მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში "8 ერის" გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი "6 ერის" მმართველ ორგანოზეა, დაიმატებს თუ არა 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ბრიტანული და ფრანგული გამოცემები "8 ერში" თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი გუნდიდან აირჩევენ ორს...

გურია
აუუფ!!!.. - კაი კაცო ერთი...))

ჩემის აზრით ჩვენთვის ახლო მომავალში იტალიის ნაკრების დამარცხება უფრო რეალურად სჩანს ვიდრე ფიჯის ნაკრებისა(თუ არ ჩავთვლით ფიჯელთა მიერ ნახევარი ძალით ნათამაშევ მათვის არაფრისმომცენ უმნიშვნელო რამოდენიმე მატჩს...),თუ ფიჯის სარაგბო ნაკრებმა ითამაშა ისეთი რაგბი,როგორიც ბოლო მსოფლიო თასზე. თვალებიდან არ ქრება და ვერაფრით ვივიწყებ მათ მიერ ავსტრალიასთან ნათამაშევ პრველ ტაიმსა და ჩვენთან მეორე ტაიმში ჩვენს 22-ში ჯარიმის ნაცვლოდ შერკინება რომ მოითხოვეს,ბურთი სამაგალითოდ გაათამაშეს და ლელო დაგვიდეს...
მენტალური მომზადების ცენტრი
საქართველოს ნაკრები იმსახურებს "6 ერში" თამაშს და "8 ერში" დარწმუნებული ვარ უპრობლემოდ მოხვდება და წარმატებული თამაშით გაგვახარებს!
დაT
6-ერის დონის ტურნირზე დიდ გამოცდილებას მივიღებთ, ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. 2015 წელს იყო ნაკრების პიკი, იმ გუნდით ნაღდად შევძლებდით 6 ერის გუნდების გამწარებას. 2015 წლის მერე იწყება უკუსვლა, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის მამუკა გორგოძის გარეშე ამ ნაკრებით შევრცხვებით ყველა თამაშში. გორგოძეს ფული თუ არ გადაუხადე როგორც 2019 წლის მსოფლიოზე ისე არ გვიკადრებს.
მწარე სიმართლე
ხელით თამაში არ გვეხერხება,აუტებიდან ისე რა ხოლო შერკინება რაშიც ჩვენი დონის ნაკრებებს ვჯობნიდით ვეღარა ვჯობნით.როგორ ვაპირებთ მათ დამარცხებას.
შოკირებული გულშემატკივარი
იტალიას ჯერ ვერ მოუგებთ მარა პრაქტიკა მაინც აუცილებელია
Martali
Chven rom gvinda mag turnirshi monacileoba es cxadia magram simartles tu vityvit bolo clebi gundma zaan mouklo da mtavari tamashi magalitad italiastan chaagdo plius AR davivicyot msoplio chempionatze katastropuli ara magram dzalian Cudi gamosvla.... Da rato unda migvigon amixsenit? Roca sakartvelo ajobebs iaponias, fijis, Italias aqet tviton chegvexvecebian mag turnirshi tamashs magram dzalian shori gzaa gasavleli
სიმართლე
ძალიან მინდა რომ თუნდაც ერთჯერადად ამ დონის ტურნირის მონაწილეები გავხდეთ, მაგრამ თუ კორონა და კიდევ სხვა ფაქტორები (ჩვენთვის სასარგებლო) არ ჩაერია, ისე მაგ ორი ნაკრები ფიჯი და იაპონია იქნება. ფაქტი ისაა, რომ ეგ გამძღარი და მეტიჩარა ევროპელები ზემოდან გვიყურებენ და მსოფლიოზე ვერც ჩვენ ვივარგეთ რათა საპირისპირო დაგვემტკიცებინა. თუმცა, იმედი ჯერ კიდევ მაქვს მაინც
გუჯი
თუ იაპონია უარს არ იტყვის აირჩევენ იაპონიას და ფიჯის. დისციპლინაში მოიკოჭლებენ თორემ ფიჯი თუ არ ჯობია არაფრით ჩამორჩება 6 ერიდან სულ მცირე 3-ს. ისე თუ ერთჯერადია ბარემ 9 ერი ჩაატარონ და ჩვენც მიგვიწვიონ. 1 შანსს ნამდვილად ვიმსახურებთ. თან ბოლოს მოუღებდა ბევრ სპეკულაციას თუ სად ვდგავართ
გენა
ეგვიპტეს ამატებენ 6 ერშიო ფრანგები წერენ. ანუ აფრიკული ნაკრებიც რომ იყოსო..
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
ვიმედოვნებ ეს რეალური პროექტია თუნდაც დროებითი და იმედია ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. და თუ ეს ასე მოხდა და ჩვენ თუნდაც ერთი სეზონით მაინც მოგვიწია ამ ტურნირზე ასპარეზობა ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და ფიჯი და უპირველესად იტალია უნდა დავამარცხოთ რადაც არუნდა დაგვიჯდეს! ეს იქნება ჩვენი სამომავლო შანსი რათა უფრო გაბედულად და მტკიცედ დავაკაკუნოთ ექვსი ერის კარზე! წარმატებები და გამარჯვებები სქართველო!
Archil
ჯერ ერთი კორონას ამბავში უკეთეს მდგორეონაში ვართ ვიდრე იაპონია და ჩვენ და ფიჯის კიდევ დიდი პლიუსია მორაგბეების 60-პროცენტზე მეტი ევროპაში თამაშობენ. ისე რომ უფრო უსაფრთხოა ჩვენ და ფიჯის.
niko
ჩვენ სამიდან, იაპონიასთან თამაში ნამდვილად ურჩევნიათ, მაგრამ ფიჯზე უკეთესი ვარიანტი კი უნდა ვიყოთ, ფინანსურადაც უკეთესი სიტუაციაა, უფრო ახლოსაც ვართ და ერთი დონის ნაკრები გვყავს.
gogia
ეს არჩევანი თუ ჩენ ნაკრებზე გაკეთდა ეს იქნება ქართული რაგბისთვის დიდი მიღწევა და წარმატება...მაშინ აუცილებლად მოუწევს ჩვენს ნაკრებს საკუთარ თავზე გადახტომა და იმის დამტკიცება რომ ჩვენი ნაკრები ამას იმსახურებს....მე მჯერავს თუ ეს არჩევანი გაკეთდა ჩვენი ბიჭები თავს არ შეირცხვენენ
xose
მე მგონია რომ საქართველო იაპონია მოხვდებიან ფინანსურად ფიჯი მძიმე მდგომარეობაშია მაგთ კი უფრო კომერციული მხარე აინტერესებთ მასე რო იყოს საქართველოს აქამდე გაუხსნიდნენ გზას
მ.ტ.
არც მთლად მასეა... იაპონელები ნამდვილად არ იწვიან სურვილით და ფიჯი კიდევ ფინანსურად ჩვენზე წამგებიანი იქნება... ასე, რომ წინასწარ ნუ ჩამოვიწერთ თავს... ისე, რუსებსაც კი უნდა აწყობდეთ და იქნებ, ერთხელ მაინც შეგვაწიონ სიტყვა - მერე იტყვიან, - მოგება რომ დავუპირეთ, ზუსტად მაშინ შეგვასწრეს 8 ერშიო...დდდდდ
მ.ტ.
მე კი მგონია, რომ იაპონელები გადაწყვეტენ... თუმცა, ახალი სარაგბო წესრიგით ხომ ეგენიც ევროპელები არიან...
1
დავასრულოთ ეს რებუსი, "სამი გუნდიდან აირჩევენ ორს... ანუ ფიჯის და იაპონიას?
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია
აგუსტინ პიშო: როცა 6 ერში საქართველოს მიღებას მხარი დავუჭირე, კინაღამ მომკლეს
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
Irish Times: 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან
რადიკალური ცვლილებები რაგბიში: 6 ერის კარი იღება - სად იქნება საქართველოს ნაკრები?
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
Irishtimes.com: საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! ინგლისის რაგბის ბოსისა და იტალიური გამოცემის პროგნოზი...