საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.

ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა და წარსულში იგი ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელისა და ოპერაციული დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, რაგბის კავშირი კი მან მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დატოვა და უკვე მაშინ განაცხადა, რომ კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს.

ხურციძემ ხმის უფლების მქონე დელეგატებისა და პრესისთვის გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც თავის კარიერასა და მიზნებზე საუბრობს, ასევე თავისი სტრატეგიული ხედვა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რაგბის ჩემს ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადგილი ეკავა. ყველაფერი 1986 წელს, 11 წლის ასაკში, რაგბის თამაშით დაიწყო, თუმცა ახლა ჩემს სპორტულ კარიერაზე მოსაყოლად არ გწერთ. მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ჩემს საქმიანობაზე რაგბის კავშირში. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული რაგბი აღმავლობის გზაზე დგება და მის წარმატებაში ჩემი დამსახურებაც არის. 2008 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ჩართული ვიყავი კავშირის საქმიანობაში, ვიდრე იძულებული გავხდებოდი დამეწერა განცხადება და დამეტოვებინა დაკავებული პოზიცია.

რაგბის სიძლიერე მის მოყვარულ ადამიანებშია, რაგბიში სამსახურის ძიებას არ მივუყვანივარ, მჯერა ასეთი ბევრია და მათ შორის ხართ თქვენც. მეც ჩემის მხრივ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში, ოღონდ უკვე არა როგორც მოთამაშეს.

ვიმუშავე საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის, ოპერაციული და მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციებზე, ვიყავი 2011 წელს გამართული იუნიორთა მსოფლიო ალაფის და 2017 წელს გამართული იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატების დირექტორი, ორივე ტურნირი, მსოფლიო რაგბის მიერ საუკეთესოდ იქნა აღიარებული ანალოგიურ ტურნირებს შორის. ჩემი დირექტორობით იმართებოდა საერთაშორისო ტურნირი ‘თბილისის თასი’ და სხვა ცალკეული საერთაშორისო ტესტ მატჩი. ამ პერიოდში გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი, საქართველოს რაგბის კავშირი სამჯერ 2009, 2012, 2014 წლებში გახდა წლის საუკეთესო სპორტული ორგანიზაცია ხოლო 2011 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მომანიჭა წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება;

2015 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა ისტორიულმა შედეგმა გააჩინა მაღალი მოლოდინი ქართული რაგბის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ, თუმცა რაგბის კავშირი ვერ აღმოჩნდა ადეკვატური ამ გამოწვევის მიმართ. 2016 წლიდან დღემდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების არათუ განსახორციელებლად, მათი წამოწყების მცდელობაც არ ყოფილა. არადა, სწორედ ეს იქნებოდა ქართული რაგბის პროგრესის გაგრძელების წინაპირობა. შედეგად, ახლა გზაგასაყარზე ვდგავართ, უნდა გადაწყდეს გააგრძლებს ქართული რაგბი პროგრესის მიმართულებით სვლას, თუ რეგრესის გზას დაადგება. მიმაჩნია, რომ რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თანამოაზრეებთან ერთად შევძლებ შექმნილი კრიზისიდან რაგბის გამოყვანას. ამის რწმენას ჩემი წარსულში მიღებული გამოცდილება და რაგბის კავშირში წარმატებული საქმიანობა მაძლევს. სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პრეზიდენტობა ჩემთვის არ არის თვითმიზანი, ის არის საშუალება, განვახორციელო იდეები რაც ასახულია თანდართულ ბროშურაში. ეს არის ჩემი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს რაგბი, ხოლო პროგრამად ის იქცევა თქვენი აზრების გაზიარების შემდეგ, თქვენი ჩართულობით. მადლობელი დაგრჩებით, თუ სურვილის შემთხვევაში თქვენ მოსაზრებებს გამომიგზავნით ჩემ პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე lashakhurtsidze@hotmail.com

გისურვებთ წარმატებებს ქართული რაგბის საკეთილდღეოდ,

პატივისცემით,

ბაჩო ხურციძე"

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი ჯერ-ჯერობოთ უცნობია.

gagi
მამაშენი. ვერ იცანი?
Zviad Shanidze
უპირველეს ყოვლისა ყოველივე საქმე სიყვარულით უნდა იწყებოდეს და მიზანი არუნდა იყოს ფულის მოხვეჭა ზოგადად ყველა დიდი საქმის გასაკეთებლად საწინდარი ეს უნდა იყოს .სხვაგვარად განწირულია ყველა საქმე. რაგბი საქართველოს ეროვნულ ტრადიციულ სახეობად ჩამოყალიბდა და ამაში განსაკუთრებული წვლილი მოთამაშეებთან ერთად ყველა იმ ადამიანს მიუძღის რომლეიც არჩანს თამაშის დროს მოედანზე. ბაჩო არის ტოპ მენეჯერი.საქართველოში ხშირად უშვებენ შეცდომებს რაც გამოიხატება იმით რომ შინაურს არვინდობთ და სადღაც ვიყურებით არადა ცხვირ წინ გვაქ ის რასაც სხვა ქვეყნები ეძებენ ზრდიან ეფოფინებიან უვლიან.მე ვფიქრობ უნდა მიეცეს საშუალება ბაჩო ხურციძეს უხელმძღვანელსო ყველა ქართველისათვის უძვირფასეს წლებით შესისხლხორცებულ სახეობას მიხედოს და განავითაროს რათთა აიყვანოს რაგბი საქართველოში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე იმ გუნდთან ერთად ვინს რაგბის და ქართული ოჯახის ერთგულია!
გიო
ჩვენ ეხლა ისეთ დღეში ვართ, ოღონდ სვანიძე წავიდეს და ...
გუგა
დათანხმებაზე არ უნდა იყოს პრობლემა თუ გადავუხდით, ნუ კონსულტანტად მაინც
ანესთეზეოლოგი
რა უცხოელი კაცო, სათავეში და მენეჯერად სწორედაც ომ ქართველი გვჭირდება! ბრიტანელი და ზოგადად უცხოელი მაღალი სარაგბო კულტურის მქონე გვესაჭიროება სპორტული დირექტორი ან მწვრთნელი, ეს უკანასკნელი უეჭველ შემთხვევაში. ცვლილებები რომ გასახორციელებელია რაგბის სამყაროში ეს ნათელია. ეხლა რომ გამოდიან და ყველაფერზე მელიტონას აწმენდენ ხელს, არც მასეა საქმე. რატომ აცალეს აქამდე მაშინ? ჩვენ უბრალო გულშემატკივრები ვხედავდით რეგრესს ბოლო 2 წლის განმავლობაში და რაგბის კავშირში ვერ შეამჩნიეს?

გეთანხმები,მაგრამ ეგ საქმე სერიოზულ ფინანსებს მოითხოვს. ეგეც არ იყოს, მეეჭვება ბრიტანელი ჩვენთან მუშაობას დათანხმდეს, არადა ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ პროგრესი განვიცადოთ.

რაგბსაც დაერხა............
Irakli Apkhaidze
უცხოელი, კარგი ბეგრაუნდის მქონე მენეჯერი გვჭირდება... სასურველია ბრიტანელი, საერთაშორისო ლობის გაძლიერება გვჭირდება

იცნობ, შეურაცხყოფას რომ აყენებ? კარგად შეხედე თავს, იქნება შენა ხარ იგივე?
status quo
ეს კუტუნია ბიჭი ვინაა?

იმედი მაქვს მისი ახალგაზრდული ხედვების და შემართების.ოღონდ თამადა სვანიძე და აბუსერიძე არა!
Patrioti
მე პირადად ამ კაცს არ ვიცნობ, არ შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცო, რომ ეს კაცი არის ყველაზე უფრო მისაღები კანდიდატურა, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილია საქმიანობები რომლებიც ამ კაცის ხელმძღვანელობით არის ჩატარებული და ეს ყველაფერი მართლაც ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. გარდა ამისა ახლანდელი მენეჯმენტი არაფრის გამკეთებლები არ არიან, ხაზს ვუსვამ "არაფრის და ვერაფრის". შესაბამისად როგორც ერთი გულშემატკივარი ვუჭერ მხარს ცვლილებებს და იმედია იგივე ტემპით გავაგრძელებთ განვითარებას როგორც 2015 მდე იყო. წესით ეხლა ჩვენ არგენტინის და იაპონიის დონეზე უნდა ვთამაშობდეთ და ყველამ ვნახეთ სად ვართ. რაც შეეხება იდეების მოწოდებას გეტყვით რომ შიდა ჩემპიონატის დონე უნდა გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ მაინც, ფიზიკური მომზადება, სისწრაფე, სათამაშო ინტელექტი და ჩვენი გუნდები უნდა ეთამაშებოდნენ მსოფლიოს წამყვან გუნდებს და ეს იქნება მათთან გათანაბრების და მათზე გამარჯვების წინაპირობა. ეს მჯერა, რომ თქვენც იცით და გისურვებთ წარმატებებს.
თენგო
აუცილებელიცაა განახლება, სვანიძის ხელში, რაგბში, სრული სტაგნაციაა და დეგრადაციამდე აღარაფერია აკლია, ამოტომაც მგონია ბაჩო ხურიძე შეძლებს ქართული რაგბის გადარჩენაც
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებში 3 კანდიდატი დარეგისტრირდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
ბაჩო ხურციძე მსოფლიო რაგბის კონსულტანტი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნების თარიღი ცნობილია
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
"ბოლომდე ვიბრძოლებ" - ქართული რაგბის ლეგენდები არჩევნებში მხარს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ [VIDEO]