ცნობილი გამომგონებელი და ბიზნესმენი ილონ მასკი გულშემატკივრებსა და მიმდევრებს მორიგ ჯერზე თამამი განცხადებით აოცებს. 49 წლის მილიარდერმა საბრძოლველად ცნობილი მსახიობი ჯონი დეპი გამოიწვია. როგორც ჩანს, მასკი დეპთან ბრძოლას შერეული ორთაბრძოლების წესებით აპირებს, რადგან რამდენჯერმე "ოქტაგონი" ახსენა.

ორი ვარსკვლავის კონფლიქტი ჯონისა და მისი ყოფილი მეუღლის, ემბერ ჰიორდის დაშორების შემდეგ დაიწყო. დაშორებიდან რამდენიმე დღეში ემბერმა თავის ახალ რჩეულად ილონ მასკი აირჩია და მასთან ერთად საზოგადოებაში ჩნდებოდა. თუმცა დეპს არა ეს ფაქტი ხდის მრისხანედ, არამედ ის, რომ მისი იურისტების მტკიცებით, ემბერი ჯონის განქორწინებამდეც ღალატობდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯონისა და ილონის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა მანამდე მეგობრები იყვნენ. თავის მხრივ, გამომგონებელმა ყველაფერი უარყო, თუმცა, როგორც ჩანს, მობეზრდა თავისი სახელის დამცირება დეპის მიერ.

გამომგონებელს გამოეხმაურა კონორ მაკგრეგორის მწვრთნელი ჯონ კავანა: "ილონ, თუ შენ მწვრთნელი დაგჭირდა, უბრალოდ შემატყობინე."

თეორიულად განიხილება, თუ ვინ იქნება ბრძოლაში ფავორიტი და ეს ილონ მასკია: მას უპირატესობა აქვს სიმაღლეში, აქვს მცირე გამოცდილება საბრძოლო ხელოვნებაში და ასევე, გენიოსი 49 წლისაა, ხოლო დეპი - 57-ის.

ბოლო დროს ბევრი ვარსკვლავი ცდილობს, შერეული ორთაბრძოლების პოპულარობის ტალღას აჰყვეს და ერთმანეთს ოქტაგონზე იწვევენ. მაგალითად, ჯასტინ ბიბერი იწვევდა ტომ კრუზს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. კონორ მაკგრეგორი და მარკ უოლბერგი აპირებდნენ ურთიერთობის გარჩევას და მათი ორთაბრძოლაც ჩაიშალა.

თქვენ როგორ გგონიათ, შედგება თუ არა მასკისა და დეპის ბრძოლა და თუ კი, მაშინ როგორ დასრულდება ის?

მომზადებულია championat-ის მიხედვით.

გიორგი-ს
გეთანხმები, ჯობია კარგ რამეში მიბაძონ. მაგრამ ქარველებს ისეთი ჯიში გვაქვს ყველაფერი ცუდი უნდა გადმოვიღოთ.
გიორგი
მერე რაღა მაგაში ბაძავენ, კარგ რამეში მიბაძონ, ცოტა აქვთ? მაგალითად იმაში რომ ფული სამათხოვრო არავისთან აქვთ.
აეგ
ეგ არი თქვენი ამერიკა და ვეროპა, საბოზეთი. იმდენ პარტინიორებს იცვლიან ნასკივით, რომ სათვალავი აქვთ არეული. პირველი პარტნიორი არ უყვარდათ, მეორე არ უყვარდათ, მესამე არ უყვარდათ და 15-ე ეყვარებათ. ვინ დაიჯერებს ამას? სამწუხაროა რომ ქართველებიც ბაძავენ ამას და მთელი კავკასია საქართველოზე ხითხითებს, თითის გაშვერით...
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელთან კონტრაქტი შეათანხმა
ყველაფერი გადაწყდა - "ჩელსის" ალონსო ჩაიბარებს
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
ილონ მასკმა ვლადიმირ პუტინი დუელში გამოიწვია
კონორ მაკგრეგორს მწვრთნელი შემოელახა
ულამაზესმა ჟიზელმა პუტინი ბრძოლაში გამოიწვია და ჰპირდება, რომ აგრესიული იქნება
დეინა უაითი: მოემზადეთ, ხაბიბი-ფერგიუსონი მთვარეზე უნდა ჩავატარო [PHOTO]
მაკგრეგორის მწვრთნელი: შანსი არაა, კონორი ტონის არ შეხვდება!