ქართველი რიკიში გაგამარუ მასარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი, უმძიმესი ტრავმის შემდეგ სუმოდან წავიდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, შემდეგ კი ინტერვიუ "პირველ არხს" მისცა.

"მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ 15-წლიანი გულშემატკივრობისთვის. იყო ბევრი გამარჯვება, ბევრი დამარცხება, მაგრამ თქვენი გულშემატკივრობა იყო ის, რაც ყოველთვის მაძლიერებდა, მამხნევებდა და მუდამ შემართებით მაბრუნებდა დოჰიოზე. 2005 წლის ნოემბერში დაიწყო ჩემი პირველი ბაშო და ზუსტად 15 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მომიწია სპორტიდან წასვლა. ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები იყო. იმედია, სუმოსთვის თავის დანებების შემდეგაც შევძლებ ფეხზე წამოდგომას და ჩემი ქვეყნის სიყვარულში კიდევ სხვა კარგი საქმეების კეთებას. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ და ყოველთვის ❤️" - დაწერა გაგამ.

"ყველას მადლობა გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის, რომელიც მე რთულ პერიოდში თქვენგან ვიგრძენი. კარიერის მანძილზე ბევრი ტრავმა მიმიღია, თუმცა ყველაზე მძიმე გასული წლის ნოემბერში იყო. პრობლემა ორივე მუხლზე შემექმნა და კარიერაში პირველად გამოვტოვე ბაშო.

ბევრ ექიმთან ვიყავი, ოპერაციაზეც ვფიქრობდი, თუმცა ყველა მეუბნებოდა, რომ სპორტში დაბრუნება ძალიან გამიჭირდებოდა, რადგან არცერთ მუხლში ხრტილი აღარ მაქვს...

კარგი ფორმის დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა, ისე კი სუმოში გაჩერებას აზრი არ აქვს.

6 წლიდან სპორტში ვარ და ახლა უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება. ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს, ზუსტად არ ვიცი, რას გავაკეთებ.

მე მაკუუშიტას დივიზიონიდან ელიტაში დაბრუნება გულშემატკივრების მხარდაჭერით შევძელი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იაპონელ გულშემატკივრებს და ორჯერ დიდი მადლობა ქართველებს.

როცა ვფიქრობ, რომ იაპონიაში 15-წლიანი ცხოვრების შემდეგ აქაურობა უნდა დავტოვო, გული მწყდება აქაურობაზე, თუმცა გამორიცხულია, სულ იაპონიაში ვერ დავრჩები.

წინ თმის შეჭრა მელოდება და ეს პროცესიც, ვიცი, ცალკე სტრესი იქნება", - უთხრა გაგამარუმ "პირველ არხს".

გაგამარუ პირველად ბაშოზე 2006 წელს გავიდა. უმაღლეს, მაკუუჩის დივიზიონში კი დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2012 წელს ჰაცუ ბაშოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და კომოსუბის ტიტულიც დაიმსახურა. ბოლო ბაშო კი მაკუუჩის დივიზიონში 2017 წელს ჩაატარა.

გაგას ორჯერ აქვს მიღებული სპეციალური პრიზი მებრძოლი სულისათვის და ერთხელ კი "ოქროს ვარსკვლავიც" დაიმსახურა იოკოძუნა ჰარუმაფუჯის დამარცხების სანაცვლოდ.

ვახტანგ ეზიეშვილი
მადლობა გაგა ყველაფრისთვის რაც ქართველ გულშემატკივარს აჩუქე შენი თავდადებული სუმოთი. წარმატებას გისურვებ .
კ ო მ ბ ლ ე
რა თავს იკლავდი, ვერ მიბაძე ფეხბურთელებს?
ჟორა გაბრიჭიძე
თემურ ძვირფასო, სუმოსა და მაყურებლის წინაშე მართალი კაცი ხარ, 15 წელი იცხოვრე მათთვის. ცხოვრება გრძელი გზაა, ამიტომ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედო. მადლობა სიხარულისთვის, წარმატებები დარჩენილ ცხოვრებაში.
თენგაბი
რაღაცა მთავრდება, რაღაც ახალი იწყება. წარმატებები ხვალინდელ გზაზე
geo
მადლობა.
giabar
მადლობა გულიანი და კაცური ასპარეზობისთვის. ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და გული არ უნდა გაიტეხოთ. წარმატებები....
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ
ქართველი მსაჯები ასაკობრივი გუნდების საერთაშორიო მატჩებზე
პირველად "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში - "წითელი ეშმაკები" სახლში კაცნაკლულ მეტოქესთან დამარცხდნენ
"დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს" - პულიშიჩი "ინტერის" დამარცხების შემდეგ
მოლაპარაკებები დაწყებულია - ლევანდოვსკი შესაძლოა, თურქულ გუნდში გადაბარგდეს
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მესი პუშკაშს გაუთანაბრდა - ლეგენდარული არგენტინელი მორიგ რეკორდთან ერთ ნაბიჯშია
ერიკ გარსია "ბარსელონასთან" კონტრაქტს გააგრძელებს
ალექსანდერ ისაკმა ანტირეკორდი დაამყარა
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
"ფეხბურთელის სურვილით "რეალთან" მოლაპარაკებები შეჩერებულია - ვინისიუსმა შესაძლოა, "სამეფო კლუბი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ღია კარის დღე და სტუმრების ზეობა
"ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე" - კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
[VIDEO] გოლი და სამი საგოლე პასი - მესის შოუ პლეი-ოფში
[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
იური ტაბატაძე ნაადრევად შეცვალეს - "კადისი" სახლში დამარცხდა
[VIDEO] რას აკეთებს?! - 40 წლის რონალდოს ფანტასტიკური მაკრატელა გოლი
[VIDEO] ეზეს ჰეთ-თრიქი - "არსენალმა" ჩრდილოლონდონურ დერბიში "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში - "მეცი" "ბრესტთან" დამარცხდა
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინის ახალი რეიტინგი ცნობილია
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]