ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"

საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)

ჩორნა
Okriashvili nakrebis mimart igive formulaa rac kecbaia axalgazdobaShi. Sumxettan tamashi iyo feederaciis didi shecdoma rom vaisi datova da biჭებს იმედიც მოუკლა, ვაისის სიტყვებია(ზოგოერთ ფეხბურთელ ნაკრების სიყვარულს მე ვერ ვასწავლიო) აი ეს მეტყველელებს იმაზე რომ ფეხბურთელებს უკვე დიდი ხანია აღარ ჯერათ ვაისის და ეს ბოლო 8Tamashia უბრალოდ ვთამაშობდით ჩვენი ბიჭების ტალანტის ხარჯზე.. მოგვაკითხა ტრამვებმა და უცებ ნაკრები აღმოჩნდა ჩიხში. და კიდევ მეორე ტაიმის პასუხისმგებელი არის მწვრთნელი და არა ფეხბურთელი ეგ ფეხბურთის დაუწერელი კანონზომიერებააა ეხლა ისმის კითხვა რომელი თამაში მოიგო ვაისმა??
რიგითი
ცხოვრებაში ღირსებასა და თავმოყვარეობაზე დიდი გრძნობა არ არსებობს.. როცა იცი იქ სადაც ხარ და მოღვაწეობ ხარ დაუმსახურებლად და ნეპოტიზმით უკვე კრიტიკასა და ლანძღვაზეც კი რეაქცია აღარ გაქ.. ამიტომაა რომ ყველა არაკომპეტენტური თუნდაც მმართველი მენეჯერი და თუნდაც ფეხბურთელი ხმაამოუღებლად იტანს ნებისმიერ ეპიტეთს( უკვე დამსახურებულს თუ თუნდაც დაუმსახურებელს) . ღირსება უპირველეს ყოვლისა ადამიანებო..
vax-vax
ჩაკვეს და კვარას რატომ აღარ ახსენებთ,რას შვებიან ბიჭები,როგორ მიდის მათი გამოჯანმრთელების საქმე. ხომ ხედავთ მათ გარეშე აბსოლიტური ნოლია თავის მწვრთნელიანად ნაკრები, არც ჯანოს აღარ კითხულობთ,ალბათ ჩამოწერეთ უკვე. უკეთესი, რომ არ გვყავს? არცერთი ხაზი არ ვარგა.დაცვის ყოველი შეცდომა გოლად გვიჯდება ჩვენს კარში.აუტს ვერ ვაწვდით, კუთხურზე და ჯარიმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.ადრე კანკავა და კვეკვე ურტყამდნენ სტანდარტულებს და ხანდახან აღწევდნენ წარმატებას. რა ხდება ახლა?. ცხელ გულზე არა,მაგრამ რომ დაწყნარდება სიტუაცია,მოიწვიეთ სპეციალისტები, ჩვენები,უცხოელებიც და გააკეთეთ სრულყოფილი ანალიზი და გააცანით საზოგადოებას.
კახა ქ.
სანამ ფედერაციის პრეზიდენტი და საერთოდ,მის წამყვან თანამდებობებზე იქნებიან ამათუ იმ პარტიის წარმომადგენლები,მანამდე არაფერი არ გვეშველება.პოლიტიკისგან უნდა განთავისუფლდეს ფეხბურთი.წინათ ნაცები იყვნენ,ეხლა ქოცები და რა დღეში ჩააგდეს ორივემ ჩვენი ფეხბურთი კი ხედავთ.მერე კობიაშვილმა თუ უნდა პარლამენტში და თუ უნდა საკრებულოში იყაროს კენჭი.
ბექა
სად არიან ის ვეტერანები რო დაიბღინძებიან და ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ?ამოიღონ ხმა!ვინაა მაგათზე დიდი ავტორიტეტი მანდ,მაგრამ როგორც ქეცბამ უთხრა ისეა მიყუჩებულები არიან თბილად,კომფორტულად და ქაფავენ ფულებს!დინამო რო გაფარჩაკდა თან არაერთხელ რომელმა შემოკრა განგაშის ზარი?ახლა კიდე გვაპარებენ მოდით დავივიწყოტ ნაკრების კატასტროფა და მომავლისთვის მოვემზადოთო და ამზეც ჩუმად არიან მითუმეტეს იციან რო ასეთ პირობებში უარესი გველის წინ.გრიგალავას ნაკრებში გამომძახებელი კორუპირებულია აბა რა არის?
სოსო
კი მაგრამ, სად იყო ფეხბურთი,რა ელაპარაკათ?
ლ ა დ ო
ნაკრების ბოლო 3 თამაშში ნათლად გამოჩნდა რომ ეს არ იყო ერთიანი გუნდი,ეს იყო 11 თავის ნებაზე მორბენალი პირობითად ფეხბურთელი,რომლებიც მხოლოდ ბურთს აგორებდნენ,კომბინირებული ფეხბურთი ამათთვის საერთოდ უცხო რამაა და გოლის გატანაზე საუბარიც ზედმეტია,ზოგიერთი ფეხბურთელი კაი თამადას უფრო გავდა ვიდრე ფეხბურთელს,ასეთები რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში გაუგებარია.ეს გუნდი გადაჭედილი სტადიონიც რომ ყოფილიყო მაინც ამ შედეგს დადებდა რაც დადო, ესენი ნახევარზე მეტი გასაშვებია ნაკრებიდან.
სოსო
მაშ ვინღა დარჩა ქართულ ფეხბურთში?ფეხბურთელებზეც ეს არა ის ათამაშეთო.აჰა,იმათაც ითამაშეს და სხვაობა არის?უფრო სერიოზული მიხედვა სჭირდება ქართულ ფეხბურთს და შესაბამისად მეტი თანხები.ასევე დროც.დანგრეულ ინფრასტრუქტურას ესენი ნელ ნელა აღადგენენ,საფეხბურთო აკადმიებიც იხსნება,მწვრთნელების გადამზადებაც მიმდინარეობს,მაგრამ შედეგი რომ მოიტანოს,დრო არის საჭირო,უკეთესი მართვა და უფრო მეტი ფინანსები.სხვანაირად სულ ასე იმედგაცრუებულები ვიქნებით.სისულელეა გამარჯვება არ უნდათო.უნდათ, ძალიანაც უნდათ,მაგრამ უნარები არ ჰკმარათ.უკეთესები კი არ გვყავს და ვინც არიან,ისინიც გუნდს გამოაკლდნენ.ჩაკვე,კვარა,კიტეიშვილი,ანანიძე და შენგელია რომ გვყოლოდა,სომხეთს და ესტონეთს,ალბათ მოვუგებდით,მაგრამ მაკედონიასთან მაინც მძიმე ბრძოლა გვექნებოდა, რადგან მათ უფრო გამოცდილი ლიდერები ჰყავთ.მთელმა საქართველოს ბავშვთა ფეხბურთმა,ალბათ ბავშვებში,მკვლელის ინსტიქტის გაღვიძებაზე და ასეთი ბიჭების გაზრდაზე უნდა იმუშაოს,რადგან სწორედ ასეთ ფეხბურთელს აქვს ყველაზე მეტი ფასი,თუმცა პოვნა და გაზრდაც,ძალიან ძნელი საქმეა,ისევე როგორც კარგი გამთამაშებლისა და კიდევ,თუ სკოლებში,ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებაზეც სერიოზულად არ იფიქრეს,მოაზროვნე მოთამაშეების,დიდი რაოდენობით გამოზრდა,ძალიან გაგვიჭირდება.
ქომაგი
ეს ჟურნალისტები,როგორ აპრავებენ ნაკრებს და ფედერაციას უეჭველი წილში არიან. რომელი ვაისის ტაქტიკაზე ლაპარაკობთ? თქვენ რამე სხვა თამაშებს ხაორ უყურებთ? დააწერეთ მოედანს ნაკრები კარანტინშია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გამოჯანმრთელებამდეო.
ZK
ოქრი და კვერკველია რატომ არ ათამაშეს მაკედონიასთან თამაშის შემდეგ? ერთი ოქრიაშვილი იყო რაღაცის გაკეთებას რომ ცდილობდა მაკედონიასთან და თამაშის შემდექ კობიავილი და ფედერაცია რომ გააკრიტიკა მაყურებლის არ დაშვებაზე სტადიონზე მაგიტიმ ხომ არა ვითომ? თუ კვერკველიაზე უკეთესი მცველი ყავთ ვინმე დღეს?
სამაცხვინოები!
სამ საშიანო მატჩში და თან ვინებთან, ესაა სამარცხვინო და სერიოზული პრობლემა. ამდენი უკან პასი მე ჯერ არ მინახავს, რა უბედურებაა! კანკავა თითქოს ყველაზე კარგად გამოიყურებოდა და უბრალოდ გადახედეთ წინ რამდენი პასი გააკეთა მთელ თამაშში, ალბათ 1 ან 2 მაქსიმუმ. რაგბი ხომ არ არის წინ პასი ჯარიმად ითვლებოდეს?
x.x
გამოდის ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, ესტონეთის ნაკრებს სახლში ვერ უგებ, 90 წუთის განმავლობაში მომენტს ვერ ქმნი. ჯგუფში თავი ფავორიტი გგონია, ევოპაზე მაკედონია გადის ჯგუფიდან კი სომხეთი. როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები, აცდენილები ვართ რეალობას, აქამდეც, რომ მივედით ჩანკვეტაძის და კვარაცხელიას დამსახურებით.

რაც არველაძეს დარჩა შესაჭმელი, კობიაშვილმა საერთოდ რეკორდები მოხსნა და თან ფეხბურთი ისე მოკლა ვეღარ გაცოცხლდება
სად ხართ ვეტერანებო
ეს არის შედეგი იმისა, როცა ფეხბურთის ვაი მესვეურებში ფულის სიყვარული ჭარბობს ფეხბურთის და ქვეყნის სიყვარულს. ვინ არის რეალურად ფეხბურთის მმართველი? ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება თუ მიუღია კობიაშვილს თავის ცხოვრებაში? რეალურად ვინც ჭკუას არიგებს არის თბილისის მერი რომელიც თავის მხრივ არის ასევე სხვისი სურვილების და მითითებების შემსრულებელი. როგორ უნდა იფიქრონ ამათმა ფეხბურთის განვითარებაზე? ერთს პოლიტიკოსობა უნდა (არ გაიშვას გაუნათლებელი კაცის პოლიტიკოსობა), მეორე (ვითომ უკვე პოლიტიკოსი) ამ გაგანია პანდემიის დროს საახალწლო ნაძვის ხეებს არემონტებს და განათებებს ყიდულობს (ვისთვის?). ანუ სრული საგოიმეთია მთელი ფეხბურთის ფედერაცია თავისი მფარველ/მითითებების გამცემებიანად, ორი წიგნი თუ აქვთ ცხოვრებაში წაკითხული?. ფულზე დახარბებული გოიმების ბანდა. სანამ კალაძე/კობიაშვილი/ყაველაშვილი/მუჯირი და მათნაირიები იქნებიან სათავეში არაფერი არ ეშველება ფეხბურთს. ეს ვეტერანები კიდე რა გასუსულები არიან? არ მიდა დავიჯერო რო ეგენიც თავის "კარმუშკებს" უფრთხილდებიან. თქვან რა რამე.... ამოიღონ ხმა....
გიზოგ
მართალი ბრძანდებით ბატონო გიორგი, ყველაფერს, რომ თავი დავნებოთ განა აქამდე არავინ არ უნდა დაინტერესებულიყო მათი მდგომარეობი. ვთხოვ ხვიჩას და ლევანს გაახმაურონ ვინმემ მოიკითხა ამ დღეებში? რათქმა უნდა ნათესავებს და ახლობლებს არ ვგულისხმობ. მაგრამ ვის სცალია ფეხბურთისთვის და ფეხბურთელებზე. ყველას თავის საქმე ედარდება, თუნდაც საფეხბურთო ჩინოსანი იყოს.
უვარგისების ბანდა
ძროხას მეტი ღირსება აქვს ვიდრე ამ ნახირს თავის შეფებიანად
გლახუნა
მეკარის უკან რაღაც რომ იყოს... იმასაც მიცემდნენ პასს (?!)- ნებისმიერი მეტოქე (ფარერები, ლიხტენშტეინი, ანდორაც კი) -როგორც კი მოუმატებს ს ი ჩ ქ ა რ ე ს -იბნევიან,შტერდებიან,ითიშებიან და... როგორ შეიძლება მოედნის ყველა მონაკვეთზე მუდმივ მეტოქე მ ე ტ ი იყოს ?! - იმდენად ს უ ს ტ ე ბ ი არიან ფ ი ზ ი კ უ რ ა დ -ბურთსაც ვეღარ ატარებენ და პ ა ს ე ბ ი თ მოგებული თამაში ვის უნახავს -ო დ ე ს მ ე ?! -საჭიროა ბ ა ვ შ ვ შ ვ თ ა ფეხბურთში გ ა დ ა ვ ი დ ე თ ტოტალურ -ჰოლანდიურ ფეხბურთის სტილზე, ძლიერი ინდივიდუალიზმი- ფიზიკური მომზადება,სისწრაფე -მოედანზე მ თ ე ლ ი გუნდის მუდმივი მ ო ძ რ ა ო ბ ი თ,1-ლ ნომრად თამაშის გათავისება-ცოდნა... და მისთვის საჭიროა ჰოლანდიელი მწვრთნელების მოწვევა...
CESKO
პა-სეანსის გაცვეთილი ხუმრობა გამახსენდა: გინდათ იგემოთ გამარჯვების გემო? ეთამაშეთ საქართველოს ნაკრებს!
გიორგი
სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს საქართველოში ფეხბურთი 18წლის შემდეგ და გამოყოფილი ბიუჯეტი გადანაწილდეს, რაგბიზე, კალათბურთზე, წყალბურთზე, ჭიდაობაზე, ძალოსნობაზე... 18 წლის ზემოთ ვისაც ფეხბურთი უნდა ითამაშოს ევრო ლიგაში
გიორგი
ხოდა მაგაზეა აქ საუბარი, რატომ არის ჩვენი ფეხბურთი ასეთი გაფარჩაკებული. სომხეთს უფრო ძლიერი ეკონომიკა აქვს? უკეთესი ჩემპიონატი აქვს? ხომ არ ვლაპარაკობთ რატომ არ გვაქვს ჰოლანდია/ესპანეთის შედეგები? ალბანეთი უფრო მდიდარი ქვეყანაა? როდემდე უნდა ვიძახოთ რომ ეკონომიკა არ გვივარდა? თუ მაგის ბრალია და რაღაში ვათხლიშავთ 200-300 მლნ.-ს თუ მაინც ეკონომიკაზეა მიბმული და სანამ ქვეყანა არ გამდიდრდება, მანამდე არ გვექნება შედეგი? გაუშვით ეს 300 მლნ. ეკონომიკაში, იყოს სამოყვარულო ჩემპიონატიც და ნაკრებიც (ისლანდიის მაგალითი გამოდგება სტომატოლოგი მწვრთნელით?)
gia
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა. სახელმწიფო დონეზე უნდა მოხდეს ეს. ფედერაციამ უნდა შეიმუშავოს გეგმა, რომეშიც ჩართული უნდა იყოს სპეციალისტები, თუ საჭიროა უცხოელი სპეციალისტებიც.ამას ვიძახი დაახლოებით 15 წელიწადია გადის დრო და შედეგი ნოლია, უფრო და უფრო უარესდება.საფეხბურთო პოლიტიკა და ფილოსოფიაა შეწსსაცვლელი.არ ვიცი ამდენი ფეხბურთელები ახლა ხელისუფლებაში რომა არის არასდროს ყოფილა. მიხედეთ გეხვეწებით, მიხედეთ
giglia
ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, ბ-ნო ნიკოლოზ. დასასრული ცოტა მოგვიანებით დგება როცა ცოდვა-ჭირით ატანილ ბურთს ერთი სწრაფი, ზუსტი გამჭოლი და ძალიან გონივრული პასით საკუთარ მეკარეს ვუბრუნებთ, ან "უარეს" შემთხვევაში, ცენტრალურ მცველს:)
დიმა
სამ საშინაო მატჩში ერთი გოლი ვერ გავიტანეთ(მოგონილ პენალტს არ ვთვლი), გარდა ამის ცუდი სანახავი იყო, როცა სომეხი ფეხბურთელი ტრამვირებული იწვა და ბურთი არ გადავაგდეთ.
oto
აუ ესენი ფეხბურთელები არ არიან
მალხაზ ჯობავა
საქართველო - ფლორა ესტონეთი. 0-0
Vasili
ეხლა უკვე ზოგმა აღარ იცის მიზეზი სად იპოვოს! რას დააბრალოს. რა აიჩემეთ ეს ფსიქოლოგი! კაცმა ბურთის მიღება -გაჩერება არ იცის, კიდე ბევრი რამე , ჩამოთვლა მეზარება! მერამდენჯერ ჩამოვთვალო!! ფსიქოლოგია უშველის მაგაას? 30 წელია აგებ ყველა საკვალიფიკაციოს, უსაზიზღრესი ფეხბურთით თან! ჭ კლასის გუბდებთან მუხლები უკანკალებთ! ფარერებთან ფსიქოლოგი თუ გჭირდებათ და ესტონეთთან ? მაშინ რა გინდა მსოფლიოზე ან ევროპაზე , ტურისტები ხომ არ ხართ? გერმანია და არგენტინა, ბრაზილია ამათ რო დაინახავთ თქვენ შეიძლება ეგრევე ბნედა დაგემართოთ! ესე ავად თუ ხართ შვილო, წადი იმკურნალეთ, რა გეფეხბურთებათ! ესენი არიან ყველა ვიღაცის შვილები, ვიღაცის ახლობლები, პრივილეგილებულები იყვნენ ბავშობაში თავიანთ გუნდელებთან და ასე ვთაქვათ პატრონიანები იყვნენ და გააქაჩინეს რა! რამოდენიმე კაცს არ ეხება ეს შეიძლება მაგრამ აი გადახედეთ , მოიძიეთ ყველა ფეხბურთელის უკან ვიღაც გავლენიანი ახლობელი დგას , ან ყოფილი ფეხბურთელი, ან მამა ყოფილი ფეხბურთელი, ან ბიძა და ასე შემდეგ! ხოდა ეს ჩაწყობა და მამაძაღლობაა როა იმიტომ ვართ ასეთ დღეში! ან ასაკი აქვთ გადაკეთებული და რო გვგონია არის 24 წლის სინამდვილეში არის 27 - 28 წლის! ესენი არიან დამარცხებული მენტალიტეტის ხალხი! არ შემდგარი საფეხბურთო კარიერა, აგენტმა ოღონდ სადმე ჭ კლასის გუნდში რამე კონტრაქტი გაუჩარხოს , მაგაზე არიან დამოკიდებულები, ოღონდ სადმე თავი შეყონ, ოღონდ ვინმე დააგოიმონ როცა ამათ კონტრაქტზე ხელს მოაწერს, აი მერე ვსიო, კონტრაქტი არის ხელფასიც არის, და მოგზაურობენ მერე იჯარით კიდე უფრო საზიზღარ გუნდებში, ან საერთოდ განაცხადშიც ვერ ხვდებიან!!! სამაგიეროდ სტროიკაზე მუშაობას და ბირჟაზე დგომას კი ჯობია ამათი ხელფასი, თვეში შეიძლება 5000-7000 დოლარზე ნაკლები არ ქონდეთ, ხოდა ეს ფული კი ყოფნის ძმაო მანქანის საყიდლადაც და საგულაოდაც ეყოფა, ფეხბურთს არ მოუკვდა პატრონი!? ( მოკლედ ნაკრებიდან მინიმუმ 9-10 კაცი აუცილებლად უნდა წავიდეს, ჯობია თვითონ წავიდნენ, უბრალოდ თქვან რო ამოწურეს თავიანთი თავები და მორჩა რა!!! თუ რომელიმეზე დაწყდება გული ხალხს , ეგ გამოჩნდება მერე და მობრუნდება ისევ ნაკრებში, მაგრამ გეუბნებით მაგ გუნდიდან 9-10 კაცი აუცილებლად გასაშვებია !!!
ოთარი
ყველამ თავის ვალად ჩათვალა რომ ამ ფეხბურთელებზე გაიწმინდოს ფეხები. საიდან ამდენი მოლოდინები ვერ ვხვდები. მოყვარულზე ცოტა მაღალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ერთი კაცი არ გვყავს ტოპ გუნდში კი არა ტოპ ლიგაში რომ თამაშობდეს. საიდან უნდა მოვიდეს საოცარი შედეგი ?
juna
საქართველოს ნაკრების ბოლო სამი თამაშის ყურების დროს მიჩნდება ტანჯვის გრძნობა,მეც ვიტანჯები და მგონი ფეხბურთელებიც.ხედავ რაღაც უიმედობას მათ თამაშში,თითქოს თვითონაც არ სჯერათ რომ შეუძლიათ თუნდაც სახიაფათო მომეტის შექმნა, გოლზე ხომ არც არი ლაპარაკი. ყველა სიკეთესთან ერთად ასკარად ფსიქოლოგიური პრობლემებიც არის
რაგბის ფანი
მეც მაინტერესებს
მთ
ისეთი სტატიაა, თამაში რომ არ გენახა, იფიქრებდი ჩვენები აჯდნენ ესტონელებსო
tngh
ამ ეტაპზე, კიდევ კარგია, რომ არ წავაგეთ... გუდი გადამწვარი და დაშლილიაა. იმედია, ტრამვირებულების და ინფეცირებულების დაბრუნება გაზაფხულისთვის მოხდება!!!
დინამოელი
თქვენ ვერ ხვდებით ბატონო ნიკოლოზ, ეს ქართული ტიკი-ტაკაა )))

მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ნაკრების თამაში არ მიყურებია და ყოველითამაშის შემდეგ სულ უფრო ვრწმუნდები რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ალბათ კიდე მრავალი წელი აღარ ვუყურებ. უბრალოდ ერთი მაინყერესებს კაჭარავას ვინ ყავს ესეთი მფარველი რო მაინც ათამაშებენ
შოთა
ყავდათ ქეცბაია მაგრამ მაინც არ ეშველა ამათ. სანამ ნორმალურ გუნდებში არ ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები, ვერავინ და ვერაფერი ვერ გვიშველის!

მოვიფიქრე, ფიფას უნდა მივმართოთ წესებში ცვლილება შეიტანონ ცენტრს გადაცილებული ბურთის უკან გადმოტანის შემდეგ მოწინააღმდეგეს გადაეცეს ბურთი როგორც კალათბურთშია! იქნებ ამათ რამე ეშველოს! ეეხ, მეორეს მხრივ მერე ესენი ცენტრის ხაზის წინ აღარც გადავლენ. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ ისევ
ნიკოლოზი
კალათბურთის ყურებას არაფერი ჯობია, ბოლომდე იხსრჯება ყველა, ვედრობით ოფლს ღვრიან ამათგან განსხვავებით!!!
ქერ
ან ქეცბაია, აგინებდა მაინც!
ფფ
ქოლგები აკლდათ:)

კა რა! ერთი მითხარი აქ ან მაკედონიას ან სომხეთს თუ ყავდა გულშემატკივარი სტადიონზე ვინმე! მოიგეს ხო მაინც! თამაში თუ არ იცი და იმის იმედად ხარ მაყურებლის ყიჟინა მეტოქეს დაანნევს სახლში კობია წახვიდე, არც დაიღლები და არც სხვად აუშლი ნერვებს
ნიკოლოზი
საკუთარი მოედნიდან მეტოქის საჯარიმომდე მისასვლელად 30 პასის გაკეთება რომ გჭირდება იქ დამთავრებულია ყველაფერი...!!!!
x
es gundi ro ikos sakartvelos chempionatchi , ikneboda me3 me2 adgilze, ploras ro ver mougeb , vinc amat pegburteloba daabrala ,,,,,,,,,,,
ფეოლა
მოთამაშე მცველის უკან არ უნდა იმალებოდეს, მცველი რომ მოიშორო უბურთოდ უნდა იმოძრაო ბევრი! პასს რომ გაძლევენ ბურთმა კი არ უნდა მოგძებნოს მაგნიტივით შენ უნდა მოძებნო ბურთი! ხანდახან მოედანზე თავი უნდა აწიო და გაიხედ გამოიხედო სულ მევანე ბალახს არ უნდა დაყურებდე! და საერთოდ არაა აუცილებელი დაელოდო და შეტევა მადინ დაიწყო როცა მოწინააღმდეგის 11 ივე ფეხბურთელი საკუთარ საკატიმოსთან მოიყრის თავს!!!
niko
საიდან უნდა დაიწყო ამ თამაში მერე ტუ ამას თამაში ჰქვია. უპირველეს ყოვლისა ყოველ ქართულ გუნდს სჭირდება ფსიქოლოგი ვიდრე მწვრთნელი. რადგან მოედანზე გასვლამდე ყველა მწვრთნელმა წააგო და ჩააფლავა თამაშები. როდესაც მწვრთნელს თავისი ფეხბურთელების არ სჯერა და ყოველთვის იმას ლაპარაკობენ რომ მეორ ნომრად უნდა ვითამაშოთ ...ეს უკვე წაგებისს, უფერული თამაშის და ყველანაერი შემთხვევით გაშვებული გოლის და უარყოფითის საწინდარია. არც ერთ ქვეყანაში ასე უარყოფითად არავინ არ უდგება საქმეს, ეს დღევანდელ რაგბსაც ეხება რადგან რაც ჰეიგი მოიყვანეს და 8 წელი ერთი ადგილი ტკეპნა ის ბრძოლისუნარიანობა რაგბისტებმაც დაკარგეს და დღეს გვყავს მოთამაშეები და ა რა ბრძოლისუნარიანი გუნდი. ფეხბურთში კი ეს კარგა ხანია ასეა,. Aსევე უნდა ითქვასს რო არქიფოების ბატონობა არავის არაფერში არ ეხმარება და მხოლოდ დროებითია და ის არეული ქვეყანა რაც დღეს საქართველოა და არეული ფედერაციებიც არფრი მაქნისები არიან და შორ მიზანს არ უყურებენ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ყველას. ეს ქვეყანას ვნებას და ყველა სფეროს ვნებს. დიდ ხანია საქართველოში ეზოს ფეხბურთი მოისპო. ეს აუცილებელი ფაქტორი იყო ყოველთვის ტექნიკის ბავშვობიდან განვითარების პატარა სივრცეებში. იქდან დაწყებული შემდგომ დიდ მოედანზე და საბავშვო გუნდებში თამაშისას ეს ეხმარებოდა იმ ქართული ფეხბურთის სტილს რომელიც სდღაც 90-ანების ბოლომდე ინერციით მოვიდა. ამერიკაში 91წლიდან ვცხოვრობ აქ რომ ჩამოვედი ფეხბურთის ბაიბურში არ იყვნენ და მხოლოდ ადგილობრივი ლიგები ჰქონდათ და რამოდენიმე ნახევრად პროფესიული. მათ დაისახეს მიზნად ფეხბურთის განვითარება მისი გეგმა შექმნეს. ყველაფერი ბავშვების ფეხბურთიდან იწყებოდა. ჩამოიყვანეს უცხოელი მწვრთნელები გახსნეს სკოლები და ბავშვები მოიზიდეს. აქ ადრე ფეხბურთს ქალების სპორტად ასე შოვინისტურად მიიჩნევდნენ და სირცხვილი იყო თუ ფეხბურთს თამაშობდა ვინმე და ვაჯკაცობაზე თავს დებდა. შემდგომ ჩაატარეს მსოფლიო ჩემპიონატი და ამით მეტი ბავშვები მიიზიდეს. თან ფეხბურთი უფრო იაფ პასიანი სპორტი იყო აქ ვიდრე ვთქათ ჩოგბურთი ან კალათბურთი ან ბეისბაოლი ან ამერიკული ფეხბურთი. ამას გარდა ყველა სკოლას ჰყავს გუნდი თითქმის ყველა სპორტში და ისინ ქალაქის ჩემპიონატებზე იბრძვიან და შემდგომ შტატის ჩემპიონობაზე და ბოლოს შტატებს შორის გამარჯვებულების ჩემპიონატზე. ასევეა რაგბშიც თქვენდა გასაკვივად ალბათ. ყველა კოლეჯს გუნდი ჰყავს ასევე და ბოლო ათწლეულამდე სანამ ათლეტი კოლეჯს არ დაამთარებდა პროფესიონალი ვერ ხდებოდა. ეს მხოლოდ ტენისში იყო დაშვებული.კობი ბტაიანტამდე მირდაპირ ნბა-შიც ვერავინ მიდიოდა კოლეჯ დაუმთავრებელი ან კიდევ 3 კურს დამთავრებული უნდა ყოფილიყო. გუშინ ვუყურე ამერიკის ნაკრების თამაშს და წინა კვირასაც. უმეტესობა ფეხბურთელების არიან 20 წლამდე 4 ფეხბურთელი იყო 17 წლის და ერთი 16 საშუალოდ ალბათ მთელი ნაკრები იყო 20 წლის. ყველა თავს იკლავს ნაკრბში მოსახვედრად თვით ბარსელონის 2 ახალგაზრდა ფეხბურთელიც, თან ერთ ერთმა ანსუ ფატი შეცვალა ტრამვის მიღების შემდგომ პირველ გუნდში.ერთი წამით არ ჩცერდებიან მოედანზე ყველა მოძრაობს, დაცვა, შუა ხაზი თუ თავდასხმა ყველა ყველგან თამაშობს, კარშიც ურტყამენ შორიდან, დრიბლინგიც კარგი აქვთ ტექნიკაც და ფიზიკურად უმაღლეს დონეზე არიან მომზადებული და იბრძვიან როგორც ერთი გუნდი, ყველა ერთმანეთს აზღვევს. ჩვენ ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მოედანზე დაღოღავენ ნახევრად ცოცხლებივით, კონტრშეტევის აზრზე არ არიან, როგორც კი ბურთს აიღებენ პირველი პასი უკან კეთდება და ბოდიშით მაგრამ მისდის ზოზინა კანკავას რომელსაც შეტევის განვითარება არ შეუძლია, კი ართმევაზე კარგი და ფიზიკურ თამასში მაგრამ შეტევის წამომწყები ის არ არის. კვირკველიას მეტი უნდა მოეთხოვოს, არ არის მოედანზე ფეხბურთელი რომელიც წინსვლას უდირიჟორებს. შეტევაშიც ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარდა სისწრაფე, მოედნის ხედვა ადგილის შერჩევა არც ერთს არ შეუძლია. ბურთის ჩამწოდებელი არავინ არის ყველა უმიძნოდ აწოდებს ან მცველს არტყამს. საჯარიმოს გარდან დარტყმები საერთოდ არ ხორციელდება. დღეს წვიმდა და ერთხელ დაარტყეს მე მგონი ისიც უსუსრად თითქოს მთალი ღამე ქალთან გაატარეს და გამოუძინარები და ნამუშევრები არიან, იმასაც ერთ ორ წამში მოითავებენ მაგათ ისე ეტყობათ. შაჯარიმოს შესრულებისას კიდევ კედელს თუ არ დაუმიხზნეს და გაარტყეს ისე ვერ ასრულებენ. 30-35 მეტრიდან დღევანდელი ფეხბურთლი თუ კარში ვერ ურტყავს მოედანზე არც უნდა შეუშვა. მორჩა ის Dრე მე თავდამსხმელი ვარ და უკან არ ჩამოვდივა ან კიდევ ის წინა ორი თამაში იმიტომ წააგეს რომ ჯერ ერთი მწვრთნელს არ ეგონა რო მოიგებდა და არასწორად დააყენა გუნდი, მეორეც თუ დამცველი აიწევს წინ ბურთით და ერთვება თავდასხმაშI მისი ადგილი აუცილებლად ნახევრდამცველმა უნდა დაიჭიროს. ბევრს სისწრაფე არ ყოფნის უკან ჩამოსასვლელად და ბოდიშIტ მაგრამ ფეხბურთია და გოლფის ელექტროთი უკან წინ საზოვარზე გასულს ვერავინ ჩამოგიყვანს. დაკარგავენ ბურთს კლვავ ხელებს შლიან და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებს, სანამ სასტვენს არ გაიგებ თამაში არ წყდება, და ხელის ქნევით მიტინზე წავიდნენ მაში ან ბირჟაზე. ნიჭიერი ფეხბურთელები რატომღაც კიდევ არიან საქართველოში რომელთაგანაც კარგი ნაკრები გაკეთება შეიძლება , სამწუხარდო კვლავ ხელი ეშლებათ მწვრთნელებს და ფედერაციას აიჩემებან ამა თუ იმ ფეხბურთელს და ან კდივე ზემოდან დარეკილით ფედერაციიდან და მარტო მათ ათამაშებენ. ბევრს შანსი დროზე არ მისცე, და მერე ჩვენი არაჩეულებრივი ქართული ხასიათით ან ჭიქა აიღეს ხელში ან მწვადი და ხინკალი ზოგმა და ზოგმა კიდევ აქეთ ჯინაში ჩაუდგნენ. მწვრთნელი უნდა იყოს ნეიტრალური ყველა ფეხბურთელთან და მომთხოვნი. არ ხარ ფორმაში არ ითამაშებ მორჩა და გათავდა ინებე ნება და თუ გინდა ევროპაში თამაში და ვარსკვლაების მოწყვეტა იყავი პროფესიონალი და არ უნდა გჭირდებოდეს ზედამხედველი, მოინდომე, დაიცავი დიეტა, მიხედე შენს ორგანიზმს, ივარჯშე კედელთან როგორც ტენისისტები ვარჯიშობენ ან გარაჯთან ორივე ფეხით დარტყმებზე ფეხის ყველა მხირდან, არ შეიძლება დღევანდელი ფეხბუღთელი ცალფეხა იყოს და პასის გაკეთება ან კარAში დართყმა არ შეეძლოს ორივე ფფეხით.დახატე მიზანი და ურტყი მიზანში ასევე ყვლე მხრიდან ორივე ფეხით. კენწვლა ბურთის გრძნობას ანვითარებს, თავით იქნება თუ ფეხით ორივე საჭირო და რაც მეტი უკეთესი.თავით ვერავინ ვერ თამაშობს ამ ნაკრებში სწორად. თვალებს ხუჭავენ რომ ხტებიან. არ იყო შენგელია მაღალი მაგრამ ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა თავით თან ჭკვიანურად. ზოგს მგონია თამვით თამაში ეშინია. მოკლედ პრობლემები ბევრია და ყველაფერი გამოსასწორებელი რომ შემდეგ ციკლში უკეთეს შედეგს მიაღწიონ. ასეთი ჩაგდების მერე ასმაგად უნდა იმუშაონ და ასე აკეთებს ყველა პროფესიონალი. ამაზე დაბლა დაშვება არა მგონია შეიძლებოდეს.
rauli
კომენტატორები ძიუდოზე უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ ამათ შემყურე..
დავით 67
ნეტაი თქვენ ვინც თამაშს უყურეთ. ან საქმე არ გქონდათ ან რამე სხვა. არავის ვცინებ უბრალოდ მიკვირს რა მაგარი ხალხი ყოფილხართ. ვისურვებდი თქვენს გამძლეობას! თამაშს არ მიყურებია მაგრამ ჩემი დიდი ხნის ბალელშიკობის გამო მაქვს უფლება შევუკურთხო გუნდს გულში მაინც, ანგარიშიდან გამომდინარე
რომელუ
რეალურად რომ შევაფასოთ ნაკრების თამაშები, ფაქტია რომ 2 საყრდენით ვთამაშობთ (კანკავა, კვეკვესკირი). თანამედროვე ფეხბურთში გახსენდებათ რომელიმე გუნდი ვინც 2 საყრდენით თამაშობს? მართლა მაინტერესებს და დავაკვირდები. ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს. დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია. შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება. არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია. ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით. ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით. და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე. ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ! გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!
ზაზა
აღარ მინდა ვუყურო ამათ ვაი ფეხბურთს, მაგრამ ვერ ვშვები. მგონი ჯობია ჭიაბრიშვილს ჩააბარონ ნაკრები და შეიქმნას ისეთი საბჭო ან ჯგუფი რომელშიც იქნება 2-3 პატიოსანი სახელ-გაუტეხელი პერსონა, რომლებიც გააკონტროლებენ მწვრთნელის დამოუკიდებლობას-თავისუფლებას(ალბათ მიხვდებით რატომაც). ამ შემადგენლობიდან ჩემი აზრით ნახევარის დაძახება აღარც ღირს .
გიორგი
ვინმემ თუ იცის, კვარაცხელია ან შენგელია როგორ არიან? მხოლოდ ტესტი იყო დადებითი ( რომელიც ცრუ-დადებითი შეიძლება იყოს, როგორც ცრუ-უარყოფითი), თუ ავად არიან?
რობი
დარწმუნებული ვარ ჭიაბერაშვილის ლოკომოტივით დაკომპლექტებული ნაკრები მოუგებდა მაკედონიას სომხეთს და ესტონეთის ნაკრებსაც
Vasili
სიმართლე გითხრათ საერთოდ არ გავბრაზებულვარ, ყოველთვის განვიცდი და ეხლა თითქოს აღარც ვინერვიულე, რაღაც მომენტებში მაგრად ვიცინე ჩვენი ფეხბურთელის მოძრაობებზე, მარა მერე ცოტა კი შემეშინდა , ხო არ გამარაკენის მეთქი საბოლოოდ ამ ჩემანალებმა?! /
123
მთავარ მწვრთვნელა მხოლოდ ლაშა სალუქვაძე თუ გვიშველის!!!!!!!!!!!!!!!!! ვუყაროთ კენჭი!!!!!!!!!!!!!!!!!
Levani
Vtqvat burti aqvs kankavas,an kvekves-ra xdeba dalshe..gana zurikos ar unda ro chven da mamamisi suliko gaaxaros,an vakos ar unda,an sxvebs..mgagram ar ician rogor imodzraon..kakaba amodis xaztan sadgac gverditi xazis 65-70 metrze dgas(!) centrshi vinc unda shewyobilad moqmedebdnen telegipicebivit modzraoben 4metris radiusshi dzundzuleben-titqos ixsnebian..amasobashi burtians guli ereva amati yirebit da abrunebs pass bolo mcvelze...bolo mcvels yavs kakabadze xaztan-romelsac adzlevs burts da iwyeba igive tavidan. Axla xo 3 tamashi itamasha nakrebma-vinmeze tu ityvit ro kargad itamasha da vaisma rato ar daayenao..xo iyo adrec wahebebi,magram ragac positivi iyo-vigac tavs gamoichenda,zamenis kaci mainc da vidzaxdit es rogor ar daayena im shebenma tqo.. Axla kide vinmem zivzivadze ar mixsenot-zivzivadzes mieca shansi da maltas mcvelebma gagudes 2018 wels avstriashi..MALTAS mcvelebma,avstriis an norvegiis ki ara.. Igive iqneboda rac zurikoze-skamze rogor datovao..ro atamasha ra gaaketa ro? Ubralod-sanam evroze ar gaxvalt ar imariajot..ar unda aq televiziit ragac klipebis chveneba tqvens ojaxebze da colebze..ara xart jer gmirebi..roca iq gaxvalt merec..iq ukve 24 gundi tamashobs 16is nacvlad da iq iyvnen ukve latvia da albaneti..ase rom iqac sanam finalurzec jgufidan ar gaxvalt nu imariajebt.. Tipebs zeagmatebuloba moundat da colebi gamoamariajes-rogor cxovroben kiprze tu kaliforniashi..
პეტროსი
გ ვ ი შ ვ ე ლ ე ე თ !!!
buxrika
ისე კომენტატორებს ჯილდო ეკუთვნით როგორია ამ სამი თამაში გაძღოლა
klaster
კანკავა კაჭარავა კვირკველია კაშია გვილია კაზაიშვილი უნდა ჩამოკიდონ ლურსმანზე ბუცები.
S.O.S. სასწრაფოდ!!!
კატეგორიულად აიკრძალოს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებად წოდებული ჯგროს მიერ, მოედანზე განხორციელებული გაურკვეველი ქმედების-სიბანძის ჩვენება (განსაკუთრებით ბავშვებისთვის) საზოგადოებრივი მაუწყებლის-ხალხის ტელევიზიით!!! ხმა ამოიღეთ დიად ვეტერანებად წოდებულებო, დაგვემხო თავზე ყველაფერი!!! ტელევიზორი გაფუჭებული მეგონა, გადახვევის დროს შენელებულ კადრებს არ აჩვენებდა და მერე მივხვდი, ეროვნულ ნაკრებად წოდებული ჯგრო ისე ნელა თამაშობს რომ უკვე შენელებულია და მეტად ვეღარ ანელებს!!! საერთოდ რა ჩვენი სტილია, მაგრამ სამი თამაშია ჯგრომ ერთი ნორმალური ჩაწოდება ვერ გააკეთა, ეგეც მწვრთნელის ბრალია თუ დაბალი დონის ჩემპიონატის?! ანუ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და იმიტომ ვერ ვაღწევთ შედეგებსო რომ აგიჩემებიათ პროფესორებო, სომხეთს ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვს მაგ ლოგიკით?!
jango
არც ამინდი და არც მწვრთნელი არაფერს ცვლის.არის ადამიანთა ჯგუფი და ამ ჯგუფს არც ცალცალკე შეუძლიათ მეტი და არც ერთმანეთის გაგება შეუძლიათ მეტად, ეს მათი შესაძლებლობების ზღვარია, ამიტომ მათი არც ქებაა საჭირო როგორც აგერ კაცმა დაწერა - " ბიჭებს ის ნაინც დაუფასეთ ასეთ ამინდში წვიმასა და სიცივეში რომ 90 წუთი "იარეს" მინდორზე." და არც მათი სპილენძის მილებში გატარება. მე პირადად მადლობელი ვარ მათი თუნდაც იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სიმართლეს ვამბობ და ჩემი იდეა გამართლდება თუკი აამოქმედებენ "არცერთი ლეგიონერი საქართველსო ნაკკრებში და მწვრთნელთა ქართველი დუეტი ნაკრებს". ლეგიონერებმა დაისვენონ, თავიანთი საქმე აკეთონ, მეტი გაისარჯონ, მეტი ფული იშოვონ,იქნებ მერე თვითონ გახდნენ ქართულ ფეხბურთში ინვესტორები და ბავშვთა სკოლების სპონსორები. ლიგაში ადგილი შევინარჩუნეთ, ახლა ეროვნული ჩემპიონატის ნაკრებით გავიზრდებით და ბ ლიგაშიც გადავალთ!
რეალობა
ტიპები ისეთი მოთენთილები, ძალაგამოცლილები და დაღლილები გამოდიან მოედანზე, გეგონება ნძრევის "ათხადნიაკში" არიანო. თამაშის წინ მაიმუნობებს მოეშვით, ბიძია.
G.A.L.
ქართული ფეხბურთი მკვდარია! მკვდარს წესიერი ხალხი წესის აგების შემდეგ კრძალავენ. ნუ ვითხოვთ მათგან იმას რაც არ იციან, თუ არადა ერთხელ მაინც ხომ უნდა გაეკეთებინათ მოედანზე ყოფნისას "ზაბეგანიე", დაეკეტათ ფლანგური შეტევისას შორეული ძელი, ბურთი ერთი შეხებით დაემუშავებინათ, ან სულაც სრულყოფილი პრესინგი ეთამაშათ. ან კარში დარტყმები რას გავს, მოუმზადებელი და უსუსური. ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოურტყიათ. ან ამდენი უკან გადაცემა რა უბედურებაა, ამათ პირველი შეტევის ეფექტზე არაფერი სმენიათ. ან საიდან უნდა იცოდენ. ბავშვებს საფეხბურთო სკოლებში სასტავში იმის მიხედვით აყენებენ თუ როგორი შეXლებული მამიკო ჰყავს კონკრეტულ ბავშვს. ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. 300 მილიონი რომელიც თითქოს ფეხბურთში ჩაიდო კლუბების გასაძლიერებლად, რეალურად მოხმარდა მკვდარი სულების შენახვას, რომლებსაც ნაცნობ-მეგობრობით არჩევდნენ ფედერაციიდან თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ლოიალობის ნიშნით. ყოფილა შემთხვევები როდესაც სახელფასო ფონდი მკვდარი სულებისთვის მნიშვნელოვნად აღემატებოდა ფეხბურთელებზე გასაცემ თანხას, და პირველ რიგში მათზე გაიცემოდა ხელფასები. ხელფასის გრადაცია სხვადასხვაა ლიგის მიხედვით. მაგალითად: მკვდარი სული 1000-1500 ლარი, ფეხბურთელი 250-300 ლარი. ეს ყველაფერი ფედერაციაში ძალიან კარგად იციან!!! ეს და კიდევ ათასი სხვა უმსგავსობები რაც ხდება დღეს ქართულ ფეხბურთში არის მიზეზი რის გამოც ვართ "ტრაკში". სომხებმა კი ჯგუფი მოიგეს!!! P.$. ჟურნალისტები დაინტერესდით და მოიპოვეთ მასალები, განცვეფრებულები დარჩებით თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ფეხბურთი!!!
engadi
ქართული პარადოქსი:სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა,უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტი პოლიტიკოსია
ზუზუ
ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით 2-3 ათასი კაცი... და 30% რას იზამდა დინამოზე ხომ წარმოგიდგენიათ.. და ვინმე რომ გამოვა და იტყვის არამგონი მოგვეგო ხალხი რომ სტადიონზე ყოფილიყო მაკედონიასთანო რა უნდა ელაპარაკო იმას.. ყველა იმას მიუძღვის ბრალი მაკედონიასთან ფინალის წაგებაში, ვინც არ დაუშვა ხალხი სტადიონზე და თვითონ ლოჟებში ინერციით მივიდნენ ))
rigiti
რა საშინელებაა "უსუსურობის" განცდა, სიცარიელე!!!! ისე უცბათ რაც თავში მომივიდა: ორი მაგალითი დანიშნული ფედერაციების პრეზიდენტებისა, ლუკა კურტანიძემ როგორ დაასრულა ვიცით, სოსო ჯაჭვლიანი როგორ ასრულებს ვხედავთ! კობი ესენი თავიანთ სახეობებში შენზე ნაკლები არ იყვნენ! როგორ თავგანწირულები ებღაუჭებით იმ სკამს რომელიც არ გეკუთვნით.... თუ ასე გული შეგტკივათ ქართულ ფეხბურთზე იყიდეთ ერთი კლუბი(სასურველია რეგიონში) და იქ დაამტკიცეთ თქვენი გულმხურვალება. მერე შეიძლება მართლა აგირჩიოთ პრეზიდენტად კახას დახმარების გარეშე!!!!!
კობი
ბიჭებს ის ნაინც დაუფასეთ ასეთ ამინდში წვიმასა და სიცივეში რომ 90 წუთი იარეს მინდორზე.
sc
ერთო მოგება,სამი ფრე და 1 წაგება,არაა ცუდი შედეგი,მაინც ყოჩაღ ბიჭებს,რაც შეეძლოთ გააკეთეს,თავს ზემოთ ძალა არაა,მთავარია ჯამრთელად იყოთ და ასეთ შედეგს მომავალშიც დადებთ.ახლა ბევრი ვინმე რაღაცეებს იტყვის ცუდს თქვენზე თქვენ გულთან არ მიიტანოთ
ziko
ფიზიკური მომზადება 0.
ჰავლაბრელი ტიღუა
ვინც გაძელით და ბოლომდე უყურეთ, მონაწილე ვარ თქვენი აღშფოთებისა, მაგრამ თუ ნახეთ ერთი რამ იყო თვალში საცემი: საჯარიმოს წრემდე მიჰქოდათი, იქ კი ერთი კაცის მოტყუება და კარში დარტყვა იყო საჭირო, ვერ გავიგე განზრახ აკეთებდენ ალბათ ამას თუ არა ფეხბურთელს, რომელსაც ერთი კაცის მოტყუება არ შეუძლია რა უნდა ნაკრებში?
სანდრო
გაგიჭირდებოდათ!!! არც ჯიგარი არც სისხლი არც გული, ვინ ხართ რა ხარ, საიდან მოხვედით!!!!!!!!!!!!!!
გიორგი
მე ამ ყველაფერს ერთ წინადადებაში შევაჯამებდი: " საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს ჰკითხეს, რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდიო?"
გოგა
რაღაც არც მაკედონიას უცდია ბ ლიგაში გადასვლა, ჩვენი დონისთვის არაფლის მომტანია ბ დივიზიონი, სომხებს მთლად გაბრიყვებენ მანდ. სწორ დივიზიონში დავრჩით ჩვენ და მაკედონია, თუ ევროპა აქედან გათამაშდა 2024 წლის მეტი შანცი გვაქ, ჩვენ და ჩვენი დონის გუნდებს
ჯოყოლა
აბა აბა ბიჯო, თან როგორი დაუძლურებულები, ერთი კვირა პური არ უჭამიათ საწყლებს)))))))))))))წადით, ცხვარი მაინც მწყემსეთ მინდორში, სტადიონზე თქვენ ვერ დარბიხართ და... პაპუნაშვილი 5 წუთში დაიღალა და გაქრა, ვაკო ბოლოს ფეხზე ვეღარ იდგა. ამ გუნდს რუბინი 10-დან 9-ს მოუგებს. რა ევროპის შემპიონატი, მკვდარ ესტონეთს სახლში ვერ უგებენ. ლორიამ 93-ე წუთზე მოიფიქრა ბურთის სწრაფად შეყვანა თამაშში.))))) რა უნდა კაჭარავას და გრიგალავას ნაკრებში? კაშია ბოლოს რას აკეთებდა? ამათ ყველას ისევ ბებერი ჯაბა ჯობია გამძლეობით, რაც ეგ დარბის წინ და უკან, მალადეც რა.
ცოტნე
ვაისს გავეყარეთ, ვუის შევეყარეთ.
ირაკლი
ეხლა თამაშის მერე ჩემმა ძმამ დამირეკა ტელეფონზე და 5 წუთი სიტყვა ვერ ვუთხარით ერთმანეთს, უბრალოდ ისტერიულად ვიცინოდით ორივე, სიმწრის სიცილით.
So
საცოდავობით დავიწვი!
აბგდ
ჰა იტირეთ და იბღავლეთ ახლა პრესკონფერენციებზე და სთორებზე.ზოგს რა ბედი აქვს ისე თქვენც ფეხბურთელი გერქვათ და მე უსაქმური :დდდდდ როდემდე დააბრალებთ ახლა მაკედონიას ძაან მაინტერესებს რათ უნდა ამას თქვენზე ნაკლებად არ განვიცდით და უაზრობები თუ განიცდი შე ოჯახაყვავებულო!!!!!!! ირბინე მაინც მონდომება დამანახეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!ბიჭო ღარიბი ქვეყანა ვართ და კალაძის საძმაკაცოს 200 მილიონით რატო ვაფინანსებთ ამიხსენით.
გიო
დაუძლურებული არა ნუ მიედებ მოედებით ტყეში იმუშავეს თუ სად გადაიღალა ეს ხალხი ? თამაში არ უთამაშიათ სირბილით თავი არ მოუკლიათ სამწუხარო რეალობა ის არის რომ უკვე ფარერები ჩვენზე მაღალი დონეა ხოლო ჩვენი დონე არის ანდორა გიბრალტარი სან მარინო და თუ ასე გაგრძელდა ესენიც მალე გაგვისწრებენ უნდა შეგვეძლოს ამის აღიარება ეს არის სინამდვილე და რომ ვუყურებ უახლეს 10- 15 წელიწადში არანაირი წინსვლა არ იქნება ფეხბურთში მე დავამთავრე ჯოგზე ყურება ვისაც ანტიფეხბურთი გიყვართ უყურეთ
ირაკლი
ყველამ გააკეთა თავისი საქმე, მაკედონია ევროპაზე გავიდა, სომხეთი B დივიზიონში აღზევდა, მხოლოდ ჩვენ ვყარვართ იქ სადაც ნამდვილად ჩვენი ადგილია. რატომ? ფეხბურთი არ უყვარს პასუხიმგებელ ხალხს იმდენად რომ მას ფულის სიყვარული ანაცვალონ, ჰოდა აქვთ ფული და არ გვაქვს ჩვენ ფეხბურთი. სანამ ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკური პარტიების ერთგულებასა და მთავრობების ცვლილებებზეა დამოკიდებული და არა მათ მიერ გაკეთებულ საქმეზე, ნაჩვენებ შედეგებსა და პროფესიონალიზმზე მანამდე ვიტრიალებთ ერთ ჩაკეტილ წრეზე. დღეს სტადიონის ბანერზე ეწერა ასეთი ფრაზა "30 წელი ერთად". მხოლოდ ერთ სიტყვას ჩავამატებდი "30 წელი ერთად ნეხვში".
მამუკა
დედა რა იყო ეს აა?
ზურა
დარწმუნებული ვარ საქართველოს ჩემპიონატიდან შერჩეული 11 ფეხბურთელი ამათ აჯობებს
gia
სამარცხვინოები ჩვენს იმედებს ამართღლებენ.ბურთს აწვალებენ და მეტი არაფერი.ბურთის შეურაწყოფაა ამათი მასზე შეხება.
John Wick
სომხეთი ჯგუფის გამარჯვებული!)
პატრიოტი
ნაკრების მწვრთნელებს კი არა, ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოეკითხოს პასუხი იმ საშინელებაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება!!!
ILIA
ლავრენტი ბერია უნდათ ამათ მწვრთნელად.
შაკო
პირველი ტაიმის მერე სვარკაზე გადავრთე და გამისწორდა
Me
ამაზე რა პასუხი უნდა გავცე .... რაო ეხლა რა გამართლება გვაქ?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების უშნო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]