პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ვაკო გვილიას "ლეგია" შჩეცინში 1:3 დამარცხდა ლიდერ "პოგონთან", რომელსაც ახლა 2 ქულით ჩამორჩება და 29 ქულით მე-4 ადგილზეა.

არადა, გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე დამკვიდრება შეეძლო. legionisci.com-მა გვილიას თამაში გაარჩია.

ვაკო გვილია გამადიდებელი შუშით

ტრავმირებული ხორვატი დომაგოი ანტოლიჩი გვილიამ შეცვალა. სასტარტოში უკანასკნელად ქართველი ერთ თვეზე უფრო დიდი ხნის წინ, "პიასტთან" შეხვედრაში დააყენეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ნახევარმცველის თამაშს დავკვირვებოდით.

25 წლის ფეხბურთელმა პირველივე წუთებიდან მეტოქეებთან ორთაბრძოლების უმეტესობა წააგო. ხშირად ანდრე მარტინსის ზურგსუკან "იმალებოდა", იშვიათად ერთვებოდა თამაშში და შეტევაში არ მონაწილეობდა. 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 6 მოიგო.

ხშირად კარგავდა ბურთს. 57 გადაცემიდან 47 (82%) არაზუსტი იყო. მარტინსის მაჩვენებელი - 53 პასიდან 83% ზუსტად შეასრულა. 34-ე წუთზე ვაკომ საჯარიმოს წინ ძალიან უაზროდ დაკარგა ბურთი. შესვენების წინ მარკო ვესოვიჩს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა და ბურთი აუტში გადავიდა. ორჯერ, 23-ე და 50-ე წუთებზე შეიჭრა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით აღსანიშნავი მეორე ეპიზოდია, როდესაც მიხაილ კარბოვნიკასგან შესანიშნავი გადაცემა მიიღო.

ორჯერ დაარტყა კარში: 55-ე წუთზე დაუბლოკეს, ხოლო 65-ეზე მის მიერ იდეალურად შესრულებული საჯარიმო მეკარემ შესანიშნავად მოიგერია.

ეს "ლეგიაში" ვაკოს საუკეთესო მატჩი არ იყო. სეზონის დაწყებისას ისე ჩანდა, თითქოს შეტევაში ალექსანდრ ვუკოვიჩის გუნდის საკვანძო ფეხბურთელი იქნებოდა. სამწუხაროდ, იერიშებში ხშირად არ ერთვება და მეტოქის კართან სახიფათოდ არ მოქმედებს. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში თავის ოპტიმალურ ფორმას დაიბრუნებს და მარტინსსა და ანტოლიჩს ძლიერ კონკურენციას გაუწევს.

Yasabi.
აა, ზეიმობენ სუკინი ძეწი?? 8 )
თემური
ამ კაცს ხო არსად აფასებენ.ისე სიმართლე უნდა ითქვას პატარ პატარა ტრამვების მერე უჭირს კონდიციების აღდგენა მაგრამ ლეგიას რააქ საწუწუნო როცა თავიდან უჭირდა ვაკო ათრევდა და რამდენჯერ გადაარჩინა კიდეც.ვაკო მიაწექი ნათქვამი გაქ იუვეში თამაშზე ვოცნებობო და აბა შენ იცი შრომა და შრომა
ოდდსპორტალი
ახლაა დრო დაამტკიცო რო უმაგრესი ხარ!!! ყველას ორი ხელი და ფეხი გვაქვთ. არავის მოერიდო. გადი და იბრძოლე!!! ან არ ყოფილხარ გულშემატკივრობის ღირსი. ჩვენ გვჯერა შენი ძმაო. მაგრა გვინდა მომდევნო ტურში დაგლიჯო და ყველა ოპონენტს ენა ჩააგდებინო. აბა ჰე ვაკო
გულშემატკივარი
მერამდენე კლუბში ემართება ასე ვაკოს? ბატეშიც ლუცერნშიც და ახლა აქ. მივა ჩაჯდება სასტარტოში გუნდის ლიდერი ხდება ცოტახანი და იკარგება სკამზე რჩება და ბოლოს კლუბს იცვლის.
ნახალოვკელი
ყველას აქვს ჩავარდნა. ვაკო არ მიაქციო ყურადღება. მაგრამ უნდა იბრძოლო. ახლა უნდა დაუმტკიხო რო მაგარი ხარ. მიდი მიაწექი
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება
ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ვაკო გვილია "ლეგიაში" საქმეს შეუდგა - გოლი და საგოლე პასი სადებიუტო მატჩში [VIDEO]
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]