მარნეულის ‘არმაზის’ შუამარბი სანდრო სვანიძე რამდენჯერმე იყო გამოძახებული ეროვნულ გუნდში, მაგრამ მიზეზთა გამო პირველი კეპის მოხვეჭა ჯერ ვერ მოახერხა.

„ხან ტრავმები იყო და ხან ცუდი პერიოდი დაემთხვა, რის გამოც აქამდე ეროვნულ გუნდში ვერ ვითამაშე“ – ამბობს 22 წლის მორაგბე, რომელიც ახლა საუკეთესო ფორმაშია და „შემოდგომის ერთა თასისთვის“ ემზადება:

„დიდი სიხარულია ეროვნული გუნდის ნაწილად ყოფნა და ამ ბედნიერებას ბოლომდე ჯერ ვერ ვაცნობიერებ. ახლა კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ. ფიზიკურად თავს აქამდეც კარგად ვგრძნობდი, ნაკრებთან ერთად ვარჯიშებმა კი ტაქტიკურადაც გამზარდა“.

„ფსიქოლოგიურად თავს მშვენივრად ვგრძნობ“

ქართველმა ქომაგმა სანდრო სვანიძე 2018 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიცნო. მან საფრანგეთში ირლანდიასთან მატჩში გადაცემა საკუთარ 22-თან ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. ის თამაში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 24:20 მოიგეს, მერე იაპონია 24:22 და შოტლანდია 39:31 დაამარცხეს და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს – მე-9 ადგილი დაიკავეს.

სვანიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზე მსგავსი წარმატების მიღწევა უფრო რთული იქნება, თუმცა ქომაგს ბოლომდე ბრძოლას პირდება:

„ახალგაზრდულ ნაკრებში მსგავსი გუნდების დამარცხება უფრო მარტივია, ვიდრე ეროვნულის დონეზე. იქ სულ სხვა ძალა და სისწრაფეებია, თუმცა იმ გამარჯვებების შემდეგ, ფსიქოლოგიურად თავს მშვენივრად ვგრძნობ“.

„იმედია ეს ტურნირი ჩვენთვის წარმატებულად ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული ჩვენგანი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება და დანარჩენი თამაშებში გამოჩნდება“.

rugby.ge

ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
იტალიაში დიდი სამწვრთნელო ცვლილებებია - სერია A-ს ბევრ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება
სასურველი კანდიდატი გამოიკვეთა - "აიაქსს" მთავარ მწვრთნელად გუნდის ლეგენდის დანიშვნა სურს
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
საიდუმლო შეხვედრა დე ლაურენტისის სახლში - კონტემ მოსაფიქრებლად 48 საათი მოითხოვა
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება დამაიმედებელი სიახლეა - პსჟ პარასკევს მიუნხენში გაემგზავრება
გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
როგორია "კვარას" მდგომარეობა? - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
ცივი უარი თურქულ კლუბს - ჩაკვეტაძეს პრემიერლიგაში თამაში სურს
მისი "კვარას" ტრანსფერში ჩართვა სურდათ - "ნაპოლი" პსჟ-ს გარემარბის შეძენას ცდილობს
"რომას" ფანი არ ვარ" - რომის პაპმა "ნაპოლის" უმასპინძლა და ჩემპიონობა მიულოცა
გოგლიჩიძე "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა - საზონოვი "ტორინოში" დაბრუნდება
"სხეულის 18%-იანი მეორე ხარისხის დამწვრობა" - ლუსიო საშინელი ინციდენტის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად - ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
[VIDEO] როცა ქალაქის მერი "იუვენტუსის" ფანია - რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს "კალიარისთან" საჩემპიონო მატჩის დროს
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
U18. საფრანგეთი VS საქართველო - "უმცროსი ბორჯღალოსნები" რევანშისთვის
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
U18. საქართველო VS საფრანგეთი - ბრახუნი ევროპის კარიბჭეზე!
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
სანდრო სვანიძე: ვცდილობ ემოციებს არ ავყვე
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"