11 სექტემბერი 2001 წლამდეც მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქის თარიღი იყო, 1973 წლის სწორედ 11 სექტემბერს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რასაც, მოგვიანებით, ნეოლიბერალური რევოლუცია მოჰყვა. ხელისფულებაში სამხედრო ხუნტა მოვიდა, რომელსაც აუგუსტო პინოჩეტი ხელმძღვანელობდა, ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ კი თავი მოიკლა...

ჩილეში დიქტატურის დამყარებისთანავე სანტიაგო ალყაში მოექცა, სისხლიღვრის შედეგად კი ათასობით ადამიანი დაიხოცა. ქალაქის ტერიტორიაზე პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთათვის რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკი შექიმნა, ერთერთი კი ქვეყნის მთავარ არენა - "ნასიონალზე" განლაგდა, ხალხი მინდორში ჰყავდათ დბმული, ჩვენებებს კი ტრიბუნებზე იწერდნენ.

1973 წლის 21 ნოემბერს კი ამ არენაზე 1974 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩი უნდა გამართულიყო - ჩილე სსრკ-ს გუნდს მასპინძლობდა. პირველი შეხვედრა 26 სექტემბერს, ლენინის სახელობის არენაზე, მოსკოვში ფრედ, 0:0 დასრულდა.

გასაგები მიზეზების გამო, სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას მატჩის ადგილმდებარეობის გადატანის თხოვნით მიმართა. თუმცა ორგანიზაციის ინგლისელმა ხელმძღვანელმა სტენლი როზუმა განაცხადა, რომ ჩილეს მთავრობიდან უსაფრთოხების უზრუნველყოფის გარანტიები მიიღო და სანტიაგოდან მატჩის გადატანის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

არა და იმავე წელს, 2 თვით ადრე, სწორედ როუზი იყო მთავარი ინიციატორი ჩრდ. ირლანდიისა და ბულგარეთის მატჩის შეფილდში გადატანისა, რისი მიზეზიც ინგლისის მთავრობის წინააღმდეგ ბელფასტში მიმდინარე პროტესტი გახლდათ. როუზმა მიზანს მიაღწია და მატჩი შეფილდში გადაიტანეს.

სსრკ-ს ნაკრები კი ჩილეში არ გაფრინდა, ფიფამ საბჭოელებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალათ და მუნდიალზე ჩილეს ნაკრების გავიდა.

აბსურდულ სიტუაციაში სამხრეთამერიკელებმა წარმოდგენის გადგმა გადაწყვიტეს. 1973 წლის 21 ნოემბერს "ნასიონალის" სტადიონზე ჩილეს ნაკრების ფეხბურთელები გამოვიდნენ, მოედნის ცენტრში გაათამაშეს ბურთი, ნელ-ნელა მივიდნენ კარამდე და გუნდის კაპიტანმა ფრანცისკო ვალდესმა ბურთი ძელებს შორის შეაგორა.

Video

1973. ჩილე - სსრკ

მსაჯმა მაშინვე ხმამაღლა ჩასტვინა და ჩილეს გამარჯვება დააფიქსირა: 1:0. ეს კი მეორე შემთხვევა იყო, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები მისი არსებობის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.

saba
პინოჩეტი დებილი იყო, არ უნდა მოეწყო გადატრიალება და იქნებოდა ეხლა ჩილე იგივე ვენესუელა "ბედნიერი სოციალიზმით"...
შეტევა
აფრიკული ანდაზაა: "თუ ნიანგმა ჩემი მტერი შეჭამა, ეს არ ნიშნავს, რომ ნიანგი ჩემი მეგობარია".
tngh
ჩილეში იმ დროს "ხუნტა" ბობოქრობდა... ბევრად უფრო მეტად, ვინემ XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში. სტადიონზე სისხლის გუბეები იდგა. რამოდენიმე ათასი კაცი, დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ყლეებო
ჩვენებებს უნდა იყოს, რას ვერ მიხვდით, თქვენთან ბოდიში და თქვენს საყვარელ, ახლობელ ბანოვანებთანაც
გურია
თვითონაც არ იცის, შენ რა გაგაგებინოს..., კოპიპეისთით აქვს გადმოტანილი სტატია თან ტრანსლეიტით ექნება ნათარგმნი.. მის სახელ და გვარზე ნათესავების მოკითხვა რომ წერებოდა იმასაც გადმოიტანდა, თვითონ არა აქვს ნორმალურად სტატია გადაკითხული ორიგინალში დარწმუნებული ვარ! (..... ))))
muamar kadafi
აბა რა, ცრუ-ს დემოკრატიული რევოლუცია ვერ შეაფასა სსრკ-მ
რუსოფილებს
ვითომ რუსოფობები, ყველაზე დიდი რუსოფილები ხართ. ერთი დღე არ შეგიძლიათ, რომ რუსეთი არ წამოიძახოთ, დაივიწყეთ რა როგორც უხსენებელი. მის გარეშე ვერ არსებობთ. ერთი პირდაპირ თქვით პინოჩეტი კარგი და ჯიგარი იყო? რუსეთის გამო პინოჩეტი მოგწონთ? ეგ ავგუსტო იყო დემოკრატიის შუქურა თუ სინამდვილეში საკუთარი ხალხის მკვლელი? წახვალთ-წამოხვალთ და ისევ რუსესეთით ცხოვრობთ. პინოჩეტზე თქვით აბა რამე (რუსეთისგან დამოუკიდებლად).
ასეა ეს ! ! !
სტატია სტენლი როუზის ვერაგობაზეა! საბჭოთა ნაკრებს (ქართველებიც თამაშობდნენ) სხვა მოედანზე თამაშზე უარი არ უთქვამს. ოღონ სსრკ-ს აგინოთ და პინოჩეტიც კარგია! ტვინი მაგრად გამოგერეცხათ ბოლო 30 წელიწადში!
სოსო
საბჭოთა კავშირს,არასოდეს ჰყოლია იმაზე სუსტი ნაკრები,ვიდრე მაშინ,მაგრამ პინოჩეტმა,ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოახდინა.უამრავი ადამიანი მოკლეს,გადატრიალების დროს და შემდეგაც.ათასობით ადამიანი გააქრეს უგზო უკვლოდ,სწორედ იმ სტადიონზე ჰქონდათ გამართული, საკონცენტრაციო ბანაკი და უამრავი ადამიანი მოკლეს,ან აწამეს,უშუალოდ ამ სტადიონზეც.სტადიონი, მხოლოდ ამ მატჩისათვის დაცალეს ტყვეებისაგან და იქ უნდა ეთამაშათ?პინოჩეტი, თვითონ ჩილემ გაასამართლა და გაამტყუნა, სასამართლოს განაჩენით,მაგრამ ეს უკვე მრავალი წლის შემდეგ მოხდა.სხვათა შორის,სალვადორ ალიენდე,კანონიერი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად იყო არჩეული და კომუნისტი კი არა,სოციალისტი იყო.რაკი დარწმუნებული იყო,რომ მასაც აწამებდნენ,მთავრობის სახლს ხომ ტანკებიდან და თვითმფრინავებიდან ბომბავდნენ,ტყვედ ჩავარდნას,სიკვდილი არჩია.პინოჩეტის რეჟიმს კი,მთელი მსოფლიო,გორილების ხუნტას ეძახდა,ზღვარს გადასული სისასტიკის გამო.
Gagi
Kaqi la))) jer erti, leqsi asea: ra gegona aliende, komunistebs ro miende. Garda magisa, ruseti ar icvleva da yvela danarcheni icvleba? Anu samotxea? Rusi tqma ginda? Pinicheti mogwons? Represiebi ar iyo? Amerikaa kargi? Amerika sheicvala? Rogorc mashin moiyvanes pinocheti, ase moyavt dfesac yvelgan kadafebi, xuseinebi, elcinebi, abu baqrebi, saakianebi, pashinianebi, zelenskebi da mere ishoreben
მეგრელი
ოცნების მხარდამჭერებს გულისხმობს )))))
თენგო
"ხალხი მინდორში ჰყავდათ დბმული, ჩვენებს კი ტრიბუნებზე იწერდნენ." - ერთი გამაგებინეთ ამ ფრაზის შინაარსი, ვინ ჩვენებს იწერდნენ?
ქოთქოთას
ასე როგორ უნდა დაბნელდე კაცი, რომ პინოჩეტი მოგწონდეს საბჭოთაკავშირის (რუსეთის)გამო. მთელ მსოფლიოში და თავად ჩილეში (დღეს, იქ) მიჩნეულია დიქტატორად და რადგან რუსეთი ბაგავია ამიტომ ჩაეხუტეთ პინოჩეტს. ორივეს დედაც - პინოჩეტისაც და რუსეთისაც, აქოთქოთება ეგ კომენტარებია, რადგან რუსი ნაგავია ე.ი. სხვა ნაგავი კარგია?
რუსოფილებო!!!
აქოთქოთებულხართ,დიზლაიქებზე შეეტყო!!! ნაგავი იყო ეგ თქვენი საბჭოთა კავშირი,ყველა პარამეტრით და სრულიად დამსახურებულად სძულდა იგი ცივილიზებურ სამყაროს!!! რაც შეეხება ამ კონკრეტულ ისტორიას,რაღა თქმა უნდა ეს იყო რუსული ვირეშმაკობა,რომელიც არ გაუვიდათ და დარჩნენ გაღიმებულები(:(:(:

თავად გჯერა რაც დაწერე? ჰო, შეეშინდათ და პოლიტიკა მოიმიზეზეს:)))
Milani
Tavistavad rusebi martlebi iqnebodnen, egeni mtyuanebi arasdros arian. Sxvatashoris eg chiles prezidenti aliende magati caqezebit daetaka shtatebs da mere miatoves marto rogorc ician xolme. Gamotqmac arsebobs salvatore aliende, komunistebs ratom ende. Dro gadis, samyaro icvleba magram ruseti ara.
უშანგი
საბჭოთა ფედერაციას სანტიაგოს ტადიონი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როდესაც პირველ თამაშში ვერ მოიგო და დაუმსახურებელი უპირატესობის მიღება მოინდომა. ცხადია, ფიფა ამას არ წამოეგო. თუ ჩილეში თამაში არ გინდოდათ, მოსკოვის თამაშამდე გეთქვათ და ნეიტრალურ მოედანზე გათამაშებდითო. ანუ, სსრკ-ს ჩვეული სპორტულ-პოლიტიკური პროვოკაცია ვერ გავიდა და ფიფამ მათ თავის მოტყუების უფლება არ მისცა.
იდალგო
დიახ, არავის უყვარდა საბწოელები, დიახ ცუდი შანსები ჰონდათ მათ სანტიაგოში, განმეორებით შეხვედრაში მაგრამ თუ გიფიქრია როგორია სიხლიან ვითარებაში თამაში?
მალხაზ ჯობავა
კიედვ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველებზე ტოლერანტი ერი, მსოფლიოში არ არსებობს. გახსოვთ იასონ კვირკველიას სიტყვები: მე ცარიელ კარში ბურთს არ დვარტყამო.
TanoLife
ჩილეში მათ (საბჭოელებს) არანაირი შანსი არ ჰქონდათ გამარჯვების და პოლიტიკური მიზეზით, უარი განაცხადეს განმეორებით მატჩზე. არავის უყვარდა საბჭოთა კავშირის წარმომადგენლენბი და მართლებიც იყვნენ.
hhh
რომ აეცილებინათ თამაშს ვინ განაახლებდა?DDDDDD
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
მსაჯმა ლეო მესი და გარი მედელი გააძევა [VIDEO]
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა