ხელბურთის ეროვნული ნაკრები მძიმე ბრძოლაში 21-25 დამარცხდა მაკედონიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. მეორე ამხანაგური მატჩი შაბათს გაიმართება ბორის ტრაიკოვსკის არენაზე.

მაკედონია თავიდან 7-2 დაწინაურდა, მაგრამ გიორგი ცხოვრებაძის ზედიზედ 3 გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვალში ჩაუდგა მეტოქეს და ტაიმის ბოლოს ანგარიშიც გაათნაბრა: 12-12, შესვენებაზე. მეორე ნახევარი მასპინძლებმა ისევ კარგად დაიწყეს (15-12), მაგრამ სტუმრებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში - 17-17 და რამდენჯერმე წინ გასვლაც შეეძლოთ. 55-ე წუთზე წუთით ადრე მაკედონია 1 ბურთით იგებდა, 22-21 და მხოლოდ დასრულებამდე 3 წუთით ადრე გაიფორმა გამარჯვება, როდესაც 24-21 დაწინაურდა. საბოლოოდ, 25-21. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო მონპელიეს მარჯვენაფლანგელი, 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 9 გოლი გაიტანა (3 - შვიდმეტრიანიდან).

თამაშის შესახებ გვესაუბრება საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი:

- უპირველესად ის უნდა ვთქვა, რომ ამ დონის გუნდთან ჩვენს ნაკრებს არ უთამაშია 1999 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეიოფში დანიასთან დავმარცხდით. ბოლო 8 წელია, მაკედონიას არ გამოუტოვებია არცერთი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი და ახლაც ევრო 2020-ის ფინალური ტურნირისთვის ემზადება.

მშვენიერი ბრძოლა გამოვიდა და რომ არა ბოლო 5 წუთში ჩავარდნა, შეგვეძლო უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. მაკედონიელი მაყურებელი აშკარად არ მოელოდა სტუმარი გუნდისგან ასეთ თამაშს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა ჩვენს კაპიტანსა და მეკარეს, შოთა თევზაძეს, რომელმაც მოიგერია 2 შვიდმეტრიანი და რამდენიმე ერთი-ერთზე გასვლა. მისი დამსახურება იყო, რომ ბოლომდე ბრძოლაში ვიყავით. კარგად ითამაშა ჩვენმა უკანა ხაზმა - ცხოვრებაძემ, თემო ორჯონიკიძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ირაკლი კბილაშვილმა. ლექსო წითელიშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და ძირითადად დაცვაში გვეხმარებოდა. ცოტა ხანი ითამაშა რეზო ჭანტურიამაც - რეზოს ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში არც იგეგმებოდა.

თამაშის გაძლიერების რესურსი უნდა ვეძებოთ წინა სამეულში - დღეს ჩვენ მხოლოდ 2 გოლი გავიტანეთ ხაზის მოთამაშის პოზიციიდან და არცერთი - კუთხეებიდან. არ გამოგვივიდა სწრაფი გარღვევა. ნორმალურად ვიდექით დაცვაში. მსაჯობდა ძალიან გამოცდილი მაკედონიური წყვილი - ნაჩევსკი-ნიკოლოვი. მეორე ტაიმში, როდესაც სხვაობა 1-2 გოლი იყო, მათ ერთხელ კბილაშვილი გააძევეს და ორჯერ არსენაშვილი (აქედან ერთხელ - ძალიან საეჭვო ვითარებაში). ზუსტად ამ ზედმეტობისას გაიტანა მაკედონიამ 3 გოლი.

საბოლოო ჯამში, რომ არა ბოლო 5 წუთი, ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებდი. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს აქვს რეზერვი და დრო, რომ მკვეთრად გააუმჯობესოს თამაში იანვრამდე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მატჩები გველის.

ბორკო რისტოვსკი, მაკედონიის ნაკრების მეკარე: - გეგმის მიხედვით მე პირველი ტაიმი უნდა მეთამაშა და შემდეგ ადგილი მარტინ ტომოვსკისთვის დამეთმო, მაგრამ რადგანაც ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა, მომიწია 60 წუთი კარში დგომა და 15 ბურთის მოგერიება...

ხვალ, 18 საათზე, გუნდები მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა,

25 ოქტომბერი. 1500 მაყურებელი

მაკედონია - საქართველო 25-21

მკდ: რისტოვსკი, ტომოვსკი - პოპოვსკი 4, პეშევსკი 4, ველკოვსკი 4, კოსტესკი 3, ტალესკი 2, ტანკოსკი 2, მაძოვსკი 2, დიმიტრიოსკი 1, მიშევსკი 1, არსენოვსკი 1, კუზმანოვსკი 1, მანასკოვი, კრსტევსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, იაგურინოვსკი, ლაზაროვი

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე, ცინცაძე - ცხოვრებაძე 9, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 2, კბილაშვილი 2, არსენაშვილი 1, წითელიშვილი 1, მაისურაძე 1, რუსტამოვი, ჭანტურია, გოგოლაძე, აბრამიშვილი, დიხამინჯია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე

მსაჯები: გიორგი ნაჩევსკი, სლავე ნიკოლოვი (მკდ)

26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია - საქართველო

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
მხსნელად მოევლინება? - ქვილითაია "მეცის" ფეხბურთელია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა