79 წლის ლეგენდარულმა უკრაინელმა მსაჯმა და ყოფილმა მეკარე მიროსლავ სტუპარმა ua-football.com-ს ინტერვიუ მისცა და ერთ-ერთ ეპიზოდში გაიხსენა ისტორია, თუ როგორ მოატყუეს ქართველმა აფერისტებმა.

"კოლეგები ან თანაგუნდელები დასამახსოვრებლად არასდროს გამხუმრებიან, თუმცა კარიერიდან ერთ-ერთ სასაცილო ამბავს მაინც გავიხსენებ.

1963 წელს რესპუბლიკის ნაკრებში ვთამაშობდი და კიევის "დინამოს" შევხვდით. მატჩის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე დედაქალაქში მიგვიწვიეს "დინამოში" სათამაშოდ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა გახლდით, გუნდის მეოთხე მეკარე ვიყავი, დუბლებში ვთამაშობდი.

ჰოდა, დედაქალაქის სასტუმრო "თეატრალურში" ყოფნისას, რომლის მეზობელ ნომერშიც ფიოდორ მედვიდი (სსრკ-ის ნაკრების წევრი) ცხოვრობდა, ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და ქართული აქცენტით ახალგაზრდა კაცმა მითხრა: "გამარჯობა. ფედიას ვესაუბრები?" ვუპასუხე: "არა". იქიდან კი მითხრა: "ტორპედოს" (ქუთაისის) ფეხბურთელები გირეკავთ. საზღვარგარეთ ვართ და კიევში ვათევთ ღამეს. გოგონებმა საოპერო თეატრში მიგვიწვიეს და თქვენგან სპორტული ქურთუკის თხოვება გვინდა (ლურჯი ქურთუკის, რომელზეც დიდი რუსული "დ" იყო)." ვუპასუხე, რომ პრობლემა არ იყო, მე ვათხოვებდი.

ასე გულუბრყვილო პასუხი გავეცი და მალე მართლაც მოვიდა ორი სპორტული აღნაგობის მქონე, შესახედად ქართველი ახალგაზრდა. ქურთუკის ნაცვლად "დროებით" რაღაც სვიტერი დამიტოვეს. მერე კი წავიდნენ და აღარც დაბრუნებულან", - ღიმილით გაიხსენა სტუპარმა.

სოსო
რაც ამას ქართველებისაგან დედის მოკითხვა აქვს მიღებული,ფოსტას რომ კარგად ემუშავა,ნახევარი დედამიწა,მაგისი და-ძმებით იქნებოდა გავსებული.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"