მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელის, იური სიომინის გადაყენებამ რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თითქმის ყველა უკმაყოფილოა, მხოლოდ ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გაბედა საპირისპირო მოსაზრების გამოთქმა. მან თქვა, რომ იური პავლეს ძეს რატომღაც რუს ფერგიუსონად მიიჩნევენ, თუმცა ეს ასე არ არის და 73 წლის სპეციალისტი კარგა ხანია პენსიაზე უნდა გასულიყო.

აღშფოთებულია გოსდუმის დეპუტატი იგორ ლებედევი, რომელიც ამბობს, ვერ გავიგე რატომ მოხსნეს "ლოკოს" თავკაცი, გვარდიოლა ან მოურინიო რომ მოეწვიათ მის ნაცვლად, კიდევ დავეთანხმებოდი, მაგრამ მარკო ნიკოლიჩი ვინღააო. გულშემატკივრები პროტესტს გამოთქვამენ და გუნდის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრებიან.

მაინც რატომ დაითხოვეს ის ვადამდე? რუსული მედია აღნიშნავს, რომ რკინიგზული კლუბის ახალ ხელმძღვანელობას არ აწყობდა გუნდის სათავეში ავტორიტეტული თავკაცი, მის თავიდან მოსაცილებლად დანიშნეს გენერალურ დირექტორად ვასილი კიკნაძე, რომელმაც დავალება პირნათლად შეასრულა და მწვრთნელად სრულიად უცნობი სერბი მიიყვანა - ადამიანი, რომელიც მედიის აზრით, მისი "ჯიბის მწვრთნელი"იქნება.

სხვათა შორის, championat.com-ის ცნობით, ნიკოლიჩის დანიშვნის საქმეში დიდი წვლილი აგენტებმა თემურ ღურწკიამ და დეიან იოკსიმოვიჩმა შეიტანეს. გამოცემის ცნობით, ღურწკაია რამდენიმე წელი "სპარტაკში" მუშაობდა და ამ გუნდის ყოფილ მწვრთნელთან, მასიმო კარერასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

და კიდევ: სიომინს "ლოკომოტივის" ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები, ადგილობრივებიც და ლეგიონერებიც, თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ, შეიძლება ითქვას, გამოეტირნენ კიდეც, საბა კვირკველიას კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

vaxo
რუსეთის რკინიგზა ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, მთელი დარგია, РЖД სისტემაში თითქმის საქ.მოსახლეობის ოდენა ადამიანია. როგორ წარმოგიდგენიათ რომ დაქირავებული დირექტორი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ის ქართველია თუ სპარსი სავარაუდოთ კარგი მენეჯერია, ისე მანდ?
კახა ქ.
კარგით რა რაც არ იცით,რატო წერთ.მაგ ქართველს მაგ ამბავს და საერთოდ ლოკოს შიდა სამზარეულოს ისე ეკითხებიან,როგორც მე.მაქ ისეთი ხალხი წყვეტს ყველაფერს,რომელთა გვარები პრესაში საერთოდ არ ფიგურირებს.ნახე მაგის გვარი თანამდებობაზე და გგონია მოყვანა გაშვებას მაგი წყვიტავს.სამწუხაროდ როცა რაღაცა დანამდვილებით არ იცი,არ უნდა წერო და ხალხი შეცდომაში არ უნდა შეიყვანო.რკინიგზა-სახელმწიფო სახელმწიფოშია როგორც იტყვიან და სულ კიკნაძეს გადააწყვეტინენ რა.
გადასარევი გიორგი
სამარცხვინოა ეს კიკნაძე. კაცი, რომელმაც ამდენი ქართველი ფეხბურთელი წინ წამოწია და ასე გულშემატკივრობდა ქართველებს, მოხსნა ქართველმა. რა უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს.
კ ო მ ბ ლ ე
ლოკოს, როგორც კი, დიდი კუში ექნება წაგებაზე, 5.0 და ზევით, ლოკო წააგებს. აი ეს იყო მწვრთნელის მოხსნის მიზანი. დიდი მაყუთის ტრიალი, თან 73 წლის ყოფილა, წამოწექი მუთაქაზე და იკოტრიალე, რაღა დროს შენი ფეხბურთია???
gurami
კიკნაძე ისეთივე ქართველია როგორც მე ვარ ბურგუნდიელი. ყველა ვისაც ქართული გვარი აქ ქართველი არაა
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ხვიჩა გამოსწორდება და "რუბინს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება" - სლუცკი, რუსული მედია და ღურწკაია კვარაცხელიაზე
კიკნაძე გადააყენეს - კვირკველიას გაშვებამ "ლოკომოტივი" არ ახეირა
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
ღურწკაია: "ლოკომოტივს" 15 მილიონად ხვიჩას დაბრუნება არ უღირს
კიკნაძეს გულშემატკივრები ჰომოსექსუალად მოიხსენიებენ და შეიძლება გადააყენონ
სიომინს ორ დღეში მოხსნიან - მან არაფერი იცის
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ღურწკაია: "რუბინმა" ხვიჩა 18 მილიონად არ გაყიდა, რადგან მალე 25 მილიონი ეღირება
სიომინის ნაცვლად "ლოკომოტივი" ნიკოლიჩმა ჩაიბარა
კიკნაძე კვირკველიას "როტორში" გაბრწყინებას ელის
კვარაცხელია ტოპ-კლუბისთვის მზად არ არის და "რუბინში" დარჩენა ურჩევნია" - აგენტი მიზეზს განმარტავს
საბა კვირკველიას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
მორიგი ქართველი ლოკომოტივში - კიკნაძე გაუშვეს, ასხაბაძე მიჰყავთ
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"რატომ არ მიჰყიდეს "აიაქსს"? ხომ იყო კონკრეტული წინადადება..." - საფეხბურთო აგენტი ალაპარაკდა...
კიკნაძე "ლოკომოტივის" მთავარი "პროვოდნიკია" - კვირკველიამ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა
ნიკოლიჩმა თქვა, რომ კვირკველია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
თემურ ღურწკაია: ლეგიონერებს უყვართ რუსეთი - მათ მთავრობები აშანტაჟებენ
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
კიკნაძე მიცვალებულად გამოაცხადეს, კვირკველიასთან ერთად "ლოკოს" კიდევ 7 ფეხბურთელი დატოვებს