კოლო ტურეს აკრძალული პრეპარატებით რატომ იჭყიპებოდა არ გაინტერესებთ? თურმე, ავადმყოფურად ეშინია ღიპი არ დაედოს
„მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ვარსკვლავს, კოტ დ’ივუარელ კოლო ტურეს აკრძალული პრეპარატის მიღების გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია რომ მიუსაჯეს ცნობილი ამბავია, მაგრამ წამლებით რატომ იჭყიპებოდა არ გაინტერესებთ? თურმე, ავადმყოფურად ეშინია ღიპი არ დაედოს.

ტურეს საკუთარი წონა, უფრო კი, ალბათ, სიმსუქნისაკენ მიდრეკილება იმდენად აწუხებს, რომ ცოლის მეგობრის რჩევას მისდია და რაღაც აბების სმა დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა დოპინგის ისტორიაც - ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, გაირკვა, რომ ნივთიერება, რომელიც ამ აბებში შედიოდა, სპორტსმენთათვის აკრძალული იყო.

ეს ყველაფერი მას მერე გახდა ცნობილი, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ისტლენდელთა ყოფილი კაპიტნის საქმის დეტალები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ტურე ერთი მხრივ საკუთარ წონაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული გამხდარა, მეორე მხრივ კი ნერვიულად, მაგრამ იმავდროულად უსისტემოდ ცდილობდა საიდანმე შეეტყო, იყო თუ არა ამ აბებში შემავალი რომელიმე ნივთიერება აკრძალული. ასოციაციის განცხადებაში სიტყვასიტყვით წერია, რომ მას ჩამოუყალიბდა არასწორი რწმენა, რომ მსუქანია.

ფეხბურთელი აღიარებს, რომ იანვრიდან მოყოლებული ჩვეულებრივ დღეებში ორ აბს სვამდა, თამაშის დღეებში კი მედიკამენტს ერიდებოდა, რადგან იგრძნო, რომ ის დაღლილობას იწვევდა. ამასთან, ტურე გულუბრყვილო ადამიანიც ყოფილა. მან სცადა ისევ და ისევ ცოლის მეგობრის საშუალებით გაერკვია, იყო თუ არა ფეხბურთელებისთვის ამ აბების მიღება ნებადართული. ამისათვის ცოლის მეგობარი სხვადასხვა კლინიკებში რეკავდა, აბებს უგზავნიდა და დასკვნას ეკითხებოდა.

თუმცა, ტურე იმასაც ამბობს, რომ ერთხელ, სასტუმროში, რომელიღაც მატჩის წინ, მედიკამენტი „მანჩესტერ სიტის“ ექიმ ჯეიმს ბატლერს აჩვენა და ექიმმა უპასუხა, რომ ამ აბების მიღებაში ცუდი არაფერია.

ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
დასვენების გარეშე მოთამაშე კვირკველიას მნიშვნელობა - რამდენი გუნდი გვეყოლება მეორე ეტაპზე?
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს "პარტენოპეის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები