MMA-ს სამყაროში ალი აბდელაზიზი ბევრისთვის ცნობილი პერსონაჟია. ის მებრძოლების მენეჯერია და რამდენიმე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი მისი კლიენტია, მაგალითად: UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი, UFC-ის ჩემპიონი ნახევრად საშუალო წონაში კამარუ უსმანი, UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ჰენრი სეჰუდო, ყოფილი ჩემპიონი მძიმე წონაში ფაბრისიო ვერდუმი.

სია უსასრულოდ გრძელდება. ბოლო პერიოდში კი მისი ერთ-ერთი კლიენტი ქართველი გიგა ჭიკაძე გახდა. თუმცა აბდელაზიზის რეპუტაცია, მის მებრძოლებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან უარყოფითია. მეტიც, ალი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ადამიანია სპორტის ისტორიაში. ზოგიერთი მებრძოლი იმდენად ვერ იტანს მას, რომ ალის კლიენტებზეც გადააქვთ ზიზღი.

ტონი ფერგიუსონი, რომელიც მსუბუქი წონის ტიტულის პრეტენდენტია და 19 აპრილს ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდება, 2018 წელს კინაღამ მძიმეწონოსან ფაბრისიო ვერდუმს ეჩხუბა. მებრძოლებს შელაპარაკება მოუვიდათ, ხოლო გაშველების შემდეგ ტონიმ განაცხადა, რომ მან ორგანიზატორებს სთხოვა, აბდელ აზიზის მებრძოლი მასთან ახლოს არ დაესვათ.

კონორ მაკგრეგორიც აზიზს ვირთხად და ტერორისტად მოიხსენებდა. მოდით, გავერკვიოთ აბდელ აზიზის ისტორიაში, ვინ არის ის და რატომ სძულთ ასე ძალიან?

წავიდა ოლიმპიადაზე და მოხვდა ციხეში თუ უბრალოდ აგენტი იყო

ალი აბდელაზიზი ჰყვებოდა, რომ ეგვიპტიდან აშშ-ში 1996 წლის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ჩამოვიდა: ის ხუთჯერ გახდა აფრიკის ჩემპიონი ძიუდოში. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კოლორადოში დარჩა, რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი გამხდარიყო და Ring of Fire-ის ორგანიზაციაში ეჩხუბა.

თუმცა საინტერესო ისაა, რომ აზიზმა ამ ორგანიზაციაში ბრძოლები 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ჩაატარა. სიტუაციას ის ართულებს, რომ 1996 წლის ოლიმპიადაზე ეგვიპტემ 2 ძიუდოისტი გაგზავნა და ისევე, როგორც დანარჩენ მოჭიდავეებს შორის, ალი არ ყოფილა.

რამდენიმე წლის წინ თავისი ვერსია გამოაქვეყნა ჟურნალისტმა მაიკლ რასელმა. მან გამოძიება ჩაატარა და დაადასტურა, რომ ალი ნამდვილად ამბობდა, თითქოსდა ის იყო ძიუდოს ოლიმპიადის ნაკრების წევრი და კოლორადოში მიემგზავრებოდა. ოღონდ ეს იყო 2001 წელს, 9/11 ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. მაშინ აბდელაზიზი საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დაიჭირეს.

აბდელაზიზი ამტკიცებდა, რომ აშშ-ში ფულის საშოვნელად იყო ჩამოსული და მისი მიზანი მძიმე ავადმყოფი დედის დახმარება იყო. შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაკავებიდან რამდენიმე თვეში დედა გარდაიცვალა და გარდაცვალების ცნობის ჩამოსატანად თავისი მეგობარი გოგონა პირდაპირ ეგვიპტეში გაგზავნა.

სასამართლომ ეგვიპტელი გაამართლა და გამოუშვა, თუმცა დღემდე ცოტას სჯერა მისი სიტყვების. მეტიც, არიან ინფორმატორები, რომლებიც სრული ანონიმურობის საფუძველზე მზად არიან წარადგინონ დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ ალის დედა ცოცხალია და ისინი დღემდე ურთიერთობენ.

არის მეორე ისტორია, რომელიც ჟურნალისტ მარტინ მაიერს უკავშირდება. 2010 წელს მან გამოსცა წიგნი, სახელწოდებით "ბინდი ამერიკაში", სადაც წერდა ისლამისტურ გაერთიანებებზე, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ვარჯიშობდნენ. აბდელაზიზმა ავტორს მოუყვა, რომ ინტეგრირებული იყო ორგანიზაცია "ამერიკის მუსულმანებში", რომელსაც ტერორიზმში ადანაშაულებდნენ, ხოლო ალი ინფორმაციას აწვდიდა ფბი-სა და ნიუ-იორკის პოლიციას. ორგანიზაციის წევრებს კი ასწავლიდა ხელჩართულ ბრძოლას, არაბულ ენასა და ყურანის კითხვას.

იმ ფაქტს, რომ მისი მოსწავლეები გახდნენ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები, ალი აბდელაზიზი უბრალო დამთხვევად თვლის.

წიგნში "მტრები შიგნიდან", რომელიც მეტ აპუცომ და ადამ გოლდმანმა დაწერეს, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე ტერორისტებს სწავლობდნენ და იკვლევდნენ, ნათქვამია, რომ ალი FBI-სთან და პოლიციასთან 6-7 წლის განმავლობაში ნამდვილად თანამშრომლობდა, თუმცა თანამშრომლობა დასრულდა, რადგან სამართალდამცველებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ აზიზი ორმაგ თამაშს თამაშობდა და ინფორმაციას შერჩევით აწვდიდა.

მიატოვა შვილი, რაც მაკგრეგორმა შეახსენა

მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის წინ არ ერიდებოდა შეურაცხყოფის მიყენებას. გამონაკლისი არც აბდელაზიზი იყო, რომელსაც კონორმა მიაძახა: "შენ საერთოდ მოკეტე, არანორმალურო ტერორისტო. როგორ არის ნოა, ჰა?" ნოა - აბდელაზიზის ვაჟია, რომელიც ცოლთან ერთად კოლორადოში მიატოვა, როცა პოლიციასთან თანამშრომლობდა. ალის 50 ათასი დოლარი ალიმენტის სახით უნდა გადაეხადა, რომელიც დღემდე არ გადაუხდია.

"მისი მენეჯერი ჩამშვები, ვირთხა - ტერორისტია. მე აზრზე არ ვარ, ამ ქვეყანაში ის რას აკეთებს. ამ ადამიანს საშინელი წარსული აქვს. ალი აბდელაზიზი ახლა აქ ასე წყნარად დადის, დაუჯერებელია" - მძვინვარებდა კონორი.

მისი საუბარი აგრესიული და შეურაცხმყოფელია

გთავაზობთ ალი აბდელაზიზის რამდენიმე ციტატას:

კონორ მაკგრეგორზე: "ის საუბრობს რევანშზე, მაგრამ ის ხომ დანებდა?! როგორ უნდა მისცე ასეთ ადამიანს რემატჩი? ის ხომ ძუკნაა? ის იყო ბ@ზი და ბ@ზად დარჩა".

ხაბიბისა და მეივეზერის პოტენციურ ბრძოლაზე mma-ს წესებით: "თუ ფლოიდი გადაწყვეტს MMA-ში მოსვლას, დაიზღვიოს თავი. ხაბიბთან ბრძოლის შემდეგ ვეღარ ივლის და წყალს და საკვებს საწრუპით მიიღებს".

ფერგიუსონზე: "ფერგიუსონი ჩვარს ჰგავს, მას არც ხასიათი აქვს. მას იაფფასიანი მზის სათვალეები აქვს. რას წარმოადგენს ეგ ბიჭი? არც არაფერს. კონორი რაღაცას მაინც წარმოადგენს: ის ყველაზე დიდი მძ@ნერის ნაწილია მთელ პლანეტაზე. ტონი კი ძალიან მოსაწყენია, დაბერებული და ნელი - სულ ესაა".

კრივზე: "კრივი სპორტი არაა. MMA - ნამდვილი სპორტია მაგარი ბიჭებისთვის".

ალი ხშირად იპყრობს პოლიციის ყურადღებას ჩხუბების გამო

კოლბი კოვინგტონი აბდელაზიზთან კონფლიქტს იხსენებს: "მან მითხრა, რომ თვალთვალს დამიწყებდა და მესროდა. ალი ცდილობდა, ჩემთვის შემოერტყა, თუმცა მე კატის რეფლექსები მაქვს, ის კი კუსავით ნელია. რა მოხდა კაზინოში? ყველაფერი აბდელაზიზის ბრალია. მან ჩვენსა და უსმანის მეგობრებს შორის სიტუაცია გაამწვავა. არადა, იქ ორსული ქალები და ბავშვები იყვნენ, მაგრამ მას ეს არ ადარდებდა".

მეორე ინციდენტი ალისა და ენტონი პეტის შორის მოხდა. პეტისი ჰყვება: "ტიპური აბდელაზიზი, მშიშარა. ჩემს მენეჯერს ხელი გაარტყა და 15 წამში სადღაც მიიმალა".

ნებისმიერ შემთხვევაში, აბდელაზიზი ერთ-ერთი წარმატებული მენეჯერია, რომლის 3 კლიენტი UFC-ის ჩემპიონია.

მომზადებულია Gol.ru-ს მიხედვით

ჯერერთი წესიერად ილაპარაკე.შეუგნებელ და უაზრო კომენტარების წერას გირჩევნია ეკლესიაში იარო და ილოცო, რომ გადაურჩე ვირუსს.ვინ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს?ან სპორტულ საიტზე მაგაზე რატომ ალაპარაკდი...შენნაირი განათლების მქონე ხალხის აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.მუსლიმი სპორტსმენები გამოდიან საქართველოს სახელით და დღეს საქართველოში თითქმის 500000 მუსლიმია.რელიგიას ხაზს ნუ უსვავდა ნუ იქნები გაუნატლებელი და ამავდროულად შეუგნებელიც. არ დაბლოკოთ...
ddgfdf
ერთი ადგილი გააქნიე და პატრიარქზე ცუდს თქვენ არ ამბობდით?ყველას გაგაუპატიურებენ ცუდად თუ მოიქცევით.
emigranti
ოი საოცრება:)
Milani
Eseni sportsmenebi kiara shoumenebia. Emelianenko tavybas daginayavdat suyvelas da am yvelafers mshvidi saxit izavda
Gio nozadze
Roman dolidzec da merab dvalishvilic Ali's klientebi arian
Sportall
გამარჯობა, მადლობა რომ გვკითხულობთ. შევასწორეთ "ყურანი". აბდელაზიზი კარგი მენეჯერია, რაც სტატიაშიც არის მითითებული, თუმცა ვარაუდები ცარიელი ადგილიდან არასდროს ჩნდება. ადამიიანისგან არ მოდის სასიამოვნო აურა, ტონის შესაძლოა სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს, მაგრამ ტონის რომ თავი დავანებოთ ძალიან ბევრი სპორტსმენია, ვინც ერიდება აზიზსს და მის მებრძოლებთან ამ თემაზე დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ამასთან ერთად, ტონი, რეალურად კარგი ადამიანია და თითქმის გამორიცხულია უმიზეზოდ სხვა მებრძოლს თავს დაესხას. ალის ბევრი ადანაშაულებს ბინძურ საქმეებსა და სიყალბეში.და ბოლოს, თრეშთოქსაც აქვს საზღვრები, რომელსაც მაკგრეგორიც ცდება და ალიც. უწოდო ისეთ სპორტს,როგორიც კრივია "არასპორტი", ტოტალური უპატივცემლობაა სპორტის და მოკრივების.
კარგით რა
პირველი:ყორანი კი არა ყურ'ანი...სანამ რამეს დაწერთ,ისე დაწერეთ,რომ შეურაცხყოფა სხვის რელიგიას არ მიაყენოთ. მეორე:ყველა მაგალითი, რომელიც თქვენ აბდელაზიზის შესახებ მოიყვანეთ ვარაუდებითა და ვიღაც უქნარა მებრძოლებიდანაა გამომდინარე...უზრდელი,გარყვნილი კოლბი კოვინგტონის სახე ყველამ იცის ვინც MMA ს აზრზე არის საერთოდ,რაც შეეხება ტონი ფერგიუსონს, აი მაგ კაცს სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს.კონორი კაცის გარდა ყველაფერია...პირადი ცხოვრება და ე.წ. "TRASH TALKING" უკვე მისი საქმეა...მე არ ვიცავ ალი აბდელაზიზს,უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა,რომ როცა ტრამპი ბლოკავდა მუსლიმან მოსახლეობას ამერიკაში,ხაბიბის მამა აბდულმანაპიც ვიზის პრობლემების და სასამართლოების გამო ვერ ჩადიოდა...ნუ დაგაბრმავებთ ამერიკული მედია და ტყუილები.ძალიან კარგი მენეჯერია ალი აბდელაზიზი და გამიხარდა რომ როგორც მენეჯერი ის დაეხმარება გიგას...არ დამიბლოკოთ გთხოვთ.
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
ხაბიბის მენეჯერი: კიდევ კარგი, ხაბიბი მაშინ ტონის არ შეხვდა, თორემ ხეიბრად აქცევდა
დემონსტრანტებმა ტონი ფერგიუსონის მწვრთნელის დარბაზი გადაწვეს [PHOTO]
ნურმაგომედოვის მენეჯერი: ხაბიბს კარიერის დასრულება უნდა
"მინდა იანვარში ილიასთან ვიბრძოლო, მაგრამ აქ მაქვს საქმე დასასრულებელი" - ალექს ვოლკანოვსკი
დარბაზი ფეხზე იდგა, კომენტატორების ღრიალმა ყველას ხმა დაჩრდილა - ენტონი პეტისის საუკეთესო დარტყმა MMA-ს ისტორიაში [VIDEO]
მაკგრეგორი, ფერგიუსონი და სხვა მებრძოლები აბდულმანაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან
"ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს" - მაკგრეგორის პროგნოზი
გინდათ უსმანთან ბრძოლა? მაშინ მოიქეცით ასე - დეინა უაითი
"პატარა სულელო, თავს წაგაცლი... " - რა პასუხი გასცა კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას?
ოფიციალურად: ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯის შეხვდება, გეიჯიმ ბოლო ბრძოლაში ტონი ფერგიუსონი გაანადგურა
"ცხოველებივით იქცევით..." - დიაზი მაკგრეგორისა და მასვიდალის დაკავებას გამოეხმაურა
ალდო - სეჰუდოზე: არც ვივარჯიშებ მას ისე ვცემ, მთავარია...
სუპერბრძოლა: კამარუ უსმანი ხორხე მასვიდალს კვირას შეხვდება
სეჰუდო: მაგ ორ ბრიყვს მე მივეცი საშუალება, რომ მეორე ადგილზე იბრძოლონ
ვერდუმი: ნურმაგომედოვი ფერგიუსონს დალეწავს
"ერთი-ერთზე, ძმაო" - რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა
მაკგრეგორი VS ხაბიბი? სავარაუდოდ, ათლეტები ამჯერად სხვა რანგში დაუპირისპირდებიან
თოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
შანსი მესამე დივიზიონის დასაპყრობად? მაკგრეგორს უსმანი იწვევს და ჰპირდება, რომ არ ეჭიდავება
ბერნსი: თუ მასვიდალი მოიგებს, დივიზიონი ცირკად გადაიქცევა
ხაბიბმა საუკეთესო მოკრივე დაასახელა
ტონი ფერგიუსონი დამარცხდა - ალბათ, ჩემპიონობის შანსიც დაკარგა
"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს?" - ვოლკანოვსკიმ რთულ შეკითხვას უპასუხა
ტაისონმა დაბრუნებამდე ვერ მოითმინა და ჯგუფურ ჩხუბში ჩაერთო [VIDEO]
ალი აბდელ აზიზი: მაკგრეგორი ბებერი მ*ძავივითაა
ფერგიუსონი-გეჯი, სავარაუდოდ, 9 მაისს კერძო კუნძულზე გაიმართება
დეინა უაითი: თუ ფიქრობთ, რომ ალდო არ იმსახურებს სატიტულე ბრძოლას, მაშინ...
ხამზატსა და ხაბიბს ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ - ჩიმაევმა ნურმაგომედოვის ბიძაშვილს დაარტყა [VIDEO]
კავკასიელები მაკგრეგორის კვალდაკვალ: ჩეჩნურ-ირლანდიური დაპირისპირება იწყება?
UFC-ის მებრძოლმა ბრძოლის წინ იტალიაში პიცა ჭამა, მისი მწვრთნელი კი კორონავირუსით დაინფიცირდა
"ფეხი მოვტეხე, ის კი ისე მიყურებდა, თითქოს არაფერი მოხდა" - მეტოქე ფერგიუსონზე
ხაბიბი "ჯვაროსნების" მატჩს დაესწრო: ვგულშემატკივრობდი საქართველოს, ყოჩაღ“
"ხელაიფი ამას იმსახურებს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი