საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის კლუბმა "ბრაგამ" პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა და საჩემპიონო რაუნდში მოხვდა.

პირველ ეტაპზე 14 გუნდი 2 წრედ თამაშობდა და 6 უძლიერესი ჩემპიონობისთვისა და ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლის უფლებას იღებდა. "ბრაგამ" ამოცანა ბოლო ტურში გადაჭრა.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ კლუბი მერვე ადგილამდე დაეშვა, მაგრამ მოიგო ბოლო სამი თამაში, მათ შორის, გადამწყვეტი, 26-ე ტურის მატჩი "მაია ისმაისთან" - 29:22 და 53 ქულით (13 მოგება, 1 ფრე, 12 წაგება) მეექვსე ადგილზე გავიდა.

ქართველი ხაზის მოთამაშე ბოლო სამ მატჩში გამორჩეული იყო და 13 გოლი გაიტანა. სულ არსენაშვილმა პირველი ეტაპის ყველა, 26 მატჩში ითამაშა და 63 გოლი დაუგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტით, 66.40 ქულა, არსენაშვილს "ბრაგაში" მეორე შედეგი ჰქონდა, მთელ ჩემპიონატში კი 34-ე პოზიციაზე იყო. 21 წლის ქართველი პორტუგალიის ჩემპიონატში ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა, იქამდე კი ორი წელი საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა. საქართველოში ის "ქარიშხალასა" და სტუ-ს ღირსებას იცავდა და ქვეყნის ყველა ნაკრებში უთამაშია.

ჩემპიონატი ასე გაგრძელდება: 6 საუკეთესო კლუბი - "პორტუ", "სპორტინგი", "ბენფიკა", "ბელენენსეში", "აგუაშ სანტაში" და "ბრაგა" ერთმანეთში კიდევ ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპზე გუნდებს გადაჰყვათ პირველ რაუნდში დაგროვილი ქულების ნახევარი. "ბრაგა" 27 ქულით მეექვსე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება "აგუაშ სანტაშს" და ორით - მეოთხე ადგილზე მყოფ "ბელენენსეშს". შესაბამისად, გუნდი ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძოლებს, ჩემპიონის ვინაობა კი ორ გრანდს, "პორტუსა" და "სპორტინგს" შორის გაირკვევა.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1-ლი ლიგა. პირველი ეტაპის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. "პორტუ" - 77 ქულა, 2. "სპორტინგი" - 75, 3. "ბენფიკა" - 67, 4. "ბელენენსეში" - 57, 5. "აგუაშ სანტაში" - 56, 6. "ბრაგა" - 54, 7. "გაია" - 53, 8. "მადეირა" - 49, 9. "მაია-ისმაი" - 46, 10. "ბოა ჰორა" - 45, 11. "ავანკა" - 44, 12. "ჰორტა" - 43, 13. "ბოავიშტა" - 32, 14. "ვიტორია" - 30

მეორე ეტაპის წინ: "პორტუ" - 39 ქულა, "სპორტინგი" - 38, "ბენფიკა" - 34, "ბელენენსეში" - 29, "აგუაშ სანტაში" - 28, "ბრაგა" - 27

geohandball.ge

გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?