საქართველო XV-მა არგენტინულ "ხაგუარესთან" სერიის პირველი მატჩი დიდი სხვაობით, 3:66 დათმო.

საქართველოს ჩემპიონატის, დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერრაგბის ფინალისტს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

წინ სერიის მეორე მატჩია, რომელიც ბუენოს-აირესში 24 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე იმედოვნებს, რომ საქართველო XV განმეორებით შეხვედრას უკეთ ჩაატარებს:

"ამ დონის გუნდს ისტორიაში პირველად ვეთამაშეთ. "იაგუარები", ფაქტობრივად, არგენტინის ნაკრებია, რომლის მორაგბეებსაც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი აქვთ გავლილი და შესანიშნავ ფორმაში არიან. ვფიქრობ, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მაგრამ წნეხს ვერ გავუძელით, თავდაჯერება გვაკლდა. ჩვენი მიზანი იყო, გვენახა, სად ვართ ამ დონის გუნდთან, მაგრამ ბურთზე კონტროლი ვერ დავამყარეთ, შეტევაში არაფერი გამოგვივიდა და მეტოქემაც შეცდომები არ გვაპატია. ვეცდებით, მეორე შეხვედრა უკეთ ჩავატაროთ და თუ ეს შევძელით, დავრწმუნდებით, რომ ამ დონის მეტოქეებთან ხშირი თამაშით წინსვლა შეგვიძლია".

"ხაგუარესთან" მატჩში სამი ჩვენი მორაგბე სინბინით დაისაჯა და 30 წუთი მოედანზე კაცნაკლულები ვიყავით, რაც მეტოქემ ლელოებში ასახა. ხამაშურიძის თქმით, დისციპლინის პრობლემები მეტოქის სიძლიერემ განაპირობა:

"არგენტინელები ისეთ ტემპში თამაშობდნენ, რასაც შეჩვეულნი არ ვართ და ხშირად ვრჩებოდით თამაშგარეში. უკვე ბუენოს-აირესში ვართ, გავარჩევთ განვლილ შეხვედრას და ვეცდებით, პრობლემები გამოვასწოროთ. პირველ შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო ირაკლი სვანიძემ და მეორე შეხვედრაში ის ვერ დაგვეხმარება, დანარჩენი მორაგბეები კი მწყობრში არიან".

სერიის მეორე მატჩი 24 იანვარს, ბუენოს-აირესში გაიმართება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი 50
წაგება და მოგება ძმები არიანო, მაგრამ როცა ასე გადაგივლიან, ეს სირცხვილიააა.... ღირსეული თამაში მინდა ვუსურვო ბიჭებს...
გიო
ვწერდი რომ ხამაშურიძე არ არის ნებისმიერი ნაკრების დონის მწვრთნელი, მას შეიძლება ჩააბარო მეორე ლიგის გუნდი! მეტს ვერ ქაჩავს!!!!!!!!!!!!!!
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV - არგენტინული ტურნესთვის შემადგენლობა ცნობილია
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]