ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალისტები ცნობილნი არიან. სატიტულო მატჩში ერთმანეთს რუსთავი და კაკტუსი დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, 20 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.

ოლიმპიურ სასახლეში დღეს გამართული მატჩები დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. ორივე შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და მცირედი დააკლდა, ერთნაირი ანგარიშები დაფიქსირებულიყო. რუსთავმა ქუთაისი 78:76 დაამარცხა, ხოლო კაკტუსმა ოლიმპს 78:76 მოუგო. ორივე შეხვედრაში თამაშის ბედი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. პირველ შემთხვევაში ეს გახლდათ ილია ლონდარიძის წარმატებული შეტევა, როცა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ზუსტი გარღვევით თამაშის დასრულებამდე 6 წამით ადრე 4 ქულით დააწინაურა რუსთავი. კაკტუსი-ოლიმპის მატში კი ეს გახლდათ რევაზ როგავას წარუმატებელი სამქულიანი ბოლო წამზე, რომელიც რომ ჩავარდნილიყო, ოლიმპი 1 ქულით გაიმარჯვებდა.

ლონდარიძე გადამწყვეტი ბურთის ჩაგდებამდეც უაღრესად სარგებლიანი გახლდათ. მის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. საუკეთესო კო ნიკოლა ტადიჩი გახლდათ 21 ქულითა და 10 მოხსნით. რუსთაველებს, რომლებმაც ახალი მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ბოისას თავკაცობით უკვე ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს, დღევანდელ შეხვედრაში დიდად წაადგათ 17 წლის ზურა ვაშაკიძის 4 სამქულიანი. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების 3 კანდიდატი – მერაბ ბოქოლიშვილი, ოთარ ფხაკაძე და გეგი ბაქრაძე ტრავმების გამო აკლდა, მშვენივრად გამოიყენა ახალგაზრდა სამარქაფოს ნიჭიერება, რაც უპირველესად მწვრთნელთა შტაბის დამსახურება, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა ბიჭს. რუსთაველებმა გუნდური თამაშისა და თავდადების ხარჯზე იმარჯვეს ძალზედ მობილიზებული და მართებული ტაქტიკით მოთამაშე ქუთაისელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კაკტუსი გამარჯვებას რაც შეეხება, აქ უფრო მეტი დოზით იყო ინდივიდუალურობა. ეს უპირველესად არჩილ ჟღენტის გუნდის ამერიკელ ახალწვეულ მაიკ დევისზე ითქმის, რომელიც მემორიალის წინა მატჩების დარად ამჯერადაც საუკეთესო იყო. ყველაზე ნათლად გამარჯვებაში დევისის მნიშვნელობაზე მისი სტატისტიკა მეტყველებს: 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი.

კაკტუსელები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ. მესამე პერიოდში 10 ქულითაც გალიდერდნენ და ბოლო წუთებამდე ხელჩასაჭიდი ლიდერობა ჰქონდათ. დასკვნით წუთზეე რევაზ როგავასა და ნიკა დარბაიძის შედეგიანობით ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ლევან გოგალაძის წარუმატებელი შეტევის შემდეგ თამაშის გადასარჩენად 10 წამი დარჩათ. გადამწყვეტი სროლა როგავამ შეასრულა, თუმცა აქამდე არაერთი ამგვარი ბურთის ჩამგდემა უკანახაზელმა ამჯერად ააცილა…

ფინალური მატჩისთვის გუნდები ქუთაისში ხვალ წავლენ და სასტუმროში დაბინავდებიან. მეორე დღეს, 20 იანვარს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის სათასო მატჩში კაკტუსი რუსთავს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Валерик
nu vot i enerji nash lubimi zaigral. vpered v ataku .berem vse kubki
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
"კაკტუსმა" "ქუთაისი" 82:76 დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა