ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

PREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

PREVIEW: საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ისტორიული შეხვედრა გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკმაოდ საინტერესო ეტაპი განვლო. ყველაფერი ყაზახეთში დაიწყო, როდესაც სლოვაკი სპეციალისტის ნაკრებმა, ოფიციალური შეხვედრების ეგიდით, სტუმრად ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოიგო. ერთა ლიგის D დივიზიონში "ჯვაროსნებმა" შესაძლო 18-დან 16 ქულა მოაგროვეს და ჯამში მხოლოდ 2 ბურთი გაუშვეს.

შემდგომში, ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაუჭირდა. ისეთი დონის ნაკრებების წინააღმდეგ, როგორებიც შვეიცარია, დანია და ირლანდიაა, აშკარად დავიჩაგრეთ. სამაგიეროდ, იმ შანსს, რომელიც ჩვენი ევროპული ვოიაჟის განმაპირობებელი იქნებოდა, გულმოდგინედ ველოდით.

ევროშესარჩევის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ რაუნდში საქართველოს მეტოქე ბელარუსი იყო. "დინამო არენაზე" ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ სასარგებლოდ, თორნიკე ოქრიაშვილის თერთმეტმეტრიანის წყალობით, 1:0 დასრულდა.

აღნიშნულის შემდეგ, ერთა ლიგის C დივიზიონის პირობებში, ქართველებმა სულ ორჯერ ითამაშეს და ორივე შემთხვევაში საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სომხეთთან, ისე ჩრდილოეთ მაკედონიასთან, "ჯვაროსნებს" ფორტუნამ უმტყუნა და უპირატესობა მატჩის მიწურულს ვეღარ შეინარჩუნა.

გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმას რაც შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურია. მიუხედავად ამისა, დანაკლისი საკმაოდ სერიოზულია. კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის საკითხი გარკვეული იყო, დღეს კი ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურა: კორონავირუსის გამო მაკედონიელთა წინააღმდეგ ლევან შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებენ. როგორც უნდა იყოს, ნაკრებში საბრძოლო განწყობაა, რაც, პირველ რიგში, როგორც მოთამაშეთა, ისე მთავარი მწვრთნელის სიტყვებში იკითხება.

მეორე მხრივ, ჩვენი ოპონენტები აღნიშნული დაპირისპირების წინ საკმაოდ ოპტიმისტურად არიან. ჩრდილომაკედონიურ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინტერვიუები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ბალკანელები თავს ფავორიტად მიიჩნევენ.

იგორ ანგელოვსკიმ თბილისში უძლიერესი შემადგენლობა ჩამოიყვანა. ერთადერთი, ვინც სტუმრებს სერიოზულად დააკლდება, ესპანური "ლევანტეს" ჩამშლელი ენის ბარდია, რომელმაც დაზიანება მიიღო და ვალენსიაში დაბრუნდა. სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზეა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გორან პანდევი. "ჯენოას" ფორვარდი ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლო შეხვედრა სწორედ საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარა. ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური გოლის შემდეგ 19 წლის ტალანტმა სტუმართა რიგებში ძალიან დიდი ყურადღება განაპირობა. მაკედონიელ ფეხბურთელთა ინტერვიუებში ყაზანის "რუბინის" შემტევის სახელი საკმაოდ ხშირად ფიგურირებდა - იქმნებოდა განწყობა, რომ ეს ბიჭი ანგელოვსკის საკმაოდ ანერვიულებდა...

ფეხბურთელთა კომენტარები

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო - ლორია-კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი-კანკავა, კვეკვესკირი, გვილია-ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია

ჩრდ.მაკედონია - დიმიტრიევსკი-ბეითულაი, ველკოვსკი, მუსლიუ, რისტოვსკი-ნიკოლოვი, ელმასი, ალიოსკი, ელმასი, კოსტადინოვი-პანდევი, ნესტოროვსკი.

საინტერესო ფაქტები

ამ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე ორჯერ მოუწიათ თამაში. სცენარი, პრაქტიკულად, ანალოგიური იყო. პირველ გოლს საქართველო იტანს, თუმცა ამ უპირატესობას 20-წუთიან ინტერვალში ანიავებს. ყველაფერთან ერთად, 60-70 წუთების ინტერვალში, ჩრდილომაკედონიელთა რომელიმე ფეხბურთელი მოედანს წითელი ბარათის გამო ტოვებს.

საქართველომ "დინამო არენაზე" ჩატარებული ბოლო 9-დან მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო (5მ, 3ფ, 1წ). უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეზულტატის დაფიქსირება "ჯვაროსნებმა" ფიფას რეიტინგის 70-ეულის მიღმა ნაკრებებთან მოახერხეს. მხოლოდ და მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში მოხდა ისე, რომ საქართველომ საუკეთესო 70-ეულში მყოფ გუნდს აჯობა.

მაკედონიამ ბოლო 6-დან 3 დაპირისპირება პირველ ტაიმთან ერთად მოიგო, 3 შემთხვევაში კი ფრეს დასჯერდა. საინტერესოა, რომ ანგელოვსკის შეგირდებმა პირველი გოლი მატჩის პირველ ნახევარში 5-ჯერ გაიტანეს.

იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც რეიტიგის 80 პოზიციის მიღმა დარჩნენ, მაკედონიელებს უკანასკნელ 5 შეხვედრაში წაგება არ აქვთ (2მ, 3ფ).

გორან პანდევის როლი შეუცვლელია. 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ვეტერან ფეხბურთელს გოლი გააქვს, ნაკრები დაუმარცხებელია (13მ, 2ფ).

ჩრდილომაკედონიელთა უკანასკნელ 5 შეხვედრაში, ჯამურად არბიტრებმა 7 თერთმეტმეტრიანი დანიშნეს.

• bs

ყაზაიშვილი უნდა იყოს! მას მერე რაქ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია გამოგვაკლდნენ ეგ და ოქრიღა დარჩნენ ვისაც კაცის მოტყუება შეუძლიათ და კარში დარტყმა ხეირიანად

• სისულელეეე

ერთი გამაგებინეთ ხალხის ნერვებზე თამაში გსიამოვნებთ? რა კაშია და რა ყაზაიშვილი?? კობიაშვილი და მუჯირი რო დააყენოთ არა? ბოლოს გასულ თვეს ითამაშეს ნაკრებში მას მერე მოედანზე არ გასულან კაშია ისედაც ვეღარ ხვდება სასტარტოში თავის გუნდში და თან ტრანვას მკურბალობდა ველარუსმა ორჯერ შემოგვიტია და კაშია იყო ზუსტად პირდაღებული რო დატოვეს ბედი ჩვენი იმ დურაკმა კარს ააცილა. როცა ხოჭოლავა კვერკველიას ასეთ ფორმაშია და თამაშობენ დიდი გუნდების წინააღმდეგ რა 40 წლის მცველი? თუ მართლა კაშო და ვაკო დააყენა სასტავში გამოდის ყველამ გაგვწირა სახელმწიფომ მწვრთნელმა და რავი რა!!!!

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა

ჩრდ. მაკედონიამ გიბრალტარი დაამარცხა

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]

ქართველი დელეგატი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში!

ჩაკვეტაძე ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ალიოსკი: "გუნდი, რომელიც ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს, ჩრდილოეთი მაკედონია იქნება"

თუ პანდევი იტანს, ჩრდ. მაკედონია დაუმარცხებელია - ვეტერანის საინტერესო სტატისტიკა

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

რომელ ნაკრებს გულშემატკივრობთ და ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს?!

დეშამმა კანტე დააბრუნა - ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

შენგელია: "ვერ დავნებდებით - ეს გულისწყვეტა ბევრი სიხარულით უნდა შეიცვალოს"

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში სოციალურ ქსელებს იპყრობს - ჩვენი ყოფილი მეტოქე უკრაინისთვის ემზადება [VIDEO]

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის რჩეულებში ჩაკვეტაძის თანაგუნდელიცაა [VIDEO]