ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

მიმართეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ

<p><p><p>დაწერეთ თქვენი სათქმელი, თუ როგორ მიმართავდით ნაკრების ფეხბურთელებს. ჩვენ საუკეთესო კომენტარებს გამოვაქვეყნებთ და თამაშამდე ბიჭები წაიკითხავენ.</p></p></p><p><p><p> <p><p></p></p><br></p>

  • Aba ee

    ბიჭებო წავიკითხე თითქმის ყველა კომენტარი და თითქმის ყველა პოზიტიური და ოპტიმისტურია ...კარგია მოგებაც და სადღაც გასვლა და მთელი ერის გახარება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ....ეს ისტორიული ექსკურსებიც მშვენიერია ...!!!! მაგრამ მოდით რა ეგ ყველაფერი იმ 90 წუთის დროს დაივიწყეთ და უბრალოდ ითამაშეთ ფეხბურთი კი არ იომოთ კი არ იბრძოლოთ ....უბრალოდ ფეხბურთი ითამაშეთ ისე როგორც იცით ლაღად და ლამაზად მთავარია რომ ამ თამაშით თქვენვე ისიამოვნოთ სპორტია ხომ ბოლოსდაბოლოს ...და თუ თქვენ ითამაშებთ ისე როგორც თქვენ შეგიძლიათ სიამოვნებას და სიხარულს არა მარტო თქვენ მიიღებთ არამედ მილიონობით ის გულშემატკივარიც ვინც ამას ნახავს ....!!!!! ასე რომ ბიჭებო დღეს არც ტრაგედია იქნება ( ღმერთმა დაგვიფაროს ) და არც რაღაც გიგანტური ტრიუმფი უბრალოდ პირველ რიგში თქვენ აიწევთ კლასში მაღლა და სულ სხვაგვარი დამოკიდებულება ექნებათ კლუბებს და აგენტებს ჩვენ კი ვუგულშემატკივრებთ ისევ მილანს აიაქსს სიტის რეინჯერსს ( რა ვი სად არ იყვნენ ადრე ჩვენები)გენტის რუბინის ლეგიას ტობოლის ....ნაცვლად !!!! ეგ არის და ეგ და მთავარი შემდეგ ისევ რომ შეიკრიბებით ერთად ნაკრებში ჩვენ ვიამაყებთ იმით აი ნახეთ ჩვენი შემდგარი ვარსკვლევები თქო ...მაგივრად მუდმივ პერსპექტიულ ფეხბურთელებისა ....!!!! ასე რომ უბრალოდ ითამაშეთ მიიღეთ სიამოვნება ფეხბურთისგან და გვასიამოვნეთ ჩვენც ...)))!!!

  • ZN

    აბა თქვენ იცით! ტაშკენტი და დიუსელდორფი გახსოვდეთ!

  • ვახტანგ

    არ ვუკარგავ ბიჭებს ესპანეთთან გამარჯვებას, მაგრამ ეგ თამაში ესპანეთს ეკიდა და ნახევარი ძალითაც არ თამაშობდა. ბელორსლები ყველაფერს დადებენ

  • თომა777

    ეჰა მეომარნო ქრისტესანნოოო . დავით აღმაშენებლის ამ სიტყვებით უნდა დაიწყოთ რადგან ამ სიტყვებით მან დიდგირის ბრძოლის წინ მიმართა მცირე ქართულ ჯარს ურიცხვი მომხდურების წინ მდგომარენს . უკან გასასვლელი ყველა გზა ჩახერგეს რომ ბოლომდე ეომრათ და ესე მოხდა ძლევაი საკვირველი და ეხლა თქვენ დიდგორის ველზე მყოფი ქართველები ხართ რიმელთაც გამარჯვების გარდა სხვა რამ არ დარჩენიათ . გენაცვალეთ მგლებოოო . მხოლოდ მოგება .

  • მანჩო

    მოგმართავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - გახსოვდეთ, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. გთხოვთ, ერთმანეთს დაეხმარეთ და ნუ შეგშურდებათ თუ თქვენი თანაგუნდელი უკეთეს საგოლე სიტუაციაში აღმოჩნდება პასი არ დაუგვიანოთ! იცოდეთ მაყურებელი ყველაფერს ხედავს და ყველა ფეხბურთელის თამაშს ობიექტურად შეაფასებს! აბა თქვენ იცით ბიჭებო, გამარჯვებას გისურვებთ!

  • rateqs

    მოგება მოგება მოგება

  • ლუკა

    ბევრს არაფერს დავწერ, უბრალოდ გთხოვთ მოიგეთ ❤️

  • ლუკა

    ბევრს არაფერს დავწერ, უბრალოდ გთხოვთ მოიგეთ ❤️

  • კახელო

    უუუხ გენაცვალე კახელო!!!

  • გიორგი

    საქართველოს ღირსეულო კაცებოო!!!გთხოვთ გადახედოთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას, პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნისას წარმოთქმულს-მაშინ ქვეყნის და სახელმწიოფოებრიობის მხრივ ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ჰა, დადგა დრო ქართული სახელმწიფო და ქართული ფეხბურთი ევროპისკენ მიმართოთ-ხვდებით ყველანი და დარწმუნებული ვართ ჩვენ ბოლომდე გაქვთ ყველაფერი გააზრებული-წარმატებები ჩვენს ნაკრებს, გფარავდეთ უფალი ამ უდიდეს ბრძოლაში

  • bs

    ეს ჯერ მხოლოდ ,,ვესტ ჰემი"-ა, ჩვენი ,,ფეენოორდი" ჩრ.მაკედონიაა, ხოლო ,,კარლ ცეისი" ევროპის ჩემპიონატზე გველოდება! ასე რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საკუთარი თავის რწმენით და ზედმეტი აღტკინების გარეშე წინ ბიჭებო დიდი გამარჯვებებისაკენ!!!

  • ალექსანდრე

    როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მინდორზე, იბრძოლეთ ბოლო წუთამდე! არ მოდუნდეთ ძმებო, ერთი წუთითაც არ აფიქრებინოთ მეტოქეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, ისე გაუხადეთ საქმე, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი დააკარგვინოთ. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ბრძოლით მივაღწევთ შედეგს.ეს არის მხოლოდ პირველი მატჩი, მეორეც სათამაშო გვაქვს ხომ გახსოვთ?!

  • Giorgi kopaliani

    Carmatebas gisurvebt bijebo.xvalindeli tamashi rtuli okneba.tamashze metad rtuli ki is pasuximgeblobaa rac tkven gxvdat cilad.yvela tamashi istoriulia magram es matchi tavisi mnishvnelobit yvelam kargad gvesmis rac aris da gtxovt tavi ar daxogot.xmerti tkvensken.aba tkven icit.mayureblebi ver viknebit magram mteli sakartvelo tkvens gverditaaa icodet da tkveni imedi gvakvs.dzalian magrebi xart da dzaan gviyvarxart.es pexburtia da buti mrgvalia.cinascar verapers dagegmav magram mtavaria bolomde ibrdzlot.tu movigebt xom kargi tu ara da rac aris is ikneba.mtavaria brdzola da tavdauzogavi tamashi da shedegic dadgeba.aba tkven icit

  • aha

    me ar mimicia dislike magram vici ratomac, es tamasbi ar ari im finalis dari, im finalis donis tamashamde jer grzeli gzaa gasavleli, amitom zedmeti ajiotaji da agtkinebaa eg da shesabamisad dislike axla chemganac

  • korben dallas

    აი ტატატააააააააა !!! ))) დიდგორიო, გმირებიო, ანწუხელიძეო, სისხლიო, გენიო და რა ვიცი... )))) თქვენ ხო არ გძმარავთ ?! უეფამ რაღაც კვერცხობა მოიგონა, ჩვენნაირ მძორებში ჩაგვსვა და ერთი უბადრუკი შანსი მოგვცა. თუ გამოვიყენებთ, ხო კაი ))) რა უადგილო პათეტიკით იბერებით აქ, არ გიტყდებათ ?! რა სისხლზე და გენზე ლაპარაკობთ, ბოლო ორ ჩვეულებრივ შესარჩევ ციკლში 20 მატჩიდან 2 მოვიგეთ მხოლოდ და ისიც უკიდეგანო აუტსაიდერთან. რა გმირობაზე ყბედობთ თქვე კუდიყავარზეგადებულო "ძალად ორატორებო" ?! დიდგორი არა, ვერტყვიჭალა კიდე ... ))))))))

  • ნუგზარ ბაკურაძე

    მე საბედნიეროდ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც ქართული სპორტის და კერძოდ ქართული ფეხბურთის ბევრი ულამაზესი გამარჯვება ახსოვს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურ სანაკრებო დონეზე (წარსულში ათასი ობიექტური მიზეზის გამო და არც შემდეგში) წარმატების მიღწევის ასეთი შანსი არასოდეს გასჩენიაისეთი როგორიც თქვენივე მონდომებით გააჩინეთ დღეს თქვენ! და ამიტომ, თუ თქვენ საქართველო უბრალოდ პასპორტზე წარწერილ სახელწოდებად არ გაქვთ მხოლოდ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანს ქართული სისხლი გიჩქეფთ ვენებში, მაშინ ეს მატჩი და შემდეგ ფინალიც აუცილებლად უნდა მოიგოთ. ეს იქნება თქვენი დიდგორიცა და ბასიანიც. რადგან ამაზე მეტს თქვენ საქართველოს როგორც სპორცმენები ამ ეტაპზე ვერაფერს გაუკეთებთ. ამიტომ წინ მხოლოდ გამარჯვებისაკენ და ნუ შეგეშინდებათ ცარიელი ტრიბუნების. გახსოვდეთ! რომ თქვენს უკან სრულიად საქართველო დგას და გულის ფეთქვით ელოდება თქვენს დიდ გამარჯვებებს!!!

  • გ. აფაქია

    თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. თქვენზე ვლოცულობ დღე და ღამე. არ შეარცხვინოთ ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები. გაულამაზეთ ცხოვრება ამ გაჭირვებულ ხალხს. თქვენი წარმატება ჩვენი სიცოცხლის მალამოა. სხვა გზა არ არის.

  • ვანო

    არავითარი მიმართვა არაა საჭირო და ამით დამატებით წნეხის შექმნა, გუნდს ისედაც ღრმად გააზრებული აქვს, რა მნიშვნელობის თამაშს თამაშობს. ეს კარგად ჩანს თუნდაც ჯანოს წერილიდან, რომელსაც ალბათ ბიჭებიც წაიკითხავდნენ, ამაზე უკეთ ვერ დაწერ. წარმატებები ნაკრებს.

  • Nika10

    მოკლედ გეტყვით ბიჭებო თქვენი იმედი გვაქვს მთელს მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოთ რომ ყველაზე მაგრები ხართ მართალია ვერდავესწრებით თამაშს მაგრამ იცოდეთ ყველა ტელევიზორებს მივუსხდებით ხვალე და თქვენ გიგულშემატკივრებთ თქვენთვის ვილოცებთ ჯაბა კაპიტანო ხვალე გასლის წინ შენს გუნდს უთხარი რომ მთელი საქართველო გიყურებთ და ამან ორმაგი მოტივაცია უნდა მოგცეთ გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ღმერთი თქვენსკენ!!

  • ზალიკო

    "თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე ლომებო. მიშა მესხისსა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მირთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია ოქროებო და 81ის 13 მაისს დინამოს სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ დავუჯერო ამ ოხერს ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ როგორც მამაპაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ ლომებო ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!" მიუძღვენით ეს დღე თედო პაპას! ჩემიქვეყნისთვის

  • გიგლია

    ხალხო, თუ იცით მეუფე იაკობმა უკვე შემოუფრინა სტადიონს ვერტალიოტით?:) ეს ისე, განწყობის ასამაღლებლად. თქვენ კი ნაკრების ბიჭებო, ღმერთი იყოს თქვენი შემწე თქვენ წილ ომში საქართველოსთვის!

  • rasa

    1986-ში დავიბადე. სსრკ-ს ნაკრები და ძველი დინამო არ მახსოვს, მაგრამ ყველა თაობის საქართველოს ნაკრები მახსოვს და ჩემი ბავშვობის ოცნებაა რომ მსოფლიოზე ან ევროპაზე ოდესმე მოვხვედრილიყავით. რაღაც მომენტებში მეგონა რომ არასოდეს ამიხდებოდა, მაგრამ ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ და გთხოვთ ამისრულეთ ოცნება მე და ჩემი თაობის ათასობით წარმომადგენელს

  • ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი

    ბიჭებო, მთელი წელია ვემზადებით ამ ბრძოლისთვის, ჩვენ ტრიბუნებზე, თქვენ მინდორზე. თუმცა ხვალ თქვენ მოგიწევთ ძირითადი ბრძოლა. ჩვენ კი ბრძოლას ვაგრძელებთ ტელეეკრანებთან, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში, უბანში და ყველგან სადაც ეს დღეს არსებული მდგომარეობით შესაძლებელია. ნუ მოექცევით წნეხის ქვეშ, უბრალოდ ითამაშეთ და იბრძოლეთ ბოლომდე ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრს გვინდა გვქონდეს პატივი ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის წარმატებისტვის, თუმცა ეს მხოლოდ რჩეულების ხვედრია. დღეს თქვენ გაქვთ ეს პატივი, გადით მინდორზე თავაწეულები და აჩვენეთ ის რაც ყველაზე მეტად გამოგვდის, სილაღე და თავდაუზოგავი ბრძოლა. იგებს ის, ვინც ბოლომდე იბრძვის!!!! ღმერთი ფარავდეს საქართველოს

  • ნიჟარაძე

    დროა ევროპამ შეგამჩნიოთ

  • ემიგრანტი ქაქუცა

    ბიჭებო მსაჯს უფრთხილდით,ბევრი გუნდი ყავს გამწარებული,პირადად ჯაბას ვთხოვ,ფრთხილად,ნაგავი მსაჯია. წარმატებები ბიჭებო

  • გუგა გელაძე

    ჩვენ დავიპყარით D ლიგაააა და გამარჯვების გვწააამს ჩვენს დედაქალაქშიიიი არ დავზოგავთ თაააავს ევროპა გველოდებააა არ დავჯერდეთ ნოოოლს გვჯერა გავიმარჯვეეებთ და გავიტანთ გოოოოოოოლს !!! ალე ალე ალეეეეეეე ალე ალე ალეეეეეეეეე ალე ალე ალეეეეეეეეეეეე ალე ალე ალეეეეეეეეეეეეეეეე !!!!!

  • ჟორა გაბრიჭიძე

    ბატონებო, ამხელა აჟიოტაჟით ხომ არ ვაკომპლექსებთ ჩვენს ბიჭებს? ბელარუსი ხომ საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია. ჩვენ კი მსოფლიო პირველობაზე მიმავალი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გვყავს დამარცხებული, ეს ნამდვილი გმირობა იყო, რომლის გამეორებას მაკედონიასთან მატჩშიაც ველოდები.

  • !

