4 იანვარს საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ში ჩაერთო.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ნაკრების წარმომადგენელ და მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდა და ორ სეტში ანგარიშით 3:6, 5:7 წააგო.

შეხვედრა ბასილაშვილის ბრეიკ პოინტით გაიხსნა, რასაც ნადალმა უკუბრეიკით უპასუხა, შემდეგ თანაბარი თამაში გაგრძელდა და მეტოქეები საკუთარ მოწოდებებზე დამაჯარებლად თამაშობდნენ. მე-8 გეიმში კი ბასილაშვილს რიგ ეპიზოდებში არ გაუმართლა და ნადალმა შეძლო ქართველის მოწოდების მოგება შემდეგ უკვე სეტზეც უნაკლოდ ჩააწოდა და შეხვედრაში დაწინაურდა 6:3.

მეორე სეტი თავიდან თანაბარი ორთაბრძოლით დაიწყო. მე-5 გეიმში ნადალმა ჯერ ბასილაშვილის მოწოდების მოგება მოახერხა, შემდეგ საკუთარი მოწოდებაც მოიგო, იქვე კიდევ ერთი ბრეიკ პოინტი აართვა ქართველ ჩოგბურთელს და მატჩზე მოწოდების უფლებაც მოიპოვა.

ამის შემდეგ კი ბასილაშვილმა პატარა სასწაული შემოგვთავაზა. ქართველი 5:2-ს აგებდა და თითქოს ესპანელს შეხვედრის მოგება აღარ უნდა გასჭირვებოოდა მაგრამ ბასილაშვილმა ზედიზედ სამი გეიმი (მათ შორის, ორი ნადალის მოწოდებაზე) მოიგო და სეტში ანგარიში გაათანაბრა 5:5. თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველის მხარეს გადავიდა, მაგრამ ნადალმა მოახერხა მობილიზება, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და კვლავ მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ამჯერად უკვე ნადალმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ 6:3, 7:5 ნადალის სასარგებლოდ დასრულდა.

ჩვენი ნაკრების წარმომადგენელი ალექსანდრე მეტრეველი კი რობერტო ბაუტისტა-აგუტის შეხვდა და ორ სეტში უშანსოდ 0:6, 0:6 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან საქართველო ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.

6 იანვარს ქართველი ჩოგბურთელები ATP CUP-ზე იაპონიას შეხვდებიან, 8 იანვარს კი ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები ნიკოლოზ ბასილაშვილის, ალექსანდრე მეტრეველის, გიორგი ცივაძის, ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძით არის წარმოდგენილი.

ექსპერტი
პრაფესორ! ეგრე არჩევით არ არის!!
eeeeex
მურტალი ანგარიშია,მეტრეველსაც ხელი აწუხებდა და თურქეთში იყო სამკურნალოდ,3 კვირა აკრძალული ჰქონდა თამაში.
zuba
უტვინო რომ არ იყო აბას არ დაწერდი,ღონისძიების ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას
სპორტი
მე როგორც ვიცი ეგრე არ შეიძლება. პირველი ნომრები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, ხოლო მეორე ნომრები მეორეებს.
avto
არც ეგრე იქნება შეიძლბა მაგალი რეიტინგის მქონეები ხვდბიან ერთმანეთ,თორე ჯერ ერთი რათქმაუნდა სწორია, ეგრე შანსი მოიმატებდა თანაც მეტრეველისთვის რამხელა მადლი იქნებოდა:) თორე ეხა 6 0 6 0 რომ წააგებ გამოცდილება მივიღეო როგორ უნდა თქვა:) უბრალო მეორე მხარეც არი არაპორტულია მაინც ესე რომ იყოს,ბოლობოლო ბასილას რეიტინგის გამოა საქართველო მანდ,,
კახა
უტვინოებო ნადალს ცივაძე შეხვეფროდა ანუ მეტოქეები გაეცვალათ შანსი იყო ანგარიში გაეთანაბრებინათ
დავით67
ეს რა უბედურებაა 0-6 0-6 წაგება. ეგრე ხომ მეც დავდგებოდი კორტზე!
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ეს ძირითადში შევალიეს დააბრუნებს? - საფონოვმა პსჟ-ში თავისი ანტი-რეკორდი დაამყარა
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
[VIDEO] ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მე-10 ადგილი დაიკავა
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ATP CUP. I დღე საქართველოსთვის: როცა თავს ზემოთ ძალა არაა...
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ATP CUP. II დღე: მეტრეველმა გაიბრძოლა, ბასილაშვილმა ვერა - საქართველომ იაპონიასთანაც წააგო [VIDEO]
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ATP Cup: ჯოკოვიჩმა - ნადალი, სერბეთმა ესპანეთი დაამარცხა და გამარჯვებული გახდა
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ATP CUP: საქართველო-ურუგვაი 2:0, ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლაში კუევასი დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