ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო 8-იანი, რომელსაც სლემი არ მოუგია - ერთ-ერთი სომეხია, სათავეში კი ყველაზე ასოციალური მოთამაშე

ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო 8-იანი, რომელსაც სლემი არ მოუგია - ერთ-ერთი სომეხია, სათავეში კი ყველაზე ასოციალური მოთამაშე

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემა ESPN აქვეყნებს ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო 8 კაცი მოთამაშის სიას, რომლებმაც დიდი სლემის მოგება ვერ მოახერხეს.

აღნიშნულ რვიანში მოხვდნენ ის ჩოგბურთელები, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს. სიის თანმიმდევრობა ლათინური ანბანის მიხედვით არის შედგენილი.

გილერმო კორეა - მეტსახელად "ჯადოქარი" არგენტინიდან, რომლისთვისაც კარიერის უმაღლესი მწვერვალი ATP-ის რეიტინგში მე-3 ადგილი იყო. სანამ რაფაელ ნადალს "თიხის მეფეს" უწოდებდნენ, იქამდე აღნიშნულ ტიტულს კორეა ატარებდა, რომელიც გამორჩეული იყო სისწრაფითა და კორტზე გადაადგილების მანერით. უამრავი ჩოგბურთელი და ექსპერტი მას საუკეთესოდ მიიჩნევს მოწოდების მიღების კომპონენტში. კორეა ძალიან ახლოს იყო "როლან გაროსის" მოგებასთან, თუმცა 2004 წელს, ფინალში თანამემამულე გასტონ გაუდიოსთან(44) შეხვედრაში 2 მატჩ-ბოლი ვერ გამოიყენა და წააგო შეხვედრა.

ნიკოლაი დავიდენკო - რუსეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით უკრაინელი "რკინის კაცი", რომელიც კორეას მსგავსად, ერთ დროს მსოფლიოს მე-3 ჩოგანი იყო. დავიდენკო კარგი იყო ყველა საფარზე. ის სწრაფი და აქტიური მოთამაშე გახლდათ. 2009 წელს დავიდენკომ ზედიზედ დაამარცხა ნადალი, ფედერერი, დელ პოტრო და ATP-ის შემაჯამებელი ტურნირიც მოიგო.

დავიდ ფერერი - ესპანელის საუკეთესო მაჩვენებელიც ATP-ის რეიტინგში მე-3 პოზიცია გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩოგბურთის "ოქროს ერაში" მას 27 ტიტული აქვს მოგებული და ამ მხრივ მხოლოდ ახლო მეგობარ რაფაელ ნადალს ჩამორჩება. ფერერი ტურის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და პატივსაცემი მოთამაშე იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: "მე ვკითხულობ ისეთ წიგნებს, რომლებიც დამეხმარება, გავხდე უკეთესი ადამიანი და არამხოლოდ უკეთესი ჩოგბურთელი".

ტოდ მარტინი - თავისი სიმაღლისთვის (198 სმ) გამორჩეულად უნივერსალურ მოთამაშე ჩუმ დასავლეთელს საკმაოდ ცოტა ტიტული აქვს, თუმცა ის ძალიან ძლიერი იყო ყველა საფარზე. ორჯერ მიაღწია დიდი სლემის ფინალამდე (1994 - ავსტრალიის ღია ჩემპიონატი, 1999 - აშშ-ის ღია ჩემპიონატი), თუმცა მოგება ვერ მოახერხა. კარიერაში მარტინის საუკეთესო პოზიცია მე-4 ჩოგანი იყო. ამერიკელს არ გაუმართლა, რადგან კარიერის დიდი ნაწილის გატარება პიტ სამპრასისა და ანდრე აგასის ჩრდილქვეშ მოუწია.

მიროსლავ მეჩირი - მარტინის მსგავსად, მისი საუკეთესო რეიტინგი მე-4 ნომრობა იყო და სლოვაკმაც ავსტრალიისა და ამერიკის ღია ჩემპიონატების ფინალში ითამაშა, ოქროს მედლის მოპოვება კი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოახერხა. მეჩირი ძალიან სწრაფი და მოქნილი იყო და სიმაღლის (190 სმ) გამო მეტსახელად "დიდი კატა" შეარქვეს. მასთან შეხვედრა 1980-იან წლებში არავის სურდა. სლოვაკ ჩოგბურთელს კუდუსუნის პრობლემა შეექმნა და კარიერა ნაადრევად, 26 წლის ასაკში, 1990 წელს დაასრულა.

დავიდ ნალბანდიანი - სომეხი ჩოგბურთელი, რომელიც არგენტინის სახელით ასპარეზობდა, ATP-ის რეიტინგში მე-3 პოზიციას იკავებდა. ნალბანდიანი ჩოგბურთის ექსპერტების დიდ პატივისცემას სულ იმსახურებდა. როგორც ყოფილმა 1-ელმა ჩოგანმა, კომენტატორმა ანაბელ ქროფთმა თქვა: "მას ორივე მხრიდან შესანიშნავი ტექნიკა ჰქონდა. ძალიან დიდი ტალანტი, რომელსაც თამაშის საოცარი გრძნობა ახლდა. ბრწყინვალედ აწოდებდა და იცოდა, როდის უნდა გაეშვა დამოკლებული დარტყმა". პროფესიონალური კარიერის მეორე წელს უიმბლდონის ფინალში გააღწია. კარიერაში ყველაზე დიდი მოგება კი ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე ჰქონდა 2005 წელს, როცა 5-სეტიან ბრძოლაში როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მარსელო რიოსი - ჩოგბურთის ისტორიაში ერთადერთი პირველი ჩოგანი, რომელსაც დიდი სლემი არასდროს მოუგია. ექსპერტების შეფასებით, რიოსი ცალსახად საუკეთესოა "უსლემო" მოთამაშეებს შორის. როჯერ ფედერერის ყოფილმა მწვრთნელმა კონ ანაკონმა ერთხელ თქვა, რომ "რიოსი ყველაზე ნიჭიერი ჩოგბურთელია მათ შორის, ვისაც დიდი სლემი არ მოუგია". ჩილელი რიოსი პირველი სამხრეთამერიკელი ჩოგბურთელი იყო, რომელმაც ATP-ის რეიტინგის სათავეს მიაღწია. რიოსი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ასოციალური მოთამაშე იყო და ორჯერ დაუსვეს ასპერგერის სინდრომის (მსგავსი სინდრომის მქონე ადამიანებს უჭირთ სოციალურ ურთიერთობებში ჩართვა) დიაგნოზი.

რობინ სოდერლინგი - შვედს, რომლის კარიერაშიც საუკეთესო მაჩვენებელი მე-4 ჩოგნობა იყო, სპორტიდან წასვლა 27 ასაკში, მონონუკლეოზის გამო მოუწია, თუმცა ამ დაავადებისაგან განკურნება მაინც ვერ მოახერხა. 193 სმ სიმაღლეს ფიზიკურად უძლიერესმა შვედმა კარიერის მანძილზე ტურნირის მოგება ყველა საფარზე მოახერხა. სოდერლინგი იმ უიშვიათეს ჩოგბურთელთა რიცხვში შედის, რომელსაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საფარზე, ნებისმიერი მოთამაშის დამარცხება შეეძლო და მისი იარაღი უძლიერესი დარტყმები გახლდათ. სოდერლინგმა 2009 წელს "როლან გაროსზე" თავად რაფაელ ნადალიც კი დაამარცხა (ისტორიაში რაფას პარიზის კორტებზე დამარცხება მხოლოდ 2-მა მოთამაშემ მოახერხა). 2009 წელს, ფინალში რობინი ფედერერთან დამარცხდა, 2010 წელს ისევ გავიდა "როლან გაროსის" ფინალში და იქ უკვე ნადალმა რევანშის აღება მოახერხა.

• გიორგი

და მერე რა რო ერთი სომეხია....ყველაფერი კი არ უნდა იკადრო..........

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს

გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

რაფაელ ნადალი: ტურნე 10 მილიონად

ჯოკოვიჩი, ნალბანდიანი, ბასილაშვილი - ანდრეას სეპიმ საუკეთესო "ბექჰენდი" დაასახელა

დავიდ ფერერი შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერ დაუპირისპირდეს

უზრდელი და უხეში არისტოკრატები ჩოგბურთში

შეუჩერებელი კარლოსი - ალკარასმა ზვერევს უშანსოდ მოუგო და მადრიდის მასტერსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

დავიდ ნალბანდიანი ჩოგბურთიდან წავიდა

დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა - უკანასკნელი მოწოდების წინ ვეტერანი ტაშით დააჯილდოეს [VIDEO]

დევისის თასი: დავიდ ფერერმა თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა

დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი წლის შემაჯამებელ ტურნირზე

დავიდ ფერერი ლონდონს მიუახლოვდა

ბასილაშვილი ფერერის წინააღმდეგ - ქართველი გერმანიის პირველობას იწყებს

როგორც როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი

მარსელო რიოსი კუთვნილს ითხოვს

უიმბლდონის ჩემპიონებმა Rogers Cup-ზე ვერ ივარგეს

დავიდ ნალბანდიანი სიკვდილს გადაურჩა