ბელგრადში ჩატარებულ "დიპლომატის დღის" ღონისძიებაზე ცნობილი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დააჯილდოვეს. ღონისძიებას სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე დაესწრო, რომელმაც მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს აღიარება მიულოცა.

"დღეს სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერბეთის "დიპლომატის დღის" აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოვაკ ჯოკოვიჩი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა მის მიერ სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული პირადი ძალისხმევისთვის, რითაც ხელს უწყობს სერბეთისა და მისი ხალხის ინტერესების გავრცელებას მსოფლიოში.

ნოლეს მეც მივულოცე ეს მორიგი აღიარება. მოკლედ ვისაუბრეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზეც. ჯოკოვიჩმა ნიკა გულთბილად მოიკითხა და იმედი გამოთქვა, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი მალე დასრულდება", - წერს ილია კობერიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

ილია კობერიძე სერბეთში და მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში საქართველოდან მივლენილი პირველი დიპლომატიური წარმომადგენელია, ის იქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ. სხვათა შორის, კობერიძე ადრე სპორტული ჟურნალისტი იყო - რამდენიმე წლის განმავლობაში გაზეთ "11X11"-ში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბასილაშვილის საქმეზე ჯოკოვიჩი დაჰკითხონ.

Gio
ჯოკოვიჩი არის "პროფესიონალ ჩოგბურთელთა საბჭოს პრეზიდენტი" რომელიც ეხმარება ჩოგბურთელებს მთელ მსოფლიოში და იცავს მათ ინტერესებს. და თუ დაურეკა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილს, დაურეკა როგორც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა და მის დაკითხვაზე საუბარი არასერიოზულია პატივცემულო ჟურნალისტებო!
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ეს ძირითადში შევალიეს დააბრუნებს? - საფონოვმა პსჟ-ში თავისი ანტი-რეკორდი დაამყარა
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
[VIDEO] ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში მე-10 ადგილი დაიკავა
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა