ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ხშირად იწვევს ხოლმე ადამიანთა უკმაყოფილებას, როცა ქართულ ფეხბურთზე საუბრისას ვიხსენებთ საბჭოთა კავშირს და ამ მოქმედებას მაშინდელი სოციალური წყობისადმი ნოსტალგიური განწყობის შექმნის მცდელობას მიაწერენ ხოლმე. თუმცა საკითხისადმი ეს უფრო ზედაპირული და რეაქციული დამოკიდებულებაა, რადგან ქართული ფეხბურთი 1989 წელს არ დაბადებულა, საქართველოში ფეხბურთს 100-წლიანი ისტორია აქვს და მისი უდიდესი და საუკეთესო დრო საბჭოთა კავშირის პერიოდზე მოდის. გვინდა თუ არ გვინდა, ეს რეალობაა და თუ ვინმეს მისი შეცვლა სურს, შეუძლია კოსმოსში პარაპლანით გაფრენა სცადოს, რადგან ამ საქმეში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს, ვიდრე რეალური წარსულის ცვლილების მცდელობისას.

სწორედ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა ფეხბურთელი, რომელსაც ეს სტატია ეხება. სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის ისტორიაში ყოფილან დიადი მოთამაშეები, რომელთა კარიერაც დიადმა მწვრთნელებმა დაანგრიეს. მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნასა და 80-იანი წლების მეორე ნახევრამდე არსებულ ნაკრებს (ისევ გვიწევს სსრკ-ის ნაკრების გახსენება, რადგან ქართველი ფეხბურთელებიც ამ ნაკრების წევრები იყვნენ და სხვა ეროვნული გუნდი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავდა) ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეეძლო, რომ არა მის ხელმძღვანელობაში მყოფი პირების არაპროფესიონალური მიდგომა და სამწვრთნელო შტაბში არსებული სრული ანარქია.

ეს ტექსტიც იმ პერსონაჟს ეხება, რომლის უკანაც უდიდესი ხელოვანი იდგა, ვისაც ყველგან აღმერთებდნენ, სადაც მისი თამაში ჰქონდათ ნანახი. განსაკუთრებით კი, მთელ სსრკ-ში, რომლის ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდობის ნამდვილი კერპი იყო. თუ ვინმე გამონაკლისი გახლდათ, მაინც დიდ პატივს სცემდა ყიფიანს.

როცა თბილისის "დინამოს" 10-იანის თამაში გვახსენდება, მისი სტილის მქონე მოთამაშეებს შორის საუკეთესოს პოვნას თუ ვეცდებით, გონებაში აუცილებლად ზინედინ ზიდანი ამოტივტივდება. თუმცა ზიზუმდე ადრე დავით ყიფიანი ალამაზებდა სტადიონს: მოედნის ცენტრში, სიღრმეში თამაშობდა, მისი დანიშნულება კი შეტევების მართვა, ზუსტი და მწვავე გადაცემების გაკეთება იყო. თუმცა ყიფიანის მთავარი "სავიზიტო ბარათი" საოცარი ტექნიკა გახლდათ: ძალიან მსუბუქი, რბილი, დახვეწილი. დავითს ნებისმიერი ფეხბურთელის მოტყუება შეეძლო. სტადიონები მისი არტისტული თამაშის სანახავად ივსებოდა.

თბილისის "დინამო" ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო, თუმცა ყიფიანთან ერთად ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდა. მათ ხომ საბჭოთა ბრაზილიელებს ეძახდნენ. გუნდში თამაშობდა ბომბარდირად დაბადებული შენგელია, უჭკვიანესი მცველი ჩივაძე, ტექნიკისა და სისწრაფის სიმბოლო დარასელია, ფლანგის დრიბლიორი გუცაევი. თუმცა მთავარი ფიგურა მაინც ყიფიანი იყო. მასთან ერთად "დინამო" 1978 წელს სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, 6-ჯერ დაასრულა ჩემპიონატი საპრიზო პოზიციაზე და გაიმარჯვა თასების მფლობელთა თასზე.

ყიფიანი სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, "დინამოს" შემადგენლობაში კი 115 გოლი გაიტანა, რაც იმდროინდელი ნახევარმცველებისთვის საოცნებო რიცხვი არის. ნაკრებში კი არაფრის გაკეთების შანსი არ მისცეს და მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. დიადმა მხატვარმა არც ამ 19 თამაშში შეირცხვინა თავი და 7 გოლი მაინც გაიტანა. თუმცა უსამართლობამ და არაპროფესიონალიზმმა ფეხბურთიდან წასვლა აიძულა.

30 წლის ასაკში ყიფიანი უკვე შეეჩვია იმ ფაქტს, რომ სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელები უპირატესობას თავიანთ ფეხბურთელებს ანიჭებდნენ. ეს კი განსაკუთრებით ლობანოვსკის ეხებოდა, რომელიც დიადი მწვრთნელი იყო, თუმცა ასეთივე პიროვნული თვისებებით არ გამოირჩეოდა. ის ნაკრებში უკრაინელებს, პირდაპირი მნიშვნელობით, მიათრევდა და სხვა საბჭოთა ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელებს ეროვნული გუნდის მიღმა ტოვებდა. იგივე ეხებოდა ბესკოვსაც, თუმცა მცირედ ნაკლები დოზით.

"ლობანოვსკი და ბესკოვი საკუთარ გადაწყვეტილებებში ყოველთვის ობიექტურები არ იყვნენ. როგორ შეიძლება ეროვნული გუნდი ჩაიბარო და ნაკრებში 15 ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მიიყვანო?! დავიჯერო, კიევის "დინამოს" სათადარიგო ფეხბურთელები თბილისელთა ძირითადის მოთამაშეებზე უკეთესები იყვნენ? ესპანელები ამბობდნენ: თუ სსრკ-ის ნაკრებში ყიფიანი ვერ ხვდება, ვინ ჯადოქრები ჰყავთ გუნდში?!" - გაიხსენა ვლადიმერ გუცაევმა.

შემადგენლობითა და პოტენციალით სსრკ-ის ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო. გუნდი წარმატებასაც აღწევდა, როცა მართლაც საუკეთესოებს ათამაშებდნენ. თუმცა ლობანოვსკი საკუთარ საყვარელ მოთამაშეებს აყენებდა და მათ სხვა კლუბებიდან გიჟივით მორბენალ ფეხბურთელებს უმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სსრკ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესკოვი იყო, გადაწყვეტილებებს მაინც ლობანოვსკი იღებდა.

უსამართლობის აპოთეოზი კი 1982 წელი გახდა, როცა ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ყიფიანი მსოფლიო თასზე არ წაიყვანეს. მალევე დავითმა კარიერაც დაასრულა.

ცხადია, ზინედინ ზიდანს სხვა ისტორია აქვს. ის ყოფილა მსოფლიო თასის ფინალის გმირი, ყოფილა ანტიგმირიც, თამაშობდა უფრო მაღალი დონის კლუბში. ცხადია, ფრანგს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ასახელებენ, როცა ყიფიანი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში არ შეიყვანეს, მაგრამ...

და მაინც, როგორ ფიქრობთ, ქართველი ზიდანი უფრო სწორი ეპითეტი იქნებოდა თუ ფრანგი ყიფიანი?

• ავთანდილი

არ მიყვარს სხვა და სხვა თაობის ფეხბურთელთა შედარება. ყიფიანი თავის ასპარეზზე საუკეთესო იყო, მაგრამ ზიდანი მსოფლიო ვარსკვლავი იყო.თან თაობებთან ერთად ტექნიკა უფრო იხვეწება. ყიფიანს არავისთან შედარება არ შეიძლება. ყიფიანი ყიფიანია და ზიზუ ზიზუა.დღეს უაზრობაა კამათი გაიტანდა თუ არა ყიფიანი 1998 წლის ბრაზილიის ნაკრებს ფინალში 2 გოლს. ეს უკვე ფანტასტიკის სფეროს.

• aburjga

დიდება დავით ყიფიანს! დიდება სტალინს!

• MAXSIMUS

არც ნანტი და არც სენტ ეტიენი - ნანსი!

• კაი რა

ჯერ ერთი ბლოხინმა ეს 1975ში გააკეთა, აქ 1982 წლის მუნიალზეა საუბარი, მერე მეორეც, ყიფიანი კლასიკური ათიანი იყო, ბლოხინი კლასიკური 11 ნომერი, რა შედარება მოგყავთ, გეტყობა ჰაილაითები გაქვს გეტყობა ნანახი და ამითი იცნობ ყიფიანს და ბლოხინს.

• lekso kutaisi

დატო ლეგენდაა მან ხალხის სიკვარული დაიმსახურა დატო მსოპლიოს ერტერტი საუკეტესო მოტამაჰე იკო ჰემი აზრიტ მსოპლიოს პირველ სამეულჰი ეკუტვნოდა ადგილი მარადონა პელე და კიპიანი დატოს პასები ტეკნიკა მოედნის ხედვა ტავიტ ტამაჰი არტისტიზმი არა ამკვეკნიურია არ ვიცი რა დატო კოსმიური მოვლენაა როგორც პეხბურტჰი ისე ცხოვრებაჰიც დიდება მის ლამაზ სულს

• დ.დ.

ერთი მე ვარ ჩვენი "მეგობარი" სამეზობლოდან და მეორე ამხ.ზიზუა ფრანგი. ნამეტანი არ მოუვიდეს. ყიფიანი დავითი იყო,ის კი მხოლოდ " ზიზუა.

• kaxa

ფრანგი ყიფო

• კახა

დავით ყიფიანი მთელი საქართველოს სიამაყეა. ის ერთერთი იმათთაგანია, ვინც მსოფლიოს წარმატებით გააცნო ქართველი ერის ნიჭი და ღირსება. თუმცა თუ მის წარმომავლობაზე მიდგა საქმე, ყიფიანების გვარი სვანეთიდან მოდის და მაპატიეთ მაგრამ, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და სიყვარულისა ლეჩხუმისა და ლეჩხუმელების მიმართ, ალოგიკურად და უადგილოდ მეჩვენება თქვენი კომენტარი. მომიტევეთ!

• ზაზა

რატო არ გამოაქვეყნეთ ჩემი კომენტარი? რა არ მოგეწონათ? მართლა სსსრ ცხოვრობთ თუ ცკ მითითებებით მუშაობთ?

• 1

უფო ფართოდ განვიხილოთ, მაგალიტად: ფრანგი პლატინი, რუსი გავრილოვი და სომეხი - ოჰანესიანი (ხორენი).

• G.LA

ორივე გამოთქმა შეცდომა იქნება. ორივე დიდი ფეხბურთელი იყო. ერთი მთელი მსოფლიოსაგან დაფასებული, მეორე მხოლოდ საბჭოეთსღა ახსოვს სამწუხაროდ. დათოს ბევრი თამაში მახსოვს. ის მოედნის დაახლოვებით 75% მოქმედებდა. უზადო ტექნიკა, დრიბლინგით, მშვენიერი დარტყმით, მოედნის ხედვით და 60-70 მეტრიანი პასებით, თავით კარგად თამაშით. ახლა რატომღაც ვეფხის ტყაოსანი მომაგონდა. ყველანი ხომ ვამბობთ, შოთა რუსთაველი გერმანელი რომ ყოფილიყო მსოფლის ეცოდინებოდაო? ხოდა ასეთი იყო დათოც. ის უბრალოდ სსრკ-ში დაიბადა და არ გაუმართლა. ყველა ევროპულ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო მსოფლიო მაშტაბის ლეგენდად დარჩებოდა.

• საქართველო

შედეგებით ქართველი ზიდანი, ქართველებისთვის ფრანგი ყიფიანი.ისტორიისთვის ლეგენდარული ათიანები.

• ტოლდო

ნანტის არა სენტ ეტიენის

• tngh

ზიდანი ზიდანია, ყიფიანი კი, ყიფიანი. ორივე თავისი ქვეყნის სიამაყეა!!!

• ddgfdf

თან მე რაღაც არ მახსენდება ზიდანს თავის საჯარიმოსთან მიეღოს ბურთი.

• ddgfdf

ქართველი ვალდერამა იყოს.თუმცა ყველა თუ არა ძალიან ბევრი ყიფიანად იცნობდა.

• გოგა

ტყულია, რომ ყიფიანი 1982-ში. საუკეთესო ფორმაში იყო, ტრამვის შემდგმი პერიოდია და თვითონაც აქვს ნათქვამი, რომ ძველებურად თავს ვეღარ გრძნობდა. მეორე საკითხია, რომ გავრილოვზე მეტს ალბათ მაინც "გაქაჩავდა"... ლობანოვსკის გიჟივით მორბენალ ფეხბურთელებს სანამ ახსენებთ, ნახეთ ბლოხინის მიერ გატანილი ბურთი "ბავარიის" კარში, დააკვირდით როგორ წავიდა შეგნებულად ოთხ მცველზე და დარწმუნდებით რომ ლობანოვსკის ფეხბურთელებს სირბილის გარდა სხვაც ბევრი შეეძლოთ. და კიდევ, გადახედეთ დღევანდელი გრანდების თამაშს, "ვასილიჩმა" დროს 40-50 წლით გაუსწრო და ეს მე არ მითქვამს თანამედროვე ფეხბურთის 'მამებმა" აღიარეს.

• ჰოი, საოცრებავ...

რომ დავწერო, წაშლით, არ დავწერო და ტყუილი ლეგენდებით ბოლდებით თქვენც და ხალხიც... ყიფიანმა 1982 წლის 26 აპრილს, კრასნოდარის ყუბანთან მატჩის 44-ე წუთზე მიიღო მორიგი ტრავმა, შესვენებაზე შეცვალეს და იმის მერე ფეხბურთი აღარ უთამაშია, დაანება თავი... საბჭოთა კავშირის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა (40 კაცი) გამოაცხადეს 13 მაისს - ყიფიანის ტრავმიდან 17 დღის შემდეგ და ყიფიანის მაგივრად შემადგენლობაში ტაშკენტის ფახთაქორის ფეხბურთელი ნურიტდინ ამრიევი ეწერა... ვიცი ახლა, დაასევთ დისლაიქებს, მაგრამ მე ფაქტებით გელაპარაკებით... შეგიძლია გადაამოწმოთ სპორტული გაზეთი ლელო 26 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით... 1982 წელი...

• sake

როცა პლატინი იუვენტუსში გაიყიდა,ნანტი-ს მწვრთნელი მის სრულფასოვან შემცვლელად დათოს ასახელებდა,თუმცა იქვე იცოდა, (სამწუხაროდ)რომ ეს შეუძლებელი იყო

• ძია

ზიდანი თამაშობდა ყიფიანის შემდეგ. ასე რომ ძირშივე არასწორია „ქართველი ზიდანი“, ხოლო სწორია „ფრანგი ყიფიანი“. აქ არაფერ შუაშია ის, რომ ამ შეფასებას ქართველი ამბობს.

• joi zaza

ზიდანის თამაში მაგონებდა ყიფიანის თამაშს, ასე ვამბობდი და ვამბობ ყოველთვის! ჯერ ყიფიანი იყო და მერე იყო ზიდანი!

• Levan

ყიფოს კარიერა რეალურად ბუნდოვნათ მახსოვს,მაგრამ მაქვს ჩანაწერები ნანახი და ვერ ვიტყვი რომ ზიდანი მას რამით ჯობდა,რა თქმა უნდა ზიზუ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ლეგენდაა,მაგრამ რომ არა საბჭოთა კარ-ჩაკეტილობა ყიფოც მსოფლიოსთვის ისევე ცნობილი იქნებოდა როგორც ზიზუ.ყიფოს ქონდა უმაღლესი საფეხბურთო და პიროვნული ინტელექტი

• ბაჩი

ლეჩხუმელი ყიფო

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

Marca: ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25

საფრანგეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, ზიდანი გახდება

"გავწვრთნი თუ არა "ბაიერნს"? - ზიდანმა "რეკორდმაისტერის" ჩაბარებაზე ისაუბრა

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

ზიდანის შვილმა 29 წლის ასაკში თამაშს თავი დაანება

ზიდანმა დაასახელა სამი ფეხბურთელი, რომლებმაც "რეალში" ყველაზე მეტად აღაფრთოვანეს - სიაში კრიშტიანო რონალდო არაა