"საქართველო XV"-ის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მიიჩნევს, რომ ეს გუნდი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული ნაკრების შევსებისთვის და დირექტივები "ბორჯღალოსნების" თავკაცისგან უნდა მოდიოდეს.

გარდა ამისა, 42 წლის სპეციალისტის აზრით, ესაა საერთაშორისო თამაშების გამოცდილების შანსი დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებისთვის, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს.

„საქართველო XV" მნიშვნელოვანია იმ მორაგბეების განვითარებისთვის, რომლებიც ეროვნული ნაკრების მიღმა არიან და მათ საერთაშორისო გამოცდილება სჭირდებათ. სწორედ საერთაშორისო შეხვედრებში იღებს მოთამაშე ყველაზე დიდ გამოცდილებას. როდესაც მორაგბე ასრულებს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს, მაგრამ პირდაპირ ვერ ხვდება ეროვნულ ნაკრებში, მისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი თამაშები, რათა არ ჰქონდეს საერთაშორისო შეხვედრების წყვეტა. ესაა შანსი, გაიღრმავოს გამოცდილება და რეგულარულად დაამტკიცოს, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია“.

„ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდს "საქართველო XV"-მა უნდა მიაწოდოს მოთამაშეები. შესაძლებელია აქ ითამაშონ ისეთმა მორაგბეებმაც, რომლებიც "ბორჯღალოსნების" წევრები არიან და მაგალითად, ტრავმიდან ბრუნდებიან ან გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებიან, თუმცა სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ეროვნული ნაკრები და "საქართველო XV" უნდა გახდეს ერთიანი ორგანიზმი, სადაც დირექტივები "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელიდან წამოვა. ახლა, როდესაც ეროვნულ ნაკრებს ლევან მაისაშვილი წვრთნის და მეც ვარ ამ გუნდის ნაწილი, ამის განხორციელება შესაძლებელია. ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდის მიზანი სწორედ ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მიწოდება უნდა იყოს, რადგან ყველანი ერთად ქართულ რაგბის ვემსახურებით, რომლის მწვერვალი ქვეყნის უპირველესი გუნდია“.

ზრდა მატჩიდან მატჩამდე

ამ ფორმატით "საქართველო" XV პირველად 2018 წელს შეიკრიბა და „თბილისის ზაფხულის თასზე“ "არგენტინა XV"-ის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ თბილისში ტოპ 14-ის ერთ-ერთი გრანდი, პარიზული "რასინგ 92"-იც გვეწვია, თუმცა მას ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მოუწია.

„სამწუხაროდ, მაშინ პარიზელებთან თამაში არ მოგვიწია, თუმცა ორი ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. იმ გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა მორაგბეები და უდიდესი გამოცდილება მიიღეს, მათგან რამდენიმე კი მერე ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა. მაგალითად თედო აბჟანდაძის დასახელებაც კმარა“.

წელს, იანვარში, "საქართველო XV" 2019 წლის სუპერრაგბის ფინალისტმა "ხაგუარესმა" არგენტინაში მიიწვია და მომავალი სეზონის წინ ორი დასკვნითი საკონტროლო მატჩი სწორედ ქართველებთან გამართა. ხამაშურიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად შედეგისა, ეს მიწვევა ქართული რაგბის აღიარება და დაფასება იყო:

„2018 წლის „ზაფხულის თასზე“ "არგენტინა XV"-თან კარგი თამაში ვაჩვენეთ, მეტოქე დავამარცხეთ და როგორც ჩანს, ეს ახსოვდათ არგენტინელებს. "ხაგუარესი" სუპერრაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებოდა და თავისი ხარჯებით მიგვიწვია, რადგან სურდათ, ძალისმიერი სტილით მოთამაშე გუნდთან ევარჯიშათ, რათა ამ კომპონენტში არსებული ნაკლოვანებები გამოესწორებინათ“.

„მათ გადაწყვიტეს, მოსამზადებელ ეტაპზე ქართული გუნდის წინააღმდეგ ეთამაშათ და ეს იყო ქართული რაგბის უდიდესი პატივისცემა! დიახ, ჩვენ კარგად ვიცოდით, სადაც მივდიოდით და ვიცოდით, რომ დიდი სხვაობით წავაგებდით, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდით. სამაგიეროდ, ბიჭებმა ნახეს, სად ვართ და რაზე გვაქვს სამუშაო. დაინახეს ისიც, რომ თამაშიდან თამაშამდე მომატების რესურსი გვაქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და პირველისგან განსხვავებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დიდი ბრძოლა გავუმართეთ“.

საქართველო XV-ის კარი ლეგიონერებისთვისაც ღიაა

აქამდე ისე ხდებოდა, რომ "საქართველო XV"-ის შემადგენლობაში მხოლოდ თითო-ოროლა ლეგიონერმა ითამაშა და გუნდის ბირთვი დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ამ გუნდის კარი ლეგიონერებისთვის დახურული არაა:

„ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა ლეგიონერებზე, ამ კუთხით რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ კლუბებს თავიანთი კალენდარი და ინტერესები აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენი თამაშები არ ჯდება საერთაშორისო კალენდარში და მხოლოდ 2-3 ლეგიონერის გამოძახება მოვახერხეთ, ვისაც იმ პერიოდში თავისუფალი დრო ჰქონდა. ლეგიონერების წაყვანა განსაკუთრებით არგენტინაში გვსურდა, რადგან ვიცოდით, რა დონის გუნდთან გვიწევდა თამაში“.

იდეალური წელიწადში 12-16 თამაშია

ბესიკ ხამაშურიძეს სურს, რომ "საქართველო XV"-ს გაწერილი ჰქონდეს მთელი წლის კალენდარი და სეზონზე მინიმუმ 3-4 თამაში ჰქონდეს, თუმცა ისიც კარგად ესმის, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული:

„ამ გუნდის ჩამოყალიბება პირადად გოჩა სვანიძის დიდი სურვილი იყო, რადგან ვთანხმდებით, რომ ესაა ქართული რაგბის განვითარების ერთ-ერთი გზა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არცერთ შეთავაზებაზე გვითქვამს უარი და ყველა გამოწვევა მივიღეთ. ბიჭებმა რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო გამოცდილება უნდა მიიღონ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებში მონაწილეობდნენ და ასეთ პირობებში ყველა გამოწვევა უნდა მივიღოთ, როგორც ძლიერი, ასევე ჩვენი დონის გუნდებისგან“.

„ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ თითო სეზონზე 3-4 თამაში მაინც გვექნება. სავარაუდოდ, „ქარი ქაფზეც“ ამ ფორმაციის "საქართველო XV" ითამაშებს. შესაძლოა გუნდმა სხვა სახელით ითამაშოს, მაგრამ ტურნირის ჩატარების პერიოდში ლეგიონერების გამოძახება გაჭირდება და ვფიქრობ, ბირთვი კვლავ ქართული კლუბების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
საქართველო XV - არგენტინული ტურნესთვის შემადგენლობა ცნობილია
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ
7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ
ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს
საქართველო XV VS ბრაზილია - რა გვჭირდება ზაფხულის თასის მოსაგებად
საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]