19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

"მართვეში" ნინო ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, იყო აზერბაიჯანის 17 და 19 წლამდე ნაკრების წევრი.

2019 წელს ჯანო ანანიძემ მას გერმანიაში ძვირად ღირებული ოპერაციის გასაკეთებლად თანხა გადაურიცხა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ნინოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

levani
დამშვიდდი! შეეგუე იმას, რაც შენ ხელში არ არის! მორჩა აქ საუბარი.
Vasili
არც მე მინდა რაღაც შეპასუხებაში გამომივიდეს , მითუმეტეს ასეთ სამწუხარო ინფორმაციის გვერდზე./ მაგრამ ,,ნათელში ამყოფოს’’ ასე ამბობენ გარდაცვლილ ადამიანებზე, მთელ მსოფლიოში, რა რელიგიისაც არ უნდა იყოს , ანუ გარდაცვალების შემდეგ თუ კი სადმე რამე არსებობს და მისი სული სადაც იქნება , მშვიდად ყოფნას უსურვებს, რადგან ადამიანმა ასე აღიქვა გარდაცვალება, და თქვენ რა გაღიზიანებთ? ამ გამოთქმაში გაუგებარია. ( ალბათ თქვენ რაღაც ახალი იცით, და ეს გამოთქმა უკვე გეგოიმებათ)
გლეხი
უგრო წინაფრების ამბვია. ალბათა აშავევდნენ. ნათელში ამყოფოს უფალმა.

ვინც ამ კომენტარს დისლაიქი დაუწერა,უბრალოდ მაინტერესებს რატო?
jango
არიან მორწმუნეები, ვინაც ღმერთის სამართლად აღიქვამს ამას და ღმერთსავე პატიებას სთხოვს იმ ცოდვებისათვის რის გამოც ბავშვი გარდაიცვალა. ღმერთი დუმდა და პასუხს არ იძლევა! არიან მორწმუნეები ვისაც ღმერთი სწამს მაგრამ მას უსამართლოს და დაუნდობელს , უპასუხისმგებლოს და გვერდზე გამდგარს უწოდებს, ღმერთს ადებს პასუხისმგებლობას ყოველ უსამართლობაზე რაც ადამიანებს ემართება, მაგრამ ღმერთი ისევ დუმს და რეაქცია არ აქვს, ყველაფერი ისევ ისე გრძელდება როგორც იყო დასაბამიდან. არიან ურწმუნოები ვისაც ღმერთის არ სწამს და ებრძვიან მის უსამართლობას, ხან ცოდნით, ხან ცოდვით, ხან მოხერხებულობით და ახერხებენ დროებით სიკვდილზე და უბედურებაზე გამარჯვებას, მაგრამ სანთლებით ხელში არ არიან ღვთის მოწყალების იმედად! ამოირჩიეთ რომელი ხართ თქვენ? და ვინც არ უნდა იყოთ დანაკარგს ვერ გავექეცით და ვერ გავექცევით ვერასოდეს. სიკვდილ-სიცოცხლის მუხთალი კანონია, დედამიწაზე კი სიცოცხლის ყველა ფორმა მხოლოდ სიკვდილის ხარჯზე არსებობს...............
სოსო
ჩვენ სხვა რა შეგვიძლია ,ლალო?მხოლოდ თანაგრძნობა.19 წლის გოგონა,სიცოცხლეს არ უნდა ეთხოვებოდეს,თანაც ასეთი კარგი გოგონა და სკდება გული.სკდება, მაგრამ უძლურები ვართ და ვისაც მისი დახმარება შეუძლია,მას შევთხოვთ:-უფალო,ნათელში ამყოფე მისი სული.
ლალო
თან არ მინდა, ვინმე გავაღიზიანო, თან გულზე ვსკდები, როცა ,,ნათელში იყოს,, ფრაზას ვკითხულობ... რატომ უნდა კვდებოდნენ ბავშვები, მშობელი რატომ უნდა მარხავდეს შვილს!!!! სად გავაპროტესტო, ვისთან ვიბღავლო! ღმერთს უნდა ასე? რატომ უნდა? არ ვიცნობდი და გულზე შემომაწვა,რომ წავიკითხე და ვაი, მშობელს...
emigranti
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული...ჯანოს რაშიც მოიკოჭლებს ყველამ ვიცით და ვლანძღავთ...სიკეთისთვის ცოტა მაინც რომ დავაფასოთ ურიგო არ იქნება. დარწმუნებული ვარ რომ ნინოს გარდაცვალებაც ძლიერ განიცადა. უფალი დაგიფასებს ჯანო.
Vasili
19 წლის ბავშვი, ძააან ცოდოა, ნათელში იყოს...
ბაჩი
ვწუხვარ,ვიზიარებ

ზედმეტად კარგი გოგო... ზოგჯერ, დაგვაფიქრებს ხოლმე ცხოვრება-რატო ხდება ასე. ძალიან გვატკინე გული ნინიკო. ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს
ქალთა ნაკრების მწვრთნელები UEFA-ს კონფერენციაზე პოლონეთში
"ბაიერნში" გადავიდეს თუ "კვარასთან" კონკურენცია გააგრძელოს - ბარკოლა არჩევანის წინაშე
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
კვარაცხელია: წაგების გამო გაკვირვებული დავრჩით
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"გიჟი ვარ და გცემ" - აჩერბი პსჟ-ს ფანს დაემუქრა
ლუის ენრიკე: შედეგი კანონზომიერია - უნდა მოვუმატოთ
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"დიდ პატივს ვცემ და მისით აღფრთოვანებული ვარ" - მესიმ რონალდოზე ისაუბრა
გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
"მე მას ვენდობი" - "ჩელსის" მწვრთნელი მუდრიკის შესაძლო დისკვალიფიკაციაზე
"პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ" - "ბოტაფოგოს" მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში - ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას - კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