ზინედინ ზიდანი - მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფეხბურთელია. მან სანაკრებო და საკლუბო დონეზე პრაქტიკულად ყველანაირი ტიტული მოიგო, 1998 წელს კი "ოქროს ბურთის" მფლობელიც გახდა.

გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს სწორედ მას ადარებენ. იყო რამდენიმე კარგი და იმედისმომცემი ფეხბურთელი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა უმაღლეს დონეზე ასპარეზობა.

1. იოან გურკიუფი

თავისი სტილით გურკიუფი მართლაც წააგავდა ზინედინს. მასზე საუბრები ძალიან ადრე დაიწყო, როცა ის ჯერ "რენეში" თამაშობდა. მეტიც, მას "ახალგაზრდა ზიდანს" ეძახდნენ. 20 წლის ასაკში ის ანჩელოტის "მილანში" გადავიდა, თუმცა ვერ შეთამაშდა.

შემდეგ იოანი საფრანგეთში დაბრუნდა და "ბორდოში" დაიწყო თამაში. იქ 2 წელი ითამაშა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო პერიოდი იყო. ახლა ნახევარმცველი 33 წლისაა და თავისუფალი აგენტია.

2. სამირ ნასრი

სამირს ზიდანს მაშინ ადარებდნენ, როცა ის "არსენალში" თამაშობდა. ნამდვილად, მისი ლონდონში ყოფნის პერიოდი საუკეთესო და ყველაზე გამორჩეული იყო. თავად ნასრი ყოველთვის ცდილობდა, ზიდანს დამსგავსებოდა.

თუმცა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ მის კარიერას დაღმასვლა დაეწყო და საბოლოოდ, "ვესტ ჰემში" გაყიდეს. აქაც ვერ მოიკიდა ფეხი და ახლა ბელგიის ჩემპიონატში, "ანდერლეხტის" ღირსებას იცავს.

3. ჟერემი მენეზი

ერთხელ ზიდანს ჰკითხეს, ვის უწოდებდა თავის შთამომავალს და ერთ-ერთ კანდიდატად აზარი შესთავაზეს, თუმცა ფრანგმა უარყო ბელგიელი და "მონაკოს" ფეხბურთელი ჟერემი მენეზი დაასახელა.

კარიერის განმავლობაში მან მოასწრო "რომაში", პსჟ-სა და "მილანში" თამაში, თუმცა დიდი ვარსკვლავი მაინც ვერ გახდა.

მილანში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, მენეზი "ბორდოში" გადავიდა. შემდეგ იყო თურქეთი და მექსიკა. ამჟამად კი პარიზის ნაკლებად ცნობილ გუნდში თამაშობს, რომელიც მეორე ლიგაშია.

4. დიმიტრი პაიეტი

დიმიტრიზე საუბარი მაშინ დაიწყეს, როცა ფრანგმა "ვესტ ჰემში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

შემტევი ნახევარმცველის თამაშმა დეშამის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ნაკრებში გამოიწვია. ეროვნულ ნაკრებშიც კარგად ითამაშა და ევრო 2016-ის პრიზიორი გახდა.

თუმცა მასაც დაღმასვლა დაეწყო და "მარსელში" გადავიდა, სადაც დღემდე თამაშობს. ვერ ვიტყვით, რომ დიმიტრი საერთოდ ამოვარდა ფორმიდან, მაგრამ როგორიც "ვესტ ჰემში" იყო, ისეთი აღარ არის.

გოგა
ვიკაშ დორასო აკლია ამ სიას. მაგასაც ახალ ზიდანს ეძახდნენ მაგრამ ახალი ჭიჭვეიშვილი გამოდგა :)))
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ერთწლიანი დისკვალიფიკაციიდან პრემიერლიგამდე - სამირ ნასრი "ვესტ ჰემში" ითამაშებს
"ანთალიასპორმა" სამუელ ეტო'ოს კონტრაქტი გაუწყვიტა
ნასრი: ლუის ენრიკე პსჟ-ს მხოლოდ ერთი კლუბის გამო დატოვებს
ფინანსური პრობლემების გამო "ანთალიასპორი" ნასრისა და მენეზს დაემშვიდობება
იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: პირველად 2003 წლის შემდეგ
ჟერემი მენეზის მეძავთან გართობის ვიდეო გავრცელდა და გუნდიდან გარიცხეს [VIDEO]
მილანის დერბის გამოხმაურება: უკეთესი მადონინა, უკეთესი გუნდებით
ტრანსფერ ONLINE: 1 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
ტერი, ნასრი, ევრა და სხვები - თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები
"გვარდიოლამ მესის სექსზე ეს ურჩია და შემდეგ ლეოს..." - ნასრიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლუის ენრიკემ დონარუმას კრიტიკოსებს მკვლელები უწოდა - კომენტარი ნასრიმ გააკეთა
ამხანაგური მატჩები: როცა მესი, ნეიმარი და სუარესი არაფერში გჭირდება [VIDEO]
ამხ. მატჩები: საფრანგეთმა კამერუნს ბოლოს მაინც მოუგო [VIDEO]
"ვინ, თუ არა "კვარა"? - ნასრიმ "ოქროს ბურთზე" საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა