27 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

GFF AWARDS 2019-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპოტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა გახდა. გამოცდილმა ნახევარმცველმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 86 შეხვედრა აქვს გამართული, წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მეორედ მიიღო.

2019 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთო)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო გოლი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

2019 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)

2019 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - არჩილ სებისკვერაძე (სვაროგი, ჩეხეთი)

2019 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

2019 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი - რევაზ კუკულაძე (ლანჩხუთი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2019 წლის სეზონში გამორჩეულ 17-წლამდე და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ.

17-წლამდე

ოქროს მედალი - ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი)

ვერცხლის მედალი - გიორგი აბუაშვილი (დინამო, თბილისი)

ბრინჯაოს მედალი - ოთო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია, თბილისი)

19-წლამდე

ოქროს მედალი - გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ვერცხლის მედალი - ცოტნე კაპანაძე (რუსთავი)

ბრინჯაოს მედალი - ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია)

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ. ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი.

გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ქართველ ჟურნალისტებს თენგიზ პაჭკორიას და დემიკო ლოლაძეს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კი, თემურ ჩხაიძეს, გიგლა იმნაძესა და ბეგი სიხარულიძეს სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს. სპეციალური პრიზები მიიღეს:

2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი - ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი).

2019 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი)

2019 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი - ლევან კუტალია (დინამო, თბილისი - 20 გოლი)

2019 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - გურამ სამუშია (სამტრედია)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის ბომბარდირი - გიორგი ნიქაბაძე (მერანი, თბილისი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - კახა კაჭარავა (სამტრედია)

დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: ხოსე პერალესი (დინამო, თბილისი)

მცველები: ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), ვიქტორ მონხილი (დინამო, თბილისი), გურამ გიორბელიძე (დილა, გორი)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლევან შენგელია (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი), ლევან კუტალია (დინამო, თბილისი)

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილი - გიორგი აჩელაშვილი (3000 ლარი), მეორე ადგილი - შალვა ჯანაშვილი (2000 ლარი), მესამე ადგილი - გაგი კირთაძე (1000 ლარი).

GFF AWARDS 2019-ზე ეროვნული ლიგის "ჩემი პროგნოზის" გამარჯვებულს გიორგი რთველიაშვილს საჩუქრად სონი ფლეისთეიშენი გადაეცა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ცუდ დღეში ვართ
ჩამორჩენილი ყაზახეთის ტობოლის ფეხბურთელი რომ საუკეტესოა საქართველოში ხომ წარმოგიდგენიათ რა დონეა.
რაგბის ფანი
წლის? რატომ ათწლეულის არა? იყო ვინმე მასზე უფრო შრომისმოყვარე თუ? ოქრო ხარ კაპიტანო!
დავით
მიყხედავად იმისა, რომ ჯაბა მაღალი დონის ფეხბურთელია სმაწუხაროა, რომ ყაზახური ტობოლის ფეხბურთელი ხდება საუკეთესო.
კიტეიშვილი?
ჯაბას პატივისცემის მიუხედავად რომ პროფესიონალია და მუდმივად გულით თამაშობს და ბოლომდე იბრძვის ნაკრებში, წელს მაინც კიტეიშვილს მივაკუთვნებდი საუკეთესოს პრიზს. კლუბშიც და ნაკრებშიც მაგარი თამაშები ჩაატარა
ბათუმის ფანი
ჩემი აზრით: კორღალიძე საუკეთესო მწვრთნელი,კიტეიშვილი საუკეთესო ფეხბურთელი
ბათუმის ფანი
ჯაბას დიდ პატივს ვცემ მაგრამ ყაზახეთის ტობოლის ფეხბურთელი რომ გახდება საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და გეგუჩაძე საუკეთესო მწვრთნელი...კაით რა,ბათუმმა ჩემპიონობა გეგუჩაძის უტვინობის გამო გაუშვა ხელიდან სეზონის ბოლოს
federacias
გეგუჩაძეს რატომ ეკუთვნოდა საუკეთესო მწვრთნელობა? თასი ჭიაბრიშვილმა მოიგო,ჩემპიონობა ჩისკომ და არცერთს არ მიაკუთვნეს,სპორტული ჟურნალისტები ხომ საერთოდ ხმას არ იღებენ ამაზე,ერხელ პურს აჭმევენ რესტორანში და მორჩა ხმის ამომღები არავინ არაა,გეგუჩაძეზე მაგარი შედეგი ლოკომოტივის მწვრთნელმა დადო
დინამო
გეგუჩაძემ რა მოიგო და რით დაიმსახურა საუკეთესოება? ააა ერთი სასტავია და იმიტომ არაა.ჩვენს ქვეყანას სამართალი და სინდისი არ აქ, თან საერთოდ.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ზურიკო მსაჯმა დაჩაგრა და "სპარტაკს" წაეხმარა
სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"როტორში" მხოლოდ ერთი ქართველი დარჩება
"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ფლამარიონი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა. XXII ტური: "სამტრედია" და "დინამო" დაზავდნენ
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფლამარიონმა შეიძლება კარიერა ყაზახეთის ჩემპიონ გუნდში გააგრძელოს
რატომ ვერ გამოიძახა სანიოლმა ჯოვინო ფლამარიონი - ალექსანდრე იაშვილი Fifa-ს წესებს განმარტავს
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით