"ამ მომენტისათვის მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და აბსოლუტური ფავორიტია ჩემპიონობაზე." - ეს დორტმუნდის "ბორუსიის" სპორტული დირექტორის - მიხაელ ცორკის სიტყვებია. დორტმუნდელთა ბოსები, მიუნხენელების საუკეთესოობას თითქმის ყოველი სეზონის დასაწყისში აღიარებენ. ადრე შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რომ ეს უბრალოდ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება იყო, თუმცა დღეისათვის ამ განცხადებას ფაქტების კონსტატაცია შეგვიძლია დავარქვათ. ჰანს ფლიკის ხელში "ბაიერნს" სისუსტეები, უბრალოდ, არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა "შალკეს" 8-ბურთიანი სხვაობით განადგურებამ.

მიუნხენელები იმდენად არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებულები, რომ სრულიად თავისუფლად გაუშვეს "ლივერპულში" ტიაგო ალკანტარა, ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე. "ბავარიამ" ესპანელი იმიტომ არ შეინარჩუნა, რომ სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა ლეონ გორეცკა - პოსტპანდემიური ბავარიული ფეხბურთის მეფე. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი პანდემიისას მთელი გულით გაისარჯა და ახლა რობერტ ლევანდოვსკი აღარ არის "ბაიერნის" მთავარი ბოდიბილდერი. რაც ყველაზე მთავარია, ლეონი ამ საოცარ ფიზიკურ ფორმას იდეალურად იყენებს თამაშებისას.

თვითიზოლაციისას ფეხბურთელი, სტანდარტულად გუნდთან ერთად ვარჯიშის გარდა, ინდივიდუალური პროგრამითაც ემზადებოდა.

"დრო, რომელიც ადრე დარბაზამდე მისვლაში მეხარჯებოდა, სიმძიმეებთან ურთიერთობისთვის გამოვიყენე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფიზმომზადების მწვრთნელთან კონსულტაციით მოხდა, რომ სისწრაფე არ დამეკარგა. ვფიქრობ, სწორ ბალანსს მივაკვლიე", - ამბობს გორეცკა.

მოკლედ, სახლში ლეონი ძალიან დაუმეგობრდა სხვადასხვა სავარჯიშო ინვენტარს. თვითიზოლაციიდან გამოსულს უბრალოდ მაისურები არ "ეტეოდა ტანზე". ფანებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სოციალური ქსელებიც აფეთქდა.

მისი გარდასახვა არც მის ყოფილ გუნდელებს გამორჩენიათ. გამოხმაურებისაგან თავი ვერ შეიკავა "შალკეში" ლეონის ყოფილმა პარტნიორმა - რომან ნოიშტედტერმა: "ლეონს მივწერე, გამოეგზავნა ჩემთვის ვარჯიშები, რომლებსაც კარანტინის დროს ასრულებდა".

მაგრამ, რა თქმა უნდა, ლეონმა მიუნხენური "საფირმო საიდუმლოება" არ გათქვა.

ფიზიკური კონდიციები მიუნხენში მხოლოდ გორეცკას არ გაუუმჯობესებია. უბრალოდ, მისი შედეგი საოცარია. ბოლო წელს კუნთის მასა ყველა მოთამაშემ მოიმატა. ფელიპე კოუტინიოც კი "მოჩხუბარ ხულიგანს" დაემსგავსა. ამ ყველაფრის უკან კი პროფესორი - ჰოლგერ ბროიხი დგას, მიუნხენელების მთავარი ფიზდამრიგებელი. თუ თომას მიულერს დავუჯერებთ, მოთამაშეებს ისეთი პროგრამა შეუდგინეს, რომ უკლებლივ ყველა მათგანი მზად იყო, ბროიხი ღია კოსმოსში სიამოვნებით გაეშვა. თუმცა მიზანმა გაამართლა მეთოდიკა - მაგალითად, "ბარსელონასთან" შეხვედრაში მიუნხენელებმა 10 კილომეტრით მეტი ირბინეს.

