დღევანდელ სამყაროში თითქმის ყველა ქვეყანას აქვს საფეხბურთო ჩემპიონატი, ისეთებსაც კი, მოსახლეობის დიდ ნაწილს აბორიგენები რომ შეადგენენ და თანამედროვე მსოფლიოს მიმართ ინტერესიც არ გააჩნიათ; არც კორონავირუსის შესახებ იციან და არც მესისა თუ რონალდოს.

რეგულარული საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება ისეთ ჩაკეტილ სახელმწიფოშიც, როგორიც ჩრდილოეთი კორეა გახლავთ. ამ ქვეყნის ნაკრებმა 1966 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გასვლაც კი მოახერხა. იქ გამოსვლაც დიდი წარმატება იყო, ჯგუფიდან გასვლა ხომ, საერთოდ. თუმცა ქვეყნის მმართველებმა ფეხბურთელები საინტერესოდ დააჯილდოეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩრდ. კორეის ნაკრებმა ავსტრალიის დამარცხების შემდეგ მოახერხა. სხვათა შორის, 1966 წლის მუნდიალს აზიურმა და აფრიკულმა ნაკრებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ მიაჩნდათ, რომ მსოფლიო თასზე კონტინენტების მიხედვით ადგილები არასამართლიანად ნაწილდებოდა. საერთო ჯამში, კორეელები ინგლისში გაემგზავრნენ, თუმცა ერთადერთი აზიური ნაკრები აუტსაიდერის სტატუსით იყო.

ამ ყველაფერს თან კიდევ ერთი ისტორია ახლდა. კორეაში 10 წლის წინ ომი იყო, ერთი კორეა ორი გახდა. მათი მსოფლიო თასზე დაშვება არც უნდოდათ, თუმცა ბოლოს მაინც დაუშვეს, ოღონდ თამაშის წინ ჰიმნის გაჟღერების უფლება არ მისცეს.

ქვეჯგუფში კორეელები საბჭოთა კავშირის, იტალიისა და ჩილეს ნაკრებ გუნდებთან ერთად მოხვდნენ. ჩემპიონატზე ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია აჩვენეს და იტალიას 1:0 მოუგეს. ჩილეს ნაკრებთან ფრედ ითამაშეს, სსრკ-სთან 0:3 დამარცხდნენ, თუმცა იტალიის დამარცხებით შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

შემდეგი ეტაპი კი მეოთხედფინალი იყო. კორეელებმა აქაც საოცრად დაიწყეს - პორტუგალიას 25-ე წუთისათვის 3:0-ს უგებდნენ. თუმცა, ევროპელებისდა საბედნიეროდ, გუნდში მუნდიალის საუკეთესო მეგოლე ეუსებიო ჰყავდათ. სწორედ მან გაუტანა აზიელებს 4 გოლი, მეხუთე კი ჟოზე აუგუშტუს ანგარიშზე იყო.

მთავარი კი ამის მერე დაიწყო. სამშობლოში დაბრუნებული ჩრდილოეთ კორეის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, მათდა საბედნიეროდ, დასალაგებლად. ამისი მიზეზი კი შეჯიბრებიდან გამოვარდნა არ ყოფილა. მოთამაშეებმა იტალიის დამარცხება მიდლსბროს ერთ-ერთი პაბში აღნიშნეს. ცხადია, ეს ინფორმაცია სამშობლოშიც ჩავიდა.

ორმაგად გაუმართლა იტალიელთა კარში გოლის ავტორ პაკ დუ იკს, რომელიც აღსანიშნავად ვერ წავიდა და დასჯას გადაურჩა. ის დედაქალაქიდან გააგდეს და ტყეში, შეშის დასაჩეხად გაგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჩადენილი საქციელი აპატიეს და ტანვარჯიშის კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს; კარგი მუშაობის შედეგად კი "1-ლი მაისის" სტადიონის დირექტორად გადაიყვანეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ პაკს თანაგუნდელების შესახებ არცერთ ინტერვიუში სიტყვა არ უხსენებია...

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

ირა
რომიდან მოყოლებული დღემდე.
kirkita goreli
საბჭოტა კავშირი დაანგრია ერტპარტიულმა სისტემამ და ურჭმუნოებამ.ამერიკასაც იგივე ბედი ელის ადრე ტუ გვიან.ყველა იმპერია დაინგრა სადაც უდარდელობამ და გარყვნილებამ დაისადგურა.
გიორგი
კონცლაგერში არა, საკონცენტრაციო ბანაკში :)
სოსო
არ წასულა და მაინც დასაჯეს,თანაც უფრო მეტად.შეშის ჩეხვა ხომ უფრო მძიმეა,ვიდრე დალაგება.კატა და ლომის ამბავს ჰგავს.მოიგებ დაგსჯი,წააგებ და მაინც დაგსჯი.აბა მე ხომ არ მოვიჭრი კუდს.მანდ მთავარი ის იყო,რომ კორეელებმა ფეხბურთელებმა თავისუფალი სამყარო ნახეს,მისი ჰაერი შეისუნთქეს და ამით,ისინი ხელისუფლებისათვის საშიშნი გახდნენ.საბჭოთა კავშირის დაშლასაც მეორე მსოფლიო ომში ჩაეყარა საფუძველი.კომუნისტებმა მთელი პოლიტიკური და კლასობრივი მოწინააღმდეგეები,ფიზიკურად გაანადგურეს და ჩაკეტილ სამყაროში აღმოჩენილი მოსახლეობა,მთლიანად დაიმორჩილეს,ახალგაზრდობაც თავისი იდეოლოგიით აღზარდეს,მაგრამ მეორე მსოფლიო ომში,გინდოდა თუ არა,საბჭოთა ადამიანებს ურთიერთობა უწევდათ ევროპელებთან,ნახეს მათი ცხოვრება,ღირებულებები,კულტურა,კომფორტი...მათთვის საბჭოთა აგიტაცია,უკვე ქმედუუნარო აღმოჩნდა.საკუთარი თვალით ნანახს უფრო ენდობოდნენ,ვიდრე პროპაგანდას.ამას არავინ და ვერავინ იტყოდა ხმამაღლა,მაგრამ ქვეშეცნეულად ეს მაინც მუშაობდა მთავრობის მიმართ უნდობლობას თესავდა.რკინის ფარდა,უნებლიეთ დარღვეული აღმოჩნდა და საპირისპირო მხარეს,წარმტაცი სურათები ჩანდა.ამან გააღვივა თავისუფლების, კომფორტის სურვილი,რაც დროთა განმავლობაში საბჭოთა წყობის მოშლის საწყისად იქცა.საბოლოო ჯამში კი,მისი კრახის მიზეზადაც მოგვევლინა.
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა