"იუვენტუსი" სავსეა ლეგენდებით. მოთამაშეები მოდიოდნენ და მიდიონდნენ ან მთელი კარიერის განმავლობაში "ბებერი ქალბატონის" რიგებში რჩებოდნენ. როგორც აღვნიშნე, "იუვეს" დიდების დარბაზი გავსებულია ლეგენდებით, რომლებსაც მათი ფორმა მოურგია.

ამდენი გამორჩეული მოთამაშიდან თითქოს ძნელი უნდა იყოს ამოირჩიო ერთი და მიანიჭო ტიტული, როგორიცაა: "იუვენტუსის სახე", მაგრამ ეს ასე არ არის. ლეგენდებს შორის ერთი მოთამაშე იკვეთება, რომელსაც ტურინელები "ბიანკონერის ბატონის" სახელით იცნობენ. რა თქმა უნდა, ალესანდრო დელ პიეროზეა საუბარი.

ჯიჯი ბუფონი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში "შავ-თეთრების" კარს იცავდა, მაგრამ დელ პიეროს სახელი გადაწონის მას.

გემოვნებაზე არ დავობენო, ნათქვამია. ზოგისთვის ჯანლუიჯია ყველაზე დიდი, ზოგისთვისაც - მიშელ პლატინი და ასე შემდეგ, მაგრამ ალესანდრო სრულიად გამორჩეულია მათგან.

19 სეზონი "ბიანკონერის" რიგებში და არც ერთი მატჩი ლამაზი მომენტის გარეშე. გასაოცარია მოგონებები, რომლებიც დელ პიეროსგან დარჩა.

პირველი პროფესიული კონტრაქტი 1991 წელს, "პადოვასთან" გააფორმა, სულ რაღაც 2 სეზონის შემდეგ კი ტურინში გადაბარგდა, საიდანაც იტალიელი სიმაღლეების დაპყრობას იწყებს.

დებიუტიდან ყველაფერი შეიცვალა და გულშემატკივარმა გამოარჩია მოთამაშე, რომელიც დიდების დარბაზში ადგილს ნამდვილად დაიმკვიდრებდა.

მისი თამაშიდან ყველა ხედავდა, თუ რაოდენ უყვარდა მას ეს თამაში. ის, ფაქტობრივად, შეპყრობილი იყო ამით და სწორედ ეს ეხმარებოდა მას საუკეთესოობაში.

გულშემატკივრები ღიად გამოთქვამდნენ აზრს, რომ ახალი ფორვარდი შეძლებდა და გაიტანდა ათეულობით გოლს!

ყველაფერი მეორე წელს დაიწყო, როდესაც სერია A-ში 8 გოლის გატანა მოახერხა და ბაჯოსთან, ვიალისთან და რავანელისთან ერთად შეძლო და მოიგო სკუდეტო (იტალიის ჩემპიონატი).

მიუხედავად დასაწყისში დამხმარე როლისა, "დელპო" თავს შესანიშნავად ართმევდა. საჯარიმო დარტყმებს ბრწყინვალედ ასრულებდა და რაც მთავარია, ვითარდებოდა.

1995/96 წლებში რობერტო ბაჯომ ტურინი დატოვა და 10-ნომრიანი მაისურიც გათავისუფლდა. ეჭვი არავის შეჰპარვია, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ახალი 10-იანი, რა თქმა უნდა, ალესანდრო... და ამ სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" შეძლო და ლიგის თასი "ასწია".

19 სეზონი - 705 მატჩი და 290 გოლი

ის "შავ-თეთრების" შემადგენლობაში მაშინაც დარჩა, როდესაც გუნდს გაუჭირდა... მაგალითად, სერია B-ში გადაჰყვა კლუბს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გადასულიყო სხვა ნებისმიერ დიდ გუნდში, მაგრამ არა, ლეგენდები ტურინს ზურგს არასდროს აქცევდნენ.

იტალიელმა გული და სული "ბებერი ქალბატონისთვის" ჩადო, უამრავი გოლი გაიტანა, გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა, საკუთარი სახელი კი "ბიანკონერის" ისტორიაში უკვდავყო.

19 სეზონი დაუვიწყარი ემოციებით სავსე და თვალცრემლიანი გაცილებით დასრულებული...

Georgian
ლეგენდა! ჩემთვის იუვენტუსი ასოცირდება დელპიეროსთან!
ბაიერნი
მეც არ მჯერა მესის ცრემლების, ასე არ იქცევიან დიადები, ასე კაცუნები იქცევიან. ეგ როგორ უნდა წასულიყო ბარსადან, 50 მილიონის ნახევარიც ვერ მისცეს თურმე. დაუთვლია ვინმეს ბარსაში რა ხელფასი მეც მაგრა მკიდია რონალდო და გინდა მთელი რეალი და ბარსა.
კონსტანტინე თავართქილაძე
ალე შე ძველო ვერსაჩეების სიძევ. ლეგენდა!!!!
დ
ახლა გაიგეთ, რატომ დებენ იტალია და სხვა გრანდები დიდ შედეგებს? იმიტომ, რომ მათ რიგებში ასეთი კლასის ოსტატები თამაშობენ, სანამ სუპერფეხბურთელი არ გვეყოლება 2-3 მაინც, ვერასოდეს ვერ დადებს ვერცერთი მწვრთნელი შედეგს. გაიხსენეთ ნედვედი, სანამ ეგ ჰყავდათ ჩეხებს, სულ მაღალი ადგილებისთვის იბრძოდნენ, ახლა სად არიან? ტ-ში. ბულგარეთი გახსოვთ? რა შედეგები ჰქონდათ სტოიჩკოვის დროს, ან რუმინეთი ხაჯის დროს, ახლა სად არიან უკვე იცით. აი როცა კვარა, ჩაკვე, წიტაიშვილი, კიტე, მიქაუტაძე, მამარდაშვილი ავლენ უმაღლეს საფეხურზე, მხოლოდ მაშინ იქნება სტაბილური შედეგი, და ეს მალე იქნება, 1-2 წელი მოცდა მოგვიწევს, მაგრამ აუცილებლად იქნება, გაგნიძე დამავიწყდა. დელ პიერო და კომპანიამ რაც დაამთავრა კარიერა, რამხელა ჩავარდნა ჰქონდათ იტალიელებს ეგეც გახსოვთ ალბათ, თუმცა ყველა სერია ა ში თამაშობდა, მაგრამ სუპერები არ ჰყავდათ, ესაა და ეს. დელ პიერო ნაღდი ლეგენდაა.
შაკო
დელ პიერომ, ტოტიმ, ნესტამ, კანავარომ, პირლომ, ჯიჯიმ მუნდიალი მოაგებინეს იტალიას.
ნერაძური
უდავოდ განსაკუთრებული ფეხბურთელი, მადლობა ავტორს თუმცა ცოტა მეტად ვრცლადაც შეიძლებოდა, კარგი იქნება გააგრძელოთ რუბრიკა ამავე მიმართულებით ეპოქალურ/გამორჩეულ ფეხბურთელებზე.
მოგება
ლეგენდა ჩემი ძმა!უმაგრესი ფეხბურთელი და ადამიანიიიი
სერგია
არსებობენ დიადები.მაგალითად მალდინი,დელ პიერო,პუიოლი.არსებობენ ზვიადები : კ.რონალდო, ზლატანი.არსებობენ ბლიადებიც.მაგ.ნეიმარი,ლაპორტა და პერესი...
Zaza
მართლაც დიდი იყო ეს და კიკინებიანი .ბაჯო. ვან ბასტენი და მილანი ნაპოლი და მარადონა და არამარტო ესენი ძალიან გაუმართლათ იტალიელებს ეგეთი ფეხბურთი და ფეხბურთელები რო ნახეს ცოცხლად .
ფ
მე მგონია მესის ცრემლები გადასწონის. დდდ ამიტომაა დიდი ტოტი, დელ პიერო და ბევრი სხვა ღირსეული ფეხბურთელი და არა ნიანგის ცრემლებიანი მესი. არიქა, მოაწყდით ახლა მესისტებო, რონალდოც და რეალიც სულ მკიდია.

რაებს ამბობთ, დელ პიეო მსოფლიო ჩემპიონია!!!
ზიზ
სამწუხაროდ ეგ თაობაზე მიუხედავად წარმატებისა მაინც ვერ იქცა იტალიის ლეგენდად, რაც ერთ სანაკრებო ტურნირზე არ უჩვენებიათ ის კლასი რასაც საკლუბოზე აჩვენებდნენ და სამწუხაროდ მხოლოდ საკლუბო ლეგენდებად დარჩნენ
კახაბერი
ბუფონი არ იცავს *მთელი ცხოვრება* იუვენტუსის კარებს ! იგი პარმადან მივიდა იუვეში ! ასე რომ ისწავლეთ სიმართლის წერა!
გულშემატკივარი
კაცი ლეგენდა. არ არსებობს ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც პატივს არ სცემდეს ალექსს... იშვიათია ასეთი პროფესიონალები...
დავიდ რევაზოვიჩი
დრასტი ალე შე ვერსაჩეების სიძევ

ამხელა მოთხრობა რა საჭიროა. 90იანების დასაწყისში იყო რაც იყო იტალიაში "მილანის" და მფრინავი ჰოლანდიელების შესრულებით. აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ბევრი ზამენაშიც კი ვერ მოხვდებოდნენ იმ 'მილანის". იქედან დაიწყო იტალიის დომინირება ევროპაში და "იუვენტუსუსი" იქ სტატისტის როლში მარტო იყო. იტალიის სიდიადე 90იანებიდან და 2000იანების პირველი 10 წელი "მილანის" დამსახურებაა 80 პროცენტით. დელ პიერო კი ერთერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელიც იყო.
ზაზა
კარგი სტატიაა! მადლობა
გრაციე კაპიტანო
პირადად ჩემთვის, საკლუბო ფეხბურთის ყურების მუღამი დამთავრდა 2012 წლის 13 მაისს, როცა ალესანდრომ ბოლო მატჩი ჩაატარა სერია ა-ში. grazie per tutto Alex
Anj: Antey
სტადიონიდან შორს მოჩანს იტალიის მთები, მეჩხერად გადავსებული ტიფოზები დაუვარცხნელ სტადიონებზე, და შიგადაშიგ ტრიბუნებზე ოპერატორის მიერ ლაკონურად შერჩეული ლამაზი ასულების კადრები. ეს არი ჩემი პირველი შდაბეჭდილება მაშინდელ სერია აზე. და რაოდენ სამწუხაროა ის წლები მხოლოდ მელანქოლიურ მოგონებად დარჩა, პინტურიკიო, ბაჯო, ტოტი, იგორ პროტი, ძოლა, კაკა, და სხვა ბევრი დიდი ათიანები სწორედ აპენინის მწვანე მინდვრებზე დგამდნენ ნამდვილ საფეხბურთო სპექტაკლებს 1990 შუადან 2010 წლებში; და სწორედ ამ ლეგენდებმა აზიარეს პირველ სიყვარულს ბევრი ბავშვი პლანეტის ნომერ პირველ სპორტისადმი, და განსაკუთრებით საქართველოში. არცერთ სხვა ლიგაში იმდენი კლასიანი 10 ნომერი არ "დისპეჩერობდა" მოედანზე და მათ ელეგანტურ გადაცემებს ისე ვერ აგვირგვინებდენ როგორებიც მაშინდელი სერია ას შეუდარებელი თავდამსხმელები, ბატისტუტა, სინიორი, ბირჰოფი, ვიერი, შევჩენკო, ტრეზეგე, ინძაგი, მონტელა, ლუკარელი, ტონი, დინატალე და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი. შეიძლება სხვაგან ცდილობდნენ მარა ისე არ გამოდიოდათ ეს ყველაფერი. კალჩოს პატარა გუნდებშიც კი მთავარ ამინდს მაგ პერიოდში ფეხბურთის უპირველესი ეშხი სწორედ ათი ნომერები ჰქმინდნენ, რაც დღევანდელ ფეხბურთში თანდათან კი არა ფაქტიურად წითელ წიგნში შეიყვანეს. გრძელი პასი , ბურთთან ფეხით ლაპარაკი, ინდივიდუალური სოლო რეიდები და არაორდინალურ სიტუაციებშიც კი სწორედ მათ შეეძლოდ ტეხნიკურად დაერტყათ კარებში. და რაოდენ ბევრის მთქმელია ვინც უკანასკნელმა მოჰიკანმა ბოლომ დატოვა ეს პედესტალი, სწორედ ისიც აპენინელი ფრანჩესკო ტოტი იყო. ის წლები მუდამ პირველ დიდ საფეხბურთო მოგონებად დარჩება ჩვენ გულებში.
Siniori
Forza juve!!!
sake
ძალიან,ძალიან მაგარი კაცი იყო მოედანზე,ლეგენდარული ალექსანდრო დელ პიერო,მაინც რა მაგარი თაობა ყავდა მაშინ იტალიას.
შაკო
ნამდვილი ჯენტლმენი არასოდეს ტოვებს თავის ქალბატონსო, ეეჰ პინტურიჩიო რა კაცი რა ფეხბურთელი. ჩემი კუმირია, მაგის თამაშზე ვაფანატებდი.
levan-ს
ყველაფერში გეთანხმები! სწორია ჯენტლმენი.
Levan
ჩემი კუმირი,თავმდაბალი,ნამდვილი პროფესიონალი,არანაირი სკანდალები მხოლოდ ფეხბურთი და იუვე.მას რომ რეალში ეთამაშა უფრო მეტად დაფასებული წავიდოდა ფეხბურთიდან,მაგრამ ის თავმდაბალი იყო.როცა იუვე სერია ბ-ში გააგდეს,მთელი გუნდი და იტალია ალექსის გადაწყვეტილებას ელოდა,მასაც წარბი არ შეუხრია და გუნდში დარჩა.წარმომიდგენია დღევანდელი ვითომ ვარსკვლავები ასეთ სიტუაციაში რასაც იზამდნენ.მის ნაირი ჯელტმენების დეფიციტს განიცდის დღევანდელი ფეხბურთი და იმიტომაცაა დღევანდელი ფეხბურთი გაბანძებული,გაუფერულებული და ემოციებისგან დაცლილი.ასეთი უინტერესო თაობა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა.მარტო ფული და თმის ვარცხნილობა
Biankonneri
ბევრი დაუვიწყარი მომენტი მაჩუქა ამ ფეხბურთელმა!
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ოსიმენის "იუვენტუსში" გადასვლა ჩაიშალა - რჩება საუდის არაბეთი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სერია A-მ შეიძლება ფორმატი უცნაურად შეიცვალოს
110 000 გულშემატკივარი და სამართალდამცველები რომიდან - ნეაპოლი სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადება
კიელინი: "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა
სერია A 19 სექტემბერს აიღებს სტარტს
საუკეთესო ბოლო 65 წელში! "მილანის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
სერია A 20 ივნისს 25-ე ტურის გადადებული მატჩებით განახლდება