გორეცკას კი ჰქონდა მოტივაცია, რომ ევარჯიშა ფიზიკაზე. ფიზიკური ძალა მას საშუალებას აძლევს, იყოს დომინანტი მინდორზე და მოიგოს საჰაერო ორთაბრძოლები მეტოქის საჯარიმოში. აი, თუკი ლეონი მოინდომებს, ის ნამდვილად მიაღწევს საწადელს. მაგალითად, "შალკეში" თამაშის დროს მას დაუდგინდა კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება, რომელიც ჰპარავდა როგორც კუნთოვან მასას, ასევე წონას. გორეცკამ კი უარი თქვა რძის პროდუქტზე, სხვადასხვა სახის ხილზე, ხორცსა და გლუტეინზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩადგა შესანიშნავ ფორმაში, დაგლიჯა კონფედერაციის თასზე რუსეთში და 1 წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბაიერნშიც" ამოყო თავი.

ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობისას, ლეონი იშვიათად ხვდებოდა ძირითადში. ხორვატი მწვრთნელი გორეცკას 6 სხვადასხვა პოზიციაზე უშვებდა ხოლმე, სათადარიგოთა სკამიდან. გერმანელს რამდენჯერმა მარცხენა მცველადაც კი მოუწია თამაში. როდესაც მწვრთნელად ფლიკი დაინიშნა, გორეცკამ ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლია, თუ მას სწორად გამოიყენებ. 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა, ბუნდესლიგის ბოლო 11 შეხვედრაში (2019/20 წლების სეზონი).

"ლეონი ინტენსიურად და აგრესიულად თამაშობს პრესინგს, იგებს ბევრ ორთაბრძოლას. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი განვითარებით", - აცხადებს ფლიკი.

ჰანსი ასევე შესანიშნავად იყენებს გორეცკას უნივერსალიზმს. ლეონი უმეტესად კლასიკურ 10 და 6 ნომრებზე გვევლინება. "ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვიცი, რა არის საჭირო ნებისმიერი პოზიციისთვის. გუნდის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ყველა აცნობიერებდეს, თუ რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი ამა თუ იმ პოზიციისთვის. მაგალითად, მე შევძლებ 9 ნომერზე თამაშსაც, რადგან ვარჯიშებზე საჭირო ნიუანსები დეტალურად გვაქვს გავლილი", - ეს ბიჭი აშკარად ყველაფრისთვის მზადაა.

25 წლის მოთამაშეში იდეალურად არის შერწყმული: ინტელექტი, ფიზმომზადება და ტალანტი. რალფ რანგნიკი კი მას საუკეთესო "ბოქს-თუ-ბოქს" ნახევარმცველად მიიჩნევს მსოფლიოში. იოახიმ ლიოვი კი ამტკიცებს, რომ ლეონი კარიერაში უკვე ფორმის პიკზე იმყოფება.

ლეონ გორეცკა კი, თუ ასე გააგრძელებს განვითარებას, უახლოეს მომავალში რობერტ ლევანდოვსკის წაართმევს არა მარტო მთავარი ბოდიბილდერის, არამედ "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო შენაძენის წოდებასაც.

ასევე წასაკითხი ბლოგი:

"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" გორეცკას უმიზნებს - "ბაიერნიდან" წასვლას არც ფეხბურთელი გამორიცხავს
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
დე ლაურენტისი აზარტში შევიდა და "ბაიერნის" ნახევარმცველის შეძენა განიზრახა
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
გორეცკა "ბაიერნში" დიდი ხნით დარჩება
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
კონფლიქტი და სრული ქაოსი გუნდში - ცნობილი ხდება, რამ გამოიწვია გერმანიის ნაკრების ჩავარდნა მუნდიალზე
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
გორეცკამ არატრადიციული ორიენტაციის ფეხბურთელებს გამოსვლისკენ მოუწოდა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
"ბარსელონას" ლევანდოვსკის შემცვლელად ჰოლანის დამატება სურს - რამდენად რეალურია ტრანსფერი?
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
ლეონ გორეცკა მიუნხენის "ბაიერნში" გადავა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
"ბარსელონა" ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს