სუპერლიგის მე-13 ტურის მორიგ მატჩში მგზავრებმა ბათუმს უმასპინძლა. მას შემდეგ, რაც გუშინ ცხუმ-აფხაზეთმა ოლიმპი დაამარცხა, მგზავრები ბოლო ადგილზე მარტო დარჩა და შესაბამისად, დღეს ბათუმთან მატჩსაც მეტი ფასი დაედო. ბუბა ბერიშვილის გუნდს გამარჯვება ესაჭიროებოდა, რათა რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მოახერხოს ცხრილში დაწინაურება და სუპერლიგიდან გავარდნის თავის არიდება.

თავის მხრივ, მეორე ადგილზე მყოფი ბათუმი პირველობისთვის იბრძვის და მგზავრების ძლევის შემთხვევაში ლიდერ თსუ-ს უსწრებდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა აჭარელებმა თავისი წილი საქმე გააკეთეს და მგზავრების ძლევით ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. თსუ დღეს 16:00 საათზე ქუთაისს ეთამაშება და თუ წაიფორხილებს, ბათუმელები პირველ ადგილზე დარჩებიან.

რაც შეეხება მგზავრები-ბათუმის მატჩს, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მართალია, ზღვისპირელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდი 24:18 მოიგეს, თუმცა მგზავრებმა სწორი ტაქტიკა აირჩიეს და სწრაფი თამაშის ხარჯზე, ელვისებური გარღვევებით თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნეს. დიდი შესვენებისთვის ბათუმელთა ლიდრობიდან 2 ქულა დარჩა, თუმცა მესამე პერიოდში დაახლოებით ეს სხვაობა შენარჩუნდა – ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას.

კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა ბათუმელებმა მეტოქის შეცდომებით ისარგებლეს. მგზავრებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს, როცა ბოლო პერიოდში ზღვისპირელთა 2 საკვანძო მოთამაშე – ცენტრი ნიკოლა ვუიოვიჩი და გამთამაშებელი ნიკოლაოს დიპლაროსი პერსონალურების ლიმიტის გამო მოედნიდან გავარდნენ. შეხვედრის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, როცა ალექსანდრე ფევაძემ ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო, ბათუმი 83:75 დააწინაურა და მატჩის ბედიც გადაწყდა. საბოლოოდ აჭარულმა გუნდმა 84:80 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და როგორც მოგახსენეთ, პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

24 ქულითა და 8 მოხსნით ბათუმელებს კოლინ მალკოლმმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ნიკოლა ვუიოვიჩმა, ხოლო დიპლაროსმა თავის გუნდს 15 ქულა შესძინა. მგზავრებში 22 ქულით ტაჯ სპენსერი გამოირჩა, ლოველ ქაბილმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

დღეს მე-13 ტურის 2 დარჩენილი შეხვედრა გაიმართება. ოლიმპიურ სასახლეში 16:00 საათზე თსუ ქუთაისს უმასპინძლებს, ხოლო რუსთავში, 19:00 საათზე რუსთავი კაკტუსს მიიღებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
მე-12 ტური დასრულდა | მოგებები რაშმა, ქუთაისმა და ვსა-მ გაიფორმეს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
თასის მეოთხედფინალს "მგზავრები", "ვერა" და "ტიტები" დაემატნენ
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში