ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის "მერანის" 23 წლის ფეხბურთელმა ფელიპე პაიმმა რასისტულ საფუძველზე გამოწვეული პრობლემების თაობაზე ბრაზილიურ amazonasatual.com.br-სთან ისაუბრა. ამან საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და პაიმმა თავისი კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი გააკეთა:

"რასიზმი ზოგადად მთელ მსოფლიოში მძვინვარებს და ეს პრობლემატური თემაა.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი ისტორია და კულტურა გააჩნია, მე ძალიან შემიყვარდა, ასევე ძალიან ლამაზია მარტვილიც. სხვადასხვა შეხედულების ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს. მათ შორის, ცუდიც და კარგიც. ჩემს ნათქვამს ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, თითქოს ვინმე მავიწროებდეს. ეს ასე არაა, მე ვგრძნობ ყურადღებას მარტვილის "მერანის" ქომაგებისგან. ძალიან შეკრული გუნდია და მეგობრებიც შევიძინე.

რასიზმის ცალკეული გამოვლინება ჩემი მისამართით საქართველოში ყოფილა, მაგრამ არა დიდი დოზით. მთლიანობაში კი, მინდა ყველამ იცოდეს, არ შეიძლება ადამიანები დაიყონ კანის ფერის ან სარწმუნოების მიხედვით.

ერთი რამ კი ნათელია, საქართველოში ყოფნა რომ არ მსიამოვნებდეს, აქ არც ვიქნებოდი. დიდ პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, სტუმართმოყვარე ხალხს და ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. "მერანი" ამ კუთხით ნამდვილად გამორჩეული გუნდია."

რა მიზეზით?
ამდენ ჭიკ-ჭიკს იქნებ კონკრეტულად დაგესახელებინა რა შემთხვევა იყო, რამაც გათქმევინა რომ საქართველოც გამონაკლისი არ არის? ჩვენც ვიცოდეთ, რომ დავგმოთ!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
ლეონარდუ სანტუში თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
[VIDEO] 4-დან 4 სამქულიანი და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის 26 წუთი "გოლდენ სტეიტთან"
"ეს დაწყევლილი ფეხბურთი!" - გაბრაზებულმა ენრიკემ "სპორტინგთან" მარცხის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "აიაქსთან"?
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
[VIDEO] "ბოდო გლიმტმა" "მანჩესტერ სიტისთან" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
წიტაიშვილს და აბუაშვილს "მეცში" ახალი მწვრთნელი ჰყავთ
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
იური ტაბატაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა