კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, წამყვანი ჩოგბურთელები საკუთარი ნებით დაეხმარებოდნენ რეიტინგის ქვედა ნაწილში მყოფ მოთამაშეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა დომინიკ ტიმმა კი საპასუხოდ თქვა, რომ ვერ ხედავდა აზრს, რატომ უნდა მიეცა თავისი ფული იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან და დიდი ნაწილი პროფესიონალიც კი არ არის.

ავსტრიელის ამ კომენტარს მსოფლიოს 620-ე ჩოგანი, ალჟირელი გოგონა ინეს იბუ გამოეხმაურა და ტიმს "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდიდან მიმართა.

"როცა შენი განცხადება მოვისმინე, დავფიქრდი, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა და ზოგადად, ცხოვრება, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი. როგორია, იყო დომინიკ ტიმი, რომელიც ჩოგბურთის მწვრთნელის ოჯახში დაიბადა? მე ალჟირში გავიზარდე, არც ისე მდიდარ ოჯახში. ჩემს მშობლებს ჩოგბურთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. თუმცა, მათ ძალიან ბევრი რამ გაიღეს და ისინი სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს.

თუ მშობლებს არ აქვთ საკმარისი თანხა, იქნებ ადგილობრივი ფედერაციები დამეხმარონ? უპს! შენ იცი, რომ ალჟირში არცერთი ITF, ATP ან WTA შეჯიბრება არ ტარდება? აქ საერთაშორისო დონის 1 მწვრთნელიც კი არ არის, არაფერს ვამბობ კორტების დონეზე. არასწორად არ გამიგო, მე ამ პრობლემებს არ შევუჩერებივარ.

ბევრი ახალგაზრდული შეჯიბრება მოვიგე, ITF-ის ახალგაზრდული რეიტინგის სათავეში მოვხვდი. თქვენს დიდებულ სამყაროში რომ ვცხოვრობდე, უამრავი სპონსორი მეყოლებოდა, ფედერაციაც იზრუნებდა ჩემზე, თუმცა ასე არ ხდება.

ჩემს ქვეყანაში საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელი ვიყავი, თუმცა არცერთი თეთრი არ მქონია. ირონიულია, არა?! არა მგონია, იგივე რამ მომხდარიყო შენს ან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. როცა კარიერის დასრულებას ვაპირებდი, მე დახმარების ხელი გამომიწოდეს. ამის შემდეგ დავბრუნდი სპორტში და ზრდასრულთა დონეზეც გადავედი.

ახლა 21 წლის ვარ და ტოპ 600-თან ახლოს ვტრიალებ. ძველებურად, საკუთარი ოცნებისკენ მივილტვი, რის გამოც ყველაფერს დავთმობდი. მაინტერესებს, როგორია, როცა პერსონალური მწვრთნელი გყავს, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი? მე კი მთელ მსოფლიოში მარტო დავდივარ, ყველაზე იაფფასიანი ბილეთების ფულს ვეძებ, ვიზების მოსაკრებელს. სხვათა შორის, ვიზაზე უარს ხშირად მეუბნებიან.

ჩემი კარიერის ბედი კორტზე ჩემი თამაშით უნდა გადაწყდეს და არა ჩემი ფინანსური შესაძლებლობებით. ეს სავსებით უსამართლოა. თუმცა არ ვწუწუნებ, ჩუმად ვაგრძელებ ბრძოლას ყოველდღე.

საყვარელო დომინიკ, შენგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ისე ცხოვრობს, როგორც მე. შენთვის არაფერი არავის უთხოვია. ინიციატივა მაღალი სულიერების მქონე სპორტსმენებიდან წამოვიდა, რომლებმაც თანაგრძნობა გამოიჩინეს. ჩოგბურთელების დახმარებით, თქვენ ამ სპორტის გადარჩენა შეგიძლიათ.

გავიმეორებ, შენთვის არაფერი გვითხოვია, გარდა მცირე პატივისცემისა ჩვენი ცხოვრების მიმართ", - განაცხადა ჩოგბურთელმა.

არა მკითხე მოამბე
ყოჩაღ გოგო...
სამწუხაროდ
თქვენ ვერ გამოიტანეთ წაკითხულიდან შინაარსი,აქ ამ გოგონამ რამოდენიმეჯერ ახსენა ჩვენ თქვენ არ გთხოვთ თახმარებას,უბრალოდ პატივისცემას ითხოვს და სულიერად ვინც ძლიერია და თავისი ნებით დაეხმარებაო დანარჩენებს იმათ მაინც ნუ შეუშლით ხელსო. ეს გოგონა არავის არ ავალდებულებს გინდა თუ არა დაეხმაროს მათ.ამიტომაც ღირს ცხოვრება,რომ იბრძოლო,მიზნისკენ იარო,წაიქცევი,ისევ ადგე და გააგრძელო ცხოვრება.მიყვარს მებრძოლი ხალხი,რომელიც არასოდეს ნებდება
ყველა სფერო ანალოგიურადაა, მაშინ დაეხმარონ ავსტრიელი, ფრანგი და ასე შემდეგ რავიცი კიდე ტაქსის მძღოლები ქართველ მძღოლებს, იქაურმა მშენებლებმა გამოუგზავნონ ფული აქაურებს, იქაურმა ვალუტჩიკებმაც აქაურებს, სანტეხნიკებმა - სანტეხნიკებს და ვიქნებით შესანიშნავად, შესანიშნავი იდეაა..)))
SL
ამაზე იტყვიან იტყვიან ტექნიკურად და..ვაო ))))
გ
ჩემი გაგებით, ადამიანების დახმარება აუცილებელია, როცა მდიდარი ხარ. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. ჩოგბურთია ბოლოსდაბოლოს. შიმშლობაზე რომ იყოს საუბარი, მაშინ მართლა დასაგმობი იქნება ადამიანს რომ ხელს არ გაუწოდებ, მაგრამ არ უნდა ამ დომინინიკ ტიმს ჩოგბურთში სხვების დახმარება და მოკალი. აქვს უფლება არ უნდოდეს!! აქვს ნამდვილად. არ მესმის ამ ალჟირელის გესლიანი ირონიით სავსე პასაჯები. რა ქნას დომინიკ ტიმმა, არ მოიგოს და არ იშოვოს რაც შეუძლია? ნუ იბოღმებიან წარუმატებელი ტიპები. ალჟირი რომ ჩამორჩენილი ქვეყანაა დომინიკ ტიმის ბრალია??
Tbilisi
სწორია ეს გოგო. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა. უამრავი უნიჭიერესი სპორტსმენი, უფულობის, უყურადღებობის და სხვა ათასი პრობლემის გამო რომელიც განვითარებულ ქვეყნებში არ აქვთ, ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობების განვითარებას. ვინ იცის რამდენი ადამიანის ოცნება დაიმსხვრა იმის გამო, რომ საქარველოში, ალჯირში, ან სხვა ღარიბ ქვეყანაში დაიბადა.... რამდენმა იშრომა თავდაუზოგავად და არ დაუფასდა იმის გამო რომ ღარიბ ქვეყანაში დაიბადა.
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე...
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"ნიცას" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა
"რეალმა" "ჟირონასთან" ქულები და პირველობა დაკარგა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს - რამოსი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
5 სეტიანმა "თრილერმა" ისტორია ვერ შეცვალა - Australian Open-ს ნაცნობი გამარჯვებული ჰყავს
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
Australian Open-ის მეორე ფინალისტი ცნობილია
ტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]
ზედიზედ მეორედ, ტიმი ფინალში დამარცხდა, რუსი ჩემპიონია [VIDEO]
პირველი დიდი სენსაცია "როლან გაროსზე" [VIDEO]