველმა "ჰალკმა" "ტოპ 8" მოიგო და დადასტურებულად მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია [VIDEO]
"არქიმ" ქართველ ჰალკს საჩუქრად ბინა გადასცა
ქართველი ჰალკი! - ლევან საგინაშვილმა მსოფლიოს TOP 8-ში გამოცდილი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ქართველი ჰალკი" საზამთროს წინააღმდეგ [VIDEO]
"ქართველი ჰალკის" მორიგი საჩემპიონო ქამარი - საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა [VIDEO]