დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე. ჩემპიონატის მონაწილე 11-მა გუნდმა ერთმანეთში თითო მატჩი გამართა და გაირკვა: 10 მატჩიდან 8 მოგებით პირველ ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდია. შემდეგ მოდის 6 მოგებისა და 4 წაგების მქონე 3 გუნდი, რომელთა შორისაც უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ორივე მატჩის მომგებ "დინამოს" მიენიჭა. მე-3 ადგილზეა "ბათუმი", ხოლო მეოთხეზე – "ოლიმპი".

თანაბარი შედეგით, 5-5 მოგება-წაგებით დაასრულა პირველი წრე მორიგმა სამმა გუნდმა – "ვერამ", "ქუთაისმა" და "რუსთავმა". ამ ტრიოში საუკეთესო იყო და მე-5 ადგილზე განთავსდა "ვერა", რომელმაც პირველ წრეში "რუსთავიც" დაამარცხა და "ქუთაისიც". რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მთელი 11 ტურია დარჩენილი, თუმცა ადგილების განლაგებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა თასის გათამაშების კენჭისყრისთვის, რომელიც ხვალ, 23 დეკემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართება. სუპერლიგის პირველი წრის მოწინავე 5 გუნდი პირველ კალათაში განითესება და მერვედფინალში “ა” ლიგის 5 გუნდთან დაწყვილდება. ხოლო სუპერლიგის VI-VIII-ადგილოსნები IX-XI ადგილებზე გასულ გუნდებს შეხვდებიან.

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში აუტსაიდერმა "მგზავრებმა" "ვერა" დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა და ეს პროგრესი "ვერასთან" მატჩში კარგად გამოჩნდა. ბერიშვილის გუნდმა მეტოქე თავიდანვე ჩამოიტოვა, თუმცა საგრძნობი სხვაობით მესამე პერიოდის 25:19 მოგების შემდეგ დაწინაურდა. ვერელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, მეტოქესთან 6 ქულით მიახლოება იყო.

საბოლოოდ "მგზავრებმა" 87:75 გაიმარჯვა და ცხრილში 3 მოგებისა და 7 მარცხის მქონე "ცხუმ-აფხაზეთს" გაუთანაბრდა, თუმცა ამ გუნდთან პირადი წაგების გამო კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა. გამარჯვებულებს 14 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით "ტაჯ სპენსერმა" ულიდერა. 23 ქულით ბომბარდირი გახდა დარელ კომბსი, ოთო პერტაიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. "ვერაში" 27 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ვენდელ ლუისი. 11 ქულა და 7 პასი ბრენდონ სლაის ანგარიშზე აკუმულირდა.

სუპერლიგაში მთელი იანვარი დასვენება იქნება და მეორე წრე თებერვლის დასაწყისიდან განახლდება. მანამდე კი სუპერლიგის გუნდები თასის გათამაშებასთან ერთად მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე იასპარეზებენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
“მეგამ” “ვერა” დაამარცხა და მემორიალის ფინალში “ქუთაისს” შეხვდება
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" "ცხუმ-აფხაზეთი" ბოლო პერიოდში გატეხა და ლიდერებში დაბრუნდა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