"PUBGM Spain"-მა ევროპის ქვეყნების მოთამაშეების საუკეთესო 3-ეული გამოაქვეყნა. მოთამაშეები შეირჩნენ ინდივიდუალური შედეგებით, ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირებზე.

საქართველოს MVP-ის წოდება N9NE-ს (Team Onyx) ერგო, რომელსაც NAMIK33 (300 Aragveli) და FRAJOK (Team Onyx) მოსდევენ.

სხვა ქვეყნის საუკეთესო 3 მოთამაშის ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

ქართველმა კიბერსპოტსმენებმა ამ სასიხარულო ამბავზე კომენტარი გააკეთეს:

N9NE - თავიდან, როგორც ყველა, მეც გასართობად დავიწყე ამ თამაშში მოღვაწეობა. ყველაფერი დაიწყო 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ტურნირით, სადაც "Hardchaos"-ის სახელით ვასპარეზობდი. ჩემთვის ეს ტურნირი დღემდე დასამახსოვრებელია, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება და ადრენალინი მივიღე. ზემოთ ხსენებული ტურნირის განმავლობაში, გამოვიჩინე თავი, რითიც "Team Onyx" დავაინტერესე. ჩემი ამ გუნდში შესვლის დღიდან დაუღალავად ვშრომობდი, რათა იმისთვის მიმეღწია, რასაც დღეს წარმოვადგენ ქართულ კიბერსპორტში. ჩვენი გუნდი იმდენად მოტივირებული იყო ამ საქმეში, რომ ჩვეულებრივ რუმებსაც კი სერიოზულად ვუყურებდით და ვცდილობდით, უაზროდ არცერთი წამი არ დაგვეკარგა და ჩვენს საქმეზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვყოფილიყავით. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ მიზანს არ მივაღწევთ და არ ვიასპარეზებთ მსოფლიო ტურნირებზე.

NAMIK33 - პირველ რიგში, მადლობა ინტერვიუსთვის. სასიამოვნოა, როდესაც ხალხს კიბერსპორტს აცნობთ, როგორც ერთ-ერთ ახალ, განვითარებად სფეროს. თამაშის ჩაწერიდან რამდენიმე თვეში გავაანალიზე, რომ ეს არ იყო ჩემთვის მხოლოდ დროის გაყვანის საშუალება. ამას თან დაერთო ანონსი, 2.000.000$ ტურნირის, რამაც სტიმული მომცა, ავსულიყავი შედარებით მაღალ საფეხურზე. სტიმული, რა თქმა უნდა, არაფერია ყოველდღიური ვარჯიშის და საათობით დატვირთვის გარეშე. ყოველდღიურად 5-6-საათიანმა გადაბმულმა ვარჯიშმა საშუალება მომცა, რათა მრავალ ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირზე თავი გამომეჩინა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ვიასპარეზე PMCO 2020 გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე. CIS რეგიონის ფინალისტი და ჯგუფური ეტაპის TOP 2 MVP, ევროპის ფინალისტი და EMEA League მონაწილე, სადაც გაუთვალისწინებელი დისკვალიფიკაციის გამო ვერ შევძელი ასპარეზობა. საქართველოს ჩემპიონი და ა.შ. ამჟამად ვიმყოფები ორგანიზაცია "300 არაგველში", რომელიც სრულად გვეხმარება მე და ჩემს გუნდს სამომავლო მიზნების მიღწევაში. ჩემი და ჩემი თითოეული გუნდელის მიზანია გავიტანოთ საქართველოს სახელი პრო სცენაზე და ყველაფერს ვიზამთ ამ მიზნის მისაღწევად.

FRAJOK - ძალიან დიდი პრაქტიკა და უძილო ღამეებია საჭირო ამ შედეგის მისაღწევად. რაც შეეხება დროს, 2 წელია ვთამაშობ. დღეში ვუთმობ დაახლოებით 6-7 საათს, რომლებსაც მარტო ან ჩემს გუნდელებთან ერთად თამაშში ვატარებ. სამომავლო გეგმები კი - ტურნირებზე უფრო მეტი პრაქტიკა და ბევრი ვარჯიში, რათა შედეგი გაუმჯობესდეს.

ამ მოთამაშეების YOUTUBE-არხის ნახვა მათ სახელზე დაჭერით შეგიძლიათ. სამწუხაროდ, FRAJOK-ს არ აქვს საკუთარი არხი.

ეს მოთამაშეები ამჟამად CACTU2-ის ტურნირზე მონაწილეობენ. მათი და სხვა გუნდების თამაშის ნახვა ამ ლინკზე (დააჭირეთ) შეგიძლიათ.

რაც შეეხება გუნდებს, სადაც ისინი გამოდიან, "ONYX" და "300 არაგველი" ჰქვიათ. სახელზე დაჭერით შეგიძლიათ გადახვიდეთ ორგანიზაციების FACEBOOK-გვერდზე და იხილოთ უამრავი სიახლე, ვიდეო და ა.შ.

FÈNIX
სასიამოვნო სტატიაა
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
CACTU2-ის ჩემპიონატზე გამარჯვებულმა გუნდმა TEAM ONYX-მა პირველი კომენტარი გააკეთა [VIDEO]
CACTU2-ის ტურნირის B ჯგუფის მომენტები [VIDEO]
"ფინალში რაღაც შეცდომები დავუშვით, რამაც ალბათ შედეგზეც იმოქმედა..." - TEAM Known As
"პირადად მე ამ განვითარების ტემპით ძალიან კმაყოფილი ვარ..." - ორგანიზაცია "300 არაგველი"
CACTU2-ის ტურნირის C და D ჯგუფის მიმოხილვა [VIDEO]
პატარა ვიდეო - Akebstar [VIDEO]