კორონავირუსის გამო ინგლისის ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე განახლდა, ამიტომ ამ საინტერესო ტურნირს ხიბლი გვარიანად მოაკლდა და ასეთი შედეგებით დასრულდა:

პრემიერლიგაში ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი კარგა ხანია გამოვლინდა, უკანასკნელ ტურში კი ყველაფერი გაირკვა.

"მანჩესტერმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ლესტერს" და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. მეოთხე ადგილი საკუთარ მოედანზე "ვულვერჰემპტონის" მძლეველმა (2:0) "ჩელსიმ" დაიკავა. ეს ოთხი გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მეხუთე და მეექვსე პოზიციაბზე გასული "ლესტერი" და "ტოტენჰემი" ევროპა ლიგაზე მიიღებენ მონაწილეობას, ოღონდ ლონდონური კლუბი გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

"ვულვერჰემპტონმა", "არსენალმა" და "შეფილდ" იუნაიტედმა" მეშვიდე-მეცხრე ადგილები დაიკავეს. თასის ფინალში გამარჯვების შემთხვევაში "არსენალი" ევროპა ლიგაზე გავა, ხოლო თუ "ჩელსიმ" იმარჯვა, ამ ტურნირზე შესარჩევი ეტაპიდან "ვულვერჰემპტონი" იასპარეზებს, ხოლო "ტოტენჰემი" პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გავა.

პრემიერლიგა "ბორნმუთმა", "უოტფორდმა" და "ნორვიჩმა" დატოვეს.

არსენალი - უოტფორდი 3:2

ბარნლი - ბრაიტონი 1:2

ჩელსი - ვულვერჰემპტონი 2:0

კრისტალ პალასი - ტოტენჰემი 1:1

ევერტონი - ბორნმუთი 1:3

ლესტერი - მანჩესტერი 0:2

მანჩესტერ სიტი - ნორვიჩი 5:0

ნიუკასლი - ლივერპული 1:3

საუთჰემპტონი - შეფილდ იუნაიტედი 3:1

ვესტ ჰემი - ასტონ ვილა 1:1

- 16 მატჩში არ გაუშვა გოლი "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონმა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა.

- 23 გოლით ბომბარდირი "ლესტერის" 33 წლის თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი გახდა - უკანასკნელი 72 წლის განმავლობაში ის პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი მთავარმეგოლეა.

- "ლივერპულმა" 31 მატჩი მოიგო და "მანჩესტერ სიტის" რეკორდი გაიმეორა.

- "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუინმა 20 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2002/03 წლების სეზონში ტიერი ანრის დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

- "ლივერპულმა" 99 ქულა დააგროვა და ორი წლის წინ "მანჩესტერ სიტის" მიერ დამყარებული 100-ქულიანი რეკორდი ვერ დაამხო.

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
"ნიუკასლი" ისაკის "ლივერპულში" გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საინტერესო ამბავი ინგლისში - დამკვიდრდება მრგვალი წითელი ბარათი?!
პრემიერლიგა 17 ივნისს "მანჩესტერ სიტი"-"არსენალით" განახლდება
"ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში" - ტიერი ანრი
ანტირასისტული კამპანია ინგლისში
გამოქვეყნდა პრემიერლიგის 30-ე ტურის კალენდარი
მუნდიალის გამო შეცვლილი გრაფიკი - როდის ჩატარდება ტურნირები?