ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა". ქართველი ფორვარდის გუნდმა "ნიკოლს კოლონელს" უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 78:70 დაამარცხა. ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი დაჰყო. ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ, ბეჟანიშვილის მონაგარმა 11 ქულა და 4 მოხსნა შეადგინა.

ილინოისელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვთ და შემდეგ მატჩს 19 ნოემბერს, ისევ შინ, ჰავაის უნივერსიტეტთან გამართავენ. 3 მატჩიდან 1 გამარჯვება აქვს "მასაჩუსეტს ლოუელის", რომელშიც ლუკა მაზიაშვილი ირიცხება. ლუკას დებიუტი 9 ნოემბერს, "ლონგ აილენდ შარქსთან" 87:74 მოგებულ შეხვედრაში შედგა, რომელშიც მან 9 წუთი ითამაშა.

25 წუთით გამოჩნდა მოედანზე მაზიაშვილი სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ მძლავრ გუნდთან შეხვედრაში - მასაჩუსეტსელები 10 ნოემბერს "ოჰაიო სტეიტს" შეხვდნენ, 56:76 წააგეს და მაზიაშვილმა 25 წუთში 2 ქულა, 2 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

13 ნოემბერს მაზიაშვილის გუნდი თანაშტატელ ბოსტონის უნივერსიტეტის გუნდს, "ბეიკონსს" შეხვდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
გოგას 38 და გიორგის 25 ქულა - ქართველების ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში [VIDEO]
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
გიორგი ბეჟანიშვილს "დენვერმა" "Exhibit 10" კონტრაქტი გაუფორმა
მამუკელაშვილი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება [VIDEO]
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
"და ხალხი ამ არჩევანზე იცინოდა..." - "მამუს" კარიერის საუკეთესო შეხვედრა [VIDEO]
ეს ბიჭი შანსს იმსახურებს - ბეჟანიშვილი შესანიშნავად თამაშობს [VIDEO]
ბითაძე VS ბეჟანიშვილი - ქართველების შედეგიანი თამაში ერთმანეთის პირისპირ [VIDEO]
ახალგაზრდა კალათბურთელი ლუკა მაზიაშვილი კარიერას ამერიკულ გუნდში გააგრძელებს
ზაზა ფაჩულიას აკადემია ბელგიის ტურნირის ჩემპიონია!