    3-0 მოვიგებთ

  • სრულიად საქართველო

    შენ გენაცვალე პაპა მოვიგებთ და გავიხარებთ

  • ლაშა

    ითამაშეთ ის ფეხბურთი რითიც გვეამაყებით. ყველანი მაგრები ხართ. დაგვიბრუნეთ იმედი გვაცხოვრეთ ფეხბურთით. უფალი გფარავდეთ.

  • გიოჩე1990

    ჭკვიანურად და გააზრებულად ითამაშეთ არც ერთი წამით არ მოდუნდეთ და მეტოქე დააფასეთ ეს ყველაზე მთავარია ჩემო ძმებო. წინ დიდი გამარჯვებისკენ უფალი გფარავდეთ! მოდით "ფეხბურთი" ვითამაშოთ და მსოფლიოს ვაჩვენოთ რა შეგვიძლია ამ ერთ მუშტად შეკრულ ციცქნა მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანას. "ჩვენი გამარჯვების დროა!"

  • თემო

    წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო.. თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.. თქვენ უნდა გაახაროთ ქართველი ერი.. შეგეწიოთ უფალი..

  • tngh

    მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე და მონდომება!!! წარმატებას გისურვებთ!!!

  • გიორგი გოგიაშვილი/ქართლი

    ბიჭებო გენაცვალეთ,დარწმუნებული ვარ რომ თითოეული თქვენგანი ისეა მოტივირებული სრული გამარჯვებისკენ ალბათ ალექსანდრე მაკედონელიც რომ არ იყო თავის დროზე. გეხუტებით გულებში და გთხოვთ ერთად განვიცადოთ ის სიხრული რასაც ჩვენი დროშის დანახვას მოყვება მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე. წინ ლომებო და გახსოვდეთ თითოეული ქართველი ზურგს გიმაგრებთ ასე რომ 4 მილიონამდე ქართველი ვუტევთ სრულიად ბელარუსს. გვფარავდეს ღმერთი!

  • გიორგი

    გამარჯობა, ერთი სურვილი მაქვს არ მინდა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ისევ სხვა გუნდს ვუბალეშჩიკო;) წარმატებები!!

  • ქართველი

    გაიხარეთ ქართველებო!

  • ჯეკო

    მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია.

  • ჯეკო

    ჰავლაბარჯან, აქ რათა ხარ? წადი ყარაბაღში , სამშობლოს მიეხმარე რაღა...

  • ჯეკო

    ობიექტივში არ ხარ შენ. შენ ცოტა “სხვაგან” ხარ ჯიგარ და ჯობია მანდ დარჩე.

  • Geo

    ! მ ო ი გ ე თ ! საქართველო, საქართველო, საქართველო!!

  • კახა

    დაუდექით ერთმანეთს გვერდი დაეხმარეთ ერთმანეთის გვერდი დგომით თქვენ სამშობლოს უდგეხართ გვერდი არ ინერვიულოთ დამშვიდებულად ნაკლები შეცდომებით და ბოლო ეს დახარჯვით წარმატება აუცილებლად დაიდება მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის დაზღვევა გახსნა არავითარ შემთხვევაში ფორიაქი გაეხსენით ყოველთვის შესთავაზეთ საკუთარი თავისუფალი ბურთით მსოფლიოში ფეხბურთელს მოკლე პასებით გახსნით ბევრი სირბილი და გოლი მჯერა ყველა ი ბოლომდე დაიხარჯებით და წლების მენეჯმენტი სიამოვნებით გაიხსენებთ რომ ამ დღეს ამ წარმატებაში თქვენი გაქვთ დადებული საკუთარი აგური უფალი გიფარავდეთ.

  • სტალინი

    ღმერთმა ხელი მოუმართოს, მთლიანად საქართველოს მაგრამ ესენი თუ ორ ეტაპს გადალახავენ, ძალიან მეეჭვება

  • ....

    აქ დიზლაიკის დამწერთ,არაფრათ მიაჩნიათ 1981 წლის 13 მაისს ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება,რადგან დღეს ამას მოკლებულნი არიან.მათი აზრით თანამედროვე ფეხბურთი ძალიან განვითარდა იმ დროსთან შედარებით,ალბათ არ სურთ 1981 წლისა და დღევანდელი ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება.

  • ტყუპი თემო

    ადმინ თედო პაპას კომენტარი გამოაქვეყნე გთხოვ!.. ბიჭებს აუცილებლად წააკითხეთ და მჯერა შეუძლებელს შეძლებენ მოედანზე. მე ერთს დავამატებდი თედო პაპა შენს ჭაღარას გაუმარჯოს, იცოცხლე დიდხანს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში!!!

  • ზაზა ნ

    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო ო ო ო ო ო ო ო ო ო ო ო ო ო ....... ასე არ დაგეზაროთ როგორც მე. ცოტა ოები დავწერე. ბევრო გოოოოოოოლები ბიჭებოოოო ბებრი.... მიდით ლომებო მიდით.....

  • G.LA

    რა საძაგელი პიროვნება ხარ. მაგრად მინდა თავ პირი გაგიერთიანო.

  • თედო

    თქვენი პაპის ტოლა ქიზიყელი ბიჭი ვარ თქვენი ჭირიმე. 76 წელი გავლიე ლომებო. მიშა მესხისსა, სლავა მეტრეველისა, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, დარასელიას, მირთაზის, რეზოს და ბორიას სპექტაკლები მინახნია. ტაშკენტის ფინალის სიტკბო მიგემია ოქროებო და 81ის 13 მაისს დინამოს სტადიონის ბალახი მიჭამია სიხარულით გადარეულსა. ბალღს ვთხოვე კარნახით ეს სიტყვები დაეწერა. რომ დავუჯერო ამ ოხერს ჩვენი ლომები წაიკითხავენო. ხოდა გენაცვალოთ თქვენ თედო პაპა საქართველოს ხმალიცა და ფარიც ახლა თქვენ გიპყრიათ და ისე მოიხმარეთ როგორც მამაპაპას არ შეშლია. დაეცით მახვილი, ურტყით და ურტყით! ვინიცობაა და შემოტევა გაბედეს ჭკუით მოიგერიეთ და თავბედი აწყევლინეთ! ისე არ მომკლათ ლომებო ჩვენი ბედკრულის ჰიმნი არ აგუგუნდეს მთელი ევროპის გასაგონად! პატარა კახის, დიდი დავითის და თამარის ოცნება თქვენი ასასრულებელია ლომებო და იმას მოვუკითხე დიდი და პატარა ვისაც თქვენი დიდი გულით არ სჯეროდეს. არც ისინი იყვნენ სხვაზე ნაკლები და არც თქვენა ხართ ვინმეზე ჯაბანი ოქროებო. ღმერთი გწყალობდეთ ლომებო და ბრძოლის ველიდან შინ გამარჯვებული დაბრუნდით. ამინ!

  • გიორგი

    ჰიმნის შესრულებიდან საფინალო სასტვენამდე უნდა გეტყობოდეთ განწყობა რომ ჩვენ უფრო გვინდა მოგება. ფსიქოლოგიურად უნდა დავჩაგროთ პირველ რიგში მეტოქე. უმნიშვნელო სიტუაციებსაც მაქსიმალური ყურადღებით მიუდექით, კარგი მაგალითია ხვიჩას ბოლო გოლი ახმატის კარში. უდიდესი მნიშვნელობა ექნება განწყობას, ნუ იფიქრებთ ვაიმე რომ წავაგოთო?!დამარცხების შიში ერთადერთია რაც ადამიანს ხელს უშლის მიზნის მიღწევაში, იფიქრეთ და და საკუთარ თავსაც და გუნდელებსაც დააჯერეთ რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ, რომ ამ თამაშს ჩვენ მოვიგებთ. ტატიშვილთან გადაცემაში ყოფილმა ბელარუსმა ფეხბურთელმაც თითონ აღნიშნა რომ უდიდესი როლი ექნება ფსიქოლოგიურ განწყობასო. ყველა სიტუაციაში გაამხნევეთ ერთმანეთი, ნებისმიერ ორთაბრძოლაში აგრძნობინეთ რომ უშანსოდ არიან

  • თ.ქ

    დიდება საქართველოს!

  • Vasili

    ერთი რა მაინტერესებს, აქ რო იბლოკება რაღაც კომენტარები, მაშინ რატომ არ იბლოკება იმ რამოდენიმე ადამიანის კომენტარები , რომლებიც აღიზიანებს აბსოლიტურად უმრავლესობას, იმიტომ რო მიუღებელია და შეურაცყოფრლია ჩვენთვის გულშემატკივრებისთვის, რატომ არ ბლოკავთ ამ ხალხს??? თან აშკარად არ სიამოვნებთ ჩვენი არც მოგება და არც არაფერი კარგი, და რა საჭიროა ეს სუბიექტრბი აქ? ეს საიტი ხო ჩვენთვისაა ,? მხოლოდ გულშემატკივრებისთვის! და აქ რატო წერენ? დაბლოკეთ რა, ყველა ის ზიზღით და ირონიით დაწერილი კომენტარი რომელიც საქართველოს და ქართველების მიმართ არის ( იმ არაქართველევსაც გაუმარჯოს ვისაც უყვარს საქართველო). / იმედი მაქ ზედმეტი ხორცმეტები დაიბლოკებიან, ტყულად ნერვებს გვიშლიან!

  • ზურა

    ეს თამაში ახლა ჩვენთვის დიდგორის ბრძოლაა, არც ერთი ნაბიჯი უკან. მე მჯერა თქვენი, თქვენს უკან ახლა მთელი საქართველოა. არავითარი ზედმეტი თავდაჯერება. პირველ რიგში უნდა ითამაშოთ მაქსიმალური კონცენტრაციით, მშვიდად, ერთმანეთის დაზღვევით, სწრაფად და ლაღად შეუტიოთ რაც არის ქართული ტექნიკური ფეხბურთისთვის დამახასიათებელი.

  • ლუკა ფ

    ნიკოფსიითგან დარუბანდამდის! არ მავიწყდება აფხაზეთი! ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო!კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!მაგრად დაჰკარი! საქართველო ლამაზო,სხვა საქართველო სად არის!სამშობლო ერთია!დიდგორი! ძლევაი საკვირველი!არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!სად მამა პაპა მეგულვის იმათი კუბოს ფიცარი! 9 აპრილი! 9 აგვისტო! რუსეთი ოკუპანტია!სისხლით და ოფლით სამშობლოსათვის! ემიგრანტებისათვის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

  • ბექა

    ბიჭებო წლებია მინიმუმ ამ შედეგს ველით თქვენგან და იმედებს ვამყარებდი თქვენზე. დრო მოვიდა მთელი სული და გული ჩადოთ კიდევ ერთხელ და გაგვახაროთ. მჯერავს თქვენი და იმისი, რომ ჯგუფში მოვხვდებით. სამწუხაროდ სტადიონიდან ვერ გიგულშემატკივრებთ, მაგრამ გახაოვდეთ მერე რა მოხდება, რომ მოიგებთ, აბა თქვენ იცით.

  • მენტალური მომზადების ცენტრი

    ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ამას 8 ოქტომბერს მთელი მსოფლიო ნახავს!

  • მიშა

    მეამაყებით ბიჭებო!

  • ემირ

    მე იმას ვფიქრობ სად ვიშოვო 10000 13000 რო მოვგო ზემოდან

  • ჩემს ბიჭებს!

    ძმებო, ჯიგრებო აბა თქვენ იცით გაქვთ ისტორიული შანსი! მოუგოთ და გაზვიდეთ ევროპის ჩემპიონატზე... მიუმეთეს მაგარ ფორმაში ხართ სათითაოდ ყველა! მეტოქეც სუსტია! თქვენ ვერც კი წაროიდგენთ რამხელა სიხარულს გვაჩუქებთ რომ გახვალთ! იფიქრეთ პატარებზე ვისთვისაც ღმერთები იქნებით მომავალ ფეხბურთელებზე. და მოდით იმ თაობას ვინც 40 წელია გაიძახის საბჭოთა დინამო რო გუნდი იყო.....! მივცეთ ახალი სალაპარაკო ახალი საამაყო ამბები. თქვენ დღეს წერთ ისტორიას, რომელსაც ჩვენ ხალხი არ დაგივიწყებთ არასოდეს! სულ რომ არაფერი და ქვეყანა დაინგრეს სულ რომ ფეხები დაგატეხონ! გადით, გადით და მოიგეთ. ვიცით რომ შეგიძლიათ და თქვენც დაიჯერეთ!!!!

  • ირაკლი ქუთაისელი

    ბაზიდან სტადიონამდე ნაკრების ავტობუსს ხალხი უნდა დახვდეს /მთლიან გზაზე

  • Shoti

    Dgeba istoriulo dge rodesac chven bichebs sheudzliat istoria daweronn qartuli fexburtis istoriashii darwmunwbuli var rom kidev ert didi mabijs gadavdgavt ervropis chempionatistvis!!chven tven gverdit vart bichebooo stadionze tu mis garettt warmatebebii!!

  • valeri

    გაიხსენეთ ბავშობა, როგორ იწყებდით სპორტსკოლებში და როგორი პრესტიჟული და თითქოს აუხდენელი ოცნება იყო ეხლქ იქ ყოფნა სადაც თქვენ ხართ. ეს მოგცემთ გონებაში დაუშვათ იმაზე ფიქრი თუ რას ნიშნავს ეს იმ ხალხისთვის ვისაც ამბიცია ეროვნულობიდან გაამომდინარე უსაზღვროდ დიდი აქვს, მაგამ რეალობა სულ სხვაა. თქვენ შეგიძლიათ ამ ძლიერ ერს რწმენა დაუბრუნოთ, რადგან ეს ის თამაშია, რომელიც ნებისმიერ ეროვნულ თემას წონის, ეს ჩვენ გვიყვარს და გვანახეთ ევროპას პროფესიონალები რას ნიშნავს ქართულად

  • ხვიჩა

    დიდი მონდომება ექნებათ ჩვენს ფეხბურთელებს და აქედან გამომდინარე, მთავარია არ გადაიწვან.

  • გელა 8

    აქ უამრავი სურვილი, თუ ლოცვა-დალოცვა ქება წავიკითხე,და რაზე გავოგნდი იცით? ისეთ პატრიოტულ და ჯიგრიან პოსტებს რამდენიმე ნა--ზ---რი დისლაიქს უწერს, მათ მივმართავ: -------------------------------------. ხომ მიხვდით რაც უნდა დამეწერა

  • დავით ალექსიძე

    დაწერეთ საქართველოს და თქვენი ისტორია!!!

  • გელა 8

    რადგან ცენზურა არ გამიშვებს დავწერო ის რასაც შენდამი ვფიქრობ, ჩათვალე,რომ გნახე გა გითხარი კიდეც შე თახსირო...........

  • ზურა

    სიმართლე გითხრათ მთელი ბავშვობა და ეხლაც ვოცნებობ როდის აჟღერდებოდა ჩემი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე.ეხლა გაქვთ იმის შანსი რომ,ეს დაღლილი,ამ კორონებისგან თუ მთავრობებისგან დატანჯული ქართველი ერი გაახაროთ,ცოტათი მაინც გააბედნიეროთ.

  • გელა 8

    აქ დისლაიქი ვინც მისცა მაინტერესებს რატომ?

  • გიორგი დაშნიანი

    როდესაც საქართველომ რუსეთს მოუგო ასათიანის გოლით რომელიც დემეტრაძის პასით გაიტანა მაშინ რო საქართველო გახარებული იყო ეგეთი არასდროს მინახავს, ფებურთი ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი რეკლამაა, მაგალითად როცა სენეგალმა საფრანგეთს მოუგო მსოფლიოზე მაშინ გავიგე რომ თურმე ქვეყანა არსებობს რომელსაც სენეგალი ჰქვია, ხოდა მოიგეთ ერთა ლიგის გათამაშებები და აამღერეთ საქართველოს ჰიმნი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, შედით ისტორიაში გმირების სახელით

  • gurulski

    როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში თქვენ მაინც ჩვენი ბიჭები იქნებით და ისევ ისე ვუქომაგებთ სან ხოსეს, გენტს, რუბინს, ანორთოსის და ა.შ., მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც მთავარი გუნდი საქართველოს ნაკრებია. 8 ოქტომბრის გამარჯვებით და მერე ნოემერის მოგებით თქვენ არა მარტო ფეხბურთის და სპორტის განვითარებას შეუწყობთ ხელს არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებას.ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო

  • კახაბერ

    თავისი მრავალსუკუნოვანი არსებობის განმავლობაში ქართულ სახელმწიფო ს და ზოგადად ქართველებს ბევრჯერ უჩვენებიათ დანარჩენი მსოფლიოსთვის ქართული გ ენის ნოჭიერება, სიძლიერე, ერთიანობა ბოლო განსაკუთრებით აღელვებდა ქართველების არამოსურნეებს და მტრებს მრავალი წელი ა ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ქართველებს ერთიანობა არ შეეძლოთ მხოლოდ შუღლი და გაიტანლობა რაც სრული სიცრუეა და ტყულის თავზე მოხვევის მცდელობა ბევრ მაგალითს არ მოვიყვან ქართველები რომ ერთიანნი რომ არ ყოფილიყვნენ ვერ გაიმარჯვებდნენ დიდგორში ვერ ააშენებდნენ ჯვრის მონასტერს იერუსალიმში ვერ მოგებდნენ 1981 წელს თასების თასს და მთავარი ზემოთ ნახსენებ იერუსალიმში იყო დრო ვერცერთ ქრისტიანი ვერ შედიოდა დროშებგაშლილი დამცირებულ მამკაცებ მხოლოდ მანდილოსნებივით შეეძლოთ ცხენებზე მჯდარიყვნენ მხოლოდ ქართველები შედიოდნენ დროშებგაშლილი კაცები მამაპაპურად კაცურად ამხედრებულები და თავაწეული შედიოდნენ იერუსლიმში და მოილოცებდნე ქრისტეს საფლავს ( უფალი ჩვენთან) თქვენი გამარჯვებით ქვეყანას სახელმწიფო წარმოჩინდება საუკეთესო მხრით რომ ერთიანმა გუნდმა ერთად თავდადებით ერთმანეთისთვის თავგანწირივით დადეს გამარჯვება და ამაყი ქართველი მამა შვილს ეტყვი შემდეგ ქართველი არ და არავითარი მაშასადამე.

  • გელა 8

    ძლივს მობრუნებული ვარ ფეხბურთისკენ,ხან გაბრაზებული,ხანაც გაწბილებული,კიდევ თავს ზემოთ ძალის არმქონე, ჰოდა გთხოვთ კოვზ-კოვზა ნაგროვებს ნიჩბით ნუ გადამაყრევინებთ, ცუდად არ გამიგოთ და ხალხი არანაირ გასამართლებელ საბუთს არ მიიღებს (ღმერთმა არ ქნას) წაგების შემთხვევაში, თუმცა მოტივაცია არ გაკლიათ და აბა თქვენ იცით, გ ვ ჯ ე რ ა და გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ. გვაჩუქეთ კიდევ ერთი 13 მაისი..................

  • ლრვანი

    ბელორუსიელები უნდა ვატიროთ

  • ლეჩხუმელი

    კარგი იქნება მომავლისთვის თუ რუსეთში და მსგავს ქვეყნებში არ გაიქცევით სათამაშოდ ფულის გულისთვის, ხორვატები ისეთ კლუბებში არიან რომლებიც იტალიას, ესპანეთს, ინგლისს და გერმანიას წარმოადგენენ ჩემპიონთა ლიგაზე, ამით გვაჯობეს ბევრმა ჩვენნაირმა ქვეყნებმა, კვარაცხელია მეტს იმსახურებს

  • ზეზვა

    ერთი დღით იყავით ყველაზე მაგარი ქართველები

  • ლეჩხუმელი

    ისე იღერეთ ჰიმნი როგორც იტალიის ნაკრები მღერის

  • მერაბ1970

    უბრალოდ ითამაშეთ, ისე რომ თამაშის შემდეგ თქვენი თავით იამაყოთ. წარმატება აუცილებლად იქნება, ის გარდაუალია. შემდეგ თქვენი ოჯახი იამაყებს თქვენით, თქვენი ახლობლები, გულშემატკივრები, მთელი საქართველო იამაყებს თქვენით. წარმატებები!

  • ნიკა

    საქართველოს ჯერა თქვენი, თქვენ დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ დაწეროთ საქართველოს საფეხბურთო ისტორია.

  • საქართველოს გაუმარჯოს!

    ბრძოლის ყიჟინა მომესმა ...

  • ტყეშელაანთ გიჟი

    ბიჭებო, ჩვენ თქვენთან ვართ და ვერანაირი ძალა ვერ დაგვაშორებს, ვერანაირი რეგულაციები და აკრძალვები ვერ წაშლის თქვენს მიმართ ჩვენს რწმენასა და სიყვარულს. თითოეულს გახსოვდეთ: თუკი სრულად დაიხარჯებით (და ამაში ეჭვი არ გვეპარება), ხელისგულზე გატარებთ და არასდროს არ დაგივიწყებთ! მაშ გააკეთეთ ისე, როგორც ერთ ცნობილ ქართულ ფილმშია, როდესაც სახელოვანი გამარჯვების შემდეგ (ბახტრიონის ციხის აღება) ქართველი მხედართმთავარი სიამაყით მიმართავს მებრძოლებს: "ძმებო, ქართველებო! გილოცავთ გამარჯვებას!"

  • Kopaliani

    Dges roca chven samshoblos ase uchirs da qartveli xalxi umdzimesi xvedris qvesh vart mainc ar vtydebit da imedit uturebt momavals, bichebo tqven chveni imedi xart yvelam ertad unda achuqot saqartvelos sixaruli romelzec taobebi isaubreben, chven mouyvebit shvilebs da shvilishvilebs 8 octomberze dgeze romelic dauvicyari unda iyos saqartvelostvis. Bichebo tqven shegidzliat achuqot samshoblos dauvicxari dge da tqveni saxelebi ukvdavyot. Gaumarjos chvens samshoblos. Tqven shedzlebt

  • სოსო თეთრაძე

    სათქმელი არაფერია. არავიზე ნაკლებად არ გიყვართ სამშობლო და თქვენზე მეტადაც არავის უნდა გამარჯვება. გვჯერა თქვენი და გენდობით. მოედანზე გადით მშვიდად და იქიდან ამაყად გამოდით. მიაწექით, ყველაფერი გამოვა! ღმერთი გფარავდეთ!

  • master

    პროფესიონალები და პატრიოტი ხალხი ხართ.დარწმუნებული ვარ იცით როგორ უნდა დაამარცხოთ ბელარუსი.მითუმეტეს ახსნა არ გჭირდებათ რა მნიშვნელობის თამაშია.ასე რომ წარმატებები.

  • Caruzo9

    დვალიშვილი როგორ აკლია ამ ნაკრებს, რა ღიმილი და რა სათნო გამოხედვა აქვს, საკვალელი

  • საქართველო !!!

    მთელი ქვეყანა ვსხედვართ სახლებში ეკრანებთან და გული და სული თვქვენთან გვაქვს ! ღმერთი თქვენსკენ ! ეცადეთ ზედმეტი წნეხის გარეშე, გვჯერა რომ მთელ ჯიგარს ჩადებთ !!!

  • ლექსო

    წინ 12 ნოებერია

  • korben dallas

    აუუუუ, საღოლ ავტორ ))) რა მაგარი "საშინაო დავალება" მიეცი ამათ, თავი ტვ ობიექტივი-ს საღამოს ეთერში მგონია )))))))))

  • ლეონსიო

    უბრალოდ ითამაშეთ მათზე გაცილებით ძლიერები ხარ და მიაწექით ბურთი ჩვენ გვექნება მიაწექით ურტყით ეს ორი მატჩია მოსაგები მხოლოდ ორი და წარმოიდგინეთ რა მოხდება ეროვნული ზეიმი ყველაფერი თქვენს ხელშია უბრალოდ ითამაშეთ გულით დახარჯეთ რაც გაქვთ ძალა და ენერგია მხოლოდ ორი მატჩი სხვა გზა არარი მიაწექით 95 წუთი

  • ალექს.ფ

    ეს თამაში ღვთაებრივი ამბავია! შესაბამისად, ცარიელ სკამებს ზეციური გმირ ქართველი შეავსებენ, თითოეული გრილი ჰაერი კი თქვენკენ მომავალი, მათი გულთბილი სალამი და ალმურია! წარმატება ბიჭებო! მჯერა ერი და ბერი იზეიმებს! ზეცად კი ზეციური საქართველო!

  • fani

    ბიჭებო, ეჭვი არ მეპარება რომ ყველას გახსოვთ, ვისი გორისანი ხართ და ვის წარმოადგენთ! ჰოდა, გადით და მოედანზე სთქვით მთელი საქართველოს სათქმელი! გადით და მოედანზე დახარჯეთ მთელი თქვენი ენერგია და ძალები, ისე როგორც ამას იზამდით, საქართველოს საზღვარზე რომ იდგეთ და მოწინააღმდეგის ურიცხვ ლაშქარს რომ აკავებდეთ! მუდამ თვალწინ გედგათ თქვენი ახლობლები, თქვენიანები და თქვენზე მლოცველი სრულიად საქართველო! თქვენ გაგიმარჯოთ, ქართველებო! თქვენი სახით უკვდავ ქართულ გენს გაუმარჯოს!

  • las

    არის წუთები როცა შენი საკუთარი ამბიცია უნდა დათმო და იცხოვრო ქვეყნისა და ხალხის ინტერესით.

  • მეგრელი

    მეცხრე ძმა ხერხეულიძე რო განიგმირა და სისხლიანი დროშა გაუვარდა ხელიდან, მათმა დედამ ააფრიალა ამაყად ის დროშა, რომელიც თქვენ მკერდზე გაქვთ ამოტვიფრული და ესეთი ხალხის წყალობით მოვედით დღევანდელ დღემდე. ხოლო დღეს ყველანი თქვენ შემოგყურებთ იმ იმედით რომ, სიხარულს მოუტანთ მთელ ერს.

  • alex

    მეკარე - კატა თაგვს და მტრედს როგორ იჭერს, გინახავს? იუთუბიზე ამოაგდეთ და კარგად დაიმახსოვრეთ!! დაცვა - ახლა, მთლად მეკარის ფეხების იმედად ნუ იქნებით... კარგები ხართ ყველანი!! (საერთოდ, ყველანი კარგები და ჯიგრები ხართ!!!) ნახევარდაცვა - კანკავა უნდა იყოს!!! (შეცვლაზე

  • ლეჩხუმელი

    საკმარისია ბიჭებო რაც წავაგეთ, ეხლა თუ ვერ გავალთ ევროპაზე საერთოდ დაივიწყეთ ბურთი და მოედანი

  • ტიმო

    გაგვახარეთ,გაახარეთ ეს ქვეყანა,მხოლოდ თქვენ,მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ეს და არ დაიშუროთ ამისთვის არაფერი.

  • დინამო

    https://youtu.be/QKziBPHt97Q თხოვნა იქნება ეს წუთნახევრიანი ვიდეო ნახოთ ყველამ ერთად ნაკრების ფეხბურთელებმა. ახალგაზრდული რაგბის ნაკრების ჰიმნის შესრულებაა

  • BOSS

    აბა თქვენ იცით ბიჭებო! მჯერა რომ თუ ყველანი ასათი პროცენტით დავიხარჯებით, ფინალს აუცილებლად ვითამაშებთ! მთელი საქართველო თქვენ გვერდითაა -ერი და ბერი, დიდი და პატარა!ცარიელ ტრიბუნებზე გული არ გაიტეხოთ - თითოელი სკამიდან გაასმაგებული მუხტი წამოვა! ღმერთი ჩვენსკენ!!!

  • ზვიად ბერეკაშვილი

    პაიჭაძე, ჯეჯელავა, ღოღობერიძე, კოტრიკაძე, მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ახალკაცი, ყიფიანი, შენგელია, ჩივაძე, გაბელია, ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, კობიაშვილი, კალაძე ...... ამ წერტილებს თქვენ შეავსებთ თუ საქართველოს ნაკრებს ასახელებთ!

  • geno

    გაიხსენეთ დიდგორის ბრზოლა ყველა გზა მოჭრილი გვაქ ან გამარჯვება ან სიკვდილი

  • ემიგრანტი ქაქუცა

    სამშობლოდან დროებით დაშორებულებს,ყოველთვის ერთი ნატვრა გვაქს,ქართული ჯიშის და ჯილაგის აღორძინება,ქართველი ხალხის ბედნიერება და სიხარული. ღმერთმა გაგაძლიეროთ ბიჭებო.დიდ მონდომებას მოაქვს დიდი გამარჯვებები. სულ გამარჯვებული გატაროთ უფალმა

  • niko

    მე მჯერა ამ გუნდის, ნუ აღელვდებით, გადით დამშვიდებული მოედანზე და ითამაშეთ. ერთს გთხოვთ საჯარიმოს გარედან უფრო მეტჯერ შეუტიოთ კარებს და ბევრჯერ დაარტყათ.

  • გიორგი

    მახსოვს ტალახაძემ რო ბოლო წონა აწია და ჩემპიონობა გაინაღდა როგორ იგრიალა სიხარულის ხმამ უბანში, ყველა სახლში იყო ზეიმი,არადა ზოგს შეიძლება საჭმლის ფული არ ქონდა მაგრამ მაინც ყველა ბედნიერი იყო . სასწაული გრძნობა იყო. ფეხბურთელებმა წარმოიდგინეთ რა იქნება მოგების მერე, საქართველოში კი ხალხს ბეხბურთი გაცილებით მეტად უყვარს ვიდრე შტანგა....

  • ლუკა

    ღმერთმა დაგლოცოთ

  • ბეღურა

    თუ ქართველი ფეხბურთელები მონდომებით ითამაშებენ თუ ყურადღებით იქნებიან თამაშის დროს და თითოეულ დეტალს წვრილმანსაც კი მიაქცევენ ყურადღებას მოგება გარდაუვალი იქნება და კიდე ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცით კიდევ ბევრი იშრომოს, კიდევ მოუმატოს და მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება

  • georgian

    ბიჭებო გიორგი ანწუხელიძემ ყველა ჩვენთაგანისათვის გმირობა ჩაიდინა, ჩვენი სულების სიმტკიცისათვის. მოიგონეთ ის კადრები, მას მხოლოდ დროშაზე დაფურთხებას ავალებდნენ სიცოცხლის საფასოდ. თქვენი გამარჯვება ჩვენი სულის სიმტკიცე იქნება. გაუმარჯოს საქართველოს!!

  • გიორგი მათიაშვილი /ბოკვერა/

    გაიხსენეთ 13.05.1981,და გაგვახარეთ ისევე როგორც მაშინ გაახარა დინამო თბილისმა საქართველო,წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით

  • გულ შემატკივარი

    დაღლის უფლება არა გაქვთ. არც მომენტების გაფუჭების. არც სტადიონზე დაძინების, ბრძოლა ჟინი თავდადება, ოქრო ურტყავს მაკრატელას.

  • ....

    ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შანსი გეძლევათ დააბრუნოთ ფეხბურთი საქართველოში!გისურვებთ წარმატებას,მომავალ,მეტად მნიშვნელოვან პრინციპულ მატჩში!

  • არაგველი

    მუშტაიდის ბაღიდან გაიგებთ თქვენი გულშემატკივრების ომახიან სა ქა რთვე ლო!-ს.ჩვენ თქვენთან ვართ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

  • რ.ჯ.

    ჩვენო საყვარელო ბიჭებო, ღმერთმა დაგლოცოთ და ჯანმრთელად გამყოფოთ. გულითადად მინდა და ამასვე გისურვებთ, რომ 8 ოქტომბრის ღამეს სიხარულით თვალცრემლიანი ზღვა ქართველები გენახოთ!!! თქვენ ამ სიხარულის მოტანა შეგიძლიათ!!!!

  • კალა

    ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, დაუნდობლად შეუტიოთ“.

  • კალა

    ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“ თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, დაუნდობლად შეუტიოთ“.

  • kolx

    ბიჭებო,8 ოქტომბერს არის 1981 წლის 13 მაისი. აქციეთ ეს რეალობად!

  • ნიკა

    გამარჯობათ ბიჭებო. მე ვარ სამხედრო. სამი ნატვრა მაქვს. ქვეყნის გაერთიანება. შვილის ყოლა და ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ეროვნული ნაკრების. თქვენ შეგიძლიათ ერთით ნაკლები ნატვრა დამიტოვოთ. თქვენს გვერდით ვარ. წარმატებები.

  • ჰავლაბრელი ტიღუა

    ვაი ჩვენს პატრონს ბელორუსებთან შეხვედრა ისტორიულ თამაშად თუ გვექცა. თუ ასეთი სუსტები ვართ, იქნებ არც ღირდეს ევროპაზე გასვლა, მთელ ევროპას რომ არ ვაჩვენოთ რა სუსტებიც ვართ.

  • ეხლაც ჟრუანტელი მიმვლის ტანში როდესაც წარმოვიდგენ საქართველოს ჰიმნს და ქართულ დროშებს ევროპის ჩემპიონატზე!

  • კლოპი

    დღეს ხალხი გავიცანი ძმებო პირჯვარს იწერდა ბელარუსთან თამაშზე, ლოცულობს ხალხი ძმაო. ეს ის თამაშია როცა 90 წუთი ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წამებია, პირადად ჩემთვის ძმაო დედამიწა რო ინგრეოდეს მაინც მჯერა რომ ჩვენ ევროპა გველოდება დიდი ხანია და ეგ დროა ბიჭებო თქვენ შეკოგევლეთ, რა დავწერო არ ვიცი ძმაო, ჩვენ სისხლსაც გადმოგისხამთ თუ საჭიროა.... ⚽

  • ეხლაც ჟრუანტელი მიმვლის ტანში როდესაც წარმოვიდგენ საქართველოს ჰიმნს და ქართულ დროშებს ევროპის ჩემპიონატზე!

  • tngh

    მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე და მონდომება!!! წარმატებას გისურვებთ!!!

  • G.LA

    ბიჭებო თქვენ ნუ ინერვიულებთ. გჯეროდეთ რომ მოიგებთ, გჯეროდეთ რომ თქვენ უკეთესები ხართ და გაგიმართლებთ კიდევაც. ყოველთვის რისიც გჯერა, ძალიან გინდა და მიზანმომართულად მიდახარ მიზნისკენ უმეტეს შემთხვევაში აღწევ მიზანს. ჩვენ გვჯერა რომ 8-ში გავიმარჯვებთ ყველანი ერთად და ფინალსაც მოვიგებთ. ეს ჩვენ ძალიან გვესაჭიროვება დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა დამარცხებულია ახლა ომით. თქვენ შეგიძლიათ შემართება და რწმენა გაამყაროთ ჩვენში, ყველა ჩვენგანის გულებში. ხოდა გახსოვდეთ რომ სამშობლოს დიდ სიხარულს და რწმენას მოუტანთ, რაც დამუხტავს მთელ ქვეყანას. მინდა გჯეროდეთ გამარჯვების და წარმატების. ჩვენ გავიმარჯვებთ!

  • საქართველოსთვის!

    თამაშის მსვლელობისას ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მსაჯის უნებლიე ან განზრახ შეცდომა, სწარაფი და მოულოდნელი გოლი საკუთარ კარში, თამაშის არასასურველი სცენარით წარმართვა და ა.შ გვინდა ისეთი ძლიერი ფსიქოლოგიით და სულისკვეთებით გახვიდეთ მინდორზე რომ, ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს და ბოლომდე, ბოლო წუთამდე იბრძოლოთ! ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, თქვენს უკან საქართველო დგას!

  • გაიოზი

    ჩვენ თქვენი გვჯერა გულღვიძლიანო ქართველებო!!!... ღმერთმა დაგლოცოთ და გამარჯვებებით გაგახაროთ თქვენც და ჩვენც!!!...

  • vaxo

    რამდენი "თამადა" გვყოლია )))))))

  • Revaz

    I

  • შ. ჭ.

    თქვენ უბრალოდ გადით მოედანზე და მიუდექით საქმეს, ისე როგორც პროფესიონალს შეეფერება. ემოციების გარეშე აჩვენეთ, რომ თქვენი შრომით აღწევთ დამსახურებულ გამარჯვებას. აი ემოციები კი ჩვენ(გულშემატკივრებს) მოგვანდეთ. როდესაც გაგვახარებთ, ისეთ ემოციებს გამოგიგზავნით მთელი მსოფლიოს ქართველები, რომ მერე უბრალოდ სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ. თქვენგან მხოლოდ ანთებულ თვალებს და გამარჯვების წყურვილს ველი. ფეხბურთის თამაში კი იცით:)

  • ბათუმი

    ბრძოლა გამარჯვებისთვის, ჩვენი ფეხბურთის გადარჩენისთვის! -გადით მოედანზე და იბრძოლეთ! ასევე, იცოდეთ თქვენი შრომა, თავდადება, მონდომება კლუბებშიც არის სამშობლოსთვის გაკეთებული, კლუბებში დადებული შედეგის შემდეგ შეძლებთ გამოადგეთ ნაკრებს!! გამარჯვება ბიჭებო

  • Simartle

    Simartle.....vin da rusi,somexi,saqartvelos mte4i,vai politikosebi .

  • bs

    ეს თამაში მხოლოდ ერთი ნაბიჯია, უცილებლად გადასადგმელი და მტკიცედ გადასადგმელი. ვიცი და მჯერა თქვენი რომ ამ თამაშს მოვიგებთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ის დასაწყისი რომლის გარეშეც არ გვექნება მომავალი!!!

  • მევარმე

    მოგვეხსენება, (ალბათ პირველად არა) სპორტი არის ერთგვარი მედიცინის ნაწილაკი რომელიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე ადამიანში ენდორფინებს აფრქცევს და შესაბამისად სპორტი წერს, უდიდეს სასიამოვნო და მკინვეულ ისტორიებს - და სასიხარულო ამბებს... ბიჭებს პირველ რიგში ვუსურვებ უტეხ ნებისყოფას და რწმენას იმისა რომ ისინი აუცილებლად სერიოზულად , ანუ ზე პროფესიონალურად მოეკედებიან საქმეს და დაამარცხებებენ მეტოქეს როგორც ტექნიკით ასევე ბრძოლით! ასეთ თამაშებს უბბრძოლველად ვერ მოიგებს ვერავინ... ბრძოლის ჟინს და ქართულ ჰიმნს გაუმარჯოს თქვენთან ერთად ქართველო კაცებო გისურვებთ გაგეხარებინოთ სამშობლო! ❤❤❤

  • Bakuri

    Aაა მე ამ თამასჰს Vერ ვუკურებ ჯობია შჰედეგი Gავიგო გული ვერ Gამიზლებს ნერვიულობიტ და Dაზაბულობიტ

  • ქვეყნის გულშემატკივარი

    ტექნიკა და ბრძოლა გინდათ, გაიმარჯვეთ როგორც გინდათ

  • აბრაგი

    11 ჯაბა კანკავა გავა მოედანზე მჯერა!

  • MAXSIMUS

    ბიჭებო ამ მომენტს და ამ შანს ქართული ფეხბურთის ბევრი თაობა ელოდებოდა, მაგრამ ბედმა და განგებამ თქვენ მოგცათ ეს შანსი და ბედნიერები უნდა იყოთ ამით. მთელ საქართველოს გვჯერა თქვენი. გვჯერა რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებთ! უფალი გფარავდეთ!!!

  • MAXSIMUS

    ბიჭებო ამ მომენტს და ამ შანს ქართული ფეხბურთის ბევრი თაობა ელოდებოდა, მაგრამ ბედმა და განგებამ თქვენ მოგცათ ეს შანსი და ბედნიერები უნდა იყოთ ამით. მთელ საქართველოს გვჯერა თქვენი. გვჯერა რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებთ! უფალი გფარავდეთ!!!

  • David

    ჩვენს ნაკრებს ყოველთვის ორი მტერი ყავს- ზედმეტი ნერვიულობა და ზედმეტი თავდაჯერება. თუ აგებენ ფარხმალი არ უნდა დაყაროთ და თუ იგებთ ქუსლით პასები და აგდებული Yამაში არ უნდა დაიწყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თავდაჯერებული და კონცენტრირებულები თუ ითამაშებთ ყოველთვის მოვა წარმატება

  • გიგა1992

    ამ მძიმე მძიმე მდგომარეობის დროს გვაჩუქეთ ბედენიერი წუთები და გპირდებით აღარ შეგაგინებთ !!!

  • მაქსიმე

    გადით და გაიმარჯვეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის,აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის, ჩვენი გმირებისთვის, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შეწირა!.. უბრალოდ გადით და გაიმარჯვეთ საქართველოსთვის!!!

  • რეზო

    ბიჭებო–თქვენთვის,თქვენთვის ვმღერით, ზღაპრის ბოლო კეთილია,თქვენთან თქვენთანა ვართ,ნურაფრის ნუ გეშინიათ!

  • მაქსიმე

    გადით და გაიმარჯვეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის,აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის, ჩვენი გმირებისთვის, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შეწირა!.. უბრალოდ გადით და გაიმარჯვეთ საქართველოსთვის!!!

  • მაქსიმე

    გადით და გაიმარჯვეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის,აფხაზეთისთვის და სამაჩაბლოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის, ჩვენი გმირებისთვის, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შეწირა!.. უბრალოდ გადით და გაიმარჯვეთ საქართველოსთვის!!!

  • გაბი

    თქვენი გამარჯვება ერის გამარჯვებაა! ისტორიაში ჩაეწერებით ბიჭებო! თქვენზე თაობები ისაუბრებენ! დადეთ ბელარუსი ბეჭებზე! მთელი საქართველო ეხლა თქვენ შეგცქერით! ჩვენ არ ვართ სტადიონზე, მარა მთელი გულით და სულით თქვენთან ვართ!

  • გულშემატკივარი

    რა ვერ გავიგე ამ მხარდამჭერ კომენტარებს ვინ სულით გაჭირვებული ამინუსებს?! მიდით ჯიგრებო თქვენ მაინც გაგვახარეთ ეს გაუბედურებული ერი!

  • გურჯი

    ყველას 2 დისლაიქი რომ აქვს..ის 2 ვირთხა მანახა რა.. თქვენი.... ......

  • ზურაბი

    80 იანების დინამო მსოფლიო დონეზე თამაშობდა, ამათ რა უნდა მივმართოთ, რამეს წარმოადგენენ? ფსკერზე არიან და ცოტათი წინ წაწევას ცდილობენ. ჩვენში ფეხბურთი ბეისბოლად რომ აღიქმებოდეს, კი ბატონო, გაგვიხარდებოდა ეს მოვლენა და წარმატებად შეფასდებოდა, მაგრამ ის ხალხი ხომ ჩვენს შორისაა, მსოფლიო დონეზე რომ თამაშობდნენ ფეხბურთს. ვისაც გიხარიათ, მიმართეთ!

  • ბაჩო

    ბიჭებო როგორი შემართებითაც დაიწყებთ თამაშს ვიცი და ბოლომდეც, მსაჯის სასტვენამდეც ისეთი ენერგიით და შემართებით იყავით არ მოდუნდეთ!! თქვენი გვჯერა ყველას და თქვენს გვერდით ვართ ტელეეკრანებიდან!!!

  • ნუკრი

    გახდით ლეგენდები !!

  • საქართველოსთვის

    ჯვაროსნებო,ყველაფერი თქვენს ხელშია და ამ შანს 30 წელი ველოდით.ხოდა,დადგა ეს დროც,როცა შეგვიძლია დიდ ფორუმზე გასვლა და ამისათვის ორი გამარჯვებაა საჭირო. მოედანზე მაყურებელი არ იქნება,მაგრამ თქვენს უკან მთელი საქართველო დგას,მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი ქართველი და ყველაზე ცუდ მომენტში იფიქრეთ ამაზე. 100% გამარჯვების მოლოდინი არ არსებობს და არც ამჯერად ვფიქრობთ ეგრე.უბრალოდ,გადით მოედანზე და იბრძოლეთ,იომეთ,გააკეთეთ ყველაფერი,რაც შეგიძლიათ ან უფრო მეტიც.თუ მოვიგებთ,მთელი ერი გაიხარებს და თუ ისე მოხდა,რომ წავაგეთ,არ ინერვიულოთ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ნებისმიერ დროს,ნებისმიერ ამინდში ნამდვილი ქომაგი თქვენს გვერდზე იქნება. მოიხსენით ყველანაირი წნეხი და ითამაშეთ ფეხბურთი.გახსოვდეთ,ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ ერთი გუნდი ვართ.ერთად გავიმარჯვებთ ან ერთად დავმარცხდებით,თქვენ მარტო არ ხართ.

  • Picaso

    მევრულად დავწერ და თითქმის ყველა გაიგებს.ვინც ვერ,ერთმანეთს დაეხმარეთ ან "ჭაჭი" დაგეხმარებათ)))).საქორთუოშ ფეხბურთიშ წოხლე აწოკინაშე მადლობა.ბჯერა თენა რე ფეხბურთიშ ჯგირ წიმე ულაშ დაჭყაფუ.ირკოჩი იმენდით ელ თიმ დღას ნამ დღასით საქორთუო ევროპას დუდს გეგმირჩქინას მუშ ბრელ წვალებათ დო ხანდათ.მარდიელ ასე ხოლო ვორექ მარა უკულ ნინათ ვერაგადე ჩემპიონატშა გეგშურთინ.აბა თქვა გიჩქუნა.პ.ს ბალიშიკი)))))

  • მამბა

    მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ !!!!

  • ჯიჯი

    ბიჭებო წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას, არააქვს მნიშვნელობა თუ როგორ დამთავრდება მატჩი. უბრალოდ თუ წაგებაა მინდა ღირსეული წაგება ვნახო. მოგება კი გაახარებს მთელ ერს და წამით მაინც გაგვიღვიძებს ქართულს ყველაფერს. მე პირადად ყველას გულშემაგტკივრობთ, ყველასი თამაშები მაქვს ნანახი და ვნახულობ სულ, ვიცი თუ რა შეგიძლიათ და მე მჯერა თქვენი. ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ ის, რომ საუკუნის მატჩია ეგეთი შანსი აქამდი არავის ქონდა და შეიძლება მომავალში არც თქვენც გექნეთ. გამოიყენეთ ეს შანსი და როგორც 1981 წლის ლეგენდარულ დინამოელებს არ ვივიწყებთ დღესაც ისე არ დაგვავიწყდება თქვენი სახელები არასდროს. წინ გამარჯვებისკენ ! ! !

  • a qutaisi

    აბა ბიჭებო თქვენ იცით მოიხსეით ველააირი სტრესი და ადაუარეთ ბელარუსს სირცხვილია მაგათთა წაგება.თქვე ხომ ათი თავით ჯობიხართ მაგათთ გიდ ტექიკურად და გიდ მენტალურად.ღმერთი თქვესკე ჩვე აუცილებლად გავიმარჯვებთ.

  • ვახო...

    წარმატებები საქართველოს! უფალი თქვენსკენ!

  • ვახო

    პირველ რიგში გისურევბთ გამარჯვებას!!! იცოდეთ რომ მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით ვართ, ვამაყობთ თქვენით და თქვენი იმედი გვაქვს!

  • ლშ

    ამდენი დისლაიქი ვინ დამიწერა რა დავწერე ეგეთი . ვინ ხართ საერთოდ რას წარმოადგენთ , რა არ მოგეწონათ გამოდიათ ერთი ამოხსენით

  • დიმოტრი ქებურია

    სულ რომ ყველამ ზურგი გაქციოთ, არასოდეს მიგატოვებთ !!! მე პირადად თქვენი ბოლომდე მჯერა!

  • თორმიკე

    იფიქრეთ რაც შეიძლება სწრაფ შეტევაზე ძალიან გთხოვთ და რაც შეიძლება ხშირად დაარტყით კარისკენ დანარჩენს ყველაფერს ისე აკეთებთ როგორც შეგიძლიათ და წარმატებები აუცილებლად მოვიგებთ

  • ანტონიო

    რაინდებო! მთელი თამაშის განმავლობაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გჯეროდეთ რომ ჩვენი გუნდი კლასით, გამძლეობით, ოსტატობით, სისწრწფით ერთი თავით მაღლა დგას მოწინააღმდეგეზე, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ვთამაშობთ ბოლო წამამდე, ეს ფეხბურთია, სანამ მსაჯის სასტვენი არ იქნება. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო. საქართველო - ბელორუსი 4:1

  • თემური

    ბიჭებო თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ის რაც აქამდე ბევრისთვის მიუწვდომელი იყო.გააერთიანოთ ერი და ბერი.მთელი ქვეყანა თქვენ შემოგციცინებთ რომ ჩვენი ქვეყნის პიმნი აჟღერდეს საფეხბურთო ფორუმზე ძალიან მეიმედებით და დარწმუნებული ვარ მოედნის თითოეული გოჯისთვის იბრძოლებთ. ღმერთი გფარვდეთ

  • fff

    მთავარია ჩვენივე შეცდომებით არ წავაგოთ, თორემ ბელარუსი ვერ მოგვიგებს.

  • ალექსი

    ბიჭებო ჩვენ თვენი გვჯერა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ !!! მოინდომეთ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ !!! ❤️

  • რატი

    რა გითხრა რით გაგახარო? ამ უიმედობის ჟამს ბევრი რამე ალბათ ვერ გაახარებს ქართველს. ბიჭები! ლომები! ვაჟკაცებო, თქვენ იცით რომ შეგიძლიათ მილიონობით ქართველს ღიმილი და სიამაყე მოჰგვაროთ. გვეამაყებით და გვრიმედებით.თქვენს ქართველობას გაუმარჯოს. თქვენს გამარჯვებას გაუმარჯოს.წინ დიდი გამარჯვებებისკენ!!! ❤

  • ალექსი

    ბიჭებო ჩვენ თვენი გვჯერა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ !!! მოინდომეთ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ !!! ❤️

  • ქართველა

    კარიერის მატჩი გაქვთ ბიჭებო , მთელი საქართველო თქვენ შემოგცქერით ტელე-ეკრანებიდან და ეს გახსოვდეთ , იმაზე მეტი უნდა შეძლოთ ვიდრე შეგიძლიათ და ლამაზი ფეხბურთი ლაღი თამაში და დიდი გამარჯვება უნდა შემოგვთავაზოთ , თქვენ ქვეყნის სიამაყის მატარებლები იქნებით და ასე უნდა გაგრძელდეს ყოველთვის აბა თქვენ იცით საოცარი და ლამაზი დღის მოლოდინი გვაქვს ყველას !!

  • ზიზუ

    ყველას უნდა გახსოვდეთ ვინ ვართ რა ვართ და საიდან მოვდივართ, ეს თამაში არის ომის ტოლფასი და თქვენ ეს ომი უნდა მოიგოთ, თითოეული მოთამაშე უნდა ხვდებოდეს თუ რას ნიშნავს ამ თამაშის( თამაშების) მოგება საქართველოსთვის და თქვენი პირადი კარიერისთვის, მე უცხო ქვეყნიდან გულშემატკივრობთ ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ, ყველას დაანახეთ რომ არავისზე ნაკლები არ ხართ და დიდი კვერცხები გაქვთ

  • jjj

    ვინმე გრანდს, რომ ეთამაშებოდეს კი ბატონო, მარა ბელარუსთან შედეგის მიუხედავთ ნაღდათ ვერ ვიამაყებთ.

  • gela

    ხო ნაღდათ ბელორუსს ვეთამაშებით? რა ხდება? რა ჟრიამულია? მანდ მაინც ვიგებთ, რიჟაა ამხელა ამბავი მაგ თამაშზე.

  • ა

    არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგით დამთავრდება თამაში ყველა ვინც მოედანზე იქნებით თამაშის ბოლოს თქვენს თავში იცოდეთ რომ 100%-ით დაიხარჯეთ და შედეგის მიუხედავად ვიამაყებ თქვენით!

  • რამაზი

    ბიჭებო ჩვენ გვჯერა თქვენი.გული გვწყდება რომ ფიზიკურად თქვენს გვერდით ყოფნის უფლება არ მოგვცეს,მაგრამ იცოდეთ რომ ჩვენ თქვენი გვჯერა და ველოდებით იმ წამს როცა ყველა ერთად გავიხარებთ იმ მიზნის მიხწევით რომელ მიზანთან და სიხარულთანაც თქვენი დამსახურებით ასე ახლოს ვართ.პირველ რიგში თქვენ თვითონ იმსახურებთ ამ სიხარულს და არცერთი წამით არ შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.გაფასებთ და მეამაყებით.ჩვენ ერთი გუნდით ვართ

  • გოგა

    მე მჯერა თქვენი და მჯერა, რო გახვალთ ევროპაზე. ჩემი პირადი აზრით ეს 1981 წელსას დაჩრდილავს. წარმატებები ბიჭებო და ნებისმიერ შემთხვევაში სულ გიგულშემატკივრებთ. წინ საქართველო!

  • სოსო

    ვფიქრობ ბევრი ლაპარაკი,საჭირო არ არის.თქვენ შესანიშნავად გესმით ამ მატჩის მნიშვნელობა და დიდი ხანია,ამ მიზნისაკენ მოდიოდით.თქვენ გუნდი ხართ,რომელსაც უკვე ბევრი რამე შეუძლია და სწორედ ის უნდა გააკეთოთ,რაც შეგიძლიათ.მატჩი გადამწყვეტია და მეტოქესაც ისევე უნდა გამარჯვება,როგორც თქვენ.ამიტომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი,მათ შორის პროვოკაციებიც(თქვენ ხომ სამხრეთელები ხართ,ემოციური ხალხი).ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და მთელი თამაშის განმავლობაში არ დაკარგოთ მობილიზაცია.ფეხბურთელები,თქვენ უკეთესები ხართ და თუ ისე ითამაშებთ,როგორც შეგიძლიათ,ბელორუსი აუცილებლად დამარცხდება.ითამაშეთ უშიშრად,ლაღად,სწრაფად,მაგრამ ყურადღებით და ყველაფერი კარგად იქნება.მართალია სტადიონზე ვერ ვიქნებით,მაგრამ თქვენს გვერდით ვართ და გვაჩუქეთ სიხარული.წარმატებები ამ და მომდევნო თამაშებშიც.ჯგუფშიც უნდა გავიმარჯვოთ და აქაც.

  • გიორგი ვარშავიდან

    თვითმფრინავის ბილეთები ჯერ კიდევ ვიყიდეთ , ორ ჯერ გაუქმდა ფრენები , მართალია ბედმა არ გვარგო სტადიონზე ყოფნა მაგრამ ათასი პროცენტი მჯერა , თავს არ დაიდობთ გამარჯვებისთვის

  • Vasili

    სამივე თამაში უნდა მოიგოთ, რეიტინგშიც წინ წავალთ, თქვენც მაგარ ყურადღრბის ცენტრში მოხვდებით და მთელი ქვეყანა გაიხარებს,, ჩვენ გუნდს სამი თამაში გადაბმულად არ მახსოვს როდესმე მოეგოს...

  • foodboll

    დაარტყით დაარტყით, კარში დაარტყით

  • mitro

    ბიჭებო დღეს ჩვენ ქვეყანას გამარჯვებების ნაკლებობა აქვთ. ეს თქვენი ბრძოლის ველია და გთხოვთ ამ ქვეყანას დაუბრუნეთ გამარჯვების გემო...

  • butxa jitchonaia

    ჩვენ არ ვეთამაშებით ბელარუს,ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ სადაც ჩვენი ადგილი არის,ჩვენ მესხის,დარასელიას ყიფიანის და ვინ ჩამოთვლის რამდენი ლომების სახეს წრმოვადგენთ.დაუმტკიცეთ მსოფლიოს დაუმტკიცეთ ჩვენგან წასულ ლომებს რო ღირსნი ხართ ლომების ნაკვალევს ამაყად ფაფარ აწეულები გაყვეთ.

  • ლევანი

    ვერავინ აწონის და ვერავინ გაზომვას იმ სიხარულს რომლიც თქვენ უნდა მოუტანოთ სრულიად საქართველოს იყავით მშვიდები და უბრალოდ იცოდეთ რომ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხართ...ნეტავ შემეძლოს რომ ჩემი ენერგია გიწილადოთ ჩემი ძალა ნეტავ მე ვიღლებოდე თქვენს მაგივარად... აბა ბიჭებო იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ

  • konstantine

    გადით მოედანზე როგორც მებრძოლები და დაბრუნდით როგორც გმირები. წარმატებები ბიჭებო გვეამაყებით.

  • ზუროვსკი

    ხანდახან ის შემართება რომ უეჭველი მოვიგებთ თამაშს არ არის კარგი, რადგან თუ სტადიონზე ყველაფერი სხვანაირად დაიწყო და პირიქით აქეთ მივიღეთ გოლი შეიძლება სრულიად მოგშალოთ და უარესი შედეგი მიიღოთ, ამიტომ გაანალიზეთ ყველა სცენარი, ფსიქოლოგიურად უნდა იყოთ ძლიერები და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, იყო შემთხვევა როდესააც სრულიად გამოუცდელმა ხალხმა, პროფესიით ფეხბურთელებს მოვუგეთ, გამარჯვების საიდუმლო იმაში იყო რომ პირველ რიგში ერთმანეთისთვის ვთამაშობდით. მოედანზე პირველ რიგში ვერც შენი გულშემატკივრისთვის, ვერც ოჯახისთვის და ვერც ქვეყნისთვის ითამაშებ, პირველ რიგში შენი გუნდელებისთვის უნდა თამაშობდე და გიყვარდეს ისინი, გუნდში სუსტი რგოლი განზე კი არ უნდა გაწიოთ, პირიქით გვერდში დაუდგეთ, ესაა წარმატების გასაღები, მადლობთ. :)

  • რუსლანი

    ბიჭებო უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ! დარწმუნებული ვარ ჩვენ გავიმარჯვებთ უფლის შეწევნით!

  • zaza tbilisi

    ...ფეხბურთს არა, ქვეყანას სჭირდება რწმენა... რწმენა რომ შეგვიძლია,... რომ არ გადავჯიშებულვართ,... ...ასეწ რომ - არ ჩაიჯვათ რა,...

  • : )))))))

    ეს ფეხბურთია და ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ჩემი თხოვნაა ლაღი, შემტევი,ტექნიკური,ქართული ფეხბურთი ითამაშეთ და მაგით მოვიგებთ. ითამაშეთ ის, რის გამოც ჩვენი ჯიშის ხალხს გვიყვარს ფეხბურთი. არავითარი დაძაბულობა! პირიქით, იმათ ეშინიათ და ისინი იძაბებიან. უბრალოდ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომენტები!

  • ჯეკო

    თუ გამარჯვება არის მიზანი, დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად. მამულისათვის, მამულისათვის, ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება

  • პავლე

    ბიჭებო არ დაგავიწყდეთ შეუძლებელი არაფერია!!!! მე მჯერა თქვენ ამას შეძლებთ

  • ქართველი

    ბიჭებო დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთაგანს გააზრებული აქვს რას ნიშნავს 8 ოქტომბერი ყველა ჩვენთაგანისთვის. ეს დღე და ეს 2 თამაში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ერის იდენტობის უძლიერესი განმსაზღვრელი, ერის შემკვრელი და ამ ერთი სიხარულის ირგვლივ გამაერთიანებელი ანუ თქვენს უკან საქართველოა და თქვენც ისევე უნდა იბრძოლოთ მისთვის როგორც ძველ თუ ახალ ისტორიაში იბრძოდნენ მეომრები, თქვენ უნდა გახდეთ ის გმირები, რომლებმაც თავმოყვარეობა უნდა აღუდგინოს ქართულ ფეხბურთს და უძლიერესი ბიძგი მისცეს მის შეუქცევად განვითარებას. საქართველო უპირველეს ყოვლისა და ძალა ერთობაშია, მე მჯერა თქვენი. უფალი იყოს ჩვენი შემწე.

  • მამუკა ძებისაშვილი

    არ არის საჭირო პათეტიკური ფრაზები, რომ ეს თამაში თითქოს ჩვენი დიდგორია. არ არის აუცილებელი თქვენთვის იმის შეხსენება, რომ სისხლის უკანასკნელ წუთამდე უნდა იბრძოლოთ. უბრალოდ გადით და ანახეთ ყველას ვინც ხართ, ანახეთ ყველას რომ ღირსეული ხალხი ხართ და დიდ საფეხბურთო ფორუმში შებიჯებას იმსახურებთ.

  • საბა

    გახსოვდეთ ბიჭებო, რომ 30 წელი მარცხს შეგუებული ქვეყანა ვართ. ომი, გაჭირვება, სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ. გახსოვდეთ ეს და გულში 90 წუთი ამაზე იფიქრეთ და ეს მოგცემთ მოტივაციას. მარცხს შეგუებულ ქვეყანას ჭირდება ისეთი გამარჯვება, რომელიც ყველა ქართველს გაახარებს და შესაბამისად ისტორიაში შეხვალთ. გახსოვდეთ ეს და 200% მოტივაცია გექნებათ. აბა თქვენ იცით!!!

  • იბერიელი68

    თითქმის ასიწელი გავიდა კოჯორთან იუნკრების უმაგალითო გმირობისგან. და რამდენი ესეთი ფურცელი მოიპოვება საქართველოს ისტორიაში რომელიც თქვენმა თანატოლებმა დაწერეს დღეს თქვენი ჯერი დადგა... დაგლოცავთ

  • ხვედელიძე

    გოლი, გოლი კვარა! ორი გოლი!

  • dzeke

    იბრძოლეთ ისე, როგორც გიორგი ანწუხელიძე იბრძოდა ბოლო ამოსუნთქვამდე!

  • გადასარევი გიორგი

    ბიჭებო, არ დაგავიწყდეთ მთავარი - ფეხბურთი თამაშია! თამაშს თავისი კანონები აქვს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცალკე არც თავდადება, არც ბოლომდე ბრძოლა, არც პატრიოტიზმი და არც ისტორიის ან სტატისტიკის კარგად ცოდნა არ მოგვეხმარება იმაში რომ კარგად ვითამაშოთ მოედანზე. აქ მთავარია ფეხბურთი გაჩნდეს თავად, გაიღვიძოს ისეთმა უნარებმა, რაც ჩვენში ჩადებულია გენეტიკურად. ვითამაშოთ პასუხისმგებლობით, მაგრამ ლაღად, ყურადღებით, მაგრამ თამამად , გუნდურად და ინდივიდუალურად. არ გადავაფასოთ საკუთარი და არ დავაკნინოთ მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, რაც არ უნდა აკეთოთ, იცოდეთ რომ ბოლო წუთამდე მიდის თამაში. იგრძენით რომ გუნდი ხართ და ყველა ერთი მიზნისთვის თამაშობს, უნდა გაჩნდეს შიდა განცდა გუნდურობის, რომ თითქოს ერთი მთლიანობა ვართ მოთამაშეებიც და მაყურებელიც. და რაც მთავარია :) დამაგვირგვინებელ ფაზაში - სადაც საჭირო და დრო იქნება აიღეთ თქვენ თავზე ( ვაისი იმედია დამეთანხმება :)) თამაში ინდივიდუალურად!!! აბა თქვენ იცით - წარმატებები ბიჭებო!!! მთელი მსოფლიო გვიყურებს და ვანახოთ ყველას, რომ ფეხბურთია სწორედ ქართველების ნომერ 1 თამაში!!!

  • მუხბერი.

    შეიძლება ეს თამაში ჩვენთვის ეპოქალურია, მაგრამ სამყაროსთვის სრულიად უმნიშვნელო, ამიტომ ნუ გადააქცევთ ამ თამაშს თქვენს ტვირთად, დაივიწყეთ რა მოხდება თუ წავაგებთ, რა მოხდება თუ პას სწორად ვერ გააკეთებ, ან შეცდომას დაუშვებ. ამ თამაშს ყველანი ერთად ვთამაშობთ, 4 მილიონი ქართველი. თქვენ და ჩვენ ყველანი, ვიფრენთ, ვიბრძოლებთ და მოვიგებთ. მიყვარხართ ბიჭებო და 8_ში ეს სიყვარული მარადისობად იქცება (სიყვარულზე გადავაჭარბე :D).

  • 11

    თქვენ შეგიძლიათ საქართველოს გახარება! წინ საქართველოსთვის! თავდადება საქართველოსთვის! გამარჯვება საქართველოსთვის!

  • giorgi

    itamashet bijebo pexburti. tqveni ojaxebistvis da chveni qveynistvit. wavagebt wavagod oxond vitamashod

  • გიორგი

    იმედია გაგვახარებენ ბიჭები და მოიგებენ ძალიან ფრთხილი თამაშია საჭირო. რაც შეეხება შემადგენლონას იმედია ახალგაზრდებს მიცემენ თავის გამოცენის საშვალებას მალი კარგი ბიჭია და ფლანგზე კარგად ითამაშებს მალი და კვარაცხელია ერთ ფლანგზე ყველას შეჭამენ. აქეთ კაკაბაძე და ოქრიაშვილი შუაშუი კანკავა ჩაკვეტაძე კვეკვესკირი წინ კაჭარავა დაცვა ხიჭოლავა დვალი ან ტაბიძე კარებში თუ გინდათ მე ჩავდგები მაინც მოვიგებთ

  • guga

    საქართველოს ჯარისკაცები ხართ ახლა. ხო და გაარტყით მიზანში!

  • ჭაბუკი

    წარმატებული თამაშის ჩატარება მინდა ვუსურვო ნაკრებს ორი აზრი არაა გულით უნდა ყველა ფეხბურთელს წარმატება იმიტომ რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა და სიამაყეა.უფალმა მოგცეთ შემართება და გაგეხარებინოთ საქართველო

  • ნიკა ჯორბენაძე

    იბროძელეთ ყოველ წამს, ყოველი მოედნის ყოველი სანტიმეტრისთვის და მოგება გარდაუვალია :)

  • გურამ დელიბაშიჩი

    ჩახერგეთ გზები უკან დასახევი. ან გამარჯვება, ან სიკვდილი. დაგვიწერეთ კიდევ ერთი გმირული და სასახელო ისტორიის ფურცელი.

  • ჯარისკაცი

    ბიჭებო თქვენ 8 ში არ თამაშობთ ფეხბურთს, თქვენ 8 ოქტომბერს გაქვთ ომი რომელშიც ისე უნდა იბრძოლოთ როგორც ანწუხელიძე იბრძოდა 2008 წელს, თქვენ გაქვთ შანსი ერს მონატრებული გამარჯვების სიხარული აგემოთ, თუ თქვენ მოიგებთ ორივე მატჩს თქვენ უნდა იცოდეთ რომ თქვენ იქნებით გმირები რომლებმაც ქართველები ერთი იდეის ქვეშ გაართიანეთ და გამარჯვება აზეიმეთ

  • თენგო

    თქვენს შესაძლებლობების ზევით უნდა იბრძოლოთ საქართველოსათვის, სხვანაირად სათუოა გამარჯვება

  • gio

    დისლაიკების დამწერთათვის: ნუ დაძაბავთ ბიჭებს რომ აუცილებლად მოსაგებია და დაგვემხობა თავზე სამყარო თუ ვერ მოვიგეთ. ინერვიულებენ და ფსიქოლოგიურ წნეხს შეიძლება ვერ გაუძლონ. პირიქით მოვუხსნათ დაძაბულობა და სტრესი, ითამაშონ ნერვიულობის გარეშე და რაც გამოვა, გამოვა ის შედეგი მივიღოთ. თავს ზევით ძალა არ არის

  • დიოგენე სინოპელი

    ითამაშეთ, ისე თითქოს ეს თქვენი ცხოვრების (და არა კარიერის) ბოლო თამაშია!

  • გიორგი

    მე ადრე დავწერე ვიღაცას დისლაიქებში ფულს უხდიან თქვა :) ისე ადმინ რეკლამების ტვინი წაიღო უკვე ვიდეოებმაც და სურათებმაც შემდეგ კომენტარზეც მაინც გამორთეთ ერთხელ ხო ვნახე მეყოფა ნუ მოაბეზრებთ ხალხს ამ საიტს

  • გიორგი

    თუ თქვენ ამ ორ თამაშს მოიგებთ, ჩათვალეთ რომ დიდ აღმავლობას უყრით საფუძველს: არამარტო ფეხბურთის, არამედ მთლიანად სპორტის. ამის გარდა, თქვენს პირად ცხოვრებას და კარიერას წაიყვანთ უკეთესობისკენ. თქვენ, ევროპული ფეხბურთის უდიდეს ფორუმზე ითამაშებთ 2021 წელს! მსგავსი შანსი ბევრ თქგვენგანს უბრალოდ აღარ ექნება და გამოიყენეთ! ერთიცაა, არცერთი თქვენი პოტენციური მეტოქე არაა თქვენზე ძლიერი და მოუგებელი. თქვენ შეგიძლიათ!

  • გიორგი

    ჩათვალეთ ქვეყანას აიყვანთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რასაც ქვია ევროპისაკენ გადადგმული ერთი უდიდესი ნაბიჯი.

  • ავთანდილი

    შავლეგო მოასმენინეთ

  • დავით ყუფარაძე

    Qartul genetikashia bolomde brzola.Mshieri mglebi datvsac erevian, radgan ukan dasaxevi gza ar aqvt,radgan ician rom tu daixeven ukan caageben.Mtel Qartvel ers gvinda rom gaxvidet rogorc mglebi da dabrundet rogorc mglebi.Dges tqven cert istorias. DZALA ERTOBASHIA.

  • ბაჩი

    სამშობლოს გულისთვის,კავკასიური რასის გულისთვის წინ!!!❤️

  • ლადო

    ბიჭები მოგვანიჭეთ ის პრივილეგია რაც ჩვენ თაობას ერგო რომ გიგულშემატკივროთ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე და შეიყვანეთ თქვენი თავი ისტორიაში ყველაზე შეკრული თავდადებული და წარმატებული ნაკრების სახელით.თქვენი გამარჯვბით მომავალ თაობას გზას გაუხსნით წარმატებისკენ და ძველ თაობას ნატვრას აუხდენთ. გაახარეთ საქართველო წიიიიიიინ გამარჯვებისკენ ახლა თქვენი დროც დადგა

  • ირაკლი

    მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრები, რომც ვერ გავიდეთ ევროპაზე მაინც სიგიჟემდე მეყვარება, მაგრამ რაღაც წინათგრძნობა მაქვს რომ გავიმარჯვებთ, კვარას და ჩაკვეს რომ წარმოვიდგენ ბურთით...

  • რომანა

    გისურვებთ წარმატებას მეგობრებო. 0:1-ზე არ დაიბნეთ და დარწმუნებული ვარ რომ გაათანაბრებთ. დამატებით დროში კი აუცილებლად გააბითურებთ!!!

  • ფეხბურთზე შეყვარებული

    მე ფეხბურთელებს არა გულშემატკივრებს მინდა მივმართო.ბილეთების ფული არ დავიბრუნოთ და მოგების შემთხვევაში გადავცეთ ნაკრებს პრემიად.(მე ასე ვიქცევი) ალალი იყოს ბიჭებო და ღმერთმა ბედნიერებაში მოგახმაროთ.გაგვახარეთ და მოიგეთ ეს ორი თამაში.გახსოვდეთ რომ ორი ნაბიჯი გვაშორებს ევროპის ჩემპიონატს

  • ლევანი

    ბიჭებო! აბა თქვენ იცით როგორ გაგვახარებთ. მე ვარ თქვენი მუდმივი ქომაგი. ყოველ თქვენს თამაშზე მოვდივარ მე დინამო არენაზე. წელსაც ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ მინდოდა დასწრება. ველოდები საბოლოო გადაწყვეტილებას. თქვენ იცოდეთ რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვდგავართ. ყველა ქართველი სულითა და გულით ელოდება ამ მატჩს. თქვენ შეგიძლიათ ეს ქართველი ხალხი გააბედნიეროთ. თქვენ შეგიძლიათ ახალი ისტორია შექმნათ. ახლა უნდა ითამაშოთ ისე როგორც არასდროს. უნდა იყოთ მუდმივად შეტევაზე, რადგან თქვენ მოუტანოთ ხალხს ეროვნული ზეიმი. ყველა ადამიანი იმედის თვალით გიცქერთ ახლა დიდი თუ პატარა. მე და მამაჩემი მუდმივად დავდივართ თქვენ თამაშებზე და რა თქმა უნდა თუ შანსი მოგვეცა ახლაც მოვალთ. თუ არა და იცოდეთ თქვენთან ვართ ყველა. აბა თქვენ იცით. წინ ბიჭებო და აამაყეთ ქართველობა. არაფერი არ დათმოთ და იბრძოლეთ ბოლომდე. მიბაძეთ თქვენ კაპიტანს და ერთ ორგანიზმად იქეცით. გამარჯვების შემთხვევაში თქვენ დაგვხვდებით ბედნიერი ხალხი და ქუჩაში ეროვნული ზეიმი. თქვენ გქომაგობთ მთელი ქვეყანა. თქვენი მუდმივი ქომაგი და გულშემატკივარი.

  • buba

    თარგმანის დადე ძმა!... ან ფარჩხილებში ჩაწერე!...

  • მერაბი

    ბიჭებო!!! ამ გამარჯვებით თქვენ არა მარტო ქართული სპორტის, არამედ საქართველოს ახალ ისტორიას დაწერთ... მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა... ჩათვალეთ რო მოედანზეც თქვენთან ვართ...

  • 100%

    მოიგეთ !!!

  • buba

    ამ დარჩენილ დღეებში თამაშამდე უყურეთ 1981 წლის თბილისის დინამოს თამაშებს. თასისი ფინალურ მატჩს!!!... წაიკითხეთ ნოდარ ახალკაცის, თასის ფინალური მატჩის წინა მიმართვა დინამოს ფეხბურთელებისადმი... უსმინეთ ვაჟა აზარაშვილის "დინამო, დინამოს"!!!... ეს იქნება სათქმელზე მეტი და დიდი მუხტი თამაშის წინ...

  • giorgi4444

    დედასგაფიცებთ მოიგეთ :)

  • გაგა

    ბიჭებო სულით და გულით თქვენთან ვართ,8 შიმთლიანად ერი უნდა გაახაროთ გააბედნიეროთ ისტორია უნდა დაწეროთ,კვარა, ჩაკვე,ვაკო,ოქრი ქიტე თქვენ ხართ ვინც უნდა აიკლოთ შეტევაში მოწინააღმდეგე,ბიჭებო პირველივე წუთიდან ყურადღებით და მებრძოლი სულით გადით ისე როგორც კაპიტანი ჯაბა კანკავა გადის და ყელაფერს დებს...

  • davit

    tqven genacvalet suyvelas.mjeravs tqveni da gaxsovdet tqveni samshoblo,tqven xart saqartvelos saxe da chveni dzmebi bolomde ibrdzolet,chatvalet rom tqvn gverdshi vart erti txovna meqneba tqventan qimni yvelam imgeret omaxianat da suyvelas gadaedeba es grdznoba

  • ჯუზი

    90 წუთის განმავლობაში ბოლომდე ბრძოლა ყველა ბურთზე,უკეთეს სიტუაციაში მყოფ პარტნიორზე დროული პასი და ყველაფერი კარგად იქნება. ნაკრების სტაფფმა ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადოს ბიჭები იმიტომ რომ დიდი წნეხის ქვეშ არიან.რაც არ უნდა სუსტი იყოს დააფასეთ მოწინააღმდეგე,არ დაფასება ძალიან ძვირი დაგვიჯდება იცოდეთ! მთელი ქვეყანა თქვენ გვერდითაა ბიჭებო. დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბრის ღამეს გაივსება თბილისის ქუჩები და ყველას თქვენი სახელები ეკერება პირზე.

  • qomagi

    მოგესალმებით ქართული ფეხბურთის ქომაგებს და არა მარტო ქომაგებს, ამ მატჩის მნიშვნელობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, და გამოდვივარ ინიციატივით რომ დადგინდეს ნაკრების მარშუტი 8 ოქტომბერს ბაზიდან სტადიონამდე, (თუ არ ვცდები ზღვაზე არიან შეკრებილები ჩვენი ბიჭები და იქედან წავლენ სტადიონზე) და გაუკეთოთ ცოცხალი ჯაჭვი რა თქმა უნდა რეგულაციების სრული დაცვით (2 მეტრიანი დისტანცია პირბადე და ასე შემდეგ) დამერწმუნეთ რომ სულ სხვა განწყობა ექნება ნაკრებს თამაშის წინ და ისიც მგონია რომ ამან ბელარუსებზე მთლად კარგად იმოქმედოს. მე მგონი ურიგო არ იქნებოდა ამის ორგანიზებაში ფედერაციას და შესაბამის სტრუქტურებს მიეღოთ მონაწილეობა შ.ს.ს საპატრულო და ვისაც ევალება გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

  • გიორგი გორგაძე

    არ შეშინდეთ, სამსუნგ გალაქსი ნოტ 20-ის გაყიდვები დაიწყო უკვე

  • გიორგი ბ

    ახლა ვხვდები, რას განიცდიდნენ მორწმუნეები, როდესაც აღდგომას ტაძარში მისვლისგან ტავშეკავებას და სახლიდან ლოცვისკენ მოუწოდებდნენ... ბიჭებო, ამისრულეთ ოცნება!

  • გენო

    გამარჯვება ბიჭებო!!!

  • მ.ტ.

    მთავარი სულ გახსოვდეთ, ბიჭებო - თქვენ არავის დაუსჯიხართ! დაგვსაჯეს ჩვენ - ქომაგი და მთლიანობაში ქვეყანა, მაგრამ თქვენზე ხელი არ მოუწვდებათ! ამიტომ როგორც არასდროს, ისე უნდა მოინდომოთ მთელი ქვეყნისთვის, თითოელი ქართველისთვის და ყველაზე მქუხარე გამარჯვება გამოსჭედოთ!!! ჰიმნი ისე უნდა დააგუგუნოთ, რომ ჩვენც აგვამღეროთ, თვალები ჩვენც უნდა აგვენთოს, ბალანი ჩვენც უნდა აგვეშალოს და ეს ერთიანი სულისკვეთება თამაშის ბოლომდე გავიტანოთ! ჩვენი გუგუნი და ექო კი ყველგან მოგწვდებათ, ამას ვერანაირი აკრძალვა ჩაახშობს და ამაში ყველანი დარწმუნდებით!!!

  • დღევანდელი დღე

    აქაც ბოტები არიან? ამდენი დისლაიქი?! რა ხდება, თუ მოძმე ერები მიუსხდნენ კლავიატურას?

  • შოთა

    მე მჯერა თქვენი ლომებო და რომც წააგოთ, მაინც თქვენი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე! გაუმარჯოს საქართველოს!!!

  • დათო

    წარმოიდგინეთ, რომ დიდგორის ველზე იბრძვით!!!

  • ქართველი

    საქართველო გაახარეთ გთხოვთ ბიჭებო

  • Gio

    მარტო ერთს გეტყვით ქართველნო ვითამაშოთ ისე როგორც არასდროს და მოვახვედროთ ქართულ გულებს ისარი სიყვარულით ნატყორცნი დაე დიდხანს გაგვყვეს ეს გამარჯვება და ისტორიის კიდევ ერთი გვერდი შევმატოთ ამ დიად საქართველოს თქვენ ისედაც ისტორიის ნაწილი ხართ გაუმარჯოს საქართველოს.............

  • მორაგბე

    ბატონებო, ფეხბურთს ქარვთველი კაცის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს ჩვენი ომია... ჩვენ ამ არც თუ ისე არხეინა დროში ჩვენი ერის სიხარულისთვის ვიბრძვით.. ენერგილუად... ამაყად... თავდაუზოგავად... და ყველაფერი გამოვა... და ჩვენ ვიქნებით ბედნიერნი... და მთელი ერი თქვენით იამაყებს... ქფარავდეთ ღმერთი! მიაწვააააააა....

  • qomagi

    მოგესალმებით ქართული ფეხბურთის ქომაგებს და არა მარტო ქომაგებს, ამ მატჩის მნიშვნელობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, და გამოდვივარ ინიციატივით რომ დადგინდეს ნაკრების მარშუტი 8 ოქტომბერს ბაზიდან სტადიონამდე, (თუ არ ვცდები ზღვაზე არიან შეკრებილები ჩვენი ბიჭები და იქედან წავლენ სტადიონზე) და გაუკეთოთ ცოცხალი ჯაჭვი რა თქმა უნდა რეგულაციების სრული დაცვით (2 მეტრიანი დისტანცია პირბადე და ასე შემდეგ) დამერწმუნეთ რომ სულ სხვა განწყობა ექნება ნაკრებს თამაშის წინ და ისიც მგონია რომ ამან ბელარუსებზე მთლად კარგად იმოქმედოს. მე მგონი ურიგო არ იქნებოდა ამის ორგანიზებაში ფედერაციას და შესაბამის სტრუქტურებს მიეღოთ მონაწილეობა შ.ს.ს საპატრულო და ვისაც ევალება გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

  • nn

    ფარერებიდან მოკითხვა დიდი სიყვარულით, აქ ყველა დარწმუნებულია თქვენს მაღალ პროფესიონალიზმში და ფეხბურთის ცოდნაში

  • მინდია

    ყველა ბურთისთვის იბრძოლეთ, როგორც ჯაბა კანკავა!!!

  • guga lomidze

    ის არასწორები ვინ არიან ვინ დისლაიკებს წერს?... მთავრობის გოშიები თუ პროსტა ცხოვრების არასწორები?... თუ დაბლოკავთ თქვენც არასწორები იქნებით

  • ოტტო

    დაივიწყეთ ყველა თამაში, რაც აქამდე გქონიათ. მოგებულიც და წაგებულიც. აღარ არსებობს სხვა თამაში, ახლა არის მხოლოდ 1 მატჩი. არ იქნება ადვილი შეხვედრა, ძალიან დიდია ამ მატჩის ფასი, რომ მარტივი გამოვიდეს. მხოლოდ მაქსიმალურად პროფესიონალური მიდგომით, მოთმინებით, პროვოკაციებზე არ აყოლით, ემოციების მოთოკვით და გეგმის მიხედვით მოქმედების შემთხვევაში არის შესაძლებელი გამარჯვება. თქვენ გიყურებთ ყველა ქართველი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებიც. მხოლოდ ერთი თხოვნა არის ლეგიტიმური- გააკეთეთ ისე, რომ მატჩის შემდეგ სანანებელი არ გქონდეთ არაფერი. ითამაშეთ ისე, რომ მიუხედავად შედეგისა, დიდი ხნის შემდეგ რომ გაიხსენებთ ამ თამაშს, არ გქონდეთ ისეთი შეგრძნება, თითქოს დააკელით რაიმე. წარმატებები.

  • semi

    სამწუხაროდ ნამდვილი გულშემატკივარი ვერ ვიქნებით სტადიონზე, შეიძლება სპეც ლოჟებიდან დიადმან ამა ქვეყნისამან გიცქიროთ, ნამდვილი გულშემატკივარი სტადიონის გარეთ ვიქნებით შეკრებილები, მუშტაიდის ბაღში შემოდით გამარჯვების მერე :D

  • ზაზა

    ბიჭებო გახსოვდეთ, რომ ყოველი ბურთისთვის ისე უნდა იბრძოლოთ, როგორაც მამულის დაკარგვაზე უნდა ვიბრძოლოთ და არ დაივიწყოთ, რომ ჩვენ იმათი გენები გვაქ, ვისაც ლივერპულმა უარი უთხრა სუპერთასის შეხვედრაზე 81-ში, რადგან ჩვენი სიძლიერის გამო გვიფრთხოდნენ საფეხბურთო სამყაროში ქართველებს! არ დაივიწყოთ ეს ბიჭებო!

  • ყიფიანი

    ქართველებს ტექნიკა აქვთ,მაგრამ..ჩვენ ორგანიზებულობას დავუპირისპირებთო- ბელორუსებმა.ხორუმი დაუპირისპირეთ ბიჭებო.ანუ იცეკვეთ, ოღონდ მწყობრად და შანსი არა აქვს მეტოქეს.

  • თქვენდაჩვენ

    აჩვენეთ თქვენ შვილებს თუ როგორ უნდა იამაყონ თქვენით !

  • c

    8-ში ველოდები ბიჭს, ვინც გამარჯვების გოლს გაიტანს მაგის სახელს დავარქმევ, იმედია ჯიმი არგაიტანს ))))

  • ლაშა

    ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ და თქვენი სახელები ისტორიას დარჩეს სამუდამოთ. ყველა თქვენ შემოგცქერით და გვეიმედებით.

  • დ ა ვ ი თ ი

    ბიჭებო! მაქსიმალურად მოინდომეთ და ბოლომდე დაიხარჯეთ მოედანზე - ასეთი შანსი უნდა გამოიყენოთ. არ არის მეტოქე ჩვენზე უკეთესი გუნდი, რომლის დამარცხებასაც ვერ შეძლებთ! თამამად შეგიძლიათ მხოლოდ მოსაგებად გახვიდეთ მინდორზე - იფიქრეთ იმ სამომავლო პერსპექტივაზეც, რომელიც ამ თამაშის შემდეგ თითოეულ თქვენგანს გაეხსნება... რა თქმა უნდა, როგორც რიგით გულშემატკივარს, მჯერა რომ კიდევ ერთ ისტორიულ დღესაც ჩაწერთ ქართული ფეხბურთის მატიანეში - აბა თქვენ იცით, გაგვახარეთ... წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი !!!

  • ggg

    ლაღად ითამაშეთ საქართველოსთვის

  • კახა

    ქართველებო! ორი მატჩის მოგება გვაშორებს "ევროპამდე"! ეს ომი მატჩი თქვენი თაობის დიდგორის ომია! უკან გასაქცევი გზა ჩახერგილია!!! მხოლოდ წინ! მხოლოდ გამარჯვებები!!! ორი გამარჯვება!!! პ.ს. დანარჩენ გამარჯვებებზე მოგვიანებით!!

  • ვეტერანი

    აბა თქვენ იცით ბიჭებო 1981 წლის 13 მაისს მერე ბედ კრული საქართველო რაღაც საწაულის მოლოდინშია დარწმუნებული ვარ ხვიჩას და გიორგის თამადობით ქალი კაცი დიდი პატარა თამაშის დამთავრების მერე ქუჩებში გამოვა და ეს იქნება დიდი გამარჯვების აღნიშვნა ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.ცრემლიც მომერია პატარა არ ვარ.

  • ლაშა

    90 წუთი საქართველოს ბედნიერებამდე !

  • ლევანი

    ბიჭებს შანსი აქვთ ისტორია დაწერონ, შენ ვინ ხარ და რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის საინტერესოა.

  • ირაკლი

    ბიჭებო დარწმუნებული ვარ რომ ბოლომდე იბრძოლებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გთხოვოთ. ვიცი ჩვენ გულშემატკივრები სამწუხაროდ ვერ დავესწრებით ამ ისტორიულ შეხვედრას, მაგრამ როდესაც მოედანზე გამოხვალთ წარმოიდგინეთ ჩვენი ხმები, მხურვალე ტაში და მაშინ ვერარაფერი გაგაჩერებთ. მე მჯერა თქვენი ბიჭებო, ყველასი. თქვენც დაიჯერეთ საკუთარი ძალების. ცვენ ქართველები ვართ, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს.

  • გიგი

    საქართველოს არცერთ თაობას ეს შანსი არ მისცემია, დადეთ ევროპის ჩემპიონატი და სამუდამოდ შეხვალთ ჩვენს ისტორიაში! უბრალოდ გადით და ეს ორი თამაში მოიგეთ! იქნებით ყველა დროის ყველაზე დიადი ნაკრები !

  • Irakli Apkhaidze

    დუღილის ტემპერატურა გადაცდა 100 გრადუსს, მღელვარება გაცდა საფეხბურთო თემას და გადავიდა არასაფეხბურთოში, მთავრობამ არ მოგცვცა საშუალება (მართებულად თუ არამართებულად გემოვნების საკითხია) მატჩზე დასწრების, ამან მთლად გაგვაგიჟა და აგვადუღა... ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და პროგრამა ვერ შეძლებს ახლა ერის გაერთიანებას და გახარებას ისე როგორც თქვენი/ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. ყველაზე დიდი მონაპოვარი და არჩევანი ქართველი ხალხის, ევროპის ჩემპიონატის საგზური იქნება. დავიწყოთ ნამდვილი ევრო-ინტერგაცია ფეხბურთით და იქნებ გადავდოთ სხვა სფეროებსაც. სტადიონზე ვერ ვიქნებით, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ყველა სახლში, ეზოში, უბანში, ქუჩაში, დუღილი იქნება, ხო და ადუღდით თქვენც და დაადუღეთ თუ სისხლი გიდუღთ და ჯიგარი გაქვთ. საქართველოს გაუმარჯოს!

  • გიორგი

    გაიყვანე გუნდი გამარჯვებისკენ კაპიტანო!

