პანდემიის პირობებში, "ლოკომოტივის" ახალი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე, გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ონლაინ მუშაობს და საწვრთნელ პროცესს ასე ადევნებს თვალს. როგორ მიმდინარეობს პროცესი, რა გეგმები აქვთ ფრუიძეს და გუნდს, ამაზე მთავარი მწვრთნელი მოკლე ინტერვიუში თავად საუბრობს.

- მძიმე ვითარებაა მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და ჩვენზე ზრუნავენ.

- საკმაოდ უცნაურ ვითარებაში გიწევთ მუშაობა - ონლაინრეჟიმში. როგორ მიდის სავარჯიშო პროცესი?

- ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი მოვძებნეთ, რომ ონლაინსავარჯიშო პროცესი დავიწყეთ. ბიჭებს მიცემული აქვთ ინდივიდუალური დავალებები და ისინი ამას პროფესიონალურად ასრულებენ, ხოლო საღამოობით ყველა ვიკრიბებით ონლაინში და ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი გუნდს ერთად ავარჯიშებს. პროცესი კარგად მიდის, გუნდურობის შეგრძნებაც ყველას აქვს და ვფიქრობ, სწორად მივდივართ.

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთულია პროგნოზირება, ზუსტად როდის განახლდება ჩემპიონატი. ეს დიდი და იძულებითი პაუზა რამდენად საზიანოა საქმისთვის?

- ეროვნული ლიგის განახლების სავარაუდო პერიოდად ივლისის შუა რიცხვები სახელდება. ჩვენც ამაზე უნდა გადავეწყოთ და შევიმუშავეთ კიდეც მზადების ახალი პროგრამა. ინდივიდუალურ და ონლაინვარჯიშებზე უკვე ვისაუბრეთ და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ყველასთან გვექნება ინდივიდუალური მიდგომა. ვფიქრობ, ეს პროცესი მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.

- მიმდინარე ჩემპიონატში პირველადგილოსანი გუნდი ჩაიბარეთ. რა იქნება თქვენი მთავარი მიზანი?

- ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ და რა ფორმატით განახლდება ჩემპიონატი. თუ ამ ქულებით განახლდა, რა თქმა უნდა, სტარტზე აღებული 6 ქულა ძალიან კარგია და აქვე, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს წინამორბედს, ლევან კორღალიძეს იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რაც მან გუნდში ჩაატარა. თუმცა ახლა დავდექით ფაქტის წინაშე, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონატში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება იქნება და ევროსაგზურის კვლავ მოპოვება.

- როცა "ლოკომოტივის" შეთავაზება მიიღეთ, რა იყო გადამწყვეტი, რამაც თანხმობა გათქმევინათ?

- უპირველესად, "ლოკომოტივი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია და ის მიმზიდველია ყველა მწვრთნელისთვის. იმ ადამიანების შრომა, რომლებიც ამ კლუბში მუშაობენ და მიზანმიმართულად, აგურს აგურზე დებენ, რომ გაზარდონ ფეხბურთელები და კარგი გუნდი ჩამოაყალიბონ, ძალიან დასაფასებელია. და რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებიც დღეს გუნდში არიან და მათ ევროტურნირზე უნდა დაიცვან კლუბის და ქვეყნის ღირსება. მე, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბიჭებს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

fcloco.ge

თენგიზ
ნახე ეს კორღალიძეს ნაშრომს როგორ უდიერად იხსენიებს,
ლორდი
რს ლოკომოტივის მწვრთნელი ვერასდროს გახდევა,რასაც დაავალებენ უნდა გააკეთოს,
ოთოს
599 042720 შეგიძლია დარეკო. მაინტერესებს შენ რა გამოძრავებს.
logikas
დაგავალეს რომ დაგეწერე ეს? ჯერ ფეხბურთელებს კითხე როგორი ურთიერთობა ქონდა მათთან ფრუიძეს და მერე ამოიდგი ხმა,ისე ეკრანს უკან კაცობ? გაქვს ერთი ადგილი რომ დაწერო ვინ ხარ?
logika
კაცი 12 წელი იყო გუნდში. ჩიხურას წარმატება თუ რამესთან ასოცირდება ფრუიძეა და შენი აზრით ვინმემ გამოუშვა. გადაამოწმე ფაქტები ამდენ ჭორიკნობას. მერე მეორე წაკითხულის გააზრებში ივარჯიშე. მარა ბოღმა ხო იცი აზროვნებას ბინდავს.
lokofun
წარმატებები სოსო, შენი პროფესიონალიზმის გვჯერა. მყრალი და ჭორიკანა ხალხი სულ იქნება, ნუ მოუსმენ. არ გესწავლება მაგრამ მაინც. წარმატებები ლოკოს ჩემპიონატში და უეფას შესარჩევზე.
ოთო
ეს ჩიხურადან უდიერი საუბრისთვის გამოუშვეს,არასათანადო და დაუფასებელი საუბარი ბიჭებზე,მსგავსი უკვე დაუწყია აქაც,თანაც ბებერი რომელიც ფეხბურთელებისადმი უნდობლობით,ნეტავ ვინ მოიფიქრა ამის ლოკომოტივში მოყვანა? უეჭველი ლოკომოტივი თითქმის ყველა თამაშს წააგებს და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია
ლოკო
გავარდნის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ წუწუნა და უთავმოყვარეო სუბიექტს დავინახავთ აბანოში.
otiko
დაღუპულია ლოკომოტივი,ამან ვინ უნდა მოამზადოს,გავარდება უეჭველი,
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს