საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლა და სტუმრები 8 ქულის სხვაობით დაამარცხა - 96:88.

შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხვაობით მოიგო - 17:8.

მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დავიწყეთ და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

მესამე მეოთხედი ჩვენმა კალათბურთელებმა აშკარად ჩააგდეს და 8 ქულით წააგეს - 16:24. ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 ქულით იყო წინ - 58:53.

მეტოქემ ბოლო მეოთხედიც ძალიან აქტიურად დაიწყო და ანგარიში 1 ქულამდე ორჯერ შეამცირეს. ჯერ მე-7 წუთზე - 62:61 გახდა, რასც უმალ თად მაკფადენის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. მე-5 წუთზე 67:66 იყო, როცა უკვე გიორგი კორსანტიამ ზუსტად მოათავსა 3-ქულიანი შვეიცარიელთა კალათში. მე-4 წუთზე კი სტუმრებმა საერთოდაც გაათანაბრეს ანგარიში - 70:70 და ისევ მაკფადენმა ზუსტი 3-ქულიანით გაიყვანა ჩვენი ნაკრები წინ.

თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა ანგარიში 76:74 იყო, ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩვენი ნაკრები 5 ქულით დააწინაურა, თუმცა... შვეიცარიელებმა ბოლო წამზე მაინც გაგვითანაბრეს - 79:79.

ოვერტაიმი ისევ შვეიცარიელებმა დაიწყეს უკეთ, წინაც გავიდნენ 3 ქულით, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 6 ქულით გავედით წინ - 94:88. ბოლოს დუდა სანაძემ 2 საჯარიმო ჩააგდო და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა - 96:88.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 21 ქულა, თედ მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძემ კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა - 13. მატჩის ბომბარდირი კი შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.

20 თებერვალი. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო - შვეიცარია 96:88

(17:8, 25:21, 16:24, 21:26, 17:9)

Gergo
aba shen ega tkvi:))))) es udisciplinoebi rogor igeben

ფაქტი: სატამაშო დისციპლინა 0
რეზო
მე რაც ვნახე, ბურთის როტაცია იყო ნელი და ცოტა. მაკფადენსაც და ანდრონიკაშვილსაც დიდ ხანს ეჭირათ ბურთი, რის გამოც შესატევად ხშირად ძალიან ცოტა ნარჩენი დრო გვრჩებოდა. ამას გარდა, პირწმინდათ წავაგეთ ფარი. მოხსნების მხრივ სტუმრებს ქონდათ +16 მოხსნა, თუ არ ვცდები.
tngh
ძნელია თამაში, როდესაგც ორი წამყვანი მოთამაშე გაკლია. გილოცავთ გამარჯვებას!!! შემდეგში მეტი ყურადღებით თამასი გვმართებს...
toma
ანდრონიკაშვილი შეიძლება ნიჭიერია, მაგრამ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არაა. ჯერ კლუბშიც არ დაუმტკიცებია, რომ რამე შეუძლია. მისი წარმატება შორეული მომავლის საკითხია. ამ წუთისთვის ის უნდა აღამაშოს ვინც მზადაა. რუსთავის კალათბურთელი ფხაკაძე 10 თავით ჯობია, მაგრამ სადაა. ბოქოლიშვილს კიდევ საერთოდ რა უნდა ნაკრებში. ნუ ფაქტიურიად 4 კაცი თამაშობდა როცა ეგ იდგა პარკეტზე და არა მხოლოდ ამ თამაშში. სერიოზული პრობლემებია სერიოზული.
toma
თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრი აქვს დაასაბუთოს :)
luarsabi
ბოქოლიშვილს ფევაძესთან და კორსანტიასთან როგორ ადარებ , ტიპი უკანახაზელია და ისინი მაღლები 4 ნომრები :)))) ფევაძეს სანაკრებო არაფერი აქვს .კორსანტია კიდევ ცოტა მეტ დროს ნელ ნელა მიიღებს
კიჭი
თოკოს არ ყოფნა დაგვაკლდა არც გოგა არ გვყავდა საბოლოოდ კარქი თამაში გამოვიდა აი თამაში იქნება საინტერესო სერბეთან წარმატებები ბიჭებს გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ.
saakadze
ეჰჰჰ ასეთი თამაშით სერბებთან ფონს ვერ გავალთ.....
ATP 16
რაც შეეხება მწვრთნელს . დავიწყოთ იმით , რომ გუნდში გყავს ცენტრი , რომელიც ევროპაში 5ში ალბათ შედის და შენ ვერ იყენებ შესაბამისად , რატომ ? იმიტომ რომ გუნდმა ერთი პიკენროლი ვერ გააკეთა შეტევაში , იმიტომ რომ გამთამაშებელი არ ყავს . გიოს გუნდში მარსელინიო ყავს , უდიდესი გამოცდილებით . გამთამაშებელი უნდა გაზარდო , ნაცნობ-მეგობობით რომ წყდება ყველაფერი ბავშვთა კალათბურთშიც , იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად .
Jordan Beli
რომანა ძმაო სანიკიძემ იმიტომ არ ითამაშა,რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებში არის მიწვეული და გომელსკიმ არ გამოუშვა. მე ამ თამაშსს წაგებულად მივიჩნევ,სამწუხაროდ შენგელიას და ბითაძის გარეშე არაფერი გვესაქმება კალათბურთში.ამოკეტეს შერმადინი და აქ დამთავრდა ყველაფერი,ამ შემთხვევაში შენგელია გადაალეწავდა მეტოქეს ფარს,მაგრამ სამწუხარიდ ერთი ნორმალური კალათბურთელი არ გამოჩნდა ვინც ისარგებლებდა შერმადინზე 2 და ხშირად 3 კაცის მეურვეობით.ბურჯანაძე სამწუხაროდ უკლასოა,რაც გააკეთა ისიც გამოცდილების და ჟილკის ხარჯზე.ხუთჯერ ზედიზედ რო ისვრი,ვერ ჩააგდებ და მეექვსედ ისვრი მწვრთნელმა უნდა მიგაჯაჭვოს სკამზე,მაგრამ მარკოიშვის ხომ არ შემოიყვანდა ან თვითონ ხო არ შემოვიდოდა? წარმატებები ყველას!
სოსო
კი გაიძახოდნენ დიქტორები,პირველ ტაიმში,დაცვაში კარგად ვთამაშობთო,მაგრამ მაშინაც საშინლად ვთამაშობდით და შემდეგაც.უბრალოდ სტუმრებს სროლები არ მისდიოდათ.ძალიან მოულოდნელი იყო გიო შერმადინის ასეთი პასიურობა ფარქვეშ.ფაქტობრივად არ იბრძოდა პოზიციისათვის.ალბათ რაიმე ტრავმა აწუხებდა,სხვანაირად ვერ ვხსნი.ორ -სამ დღეში შეუძლებელი იყო ნაკრების წესრიგში მოყვანა,მაგრამ ამ კონტინგენტით,საერთოდაც თუ აქვს აზრი ნაკრების თამაშს,ეგაა საკითხავი.რაც შეეხება ანდრონიკაშვილს,კარგია, რომ ძალიან თამამია,მაგრამ თამაშის წაკითხვაში,ჯერ ძალიან სუსტია.გიო ცინცაძეს აშკარად დავიწყებული აქვს უფრო მაღალ სიჩქარეებზე მოთამაშე გუნდებთან თამაში.თავიდან ჯარიმები,სწორედ ამის შედეგი იყო.
ATP 16
რა ნომერზე დგას ბულაშვილი დინამოში ? დღევანდელ კალათბურთში არ არსებობს ნომინალური პოზიცია , ორ პოზიციაზე მაინც უნდა შეგეძლოს თამაში . მაშინ ჰარდენი და ვესტბრუკი როგორ ინაწილებენ პოზიციებს ? ბულაშვილი უფრო კრეატიული და სწრაფია , რატი ანელებს მაგრა თამაშს , და ვინმემ უნდა უთხრას ეგ , თუ უნდათ რომ გაიზარდოს . რაც შეეხება ბოქოლიშვილს , მივცეთ კორსანტიას მეტი დრო და ნახავთ რომ ბევრად პროდუქტიული იქნება . მე პიროვნულად არავის საწინააღმდეგო არ მაქვს , მაგრამ კორსანტია , ფევაძეც და ბულაშვილიც სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშეები არიან .
toma
ეს ზუროსი გასაშვებია! სად დაინახეთ მწვრთნელის ხელი გუშინდელ თამაშში? როგორც საბერძნეთის კლუბიდან გამოაგდეს ახლახანს (პირდაპირ წერენ რო გუნდის არ ესმოდა) ეგრევე უნდა გაუშვან აქედანაც. საერთოდ ვერ აკონტროლებს თამაშს და ვითომდა თავისი ემოციებით ძაან ჩართულია. ახალბედებსაც წამიერად მისცა დრო, ვითომდა აძლევს შანსს (ფარსი). გუნდი დაცვას ვერ თამაშობს და ამ დროს ჩემპიონატის საუკეთესო 4 ნომერი, საუკეთესო სამიანის მსროლელი და დამცველი ბექაური წამით არ გამოუყვანია მოედანზე. დვალიშვილს ხო საერთოდ არ დაუძახა. ეს ის მოთამაშეებია საქართველოს ჩემპიონატში წლებია რო ამინდს ქმნიან, სტაბილურად მაღალ დონეზე. ამ სასტავობით შორს ვერ გავფრიდებით!!!
სტატუს ქუო
ასეთი იდიოტური თამაშით შორს ვერ წავალთ.21 ქულას ვუგებდით საშუალოზე დაბალი კლასის გუნდს და ოვერტაიმში გადაიყვანეს თამაში.კატასტროფაა აბა არა?
ქომაგი
Aდმინ: შეგირცხვა ნამუსი. რამხელა ანალიზი და კომენტარი გავაკეთე და რატომ არ გამოაქვეყნეთ?
ნოდო
იცი ვიქტორი ბოლოს პარკეტზე როდის გავიდა? თუ სწორად მახსოვს მინიმუმ 3წლის წინ კარიერა კაი ხანია ტრავმის გამო დაასრულა
დავით
ასე კარგად თუ იცოდი პირდაპირ ფრე დაგედო ძირითადი დრო! შენც იმათ მიეკუთვნები ხომ საბურთალო არმენიაც მატჩიც რომ ყომარი ეგონათ
Kemba
akaceben radgan masze uketesi sxva araa jer. da roca gamoizrdeba daakeneben
luarsabi
p.s da kidev bulashvils andronikashviltan nu adareb sxvadasxva poziciis motamasheebia. bulashvili msrolelia da andronikashvilj gamtamashebeli
luarsabi
bokolishvili dacvashi bevr sakmes aketebs da danarchenebze getanxmebi bekauris garda.bekauri nakrebshic ar unda ikos. dvalishvili unda ikos mis nacvlad.
Degraf
sanikidze ki ara kolia deriugini,pachulia,nacvlishvili da stepania gvaklda :)))))
ბმბ
ან ფაულია და მარკოიშვილი რატომ არ იყვნენ? დდდ
რომანა
ბითაძე, შენგელია გასაგებია, მაგრამ ვიქტორ სანიკიძე რატომ არ იყო?? ისე, სიმაღლეში 1.76 ვარ და სულ კომპლექსი მქონდა, დღეს ის გამთამაშებელი რომ შემოვიდა, 1.7 ყოფილა. ცოტა გულზე მომეშვა )))
mose
გამარჯვებულებს არ ასამართლებენო,ვულოცავ ბიჭებს პირველ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ...მაგრამ დაცვის თამაში მეორე ტაიმში იყო კატასტროფა!
მიდი ვაჟა!
გენადი არჩვაძე რომ არ გვყავდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე იმიტომ გაგვიჭირდა
გრიგოლ1408
მაგარი ყომარი იყო.მე დავდე რომ საქართველო 3 დ ა4 მეოთხედს რომ წააგებდა
nika
ერთადერთი შანსი 50ქულაზე მეტი არ წავაგოთ სერბეთში არის კოკოშკოვი დიდი იმედია იგორს საქართველო არ დავიწყნია და არ მოგვჭრის თავს მთელი ევროპის მასშტაბით ფინეთი კი სულ მცირე 25ქულას მოგვიგებს თუ ამათ თორნიკე და გოგა არ დაემატნენ რაც წარმოუდგენელია
ATP 16
სელექციის სერიოზული შეცდომები , თუ მიზანმიმართული პოზიციების გაწმენდა კონკურენტებისგან . სხვანაირად ვერ ვხსნი რატომ არ მოხვდა ნაკრებში ბულაშვილი , რომლის მესამედიც არ არის ანდრონიკაშვილი , ანდა კორსანტიას რატო არ მიეცა მეტი დრო , ან ბექაური და სულხანიშვილი რატომ დატოვა სკამზე , ბოქოლიშვილი სუპერ ლიგაში ვერაფერს აკეთებს ნაკრებში რა უნდა ქნას . რატო არ გესმით , რომ ნაკრები თქვენი საკუთრება არ არის , ქვეყნის სახეა და ნაკრებში საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ .
Mmm
ბერიშვილს რატო არ მისცა მეტი დრო ვერ გავიგე, ამ ანდრონიკაშვილს კი ძალით აკაცებენ ცინცაძის ნახევარიც არ გამოვა მისგან, აშკარად ვინმე ახალია გასაზრდელი.
irakli
მესამე და მეოთხე მეოთხედი მაგრად ჩავაგდეთ დაცვაში და ფარზე ბევრი გვაქ დასახვეწი, სუსტმა შვეიცარიამ აშკარად დაგვჯაბნა
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის 16 კანდიდატი შეარჩია
საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას პირველი ტაიმი 7 ქულით მოუგო
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა და დიდი პერსპექტივაც გამოუჩნდა [VIDEO]