ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევაზ ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს

რევაზ ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს

ხელბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ და ზეგ სკოპიეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს მაკედონიის ეროვნულ გუნდთან. ამ ქვეყნის სახელბურთო ვებგვერდმა, "24 რაკომეტმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და სკოპიეს "მეტალურგის" ხელბურთელ რევაზ ჭანტურიასთან.

ჭანტურია 2004 წლიდან მაკედონიაში ცხოვრობს, თამაშობს და იქვე დაოჯახდა. სკოპიეს "მეტალურგში" ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში და 21 გოლიც გაუტანია მთავარ ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში. "მეტალურგის" გარდა, თამაშობდა "ვარდარში", "პელისტერში", "სტრუმიცასა" და "სტრუგაში".

საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.

საქართველოს ნაკრები ორშაბათიდან სკოპიეშია და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჭანტურიაც, თუმცა, მისი თამაში მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი არაა, რადგანაც 37 წლის მარჯვენა გარემარბს ცოტათი აწუხებს ივნისში მიღებული ტრავმა.

ჩვენმა მეტოქემ, მაკედონიამ, უვე გამართა ორი ამხანაგური თამაში თურქეთში. 5 მოწინავე ხელბურთელის გარეშე გუნდმა 26:23 დაამარცხა მასპინძელი თურქეთი და გუშინ ფრედ, 26:26 ეთამაშა ჩვენს მომავალ მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში, იტალიას. საქართველოსთან გუნდს ემატებიან კირილ ლაზაროვი ("ნანტი", საფრანგეთი), დეიან მანასკოვი ("ვესპრემი", უნგრეთი), ფილიპ კუზმანოვსკი ("მაგდებურგი", გერმანია), ფილიპ ტალესკი ("ბალინგენი", გერმანია) და მეკარე ბორკო რისტოვსკი ("ბენფიკა", პორტუგალია).

ახლა კი მაკედონიელების ინტერვიუ ჭანტურიასთან:

ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს

„ხელბურთის ფედერაციამ და ჩვენი ნაკრებების სპორტულმა დირექტორმა დრაგან ჯუკიჩმა ორი ამხანაგური მატჩი დაგვიგეგმა მაკედონიაში და მთელ სანაკრებო კვირას აქ გავატარებთ. ჯუკიჩის გარდა, ჩვენს სტაფში შედიან მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი. ყველა მათგანი სერიოზული პროფესიონალია. ჩვენს გუნდში თაობათა ცვლაა - ვეტერანებიდან დავრჩით შოთა თევზაძე, მე და ირაკლი ჩიქოვანი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც მაკედონიაშიც იცნობენ: კბილაშვილი სკოპიეს "მეტალურგიდან" და წითელიშვილი "ოჰრიდიდან". მაკედონიაში უთამაშიათ ასევე დიხამინჯიასა და ორჯონიკიძეს. მათ გარდა, გვყავს არსენაშვილი პორტუგალიის "ბრაგადან" და ცხოვრებაძე საფრანგეთის "მონპელიედან". დანარჩენები საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ.

ჩვენი მიზანია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მომზადება და ეს ორი თამაში მაკედონიასთან ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე 15 წელია მაკედონიაში ვცხოვრობ და ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ტრავმა ბოლომდე არ მომირჩენია და გადავწყვიტეთ, არ გამერისკა. მაკედონიის ნაკრებში ბევრი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი ამხანაგური მატჩი გვექნება აქ.

ჩვენი მიზანია, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ მაკედონიასთან, ისევე, როგორც 10-12 იანვარს იტალიაში - იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ფინეთი, რათა მოვხვდეთ ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში. ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერ გუნდს უნდა შევხვდეთ "ბორის ტრაიკოვსკის არენაზე". ჩვენ წინააღმდეგ იქნებიან მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავები - კირე ლაზაროვი, დეიან მანასკოვი, ბორკო რისტოვსკი... დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მაკედონიის ხელბურთის ფედერაციას თბილი დახვედრისა და საუკეთესო სავარჯიშო პირობებისთვის. მატჩებს რაც შეეხება, მე ვუქომაგებ მაკედონიის ნაკრებს და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს“...

ხელბურთი. ამხანაგური მატჩები

სკოპიე, "ბორის ტრაიკოვსკის არენა"

25 ოქტომბერი, 22:00. მაკედონია - საქართველო

26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია - საქართველო

საქართველოს ნაკრები მაკედონიაში

GK შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)

RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)

RW ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ)

P ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

მაკედონია

GK ბორკო რისტოვსკი (1982, ბენფიკა), მარტინ ტომოვსკი (1997, ფრიზენჰაიმი, გერ), მარკო კიზიჩი (2001, ვარდარი)

LW დეიან მანასკოვი (1992, ვესპრემი, უნგ), ბოიან მაძოვსკი (1994, ეუროფარმ-რაბოტნიკი), დიმიტარ დიმიტრიოსკი (1998, ვარდარი)

LB ფილიპ ტალესკი (1996, ბალინგენი, გერ), ფილიპ კუზმანოვსკი (1996, მაგდებურგი, გერ), დარკო დიმიტრიევსკი (1993, სინფინი, ესპ), მარიო ტანკოსკი (1998, მეტალურგი), დეიან კუკულოვსკი (1998, ვარდარი), მიჰაილო მლადენოვიჩი (2000, მეტალურგი)

CB გორან კრსტევსკი (1996, ლინცი, ავს), მარკო მიშევსკი (1999, გრენობლი, საფ)

RB კირილ ლაზაროვი (1981, ნანტი, საფ), ტომისლავ იაგურინოვსკი (1998, მეტალურგი), მარტინ ველკოვსკი (1997, ეუროფარმ-რაბოტნიკი)

RW ნენად კოსტესკი (2001, ზაგრები, ხორ), მარტინ პოპოვსკი (1994, პროლეტი)

P ჟარკო პეშევსკი (1991, შტუტგარტი), ფილიპ არსენოვსკი (1998, მეტალურგი)

ამხანაგური მატჩები, ესქიშეჰირი, თურქეთი

20-21 ოქტომბერი. თურქეთი - იტალია 30-28, 24-23

22 ოქტომბერი. მაკედონია - თურქეთი 26-23

მკდ: ტომოვსკი, კიზიჩი - პეშევსკი 8, პოპოვსკი 6, ტანკოსკი 4, მაძოვსკი 4, დიმიტრიევსკი 1, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მიშევსკი 1, კოსტევსკი, დიმიტრიოსკი, ველკოვსკი, მლადენოვიჩი, არსენოვსკი, კუკულოვსკი

23 ოქტომბერი. მაკედონია - იტალია 26-26

მკდ: ტომოვსკი, კიზიჩი - პოპოვსკი 8, პეშევსკი 4, ტანკოსკი 4, მიშევსკი 3, დიმიტრიოსკი 2, ველკოვსკი 1, მაძოვსკი 1, იაგურინოვსკი 1, კოსტესკი 1, დიმიტრიევსკი 1, არსენოვსკი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, მლადენოვიჩი

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

ოქტომბერი, 2019-იანვარი, 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეი-ოფში

2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი - მიმოსვლით, ორ წრედ (ოქტომბერი-იანვარი)

1 ტური. ისრაელი - ფინეთი 33-32, კვიპროსი - საბერძნეთი 18-31

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო - 10-12 იანვარი, იტალიაში

10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო-საქართველო

1 ჯგუფი. ლიეტუვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი - 10-12 იანვარს ლუქსემბურგში

4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი - 25-27 ოქტომბერს, თურქეთში

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველო-ფინეთი - ორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 15/16-18/19 იანვარი

ლუქსემბურგი - ესტონეთი, კვიპროსი - ბელგია

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია

"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის გუნდი EHF-ის თასის გათამაშებას გამოეთიშა

მაკედონიაში ქართული დერბი ფრედ დასრულდა

ცხოვრებაძის 9 გოლი - საქართველოს ნაკრები ევროპირველობის სადებიუტო მატჩში ნიდერლანდებთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

ჭანტურიას 13 გოლი ერთ თამაშში

რევაზ ჭანტურია და ირაკლი კბილაშვილი EHF თასზე

პლეი-ოფში გასასვლელად ქართველების გუნდს ცოტა დააკლდა

ქართველების კლუბმა სეზონი დაიწყო

[VIDEO] ზედიზედ მეორედ - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!

ცინცაძის გმირობანი - საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლაზეც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს ნაკრებმა ბოსნიას დაძაბულ მატჩში სძლია [VIDEO]