  • გიორგი კვარაცხელია

    ბიჭებო ითამაშეთ ლაღად გულით სულით ამ თამაშში ჩადეთ ყველაფერი რაც გაგაჩნიათ მონდომება გამარჯვების სურვილი მიზანდასახულობა ითამაშეთ ის რაც თქვენ უპირატესობას განიჭებთ ბელარუსიასთან ტექნიკით პასებით დროა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი ის უნდა გააკეთოთ რაც საქართველოს ნაკრებს არასოდეს გაუკეთებია გადით ღიმილით მოედანზე ანახეთ თქვენი ღიმილი მოწინააღმდეგეს და თამაშის მერე კი გაამხნევეთ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები

  • გიო

    არ დაგავიწყდეთ იმ ქვეყნის ფეხბურთელები ხართ რომლის ჩემპიონიც მეცხვარეებთან 6-1 აგებს!!! წადით თქვენი თქვე მართლა ინდაურებო!!! ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი ყველა საფეხბურთო გულშემატკივრისთვის ზეიმია ინდაურებს იქ არაფერი გესაქმებათ

  • ალექსი

    მე და ჩემი 6 წლის შვილი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობს შესარჩევის ყველა საშინაო თამაშზე ვიყავით, წარმოიდგინეთ როგორ მღერის ჰიმნს 4 წლის ბიჭი და მერე ხმისჩახლეჩამდე გაჰყვირის: ჩაკვეტაძე... კაჭარავა... ვაკო (ყაზაიშვილს ვერ იხსომებდა) და ამხნევებს საყვარელ გუნდს ძალდაუტანებლად, მთელი თამაშის განმავლობაში... გთხოვთ, იყავით მაგალითი მისთვის, რომ იყოს თავისი ქვეყნის გულანთებული პატრიოტი. მამა, რომელიც არანაკლებ გგულშემატკივრობთ!!!

  • მოგება

    ბიჭებო, ჩათვალეთ ბოლო თამაშს თამაშობთ თქვენი ქვეყნისთვის, მაგ შემართებით გადით მოედანზე და 90 წუთი გახსოვდეთ, ყველაფერი გამოვა

  • ლაშა

    უბრალოდ დაიჯერეთ, თავისუფლად გადით მოედანზე და ფეხბურთი ითამაშეთ... დანარჩენი თავისთვის მოხდება.. 90 წუთის შემდეგ კი ზღვა ემოცია წამოვა, ემოცია რომელის გამოც სიცოცხლე ღირს.. ჩვენ გვჯერა თქვენი,თქვენც დაიჯერეთ..

  • ნიკუშა შავიძე

    ჩემო ოქროს ბიჭები ხართ გენაცვალეთ. დარწმუნებული ვარ ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებებს. ყოველთვის მექნება თქვენი იმედი და ვიცი რომ სწორ ფეხბურთს ითამაშებთ. ღმერთმა დაგლოცოთ.

  • gio

    მთავარია შიშის გარეშე ითამაშოთ, მარტივად. ნერვიულობის გარეშე. თამაშია - ხან მოიგებ ხან წააგებ არ მიანიჭოთ სერიოზული მნიშვნელობა

  • semi

    სპორტალ გე-ს ადმინისტრაციავ გთხოვ ეს ბრძოლები და ტანჯულობები არ წააკითხოთ, რასაც ხალხი წერს. უბრალოდ უთხარით რომ გულშემატკივარს ძალიან გვიყვას და ვართ მცირე კატეგორია ხალხის ვინც მაინც გვერდით დავუდგებით ბიჭებს მარცხის თუ გამარჯვების მიუხედავად. უბრალოდ ითამაშონ ისე თითქოს ეს მათი უკანასკნელი საფეხბურთო მატჩია, მთელი გულით და აღმაფრენით!!! ისე როგორც ბავშვობაში! გულრწფელი სიხარულით რომ გადიოდნენ სათამაშოდ და წარმოიდგენდნენ რომ ნამდვილ სტადიონზე იყვნენ რონალდინიო, კარლოს რაული რივალდო. წარმოიდგინეთ რომ ის ბავშობის ოცნება სწორედ ეხლა ახდაა, ითამაშეთ თავისუფლად და სიამაყით რომ თქვენ ეს შეძელით ! თქვენ აქ ხართ და ათიათასობით ქარველი იოცნებებდა თქვენს ადგილას თამაშს. მიუხედავად ყველაფრისა როცა შეგვეძლება გულშემატკივარი ისევ გავავსებთ დინამოს სტადიონს, და ისევ ვიმღერებთ გამარჯვებების სიმღერას!

  • Giorgi kalandadze

    რაც მტავარია მატჩი ტარდება. მართალია გულშემატკივრების სტადიონზე არ არის მაგრამ, იცოდეთ რომ მთლიანი საქართველო ტელევიზორთან იქნება, ზოგი სტადიონთან. აბა წარმატებები და მომავალსი ველოდები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს.

  • გონა

    რა ანგარიშიც არ უნდა იყოს ტაბლოზე მაინც ბოლომდე შეუტიეთ. სანამ ძალები ამოგეწურებათ სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი ითამაშეთ. თქვენი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ!

  • გურია

    ბიჭებო აბა თქვენ იცით, თქვენი მწვრთნელი მშიშარაა, დაუშვებს ტრადიციულად ბევრ შეცდომას, თქვენ ნუ აჰყვებით მის ახირებებს, შეუტიეთ,თქვენ თავზე აიღეთ და გაიმარჯვეთ.

  • ქობულეთიდან

    თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ისტორია!ჩვენ გვწავს და გვჯერა თქვენი!!!

  • ჯიჯი

    ეს ის ქვეყანაა სადაც დაიბადნენ მესხები, ყიფიანები, დარასელიები, შენგელიები, უფლება არაგვაქ ეს თამაში წავაგოთ. ბიჭებო თქცენი გვარები ამ დიდი ადამიანების გვერდით იქნება, მჯერა მწამს და დარწმუნებული ვარ, თავს შეაკლავთ და მოიგებთ!

  • Segestrya

    ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი როცა აცნობიერებ რომ რომ გაქვს ვალდებულება გააკეთო რაღაც შენი ქვეყნისთვის. გადით მოედანზე, თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი შვილებისთვის, მშიერი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, შეჭირვებული ხალხისთვის რომელთა თვალების სიხარული დაპურებაზეე მეტია, იბრძოლეთ სპორტული ჟინით ქვეყნისთვის, უბრალო გლეხი ხალხი დაგიფასებთ, სინდისი და ნამუსი ჩვენი ქვეყნის.

  • თქვენი პატარა ფანი

    ყველას იმედი მაქვს. ამისრულეთ სურვილი და გავიდეთ ევროპაზე და ასევე ბოღმიანი ადამიანებს ყურადღება არ მიაქციოთ. ყველაფერი შესაძლებელია.

  • ალეკო

    თქვენ შეგიძლიათ ოქროს ასოები ჩაწეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში და დასაბამი მისცეთ ფეხბურთის ბუმის დაწყებას, ორად ორი თამაშის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე ვართ,ამიტომ თითოეულ ფეხბურთელს გთხოვთ,გეხვეწებით და გემუდარებით 120 %-ით უნდა დაიხარჯოთ და გაგვახაროთ სრულიად საქართველო.მჯერა რომ შეგიძლიათ,გფარავდეთ უფალი.

  • gio

    ჩემი აზრით, ბიჭები არ უნდა გადავტვირთოთ ფსიწქოლოგიურად. თავად ძალიან კარგად ესმით ამ თამაშის მნიშვნელობა. უბრალოდ გავიდნენ მინდორზე და თავი დადონ (გამოავლინონ მაქსიმუმი რაც შეიძლიათ და ზედმეტად არ ინერვიულონ).

  • Irakli

    ყველა მოუთმენლად ველით 8 ოქტომბერს, ჩვენ აქ აფხახეთში ვიკრიბებით ერთად რადგან ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას,გვეიმედებით და და იმედია გაგვახარებთ, იბრძოლეთ ბოლომდე!

  • Irakli

    ყველა მოუთმენლად ველით 8 ოქტომბერს, ჩვენ აქ აფხახეთში ვიკრიბებით ერთად რადგან ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას,გვეიმედებით და და იმედია გაგვახარებთ, იბრძოლეთ ბოლომდე!

  • beqa

    თითეულ თქვენგანს გერგოთ ბედნიერება. 30 წლის მანძილზე რაც არგვღირსებია არანაირი კუთხით 2 ჯერ გაახაროთ და გააბედნიეროთ ერი!!!

  • ირაკლი

    თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. საათებს, წუთებს ვითვლი ვერ ვითმენ. თქვენი დიდი იმედი გვაქვს ყველას. გვჯერა თქვენი!!! სახლებიდან ვიმღერებთ თქვენთან ერთად ჩვენი საყვარელი საქართველოს ჰიმნს. დარწმუნებული ვარ ბოლომდე დაიხარჯებით და ყველაფერს ჩადებთ საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მთავარ თამაშში.ძალიან მიყვარხართ ყველა!!! ღმერთი გფარავდეთ ძმებო! ერთად საქართველოსთვის!!! ჩვენი ქვეყნისთვის!!!

  • სტუმარი

    ღმერთმა ისე ინება, რომ ორი რამ ერთმანეთს დაემთხვა-პირველი, უეფამ ერთა ლიგით შანსი მოგვცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და მეორე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რაც მახსოვს, დღეს ყველზე ძლიერი და დაბალანსებული ნაკრები გვყავს. მინდა მივმართო ჩვენს ბიჭებს, ნამდვილ ქართველებს და ვაჟკაცებს, ირწმუნეთ თქვენი ძალა, განთავისუფლდით ფსიქოლოგიური წნეხისგან,გაიაზრეთ, რომ ბელორუსიას ეთამაშებით და მათზე ბევრად ძლიერები ხართ. თუ მოედანზე დადებთ სულს და გულს, თქვენს მთელ ენერგიას, მაშინ მათ შანსიც არ აქვთ. თქვენ ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ და გთხოვთ, გაგვახარეთ კიდევ ერთხელ მთელი საქართველო. ჩათვალეთ, რომ ყველანი თქვენთან ერთად ვართ საფეხბურთო მოედანზე. გამარჯვება ნაკრებს და თითეულ წევრს!

  • მრგალი

    მარგალეფი არძო ნამდგა ლააფენთინ საქორთუოშ ნაკრებისი, თქვნი უკახალე სამარგალო დო საქორთუო გერე. ქუგალეთ არძოს.

  • Dimitri

    Ubralod ipikret imaze ramxela sixaruls moutand cycens natanj ers!!! Ibrzolet bolomde, tavdauzogavad!!!! Da chven aucileblad gavimarjbebt bichebo!!!

  • ზურა

    როცა მაგრად დაიღლებით და ფეხებში სისუტეს იგრძნობთ(აქვს ამ დროს მნიშვნელობა იგებთ თუ აგებთ) იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენს უკან სულგანაბული, ჩუმად გიყურებთ ხალხი რომლებიც გულში გაიძახიან ,,მიდით ბიჭებო'' და რომლებიც მზად არიან თქვენს ერთ ვარდნაზეც კი სიხარულით იღრიალონ და მთელ სამეზობლოს გააგებინონ რომ დაღლილ დაქანცულებიც კი ბოლომდე გულიანად იბრძვით ჩვენთვის, საქართველოსთვის, უბრალოდ ხალხისთვის. თქვენ გენაცვალეთ მე.

  • ბექა

    ბიჭებო თქვენ ხაართ ერთადერთი იმედი ქართველი ხალხის ბედნიერებიბის, ბედნიერების რომელიც ქართველ ხალხს საერთოდ თუ არა ძალიან ცოტა აქვს. სულით გულით და ბოლო ამოსუთქვამდე მთელი ქვეყანა თქვენთან ვართ.

  • სელასი

    ყველა თქვენთანაა ბიჭებო, ნუ იმოქმედებს თქვენზე ცარიელი ტრიბუნები, წარმოიდგინეთ სავსეა, ბორის პაიჭაძის კი არა ხუთი ბორის პაიჭაძის სტადიონი არ გვეყოფოდა შანსი რომ გვქონდეს ახლოდან თქვენი მხარდაჭერის, თქვენთან ვართ და იმედიანად ვართ, შეუბერეთ

  • !!!!!!!!

    გთხოვთ არაფერი ზედმეტი მატაობა მხოლოდ კარში დარტყმა და აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ ვიმსახურებთ ბიჭებო !!!!!!!!!

  • ტოტტი

    თითოეულ თქვენთაგანს ის ბედნიერება გერგოთ რომ საქართველოს ისტორია დაწეროთ და შვილებს და შვილიშვილებს სიამაყით მოუყვეთ ამ ტამარჯვებაზე და ევროპის ჩემპიონატზე . ბიჭებო აბა თქვენ იცით ჩათვალეთ მთელი საქართველო თქვენ გგულშემატკივრობთ ყველა ემიგრანტი თქვენ გგულშემატკივრობთ . თქვენ შეგიძლიათ ყველა ქართველის თვალები სიამაყის ცრემლებით შეავსოთ . აბა თქვენ იცით ბიჭებო ჩვენ გვჯერა თქვენი ჩვენ გვჯერა თქვენი ნიჭის და მონდომების ჩვენ გვჯერა რომ თქვენით ვიამაყებთ.

  • ვახო

    1981 წლიდან ასეთი შანსი არ გვქონია თქვენი იმედი გვაქვს ბიჭებო რო გაგვახარებთ

  • მენტალური მომზადების ცენტრი

    ქართველ ფეხბურთელებს ბევრად მეტი შეუძლიათ, ვიდრე მათ მწვრთნელებს და გულშემატკივრებს წარმოუდგენიათ!

  • ლშ

    ყველანი ისე მიყვარხართ და ისე გბალეშიკობთ ყველგან ნაკრებშიც , კლუბშიც ,ცხოვრებაშიც როგორც ჩემ მეგობრებს ძმებს ოჯახის წევრებს ♥️ დარწმუნებული ვარ რო თქვენც ანალოგიურად გაგვახარებთ როგორც ძმებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ახარებენ

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

ცნობილია ვინ შეცვლის სიმეონეს, როცა "ატლეტიკოს" აღარ გაწვრთნის

დევიდი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 ქართველი იასპარეზებს

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

აკი ნაირ-ნაირებიო - ტიკნიზიანი საბოლოოდ "ცრვენა ზვეზდაში" გადაბარგდა

"ალ ჰილალს" "ნაპოლის" კიდევ ერთი ვარსკვლავის შეძენა უნდა

უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს

"ალონსოს მოსვლის შემდეგ, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვთვლი" - არდა გიულერი

"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს

"მეგობრები არ ვართ, მაგრამ..." - რა თქვა მესიმ რონალდოს შესახებ?

"იცით, იამალმა რა გააკეთა?" - ყოფილი პორნოვარსკვლავი მედიაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

უმარტივესად - ლევან საგინაშვილმა მეტოქე 5:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

40 წლის კაზორლას გოლი - "ოვიედო" ლა ლიგაში დაბრუნდა

დავითაშვილით საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი დაინტერესდა

"ნაპოლი" ორი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებს

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

"აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი" - "დილას" მწვრთნელი კონფერენს ლიგის კენჭისყრაზე

გოჩოლეიშვილი  "შახტარში" ბრუნდება - ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ

20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა

ლატვიაში დასრულებულ ამხანაგურ ტურნირში საქართველომ A დივიზიონის წევრი ფინეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე გამოაკლდა

გულშემატკივრები 8 ოქტომბერს "დინამო არენასთან" შეკრებას აანონსებენ

ბელარუსთან მატჩის წინ ოფიციალური პროგრამა გამოვიდა

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები [VIDEO]

გიორგი გახარია - "საქართველოს ნაკრების თამაშზე მეც ვიქნებოდი"